ტკბილი ტკივილი ...
( თავი 3)
ისტორია / თუკა ჯიქური
დილით გამოღვიძებულს გეგა გვერდით რომ არ დამხვდა ლამის ფრენა დავიწყე, ვერ ვხვდებოდი რა მიხაროდა ან რა მწყინდა, ვერც იმას ვაანალიზებდი რომ ასე ყელაფერი იცვლებოდა..
ოთახიდან გასულმა აღმოვაჩინე რომ სახლშ მხოლოდ მე და ჩემი დედამთილი ვიყავით, რომელსაც წესიერად არც კი ვიცნობდი. რატოღაც რაოდენ გასაკვირიც არ უნდა ყოფილიყო, ეს ქალი ძალიან მიყვარდა უკვე. ასევე ლექსო, ერთადერთი ვისზეც ყველაზე მეტად ვბრაზობდი ეს დათო იყო...
არ გამაჩნდა მათ მიმართ აგრესია, არც ზიზღლი, ყველას ისე ვუყურებდი და ვირებდი როგორც ოჯხის წევრებს... სამზარეულოშ ფრთხილად შევედი და დილა მშვიდობისა ვუსუვე ეკას.
– ჩემო ლამაზო გაიღვიძე? – გეგამ დაგიბარა ცოტა დამაგვიანდება და რაიმე გასართობი მონახოსო..
– დიახ, ვიცი, მაშინვე ვიცრუე და სკამზე ნელა დავეშვი. დღეს ხომ ორშაბათია, უნივერსიტეტში წავალ. ლექცია მაქვს..
– რა თქმა უნდა შვილო..მისმინე ელენე. ვიცი რომ სულ რაღაც რამოდენიმე დღეა ჩვენთან ხარ. მაგრამ არ მინდა შებოჭილი იყო. შენ თუ ამის სურვილი გაქვს შეგიძლიათ შენ და გეგა ცალე გახვიდეთ, მე და ლექსოს არ გვაქვს არაფერი საწიააღმდეგო ამაზე..
– არა, მე თქვენთან მინდა. გეგა მთელი დღე მუშაობს, მეც ლექციები მაქვს, არ მინდა მარტო ყოფნა. სხლში სულ გეგაზე ადრე მოვალ. მე კიდევ არ მიყვარს სიჩუმე და სიმარტოვე...
– ხოდა მაშინ ისე მოიქეცი როგორც საკუთარ სახლში, რაც გინდა დაგჭირდეს მოდი და მითხარი..
– კარგით , დიდი მადლობა რომ ასე კარგად მექცევით...
– კარგი გოგო ხარ და ცუდად რატომ მოგექცევი, ახლა მოდი ისაუზმე და მერე შენს საქმეებს მიხედე, ნაზად დამისვა ლოყაზე ხელი ეკამ და ყავა ფინჯანში გადმომისხა..
უნვერსიტეტიდან დროულად წამოვედი.. სალომეს და თეას დავურეკე და ჩვენს კაფეში დავუნიშნე შეხვედრა...
ორივე გაოცებული სახით მიმზერდა, ვერც ერთი ხვდებოდა რა გავაკეთე, ანდაც ახლა რას ვაკეთებდი...
– მისმინე, გუშინ ვერ გკითხე რა მოხდა. ჯერ ეს ერთი იმ შენი ქმრის ძმაკაცმა მოსვენება არ მომცა, ისე მიყურებდა თვალებით მხდიდა, და მეორეც ისე გეჯდა გვერდით კრინტი ვერ დავძარი...
– მისმინეთ კარგად, გეტყვით სიმართლეს ოღონდ ეს მხოლოდ თქვენ გეცოდინებათ და ისე როგორც ბავშობაში, მოკლედ მე და გეგას არ გვიყვარს ერთმანეთი, საერთოდაც გეგა იმ დღეს პირველად ვნახე.. უბრალოდ , ასე დავარქვათ ხელსაყრელი შეტანხმება შემომთავაზა და დავთანხმდი... გეგას ცოლი უნდოდა, რომ დავფიქრდი მივხვდი რომ გეგაზე კარგ ქმარს ვერ მოვნახავდი...
– ავადმყოფი რომ იყავი ეგ ფაქტია, ვიცოდი, მაგრამ ასეთი სამკურნალო თუ იყავი ელენე არ მეგონა– მაშინვე დატევაზე გადმოვიდა თეა და მკლავში მაგრად მომიჭირა ხელი... გოგო შენ საღად აზროვნება იცი რა არის? კაცს არ იცნობ და როგორ დასთანხმდი...
– კარგად, აგიხსენი უკვე თეა. გეგა კარგი ადამიანია. მართლა.. მასთან კარგად ვარ. არაფერი გამიჭირდება, არც მომაკლდება, ეგ კი არა დედაჩემს და ნაინასაც დავეხმარები, ამაში ცუდი რა არის..
– და სიყვრულის ადგილი სადაა, მაგ შენს ახლადშეძენილ ქმასა და შენს შორის?
– სიყვარული ? რა სიყვარული სალო, საიდან გვექნებ სიყვარული....
– და სხვა რომ შეგიყვარდეს?? – არ ცხრებოდა თეა და კითხვას კითხვაზე მაყრიდა.. ან იქნება შენს გეგას შეუყვარდეს სხვა. არა უფრო კარგი აზრი მაქვს, შენ გეგა შეგიყვარდეს და გეგას სხვა ქალი, ღირსი იქნები , რომ დაჯდები და ნიანგის ცრემლებს გადმოყრი ჩვენს წინაშე, მერე მე დაგცინებ და გეტყვი , რომ გეგას და შენს შორის რა სიყვარულზეა საუბარი–თქო...
– ნუ ხარ გოგო შენ სისინა რა, შეტევაზე გადავედი და გავუღიმე, არ ვთვლი რომ ცუდად მოვიქეცი, კარგად ვიქნებით ერთად..
– ხო , იქნება ისიც გვითხრა რომ მალე შვილიც გეყოლებათ..
– არ მესმის რატომ ხუმრობთ ამაზე, ყავა მოვსვი და გოგოებს ავხედე, მართალია მე და გეგა ერთად არ ვყოფილვართ მაგრამ რატომაც არა, თუკი მისი ცოლი მქვია შვილს ვერ გავაჩენ...
– ჩამოყალიბებული დეგენერატი ხარ – ზუსტად ის გამლანძღა თეამ როგორც ამას ბავშობაში აკეტებდა , როცა მის ჭკუაზე არ დავდიოდი..
– მადლობა. ასეთი დაქალები უნდა ყავდეს ყველა ქალს რა.... მე ბედნიერი ვარ, ასე რომ თქვენც კარგად უნდა იყოთ ...
**
საშინლად ცხელოდა. ვგრძნობდი რომ მალე გული წამივიდოდა..
ყველაფერს ეგუებოდა ჩემი ორგანიზმი სიცხის გარდა.. არ მიყვარდა და ზუსტად ვიცოდი ეს ერთადერთი იყო, რაც არასოდეს შემიყვარდებოდა..
ძლივს მივათრევდი ფეხებს სახლისკენ.. გზად უამრავი ხილი ვიყიდე და ხელდამშვენებული კი არადა ხელდამძიმებული მივედი...
ეკამ დამინახა თუ არა თვალები დააჭყიტა, რად გინდოდა ამდენი ხილი, ან როგორ მოიტანე მარტომო...
სასაცილოა მაგრამ ისე ძალიან მქონდა გათავისებული ოჯახი, რძობა და ცოლობა, ამის ზღვარს იქითაც კი გადავიოდი...
ვახშმობაზე უარი განვაცხადე გეგას დაველოდები და მასთან ერთად შევჭამ–თქო, მაგრამ კულტურის მიზნით მაგიდასთან მათთან ერთად დავჯექი და ფორთოხლის წვენს დავუწყე წრუპვა.
– მითხარი როდის გაიცანით შენ და გეგამ ერთმანეთი? – იმდენად მოულოდნელი იყო ლექსოს კითხვა, წვენი სასულეში გადამცდა და დათოს მაგარმა მუშტმა მიხსნა სიკვდილისაგან...
– ალბათ ერთი წელი იქნება ხო ასეა ელენე?– მაშინვე ამმიდგა გვერდში და მუჯუგუნი მითავაზა... რა იყო, ახლა, მამამთილის კითხვებზე მთლად ასეც ნუ დაიბნევი, ხუმრობას სიმართლე გაურია და გამიღიმა..
– დიახ, ერთი წელია, დახლოვებით . ალბათ, დათოსთან იყო მოსული და მაშინ გავიცანი...
– კი მაგრამ გეგა ერთი წლის წინათ აქ იყო?– ლექსომ უარესი კითხვა დასვა და ლოყები ამიწითლდა...
– მამა, ერთი წლის წინათ ჩამოვიდა, ახლა დღეება და თვეებს ნუ დაგვითვლი თუ კაცი ხარ რა – ისევ გამოასწორა დათომ და გადი აქედანო მანიშნა...ბედზე ჩემს ჯიბეში გვრიანად ჩაჩურთული ტელეფონი აწრიაკლდა და ბოდიშის მოხდით დავტოვე სამზარეულო..
საძინებელში შევედი და მაგრად მივკეტე კარი, ხმა რომ არ გასულიყო...
ტელეფონის ეკრანს გაოცებული ვუყურებდი, აშკარა იყო და ნათლად ვხედავდი გეგა რეკავდა.. კი მაგრამ ვინ ჩამიწერა ნომერი, რა თქმა უნდა თავად... ფეხი ფეზე გადავიდე და გულმოსულმა ვუპასუხე..
– გისმენ ქმარუკა– ღიმილით ვუთხარი და მივხვდი როგორ დათბა...
– რას აკეთებს ჩემი ცოლუკა? – მაშინვე გამომაჯავრა და სახეზე ღიმილი შემეყინა...
– შენზე ვფიქრობდი, ნეტავ როდის მოვა, რომ წუხანდელი დანაპირები შემისრულე–მეთქი...
– მართლა? რა კვიანი ხარ ელენიკო, სწორედ მაგაზე გირეკავ.. შენი საწოლის მხარეს რომ პატარა კომოდია ის გამოხსენი და შავ ყუთს იპოვი. თორმეტისთვის მოვალ, ასე რომ მზად დამვხდი...
– იმ ყუთში რა არის? – გულმა ვერ გამიძლო და თან ქექვა დავიწყე. სისწრაფეში ყუთი ხელიდან გამივარდა და წითელმა საცვალმა და მოკლე პენუარმა მომჭრა თვალი... ეს უნდა ჩავიცვა?? მთელი ხმით დავუყვირე და მეც გავწითლდი...
– უფრო ხმამაღლა დაიყვირე, იქნებ გაიგონ ჩემებმა და დაგეხმარონ... ჩაცმაში სულელო.. რა თქმა უნდა ეს უნდა ჩაიცვა.. თუ არ მოგწონს სხვას მოგიტან...
– მომწონს– მორიგი სისულელე დავაბრეხვე გაუაზრებლად და შუბლზე მივირტყი შეტყუპებული თითები...
– ხოდა მორჩა ლაპარაკი... მოვალ და მზად იყავი.... ხო მართლა დედაჩემმა დამირეკა არ ჭამსო. არ დამელოდო შენ ივახშმე...ხომ გითხარი რომ გვიან მოვალ...
– კარგიი. გულგახეთქილმა ჩავილაპარაკე და ტელეფონი გავთიშე... საწოლზე გადავწექი და ხელები თვალებზე დავიფარე... გულის სიღრმეში სულაც არ მეშინოდა ამის, არ ვიცი რატომ, მაგრამ ეს თამაში მომწონდა კიდეც, გეგას ეს ქცევა , მიწვევდა. თითქოს ცეცხლი და ნავთი ვიყავით, და ერთმანეთის უფრო აალებას ვცდილობდით...
აივანზე ვიჯექი ლუდის ქილით ხელში და ლოთი ადამიანივით ვწრუპავდი უკვე მეორე ქილას. საოცრებაა ალბათ მაგრამ აქამდე არც კი გამესინჯა , ფეხები მოაჯირზე ნაზად მქონდა შემოწყობილი და ცას ავყურებდი, ეზოში მანქანამ შემოუხვია თუ არა მივხვდი ის იყო. შავი ,გაკრიალებული მანქანის შუქი თვალებს მჭრიდა...
გული მომენტალურად ამიჩქარდა.. ვიგრძენი რომ ელკოჰოლთან ერთად ემოციებმაც იმძლავრა ჩემში... საძინებელი გადავირბინე და რამოდენიმე წამში კართან გავჩნდი...
– შენ რა მთელი საღამო აქ მელოდი? – გაოცება ვერ დამალა და შუბლზე მაკოცა.. რა გჭირს? – პასუხის გაცემა არ მაცადა ისევ მკითხა..
– მოვრბოდი.. იქიდან აქამდე...
– ელენე ,დალიე? – მხარზე ხელი დამადო და სიცილისგან რომ არ წაქცეულიყო კედელს მთელი ზურგით აეკრა. რა დალიე ადამიანო???
– რავიცი, მაცივარში მხოლოდ ლუდი იყო, ავდექი და დავლიე, დათო სვამდა, მამაშენიც, ჩავთვალე რომ გემრიელი იქებოდა..
– მერე მოგეწონა?
– ხო რავიცი. ორი ქილა დავლიე...
– ორივე დალიე ბოლომდე??? ჩემი ძმა რას ფიქრობდა , მაგდენს რომ გასმევდა...
– ნუ ყვირი !– ტუჩებზე თითი ავაფარე და ხელები იღლიების ქვეშ შევუცურე.... მარტო მე და შენ ვართ აქ .
– სად აქ? და ამიხსენი რას აკეთებ. მაცადე შემოვიდე, ან კარი დავკეტო..
– მერე დაკეტე, მეე შემოდი. რას დგახარ – გაბრაზებულმა ვუთხარი და ხელები გავუშვი..
– მაგარი მთვრალი ხარ, წადი დაწექი და დაიძინე... წყალს გადავივლებ და მოვალ...
– კარგი – თითები ავუქნიე ჰაერში და ინერციით შევტრიალდი კარისკენ, რასაც ჩემი მორიგი მარცხი მოჰყვა, მხრით კარები გავიტანე და კიდევ არგი გეგამ ჩემი დაჭერა მოასწრო.... ვაიმე, რა შარიანი ხარ. წამოდი ნელა, ხელი შემომხვია წელზე და საწოლზე ფრთხილად დამსვა, ხელები მხრებზე დამაჭირა და გადამაწვინა. დაიძნე ხო?
– ნწუ–მეთქი– მორიგი ისტერიული ყვირილი განვახორციელე, ხელები კისერზე შემოვხვიე და ტუჩებზე ვაკოცე.... არ გაგიშვებ, ან მეც წამოვალ წყალში ვიჭყუმპალაოთ..
– დღეს არა ელენე, დღეს არა!– გადჭრით და კატეგორიულად მითხრა. ხელები გამაშვებინა და გამიღიმა, გვექნება წყალში ჭყუმპალაობის დროც დაიძინე ახლაა..
საძინებელში დაბრუნებულ გეგას, სულ სხვა გარემო და ვითარება დახვდა. თმებიდან ნელა ჩამოსწია პირსახოცი და საწოლზე წითელ პენუარში გამოწყობილ ელენეს გახედა..
– მე რა გითხარი, დაიძნე–თქო..
– არ მეძინინება, ხომ მითხარი ამაღამ ეს ჩაიცვიო და ჩავიცვი... ფეხზე ზამოვდექი , და ნახევრად შიშველ მდგომარეობაში მყოფი წავედი მისკენ..
– ელენე !– საკმარისია. ეს თამაში კარგად არ დამთავრდება...
– და ცუდად დამთავრებაში რას გულისხმობ, იმას რომ მე და შენ დღეს სექსი გვექნება?? ეს საუკეთესო დასასრულია გეგა...
– საკმარისია... წამოდი დაწექი. მკლავში მტაცა ხელი და საწოლისკენ გამათრია....
– უშენოდ არ დავწვები– ბოლომდე გავჯინიანდი და ლოტუსის ფორმაში მოვიკეცე.
– მეც ვწვები, შუქს ჩავაქრობ და მორჩა.
– და კიდევ, კონდინციონერი ჩართე დაბალზე, თორემ დაგვცხება..
– მორჩი ტლიკინს !– თორემ ინანებ, თითი დამიქნია და საწოლზე გაიშხლართა...
არ ვიცი იმ ღამის ალკოჰოლმა გამათამამა თუ მართლა ასე ძალიან მინდოდა გეგას სიახლოვე. მოსვენება არ მივეცი... ფრთხილად გადავიხარე მისკენ და ტუჩები ყურთან შევახე.. მაშინვე შეიშმუშნა ,მაგრამ არ შემიმჩნია... გვერდი იცვალა და ზურგი მაქცია.. მისი ეს ქცევა კიდევ უფრო მაღიზიანებდა და ერთი ორად აღმაგზნებდა... საჩვენებელი თითი დავუსვი ზურგზე, და კისერთან მორგი მხურვალე კოცნა დავუტოვე.. შიშველ სხეულზე ნელა გავავუცურე ხელი და ზედ ავეკარი... ვგრძნობდი როგორ უდურდებოდა სისხლი ნელ–ნელა, ჯიუტად არ ვწყვეტდი შიშველი ფეხების მის ფეხებზე სრიალს.... გიჟივით გადმობრუნდა ჩემკენ და ზემოდან მომექცა, პირველად ვხედავდი მამაკაცის თვალებში ამხელა ვნებას, ასეთ სიგიჟეს, პირველად ვგრძნობდი ამ ყველაფერს და მეც გიჟივით მინდოდა მასთან ყოფნა, წამით არ მიფიქრია შედეგზე, ალბათ იმიტომ რომ ალკოჰოლი მათამამებდა....ჩემს სხეულში თანდათანობით იღვიძებდა ქალური ჟინი.... მაგრად ვეკვროდი ზედ და სიამოვნების კვნესას ურცხვად ვაფრქვევდი ოთახში...
მერე თითქოს ვგრძენი როგორ ავივსე და დავიცალე მისითვე.... გვერდით მომიწვა და ხელი მომხვია, შიშველ სხეულზე მომაფარა. თავი მის მკერდზე მოვათავსე , ალბათ ისე როგორც ამას საყვარელი ქალები აკეთებენ. დილით იგივე პოზაში გამეღვიძა, გეგას ჯერ კიდევ ეძინა, მთელი სხეული მტეხდა... მტკიოდა სათითაო ნაკვთი.... გვერდზე გადაგტიალების ძალაც კი არ გამაჩნდა, ჩემს მოუსვენად ქცევაზე თვალები გაახილა და გამიღიმა..
– დილა მშვიდობისა ელენე, როგორ ხარ?
– ცუდად, ძივს ამოვიკნავლე და საშნელი ტკივილი ვიგრძენი ყელში..
– რა გტკივა? – შეშინებული წამოჯდა გეგა და შარვალი სწრაფად ამოიცვა.... მისმინე, მითხარი რა გაწუხებს...
– დამშვიდდი, არ ვიცი, ყველაფერი მტკივა. ძალიან ცუდად ვარ, ვერ ვმოძრაობ გეგა...
– მოიცადე, მოდი აქ.. პერანგის ჩაცმაში დამეხმა და ხალათი შემომახურა. დედაჩემს დავუძახებ ..
რამდეიმე წუთში სახეზე ფერდაკარგული შემოვიდა გეგა, რომელსაც ეკა უკან მოყვებოდა, წამლების ყუთით.... საწოლზე გვერდით ჩამომიჯდა და გამიღიმა..
– რა გტკია ჩემო ლამაზო ?– მშვიდად მითხრა და ოფლისგან დაცვარულ სახეზე ხელი გადამისვა... ღმერთო ჩემო იწვი, სიცხე გაქვს... ამ სიცხეში როგორ გაცივდი? – ხელები გაასავსავა და გეგას გახედა....
– არ ვიცი, ძლივს ვუთხარი და ჩავახველე... მალული მზერა გავაპარე გეგასკენ რომელიც ფიქრებით სულ სხვაგან იყო და, ჩემი სიცხის მიზეზიც სულ სხვა რამ ეგონა...
– თქვენ ორივე გიჟები ხართ? – ეკას ჩხუბმა გამოგვაფხიზლა, კონდინციონერი მთელი ღამე თქვენსკენ იყო მომართული და მაქსიმალურზე, რომელმა ჭკვიანმა დააყენა ეს? – მიპასუხეთ მალე..
– მე.. დასჯილი დავშვივით ჩახარა თავი და დედამის გახედა. მახსოვდა რომ მინიმალუზე დავაყენე დედა...
– შენმა ამ „მახსოვდამ“ რა გააკეთა ხედავ? სიცხე აქვს თანაც 39, ყელი სტკივა. და დამატეული ამას ყველაფერი....
– არაუშავს ხვალ უკეთ ვიქნები – მაშნვე გეგას დაცვა ვცადე მაგრამ ეკამ არ დამაცადა..
– ნუ იცავ !– ხვალ იქნები კარგად რა თქმა უნდა, დრეს კარგად იქნები , ძალიან მალე მაგრამ ასეთი უყურადრებობა რ შეიძლება...
– კარგი დედა, დამშვიდდი. ექიმს მოვიყვან, წამლებსაც მოვიტან... შენ გინდა რაიმე ელენე?– დარცხვენით მკითხა და საფეთქელთან მაკოცა...
– დღეს ჩემთან იყავი რა , მხოლოდ ეს..
– ვიქნები. ექიმს მოვიყვან და მოვალ...

 - 875501030819

Коментарі

Коментарів немає.