ნდობა

ისტორია: თეონა შუბითიძე
ნაწილი პირველი
კარის გაღება და ხალხის შეცვენა ვაგონში ერთი იყო,ყველა ერთმანეთს ასხდებოდნენ,ოღონდ მოესწროთ შესვლა,რომ კარებში არ მოყოლილიყვნენ,ან შეღწეულებს ფეხზე დრომა,რომ არ მოეწიათ,რათქმაუნდა უპირატესობა კართან მდგომებს ჰქონდათ,ყველამ დაიკავა ადგილი ფეხზე რამდენიმე ახალგაზრდა დარჩა და სახე შეწუხებულები დაჰყურებდნენ ზემოდან ხალხს და ელოდებოდნენ როდის დაიძრებოდა მატარებელი, შემდეგი სადგური გამოაცხადდა'ნელ ნელა კარიც იკეტებოდა,თორნიკე კართან იდგა და დაბურულ შუშაში საკუთარ ანარეკლს უყურებდა,ცოტაც და კარი სულ დაიხურებოდა,როდესაც ახალგაზრდა ქალმა ფეხი დაუყოლა და კარიც გაჩერდა,მას თორნიკეც მიეშველა,სანამ ქალი ვაგონში შევიდა,კარები ხელით დაუჭირა და როდესაც აღარ საჭიროებდა ხელი უშვა და ფრთები მთელი ძალით შეასკდნენ ერთმანეთს,ქალი კუთხეში მშვიდად დადგა,თონიკე უკმაყოფილოდ შეიშმუშნა,მიუჩვეველი იყო უპატივცემულობას,ქალისგან მოელოდა მადლობას მაგრამ,იგი არ იძვროდა,ტელეფონი ეკავა ხელში და ჩაჰკირკიტებდა.
-უკაცრავად,მაპატიეთ,-ხელები და მხრით ცდილობდა ხალხის ტალღიდან გამოეღწია,ლამის მატარებელში დარჩა,ბუზღუნით როგორც იქნა გამოაღწია და გზა შემსვლელებს დაუთმო,იქვე გაზეთი იყიდა გასასვლელთან მდგომ ჯიხურში და ტაქსის ძებნა დაიწყო,ამაობაში სულ გადაავიწყდა ის ქალი,"დახმარება" და უპატივცემულო მოპყრობა-"არამადლობა."
როგორც იქნა მიაგნო რაღაც ტაქსს,მანქანა საშინლად იყო გაუბედურებული,პატრონი აშკარა სიძულვილით იყო გამიჯნული მასზე,ღიპიანი კაცი იჯდა,საჭესთან და ხვნეშა ხვნეშით,კითხულობდა გაზეთს,თან სიგარეტს აბოლებდა,თორნიკემ ფანჯარასთან მიუკაკუნა და მანაც ნება იბოძა და ჭრიჭინ-ჭრიჭინით ჩაუწია
-უკაცრავად,ტაქსი მჭირდება,გლდანში რამდენად გამიყვანთ?,-სიგარეტი გამოიღო პირიდან და ბლუყუნით უთხრა
-5 ლარი,-და ისევ ჩაიდო,თორნიკე აღარ შეევაჭრა საშინლად დაღლილი იყო და არ ეხამუშებოდა,ერთი სული ჰქონდა სახლში მისულიყო,რომ ძმა და რძალი ენახა,მანქანაში ჩახტა და წინასწარ გამაზედბული სიფრიფანა ქაღალდის ხუთ ლარიანი გაუწოდა მძღოლს,მისდა სამწუხარდო წინ მჯდომს ლაპარაკი ყვარებია და სანამ დიდუბემდე მივიდნენ ქაფები გადმოუვიდა პირიდან
-რა გქვიათ?
-თორნიკე
-რა გვარის ბრძანდება ბატონი თორნიკე,-ჩაახველა და სარკეში გახედა
-სანაია,-ფრუტუნით მიუგო და გაზეთი გაშალა
-მუშაობ?,-კითხვებით დაღლილმა თავი მოიმძინარა,-თქვენ გეკითებით ახალგაზრდავ,-ხმა მაღლა დაუძახა მძღოლმა,თავს აკინწიალებდა და სახე დამანჭული იფშვნეტდა თვალებს
-დიახ ვმუშაობ ბატონო,ლექტორად,-ამის თქმაზე,ყბა ჩამოუვარდა კაცს
-სულ ღლაპი ხარ და უკვე ლექტორი,-თავი გადაბრუნ-გადმოაბრუნა
-დიახ
-რამდენი წლის ხარ?,-უნდა შეკამათებოდა მაგრამ გააჩერებინა და გადავიდა,სანამ კარს დახურავდა კი მიაძახა
-28-ის და გაფრთხილებას გაძლევთ,არასოდეს გამოელაპარაკოთ კლიენტს ყველა ჩემისთანა მომთმენი არაა,-შეუბღვირა და კარი ძლიერად მიხურა,ამან ის ამბავიც გაახსენა,ქალი მეტროში და უფრო გაუფუჭდა ხასიათი,როდესაც სადარბაზოსთან მივიდა,მაჯის საათს დახედა
-სწორად დროზე მოვსულვარ,-კმაყოფილმა ჩიღიმა და კიბეებზე აირბინა,კარი ღია იყო,პირდაპირ შეიჭა შესასვლელში,სიჩუმე,რომ იყო ხმა მაღლა დაიძახა
-სად ხართ?,-ხმაზე დაბალი,თმა გაშლილი ქალი გამოვიდა,თორნიკეს დანახვაზე თვალები აემღვრა
-ჩემი თორნიკე
-ხო შენო თორნიკე,როგორ ხარ შვილის ერთადერთო სუნთქვა?,-შუბლზე აკოცა და ძლიერად შემოხვია ხელები
-კარგად დედას ჭია,რა ადრიანად მოხვედი ამ დროს არ გელოდი
-წავიდე?,-ღიმილით უთხრა და თვალებში ჩახედა
-სად უნდა წახვიდე,ჩვენთვის ათასში ერთხელ იცლი და ახლაც წასვლაზე ფიქრობ?,-განაწყენდა იგი
-მარი დათოს ასულო ბარათაშვილ-სანაია,მე მეგონა უკვე ჩამოვიდნენ,თანაც ისეთ მოლაყბე ტაქსში ვიჯექი,რომ არ ვიცი,ზედმეტად ცნობისმოყვარე იყო
-არაუშავს მერე რა მოხდა,აინტერესებდა ვინ იჯდა მის მანქანაში დ ავის გადაადგილებდა,-გაუღიმა მარინემ შვილს და ლოყაზე უჩმიტა,-იმე დედას ბულკი,ცარილეი ლოყები ხარ,მწვანე ვაშლო,-კისკისებდა ქალი,მწვანე ვაშლს,პატარაობიდან ეძახდა,რადგან ძალიან ძალიან მწვანე თვალები აქვს,საოცრად ლამაზი თვალის ჭრილი და ასევე საკმაოდ სიმპატიურია,არასოდეს სწყინდება შვილის ქება გარეგნობის გამო
-კარგი დედა,იქნებ შემიშვა სახლში,რავიცი
-კარგი,კარგი შვილო მაპატიე,-დაიმორცხვა მარინემ და შვილი წინ წაიმძღვარა.-რა სასიამოვნო რაღაცის სუნი დგას?-მიუგო თორნიკემ მარინეს და სამზარეულოსკენ წავიდა,სუნიც უფრო მკვეთრი და მძაფრი გახდა
-შენ საყვარელ რულეტს ვაცხობ,-კმაყოფილმა უთხრა და გაუღიმა
-კარგია მაგრამ,დაველოდები ძმის მოსვლას,-ტყავის შემოსაცმელი გაიხადა და შემოსასვლელში ჩამოკიდა,-მანამდე ტელევიზორს ვუყურებ,-თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია მერინემ და სამზარეულოში შებრუნდა რულეტის მისახედად,თორნიკე კი სავარძელში ჩაწვა,პულტი მოიმარჯვა და არხების თვალიერებას შეუდგა,ყველაგან რაღაც სისულელს უშვებდნენ,ან მულტფილმისთვის უნდა ეყურებინა ან საინფორმაციოსთვის მაგრამ,მისთვის სახარბიელო არცერთი აღმოჩნდა,მულტფილმების ასაკიდან დიდი ხანია გამოვიდა და მათ მიმზიდველობა დაეკარგათ თორნიკეს თვალში,ისევ გამორთო ტელევიზორი და ახლა უკვე წიგნის კითხვა დაიწყო,თითქოს წიგნის ფურცელზე ქალის სახე გამოჩნდა,თვალები მაგრად დახუჭა და ისევ გაახილა,კარგად დაკვირვების შემდეგ კი იცნო იგი,მატარებელში,რომ დაეხმარა,ნერვებ მოშლილმა დახურა წიგნი და ფრუტუნით შევიდა აბაზანაში.
-მარინე მოვედი,-შემოსასვლელში პარკებით დაზირგნულმა კაცმა დაიძახა,ოდნავ ბოხი ხმით,მარინე კუსკუსით გამოვიდა ქმარს პარკები გამოართვა და მადლობის ნიშნად კოცნითაც დაასაჩუქრა,აბაზანიდან გამოსული თორნიკეს დანახვაზე გაოცდა
-მოხვედი?,-მშვიდად მიუგო თორნიკემ გიორგის და გადაკოცნა
-ჩემი სიამაყე,მოვედი ხო დედაშენმა რაღაცები დამაბარა ბაზარში და წამოვუღე,-კაყოფილად ახედა მარინემ ქმარს და სამზარეულოში შევიდა,-შენ როგორ ხარ?სტუდენტების საქმე როგორაა?,-როდესაც დივანზე ჩამოსხდნენ კითხა გიორგიმ,თან ხელი მუხლზე დაიდო და თითებს ათამაშებდა
-მშვენივრად მამა
-მეტს არაფერს იტყვი?,-გვერდულად ახედა და სახეზე ეშმაკური ღიმილი აუთამაშდა,-როდის მაღირსებთ შვილიშვილს,დავბერდი კაცი
-ნუ წუწუნებ შენ,-გამოსძახა სამზარეულოდან მარინემ და კისკისი დაიწყო,-არ უნდა ბავშვსს და რას აძალებ
-ბავშვი არაა,უკვე კაცია,შენ ნუ ერევი დამაცადე,-მაღალი ტონით მიმართა და მარინეც შეეშვა მათთან საუბარს
-მამა,ჯერ არავინ მყავს თუ ეგ გაინტერესებს
-გიწუნებენ?,-წარბები აუთამაშდა მამაკაცს
-არა არა,ეგ რა შუაშია უბრალოდ მე ვერ ვახერხებ ჯერ მოცლას პირადულისთვის და არც შემხვედრია ისეთი ადამიანი,რომელიც დამაინტერესებს,-ჩაიბუტბუტა თორნიკემ
-კოტე,რომ მოვა მკაცრად უნდა დაველაპარაკო
-რატომ?,-გაუკვირდა თორნიკეს და ცალი წარბი აზიდა
-შვილიშვილი მინდა,-სიცილით უთხრა გიორგიმ და ფეხზე წამოდგა
-ნამეტანი აზარტშია შენი ქამრი შესული ქალბატონო მარინე,-გასძახა თორნიკემ და გემრიელად გაეცინა,გიორგისაც გაეღიმა შვილის ხუმრობაზე და მხარზე წაუბარტყუნა.
ლოდინმა ძალიან დაღალათ,კოტე და სოფო არ ჩანდნენ,თორნიკე ანერვიულდა,მთელი სახლი შემოარა,როდესაც კარის ხმა გაიგო ყურები მაღლა აუვიდა,სწრაფად მივარდა კარს და გამოაღო
-თორნიკეც აქ ყოფილა,-გაეღიმათ ორივეს და ერთდროულად ეძგერნენ
-კარგით ჰოო,-ძლივს სუნთქავდა საწყალი,ჯერ იკვირვებენ ისიც მათთან,რომ არის დ ამერე გუდავენ.სოფო ერთი თვის რძალი იყო და მთელ ოჯახს უზომოდ უყვარდა,კოტე თორნიკეზე სამი წლით პატარა და უპირატესობა მუდამ თორნიკეს ჰქონდა მაგრამ,ახლა რატომღაც რადგან კოტემ აჯობა მშობლები მისკენ გადაიხარენ,თორნიკე კი განზე გადგა,სახლში იშვიათად მიდის მხოლოდ მაშინ,როცა რამე მნიშვნელოვანი ხდება და ეს დღეც მნიშვნელოვანია რადგან,სოფო ოცი წლის გახდა,მხურვალედ შეეგებნენ გიორგი და მარინე შვილს და რძალს,გიორგიმ სალაპარაკოდ გაიყვანა ცალკე ოთახში კოტე,მარინემ სოფოს დახმარება სთხოვა მაგიდის გაშლაში დ აისევ კენტად შემორჩა თორნიკე მაგრამ,კაცი იყო და მასაც ჰქონდა უფლება ამიტომ,მამა სვილის საუბარში ჩაერია
-მოდი თორნიკე ახლა სწორად შენზე ვსაუბრობდით,კოტესაც უნდა,რომ მალე მოიყვანო ცოლი,-მხიარულად მიუგო გიორგიმ და კოტეს გადახვია მხარზე ხელი,-პატარამ გაჯობა,-ის სიტყვა რომელიც სიძულვილს იწვევს ადამიანში ალბად არის გაჯობა,ნუ ეს თორნიკეს შემთხვევაში ასე იყო,ყურში ცუდად ხვდებოდა ყოველთის მამის ნათქვამი მაგრამ,წყენას გულში არასოდეს იდებდა,კოტესაც ისევე სცემდა პატივს როგორც სხვა დანარჩენს და მისი არ შურდა
-თუ განაგრძობთ მაგაზე საუბარს იცოდეთ გავალ,-დასერიოზულდა თორნიკე
-კარგი რა ძამიკო,-მოიღუშა კოტე,-არ მინდა მარტო დარჩე
-არ დავრჩები,-შეუბღვირა და კარისკენ გაბრუნდა,-აქ საინტერესო არაფერია,-თქვა და გავიდა,გიორგი წამოეწია და შემოაბრუნა
-არა რაღაც საინტერესო ანმდვილად არის დ აშენ უნდა იცოდე
-რა მამა,-უინტერესოდ ახედა და თითების წვალება დაიწყო
-სოფოს მეგობარი ჩვენთან მოდის სამი დღით
-და გინდა,რომ გავიცნო,-ლუღლუღით უთხრა და თვალები მოჭუტა
-კი,მინდა,რომ გაიცნო,თან აქვს მისი ფოტო და ნახე
-არ მაინტერესებს მამა,როცა მოვა ალბად ვნახავ,თუ გამოვედი
-ალბად არა,აუცილებლად ნახავ,სამი დღ აქ რჩები,არავითარი არა,აქ რჩები და ვსო,ეს საკითხი განხილვას აღარ ექვემდებარება,-დაუბღვირა გიორგიმ,რას გააწყობს კაცი მასზე მაღალის წინაშე,ტორნიკემაც შეპასუხება ვერ მოახერხა და აწია და ჩამოწია თავი ნაძალადევად,რადგან პირიდან კი არ გადმოდიოდა.***
ფანჯრის რაფაზე შემოაწყო ხელები და სიგარეტის ღერი ჩაიდო პირში,რომ უნდა გაეკრა ასანთი კოტე მივიდა
-მე მოვუკიდებ-უთხრა და ასანთი გამოართვა,როდესაც მოუკიდა,მერე თავადაც ამოიღო ღერი და მანაც დაიწყო მოწევა,-ხვალ უნივერსიტეტში მიდიხარ?,-საუბრის წამოწყებას ეცადა კოტე,მათ ერთად ძალიან ხშირად უსაუბრიათ,ერთმანეთთან საკმაოდ კარგად იყვნენ ბევრ ძმებს შეშურდებოდათ მათი ის დიდი სიყვარული და ერთმანეთის ნდობა რაც დაბადებიდანვე მოჰყვებათ,.ღრმად ჩაახველა თორნიკემ და რაფას მოშორდა
-კი ხვალ ლექცია მაქვს ჩასატარებელი,-უთხრა და უჩვეულოდ ახედა ჭაღს
-შენს ნაცვლა,რომ ვინმე დასვა?,-წარბებს ქვემოდან ახედა კოტემ,თორნიკე მიხვდა ძმას რაღაცის შეპარება უნდოდა,ჩაეცინა და უმცროსს ხელი მხარზე დაადო
-სოფოს მეგობრის გამო ლექციას ვერ გავუცდენ სტუდენტებს,-ლექტორ კაცს,როგორც შეშვენიდა ისე მიმართა და დარჩენილი სიგარეტი,რომელიც დამწვარ ცხოვრებას და გაუბედურებულ ადამიანს მოგაგონებდა,საფერფლეში დასრისა და ხელები დაიფენთხა,კოტეს გვერდულად გაეცინა
-არა სოფოს მეგობარი რა შუაშია,მინდოდა სადმე გავსულიყავით დაგველია,-უკვე,რომ მიხვდა თორნიკეს ვერაფერს გააგებინებდა საქმე შეატრიალა
-ნწ,ხვალ ლექციაა,-დაუბღვირა მან,-რომ მდომოდა ახლაც დავლევდი,-კოტემ ხელები ჩაიქნია და ფრატუნით გავიდა,თორნიკემ კი მეორე ღერს მოუკიდა.
ამბობენ,როდესაც ადამიანი ნერვიულობს მოწევას იწყებს,ფაქტიც სახეზეა მაგრამ,რა ანერვიულებს,იგი საკმაოდ კარგი ლექტორია და ძალიან უყვართ სტუდენტებს,ასაკის და მიუხედავად.
-თორნიკე,-დაუძახა მარინე,მანაც მიანება თავი მოწევას და მათთან გავიდა,მარინმე ხელი მოკიდა და ოთახში შეიყვანა,კარი გასაღებით გადაატრიალა და სვილი საწოლზე ჩამოსვა
-რა ხდება?,-გაკვირვებულმა ახედა და ხელები გადააჯვარედინა
-მამაშენს ხელფასი დაუქვითეს,-ნაწყვეტ-ნაწყვეტ ბგერებით მიუგო და აქეთ-იქით სიარული დაიწყო,-კოტეს და სოფოს რჩენა აღარ შეგვწევს
-მერე აქამდე რატომ არ მითხარით?,-კოპები შეკრა თორნიკემ
-არ მინდა მთელი ოჯახი ზურგზე დაგაწვეს,კოტე ცდილობს აიწყოს ცხოვრება მაგრამ,სამსახურზე სულ არ ზრუნავს,თითქოს მომავალზე ფიქრობს არადა პირიქით,რა ვუშველო არ ვიცი,-აწითლებულ ლოყებს იხოკდა
-მშვიდად დედა,მე მოვაგვარებ ყველაფერს,კოტეს და სოფოს ჩემთან წავიყვან თვენ კი რაც გექნებათ იმყოფინეთ თუ რამეა მე აქ ვარ,არ მოგერიდოს,სრული უფლება გაქვთ,-საწოლიდან წამოდგა,მარინესთან მივიდა და ჩაეხუტა,-შენი დამსახურებაა მე ,რომ ვარსებობ,-უთხრა და შუბლზე აკოცა,-გამიგია ასეთი რამ შუბლზე გულით საყვარელ ადამიანებს კოცნიან,დე მიყვარხარ,-უფრო ძლიერად შემოხვია ხელები
-მეც მიყვარხარ შვილო,-ცრემლები მოადგა მარინეს
-ნუ ტირი გთხოვ,თორემ ამიჩუყდა გული,-ცრემლები მოწმინდა მარინეს.
***
-ბარგი ჩაალაგე მივდივართ,-ოთახიდან გამოსულმა თორნიკემ დაუძახა,მჭექარე ხმით კოტეს
-სად მივდივართ?,-გაიკვირვა მან და თორნიკეს ახედა,-ხო მშვიდობაა
-კი მშვიდობაა მშვიდობა,სანამ აქ ხართ ჩემთან იცხოვრებთ
-რა?,-წარბები კეფაზე გადაუვიდა კოტეს,-რას ქვია შენთან კი მაგრამ,რატომ,აქ ვერ ვართ?
-ნუ მეკამათები,ყოველგვარი ლაი-ლაის გარეშე ჩაალაგე ბარგი და სანამ ტაქსი მოვა დაბლა ჩავზიდოთ,-გრუბად მიუგო და მისი ოთახიკსენ წავიდა,რაც კი ტანსაცმელი ეკიდა ყველაფერი ჩამოყარა და ჩემოდანში ჩატენა,სოფოს ნივთებს ხელი ვერ ახლო,მან თავისით ჩააწყო ყველაფერი.
გაბრუებული დადიოდა კოტე აქეთ-იქით,გაურკვევლობაში ჩავარდა
-რა ხდება არ იტყვი?,-უკვე ოფლი ასხავდა
-აქ ვეღარ იქნებით,რატომაც ამას სახლში,რომ მივალთ მერე აგიხსნი ახლა ამის დრო არაა,-მწყრალად მიუგო და ბარგი შეკრა.
-ტაქსი მოვიდა,-აუწყა მარინემ
-გავდივართ,-შემოუძახა თორნიკემ კოტეს და სოფოს
-ხო კარგი,ცოფო მოვდივართ,უჰ,-იბღვირებოდა კოტე,სოფოს უკმაყოფილო იყო მაზლის მიმართ მაგრამ,ტორნიკე ამას ნაკლებად ჩიოდა მთავარი მისთვის დედა და მამა იყო,ბარგი ჩააწყო საბარგულში და მანქანაში ჩასხდნენ
-ახლავე მოვალ,-უთხრა თორნიკემდა ისევ სადარბაზოში შებრუნდა,კიბეები სრაფად აირბინა და კარში მდომ დედას მიუახლოვდა
-დე არ ინერვიულოთ,მიყვარხარ,-ლოყაზე აკოცა და ისევ ჩაირბინა კიბეები,და ტაქსში მოკალათდა.
-რატომ წამოგვიყვანე?,-ტაქსიდან გადმოსვლისას კითხა კოტემ და წარბები შეჭმუხნა,აშკარა უკოყოფილება ეხატა სახეზე,-აქ მშობლების სანახავად მოვედი და იქიდან გამომაქცუნე,-თორნიკე დაიღალა,პირზე ააფარა ხელი და ჩემოდანი გაუწოდა
-გამომართვი,სახლში ავიდეთ და ყველაფერს აგიხსნი,რა მოუთმენელი ხარ,-ჩემოდანი გამოართვა და სადარბაზოში შევიდა,სოფოც მიჰყვა,ღილაკს დააჭირეს თითი და ლიფტიც დაიძრა,ამასობაში თორნიკემ ტაქსს გადაუხადა და დარჩნილი ჩემოდნები აიღო.
გაიღო თუარა ლიფტი,ჯერ ჩემოდნები შეაწყეს შემდეგ თვითონ შევიდნენ და ხუთიანს მიაჭირა თორნიკემ,სოფოს თავი ჩახრილი ჰქონდა,იფიქრებდი რცხვენია მაზლის სახლში პირვლად მიდის და მაშინაც უნდა დარჩესო.
-იქნებ აგვიხსნა,-როდესაც სახლში შელაგდნენ,დივანზე დასხდნენ კოტე და სოფო,თორნიკეს უყურებდნენ და ელოდებოდნენ,როდის აუხსნიდა რამეს
-მამას თქვენი რჩენა აღარ შეუძლია,ხო იცი შენ დროა სამსახურზე იფიქრო ცოლი გყავს და მალე ალბად პატარაც გეყოლებათ,-შეიშმუშნა თორნიკე და ხელები ერთმანეთში გადახლართა,-შენს დიპლომს ობი უკიდია,მიდი და იმუშავე შენი პროფესიით,ნუთუ ასე ძნელია,-კოტეს თალები გაუფართოვდა
-შენც კარგად მოგეხსენება,რამდენი ვეძებე სამსახური მაგრამ,არაა და რა ვუყო
-რა იოლად ამბობ,-ჩაეცინა თორნიკეს,-თქმა კიარაა მარტო მთავარი,მეც არ გამიოლებია სამსახურის ძებნა მაგრამ,ხომ ვიპოვე,-გამწყრალმა ახედა უფროს ძმას და გაიბუსა
-შენი ძმა მართალია კოტე,სამსახური გჭირდება,-მიუგო სოფომ და თორნიკეს ახედა.
-კარგით ჰო,ვიშოვი,-დაიბღვირა და დივნიდან წამოდგა,-ეგაა მიზეზი ჩვენი აქ მოსვლის?
-კი,-თავი დაუქნია თორნიკემ
-გეთქვა იქვე,აზრი მითხარი ახლა შენ,აქ ვიქნები თუ იქ
-აზრი დიდია და შენ თუ მაგდენს ვერ მიმხვდარხარ,მოკლე ჭკუა გქონია
-იმისთვის მომიყვანე,რომ საყვედურებით ამავსო?,-მკვახედ მიუგო და ოთახისკენ წავიდა,-აქ ვიძინებთ ჩვენ?
-დიახ,-მიუგო თორნიკემ,-მისმინე,მე საყვედურებით არ გავსებ,უბრალოდ მეგონა მიხვდებოდი,მამას და დედას იმდენი შემოსავალი აღარ აქვთ,რომ შენ და შენი ცოლი გარჩინოთ და თავიც გაიტანონ,ამიტომ გადავწყვიტე,-გააწყვეტინა კოტემ
-გადაწყვიტე აქ დაგესახლებინეთ შენთან და ახლა უნდა გვარჩინო შენ,-თორნიკემ გაიღიმა და ტაში დაუკრა
-უკვე წინსვლაა შენს ტვინის უჯრედებში,-და თავში წაუთაქა,კოტეც წავიდა იერიშზე მაგრამ,სოფო ჩაერია
-ნუ ცანცარებთ პატარები ხომ არ ხართ,-დატუქსა მან.
კოტე ისევ ოთახს მიუბრუნდა თორნიკემ კი სამზარეულოში წყალი დალია,რადგან იგრძნო ყელი გაუშრა.

gif

Комментарии

Комментариев нет.