ნდობა

ისტორია: თეონა შუბითიძე
ნაწილი მეორე
-მიდიხარ?,-ოთახიდან გამოლასლასდა კოტე თვალები ფშვნეტით
-კი მივდივარ რაიყო
-არაფერი,სოფოს მეგობარი,ხომ იცი,რომ უნდ ამოვიდეს დ აეცადე ადრე მოხვიდე
-ვეცდები საერთოდ არ მოვიდე,-დაეჭყანა და კოსტუმის ღილების შეკვრა დაიწყო
-არ მინდა სამსახურში ჩალურჯებული გაგიშვა მაგრამ,ერთს მაგრად გბეთქვავდი,-დაუბღვირა კოტემ,-იცოდე ადრე მოდი,ქუჩაში არ იბოდიალო
-კარგი ხო,-ბუზღუნით მიუგო და გავიდა,კოტე კი ისევ ოთახში შებრუნა,ოფოს ეღვიძა
-წავიდა?,-კითხა ნამძინარევი ხმით და თვალები მოისრისა
-კი წავიდა დ აეცდება ადრე მოვიდეს,რომ ნახოს ელენე
-კარგია,-გაეღიმა და თვალები დახუჭა
-ადექი
-ოო მოიცა რა,მეძინება
-კარგი მაშინ გავიხდი და მეც დავწვები აბა აქ რა ვაკეთო,-დაამთქნარა დ აისევ საწოლში შეწვა.
თორნიკე ფეხით მიუყვებოდა გზას,სამსახური ახლოს ჰქონდა და ტაქსში ტყუილ უბრალოდ ფულის გადაყრას ერჩია,დილით ცოტა გაევარჯიშა,ტრასა უნდა გადაეკვეთა,სამსახურში დააგვაინებდა თუ წითელზე გაჩერდებოდა ამიტომ,შუქნიშანს არ დაელოდა,შუა ტრასაზე რატომღაც გაჩერდა და საათს დახედა,უნდა გაეგრძელებინა სვლა,როდესაც მანქანამ გვერდი გაკრა და წაბორძიკდა,წონასწორობა შეიკავა,რომ არ დაცემულიყო
-თვალები სად გაქვს,შენი,-ფანჯარასთან მივიდა და შეუკურთხა,-გინდა მომკლა?,-საჭის მხარზე შუშა ჩაიწია,თორნიკემ,რომ დაინახა ქალი იჯდა მთლა წახდა
-რა უნდა ქალს საჭესთან,ოთხი თვალი რად გინდათ თუ მაინც დაეჯახებით ადამიანს
-ნუ მიყვირით,თქვენი ბრალია,რომ გაიჭიმეთ შუა გზაში რა გეგონათ,-ხმამაღალი ტონით მიუგო ქალმა და მანქანიდან გადმოვიდა
-თქვენ ხართ დამნაშავე და აქეთ მიყვირით?,-გაბრაზდა თორნიკე,-თქვენს გამო სამსახურში ვერ დავაგვიანებ ბოდისი მომიხადეთ,ტანასცმლის დასვრისთვის და მიბრძანდით
-რა?,-ჩაეცინა ქალს,-ნწ,-გააქნია თავი
-ჯიბრში მიდგებით?,-დაუბღვირა თორნიკემ
-დაგიშავეთ რამე,რაღაც ვერ გატყობთ,უბრალო რამის გამო ბოდიშს არ მოვიხდი,ეს თქვენ უნდა მოიხადოთ,შუა გზაში,რომ დადექით
-ვაიმე,ვაიმე რამდენტ ტლიკინებთ,არ მინდა თქვენი ბოდიში დამღალეთ
-ერთი ხეპრე ვინმე ხართ და საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა გაქვთ,-თორნიკეს სცილიდაც არ ეყო ქალის სიტყვები,მიხვდა შეუგნებელთან ჰქონდა საქმე და თავი მიანება,ტრასა გადაკვეთა და მარცხენა ტროტუარზე იწყო სვლა,ლექციაზე არ დაუქგვიანი მაგრამ,მაინც შეწუხებული იყო,ეს დღეები სულ რაღაც ემართება,არც მარცხენა ფეხით გაუღვიძია და არც შავ კატას გადაურბენია წინ.
აუდიტორიაში შევიდა და ლექციის ჩატარება დაიწყო,მაშინვე გადაავიწყდა ყველაფერი და მთელი ყურადღება მათზე გადაიტანა.
''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''
-რა მოხდა?-კითხა სოფმო გულ ამოხეთქილ მეგობარს
-იქნებ შემიშვა და მერე გეტყვი,-წარბები აზიდა ელენემ
-მიდი ხო შემოდი,დაისვენე და მოყევი მერე რა მოხდა,რომ დამირეკე მგონი ვიღაც მოვკალიო შემეშინდა
-მოვკალი არა ის,ერთი რეგვენი ტიპი,დამიდგა შუა ტრასაზე და ოდნავ გაეკრა მანქანის წინა ცხვირი ფეხებზე,-დაწყნარებულმა მიუგო
-მერე მოგეხადა ბოდიში და გაგეშვა,მადლობა ღმერთს დროზე ადრე დააწქი ტორმუზს,თორემ მერე რა გვეშველებოდა,-აღშფოთებული საუბრობდა სოფო
-ოო მოიცა რა,არ მოვუხადე ბოდიში ვეჩხუბე დ აწამოვედი,-ელენე ზედმეტად იაფსებდა თავ მაგრამ,ეს ნამეტანი თავისდაფასება იყო,ნორმალურად აღზრდილი და საკმაოდ ზრდილობიანია მაგრამ,კაცებთან მიმართებაში ყველანაირი ზრდილობა ავიწუდება გინდაც თავად იყოს დამნაშავე,მათ მიმართ იერიშით იწევს,-კოტეს უთხარი?
-ძინავს და მაგის გამო ვერ გავაღვიძებდი,-უთხრა სოფომ და წყალი გაუწოდა,-დალიე დაგამშვიდებს
-არც ვნერვიულობ,რომ დამშვიდება დამჭირდეს,-და ცხვირი შეჭმუხნა.
-როდემდე უნდა იყო ასეთი უხეში?,-ნაწყენი ხმით მიუგო და სტაქანი გამოართვა,ელენემ მხრები აიჩეჩა
-არ ვიცი,-ჩაეღიმა და სახლი მოათვალიერა,-ეს ვისი სამფლობელოა?
-ჩემი მაზლის,სანამ აქ ვართ მასთან უნდა ვიყოთ,-ჩამოუშვა ცხვირი სოფომ
-მერე რა მოხდა,ალბად ძალიან ზრდილობიან და თბილი ძმა ყავს ჩემს სიძეს,-კისკიი დაიწყო ელენემ,-ეს რა საინტერესო ნამუშევრებია?,-თვალები ჩარჩოში ჩასმული ნახატებისკენ გაექცა,რომელიც კედელს ელფერს ზძენდა
-თორნიკე ხატავდა,-მიუგო სოფომ
-ესეიგი თონიკე,აჰამ,-თითების ტკაცუნით მიუახლოვდა ნახატებს,-საინტერესოა,მალე მოვა?,-მის უეცრად წამოსროლილ სიტყვაზე გაეცინა სოფოს,-რა იყო?
-არაფერი პირვლად დაინტერესდი ბიჭით,ნუ ის ბიჭი აღარაა 28 წლისაა
-აუჰ,რვა წლით უფროსია.,მერე აქამდე ვის უცდიდა?,-კედელს მოცილდა და ახლა სამზარეულოსკენ წავიდა
-შენ,-მიუგო სიცილით სოფომ.
-აქ რა ხდება?,-კოტე გამოფრატუნდა
-როგორც იქნა გაიღვიძე მეგონა გაიპარე ძილში,ელენე მოვიდა
-მართლა?-თვალები გაუბრწყინდა კოტეს,მის ხმაზე ელენემ მიანება თავი სახლის თვალიერებას
-ასეთი მძინარა თუ იყავი არ ვიცოდი,-ცერებულად გაუღიმა მან და ისევ დივანზე ჩამოჯდა
-გუშინ საშინლად დავიღალეთ და ამან გამოიწვია,-დაუმატა სოფომ,კოტეც დაეთანხმა ცოლს თავის ქნევით
-სად გაჩერდით,გააგრძელეთ მე არ ჩავერევი,-მიუგო და სამზარეულოში შევიდა
-თორნიკე მალე მოვა?,-გასძახა ელენემ,სოფო კი იღიმოდა
-არ ვიცი,რა იყო?
-ჩვენს ელენიკოს თორნიკე დააინტერესდა,-გასცა პასუხი სოფომ
-მშვენიერია დავურეკავ თუ გინდათ და ვეტყვი მალე მოვიდეს
-არა იყოს,თუ არ სცალია ჩემს გამო არ მინდა მოცდეს,-დაიმორცხვა ელენემ,კოტესაც აღარ დაუძალებია,განაგრძო ყავის კეთება.
თორნიკემ დაასრულა ლექცია და სანამ სახლში წავიდოდა გადაწყვიტა კაფეში შეევლო,მანამდე კოტეს გადაურეკა და მოახსენა,რომ დააგვიანდებოდა,კაფეში შევიდა და იქვე კუთხეში მოკალათდა,ერთი ფინჯანი შეუკვეთდა და სანამ მოიტანდნენ წიგნის კითხვა დაიწყო,ფიქრი აეკვიატა,იმ ქალებზე,რომლებიც გუშინ ვაგონში დღესი კი ტრასაზე ნახა,მეტროში მყოფ ქალს კარგად არ დაკვირვებია ამიტომ დიდად ვერც მიხვდებოდა იგივე,რომ ყოფილიყო.
-“სიყვარული სხვა არაფერია, თუ არა ბუნების უმაღლესი პოეზია” ,-მხოლოდ ესღა ამოიკითხა წიგნიდან ხმა მაღლა,გარშემო მიმოიხედა,ხახი მოათვალიერა წიგნი დახურა და ყავის სმას შეუდგა.
კოტემ იცოდა დააგვაინებდა კარგად ხვდებოდა რა ჯინიანიც იყო თორნიკე მაგრამ,ელენეს აკავებდა შეძლებისდაგვარად,ხან რას იმიზეზებდა ხან რას.
-წავალ რა,-ამოილუღლუღა ლოდინით დაღლილმა და შემოსასვლელისკენ გააპარა თვალი
-სად წახვალ,აქამდე ელოდე და ცოტახანიც რა გთხოვ?,სულაც დარჩი,-საკუთარმა ნათქვამმა კმაყოფილებით აავსო სოფო,მეგობარს ეშმაკურად დახედა და ფეხები გადააჯვარედინა,კოტეს ცალი ხელი შუბლზე მიედო და ისრესდა
-სოფო მართალია,სამი დღე ხომ ისედაც რჩებოდი,-დაუმოწმა მანაც
-ხომ მაგრამ,მე აქ კიარა შენს მშობლებთან ვრჩებოდი,მარტოხელას სახლში ვერ დავრჩები,-კოტემ დაუბღვირა
-რა აზრი აქვს,ვერ ვხვდები,მორჩი ახლა ბრუტუნს,სამი დღე არაფერი მოგივა,-დაეჭყანა თან და შტვენა დაიწყო,-წუთი წუთზე მოვა,-უთხრა და კარს შეხედა მაგრამ,თორნიკე სულაც არ ფიქრობდა სახლში მისვლას დ აის წუთის წუთიც საათებად იქცა.
-როგორ ხარ ლაშა?,-ხელი ჩამოართვა თორნიკემ მეგობარს
-კარგად,რამდენი ხანია ლუდი არ დამილევია და გამოვედი მეთქი ნაცნობს ვნახავ,თვლას წყალს დავალევინებ,ამ ავარიამ ბოლო მომიღო,-ფეხებზე დაიხედა და თორნიკემაც ინსტიქტურად დახედა
-არაფერი გიირს,საღსალამათი ხარ უკვე,მე კიდევ დღეს გადავრჩი,თორემ ვიწვებოდი მეც,ჰერში ფეხებ დაკიდებული,-სიცილით მიუგო და მხარზე გადახვია ხელი,-ჩემი ძმა მაძალებს ადრე მოდი,გოგო უნდა გაგაცნოო,-ჩიბურტყუნა და გვერდულად ახედა ლაშას,მან კი,ეგრედ წოდებულმა მუსუსმა,წარბები აწია და გაოცების სახე მიეღო
-ხო კარგად ხარ,-კბილების ერთმანეთზე დასმით მიუგო და კეფაში ჩაუბარტყუნა
-კი და ცუდად ყოფნის რა შემატყე?-გაუწყრა თორნიკე
-გოგოს გაცნობას გთავაზობენ,კაცი მოკალიო ხომ არ გთხოვენ
-არ მინდა და ძალაა,-გაიბუსხა თორნიკე
-რა სასაცილო ხარ ახლა იცი?,-გინდა მაგრამ,შენ მეს არ უნდა,რომ გინდოდეს,შანსი ნოლია,კაცი უქალოდ ცარიელი ფერფლია,ქალი კიდევ უკაცოდ,ასე,რომ ჩემთან თავის გამოდებას და ტყუიელბს,სიაფანტობას გირჩევ კაცურად მელაპარაკო,გული გამიხსნა,-თორნიკემ ყურის ბიბილოები მოისრისა და ნიკაპზე მიიდო რამდენიმე თითი
-ახლა მე გეკითები ხო კარგადა ხარ?,-და გაეღიმა,ლაშამაც ღიმილითვე უპასუხა
-მე ჯერ ოცდახუთის ვარ,-გაოცება აღებეჭდა სახეზე
-მაგარი ხარ რა,რამ გაყო 28 და 25,-ლაშამ შეხედა და სახე დამანჭა,-კარგი ხო,-თორნიკემაც შეწყვიტა ასაკის გარჩევა და უფრო სერიოზულ საქმეზე გადავიდა
-კოტეს სამსახური უნდა დააწყებინო შენს ოფისში,-ხელი მხარიდან მოაცილა და წინ დაუდგა
-გამოცდილია?
-ნწ,-უარყოფის ნიშნად თავი გაუქნია,- მაგრამ,დიპლომი აქვს და გამოდგება მაგ საქმისთვის ძალიან ნიჭიერია და პროფესიონალი,ნუ არ უმუშავია მაგრამ,მაინც
-ხვალ მოვალ დ ადაველაპარაკები თუ გამოვიდა რამე,ხო კაი თუ არადა ნუ მიწყენ,-თორნიკემ ცივად გახედა
-არ გრცხვენია?,-შენ შანსი მომეცი და თუ ვერ გამოვიყენე გული არ დამწყდება შენს ქმედებაზე,-გაუღიმა და შუბლი მოიფხანა.
ლამაზი ქალის დანახვაზე ყველა კაცს ემართება შინაგანი დარბევა,გულის აჩქარება,რაღაც არაამქვეყნიური,ნუ თუ რათქმაუნდა ქალი მოეწონა,მორჩა აქ დასრულდა ყველაფერი იგი სიტყვებს ერთმანეთს ვეღარ აბამს,ენა ებმის,წარამარა,ყლაპავს ნერწყვს,ხელებს უაზროდ აცანცარებს აქეთ იქით,ხან თმაზე ისმევს ხანაც ჯიბეებში ჩაიყოფს და ქალს წინ და უკან უვლის.
ელენე,საკმაოდ მოხიბვლელი არის,რომ ნებისმიერ მამაკაცში შეუძლია მეტწილად ეს რეაქცია გამოიწვიოს,გარეგნობით შოკში ჩააგდოს იგი,თაყვანისმცემლები აუარება ჰყავდა,მართლა საკმაოდ ბევრი ეტრფოდა,სკოლის ასაკიდან დღემდე,ნუ დღეს დღეისობით ერთი შემორჩა დანარჩენ ყველას გული აუცრუვდათ,როდემდე უნდა ედიათ საკმაოდ ჯიუტ ქალზე,კენტად შემორჩენილ ყმაწვილს,ე.წ ბექა სხირტლაძეს აზრადაც არ მოსვლია თავის დანებება,თითქმის ყოველდღე წერს,ან ურეკავ ან სახლის წინ ხვდება ათასი საჩუქრით,ნუ ის საჩუქრები ისევ უკან მიქავს მაგრამ,მაინც ცდა ბედის მონახევრიაო და ოველდღე ახალ ახალი საჩუქარი მოაქვს,ელენემაც ამ მოუშორებელი თაყვანისცემლისგან შორს გახწევა მოისურვა და ჭოჭმანით მაგრამ დიდი სურვილი ჰქონდა,თორნიკეს სახლში დაბინავდა,ეს ისე,რომ თორნიკემ არ იცოდა რადგან ლაშასთან საუბარში გაერთო და თან ბევრი ალკოჰოლიც მიიღო გადაამეტა და მოუწია ღამის ლაშასთან გათევა,აქედან გამომდინარე მას არ უნახავს ელენე და არც ის იცის მასთან,რომ დარჩა.
დილით თავი გაბრუებული ჰქონდა და ხმა დაბლა წარმოთქვა,თავისთვის,-თავი მტკივა,-ოთახში ჩურჩუტივით შევიდა ლაშაც და ლამის ზედ დაეცა თორნიკეს,თავს ვერ იკავებდა,-რაიყო კიდევ დალიე?
-ხო,ასე მიტხრას პახმელიას,შშშ....ვვ,-ენის მიკეცვ მოკეცვით,გადახლართვ-გადმოხლართვით მაგრამ,მაინც უშედეგო ცდით ვერაფერი უთხრა,თვლაები დახუჭა და თორნიკეს გვერდით მდგარ საწოლზე სიმეტრიულად გაიშხლართა
-რა მაგარი ხარ შენ,მჟავე ან ნაბეღლავი უნდა დაგელია და გამოხვიდოდი,პახმელიაზე კიდევ ლუდი დალიე?,-სიცილი აუვარდა თორნიკეს მაგრამ,თავის ტკივილმა შეაწუხა და შუბლზე მიიდო ხელი,-წავალ მე თან გზაში ნაბეღლავს ვიყიდი,სირცხვილია სტუმართან
-ვინ სტუმართან,ის წავიდოდა უკვე,დარჩი რა
-ისე კი რა კაია მისი სიფათის დანახვა აღარ მომიწევს,-მის ნათქვამზე ლაშას გაეცინა
-შენ რა სიზმარში ნახე?,-თონრიკემ ცალი წარბი აზიდა და კუშტად შეხედა ლაშას
-არა,რას ბოდალობ
-აბა საიდან დაასკვენი როგორია,იქნებ სიფათი არაა და ვარდია ან კოკორი
-ასკილია და მყრალი მინდვრის ყვავილი,-მწყრალად მიუგო და შარვალი ამოიცვა,-გინდაც ვარდსა ემგვანოს,შიგნით ჭიანი კაკალი იქნება,ან ლოდი
-სისულელეებს მორჩი და გზას ბარაქა დააყენე,-გევრდულად გაუცინა და ხელი გაკრა.
-კოტე,თორნიკე სადაა?,-შეშინებული გამოვიდა სოფო
-საძინებელში სად იქნება,ასე მომახსენა გუშინ მძინავს და არ გამაღვიძოთო,-დაზუსტებით მიუგო და თორნიკეს ოთახის კარებს გახედა
-ოთახის კარი ქარმა გააღო და ლოგინი ალაგებულია
-ალბად ადრე გავიდა ნახე უკვე ათი საათია,-დაებრიცა სახე კოტეს
-გუშინ სახლში არ მოსულა,რომ მოსულიყო ხომ გავიგებდით
-ასე მიტხრა გასაღებით ჩაკეტე და ,რომ მოვალ გავაღებო,-ახსნას ცდილობდა კოტე
-კარის ხმას ან გასაღების ცხაკუნს მაინც გავიგებდით,მოგატყუა შე ბოთე,-ფხუკუნი დაიწყო სოფომ
-რა მომატყუა კაცო მოვიდა და წავიდა
-არ მოსულა,-ტონს აუწია სოფომ
-მოვიდა თქო,-დაუყვირა კოტემაც
-რა გაჩხუბებთ,-თმა აბურდული თვალებ დასიებული ელენე გამოჩანჩალდა ოთახიდან
-ელენე რას გავხარ,-პირდაპირ მიახალა ნახევრად ძილში მყოფს სოფომ-ორი დღის გამოუძინებელის სახე გაქვს რა არის ეს,-თვალები გაუფართოვდა სოფოს
-არაფერი,ასე ვარ დილაობით რა გული გაგისკდა რაიყო ,-მიუგო და სააბაზანოში შევიდა
-შენი ბრალია,რა გაყვირებდა გავაღვიძეთ გოგო,-ისევ განაგრძეს კამათი
-მე ნუ გადამიარე შენ შტერი მამალივით შუადღეს მოგინდა ყივილი
-აა,ვყიოდი კიდეც,-თიტები დაატკაცუნა კოტემ
-კარგით გაჩუმდით თორემ გამისკდა თავი,-გამოსძახა აბაზანიდან.
ნაშუადღევს ძლივს მიაღწია სახლამდე თორნიკემ და კიბეებს აუყვა,მეზობლის ბავშვებმა იცელქეს დ ამოატყუეს ლიპტი არ მუშაობსო მაანც შემოწმება დაეზარა და კიბეებით ააღწია სახლამდე,დაზარუნება ვერ მოასწრო უკვე კარი ღია იყო და კოტე მგლის თვალებით შეჰყურებდა,მოქანავე თორნიკეს
-სად იყავი?,-გაბრაზებული ხმით მიუგო , ხელი მხარში ჩაავლო და შეახოხა სახლში
-ლაშასთან,რა იყო?,-გაკვირვებულმა დახედა და გაიღიმა
-რა რაიყო,ხომ შემპირდი ადრე მოვალო,დღესაც ვერ ნახავ ელენეს ახლა სასწავლებელშია წასული
-ძალიან კარგი,-კმაყოფილმა დახედა ხელებს
-საღამოს მოვა,სამი დღით ჩვენთან რჩება,ან მეტით
-რა?,-ერთი-ორად გაუფართოვდა თვალები და თეთრზე წითელი ზოლები გაჩნდა,ნაპრალებივით,-ჯერ,რომ გეკიტხათ არა?
-არა,-თავი გააქნია კოტემ,-საღამოს არსდა გაადგამ ფეხს
-საქმე მაქვს,პატარა ბავსვივით მაინც და მაინც უნდა გავიპარო?-გვერდულად გაიღიმა და სიგარეტი ამოიღო ჯიბიდან
-საქმე მოიცდის
-ვერ მოიცდის,მე შენს საქმეზე დავდივარ შენ კი რას აკეთებ
-რა საქმე?-ყურები ცქვიტა კოტემ,ტორნიკეს ნათქვამმა დააინტერესა,ხელები გადააჯვარედინა და ტუჩები წინ გამოწია
-ლაშა შემპირდა,დღეს საღამოს უნდა წავიდეთ მე და შენ და მოვილაპარაკოთ,ის მოიცდის
-ვინ ის
-მდგმური
-მდგმური არაა,ჩემი რძალია და ელენე ქვია
-ხო კაი რაც ქვია,ისე სახელი კარგი აქვს,-წამიერად ჩაფიქრდა თორნიკე
-მხოლდო სახელი არა
-კარგი აღარ გვინდა მასზე საუბარი,-ფიქრები გაფანტა და ხელკავი გამოდო კოტეს,-ჩვენ დღეს გვაქვს ბევრი საქმე რა დროს მდგმურია,-აგრძელებდ აისევ თავისებურად საუბარს,კოტეს კი გული უწუხდებოდა უკვე და კანზე ნაკვერჩხალივით ედებოდა თორნიკეს პირიდან გადმოსროლილი გაუაზრებელი სიტყვები.
საღამოხანს დაბრუნდა ელენე,სახლში მხოლოდ სოფო დახვდა,თორნიკემ კოტე წაიყვანა ლაშას სანახავად და თავიც დაიმშვიდა,რომ ელენეს ნახვას ასცდებოდა,ამას რატომ აკეთებდა არ იცოდა მაგრამ,გული კარნახობდა ცუდ რამეს გააკეთებდა,როდესაც ელენეს შეხვდებოდა ამიტომ,ჯელტმენის სტატუსი,რომ არ დაეკარგა და ქალთან არ ეკამათა მისგან თავის შორს დაჭერა არჩია მაგრამ,მეორეს მხრივ საშინლად უნდოდა მისი ნახვა,ნუ მაინც წინა პლანზე მამაკაცური თვისებები,საკმაოდ დაინტერესდა მისით,ნუ კოტემ მოახერხა დაეინტერესებინა გზაში იმდენი რამ უამბო
-იგი ძალიან ლამაზია,ნაცრისფერი თვალები აქვს,დახვეწილი ტუჩები,გულით საოცარი ადამიანია გამგები,თბილი მეტნაკლებად წყნარი
-არ გაჩუმდები?,-გაბრაზდა თორნიკე,რადგან ქაფი ზდიოდა უკვე იმდენს ლაპარაკობდა მისი ძმა ელენეზე,-თუ ასე მოგწონდა სოფო რატომ მოიყვანე ცოლად,-კოტე მოიღუშა,თორნიკეს ნათქვამი ეწყინა
-რა შუაშია მოწონება სიყვარულთან,ის ლაამზია და კარგი ავღწერე შენთის,მე ვინც მიყვარს ჩემი ცოლიც ისაა,-შეუბღვირა მან,ნუ თორნიკეს უნდოდა კიდევ გაეგრძელებინა ელენეს აღწერა კოტეს მაგრამ,გული აუცრუვდა მის უმცროს ძმას და ხმა აღარ ამოუღია მთელი დარჩენილი გზა,ლაშასთანაც,რომ მივიდნენ ძლივს გაღო ბაგე,რომ რამე ეთქვა
-ესეიგი,ყველაფერი გადავწყვიტეთ,გამოსაცდელი ვადით აგიყვანთ,ვნახო შევხედავ როგორ იმუშავებ და ამის მერე გადავწყვეტ უკვე შემდეგ რა იქნება
-ყველაფერი შენს მონდომებაზეა დამოკიდებული,-მხარი დაადო თორნიკემ კოტეს და ცერებულად გაიღიმა
-ვიცი,-მანაც გაიღიმა და კმაყოფილებით აღსავსემ თვალი იმ ოთახს,მოავლო სადაც მუშაობა უნდა დაეწყო,პატარა პროცედურის გავლის შემდეგ სახლში დაბრუნდნენ,თორნიკე დაღლილობისგან ფეხზე ძლივს იდგა,კოტე კი მიკონწიალდა დივნამდე და ზედ გაწვა ლობიოთი გატენილი მეშოკივით
-სუფრა გავშალე,მოდით მიირთვით და მერე დაწექით,-მიუგო სოფომ და ხელი სამზარეულოსკენ გაიშვირა
-ჯერ გადავივლებ,-თქვა თორნიკემ და აბაზანისკენ წავიდა
-დაკავებულია,-დააწია სიტყვები სოფომ კართან მისულს
-ელენე?-ცივად მიუგო და კარს მოშორდა,საშინლად გაღიზიანდა მაგრამ,თან ესიამოვნა,ისევ მისაღებში უნდა შესულიყო როდესაც,აბაზანის კარი გაიღო და ელენე გამოვიდა პირსახოც შემოხვეული,თმის წვეთები მხრებზე ეცემოდა,პირსახოცი მუხლზე საკმაოდ მაღლა იყო,თორნიკეს ხელის აფარება არც უცდია,უყურებდა და გაოცებას ვერ მალავდა,ელენე კი მოიკუნტა და სწრაფად შევარდა ოთახში,სირცხვილისგან ლოყები აუხურდა,სულ მთლად გაწითლდა,თორნიკე გაუაზრებლად გაჰყვა უკან და ისიც ოთახში შევიდა
-გადი,-დაუყვირა ელენემ
-რა უფლებით მიბრძანებ გავიდე ეს ჩემი სახლია
-ეს კი ჩემი სხეული და რა უფლებით მიყურებ,-გამწარდა ელენე
-ლამაზია და ვუყურებ,-არ დაუთმო თორნიკემ,-ჩცმული,რომ იყო ახლავე გაგაბრძანებდი აქედან,აი ამიტომ არ მინდოდა შენი ნახვა ვიცოდი ნაცნობი ქინებოდი,ვიცოდი რამე ისეთი მოხდებოდა რაც შენს შეკავებას მაიძულებდა მაგრამ,ასეთი რამეც არ წარმომედგინა,-ჩაიცინა და უაკნ უკან წავიდა,-ქალი მეტროში,ქალი მანქანაში,ხომ არ გეცნობი'თ ისა და,სულ შემთხვევით,-თვალი ჩუკრა თორნიკემ
-შენს დამპალ სიფათს რა დამავიწყებს,-შუბღვიტა ელენემ
-მე რატომ ვარ დამპალი,მეტროში არ დაგეხმარეთ,ახლა მაქანით გატანისთვის მადლობას ვერ მოგიხდიდით მაპატიეთ ქალბატონო ელენე
-ქალბატონი არ ვარ,-გამწარებული იმშრალებდა თმებს
-მე მაპატიეთ საქალბატონე,-ელენემ ვეღარ მოითმინა და სველი პირსახოცი ესროლა
-აქედან გაეთრია,-თორნიკემ სახიდან მოიცილა პირსახოცი და ოთახიდან გავიდა,წინ პირ ღია კოტე გადაეღობა
-სულ გაგიჟდი?,რატომ შეყევი,-ხმა გამწყრალმა მიუგო
-არ ვიცი,-შუბლი მოიფშვნიტა და კოტე გვერძე გადგა,-წავალ წყალს გადავივლებ და მოვალ,-ესღა უთხრა და აბაზანაში შევიდა,გაოცებული იდგა კოტე და ტუჩებს იკვნეტდა.

gif

Комментарии

Комментариев нет.