იდუმალი ბანაკი

ისტორია:
ანანო მაღრაძე
ნაწილი მესამე
ლილიას არ უნდოდა გვერდზე გახედვა და ფეხს ძალიან აუჩქარა, ისე რომ ნატიც კი ჩამორჩა ცოტათი.
ლურჯმაისურიანებსაც გაასწრო და სახეზე ღიმილი გადაეფარა.
ლილია კარგად დარბოდა, ზოგადად სპორტის თითქმის ყველა სახეობაში კარგი იყო მაგრამ განსაკუთრებულად სირბილში, გოგოს გრძელი ფეხები შველოდა და სკოლაში ყველა შეჯიბრი მოგებული ჰქონდა.
მას ასევე კარგად გამოსდიოდა ცურვა, კალადბურთი და ფრენბურთი.
გოგო ისე სწრაფად მირბოდა რომ ლამის ლიდერებს დაეჯახა, მაკო გაკვირვებული მობრუნდა და რომ დაინახა ლილია წინ იყო ნატის დაუყვირა რომ მას დასწეულიყო.
-მწკრივი არ დაარღვიოთ -დაიძახა მან და მიბრუნდა, ლილიამ ფეხს შეუნელა და ნატი წამში მის გვერდზე გაჩნდა.
-ვააააუ! -გოგომ სუნთქვებს შორის გამოთქვა -რა მაგრად დარბიხარ -გაუცინა მას და სანამ თავს წინ მიაბრუნებდა ანდრიას დაეჯახა და წაბარბაცდა.
შავმაისურიანმა ლიდერმა მისკენ მოიხედა და გაკვირვებული მზერა სტყორცნა.
-ბოდიში -სიცილით წარმოთქვა აწითლებულმა ნატიმ და ლილიას გვერდით სირბილი გააგრძელა.
ლიდერები რამოდენიმე ნაბიჯით წინ იყვნენ, მაგრამ ლილიას აღარ დასჭირვებია გასწრება რადგან ლურჯმაისურიანებმა სხვა ბილიკისაკენ შეუხვიეს.
როდესაც სცენასთან მივიდნენ რამოდენიმე ჯგუფი უკვე მწკრივზე იყო, მათ შორის ვარდისფერი და ლილიას საყვარელი მწვანე მაისურიანები.
მაკო და ანდრეა სცენის შუაში მივიდნენ და ბავშვებიც მათ მწკრივზე განლაგდნენ.
ლილიას გვერდზე ნატის სუნთქვა ეკვროდა სირბილისგან და რაღაცას ბურტყუნებდა რაც ლილიასთვის გაუგებარი იყო.
-რატომ მკლავდი? -ხმამაღლა ამოილუღლუღა მან და ლილიამ გაკვირვებულმა შეხედა
-ლიდერები მირბოდნენ წინ და მე რა მექნა, უბრალოდ მათ დავეწიე -უთხრა მას.
-დაეწიე კი არა კინაღამ გაასწარი! -წარმოთქვა ნატიმ და ხელები ჰაერში აიქნია.
ლილიას გაეცინა. მაგრამ ღიმილი სახეზე შეეყინა როგორც კი ლურჯმაისურიანები ამოუდგნენ გვერდით.
და მაინც ვერ შეძლო მან მათი ჩამოშორება, როგორ სწრაფადაც არ უნდა ერბინა საბოლოოდ მაინც მის გვერდზე ეწერა დგომა.
ლილია გვერდით არ იყურებოდა მხოლოდ სცენას აკვირდებოდა, ხან კიდევ ნატის რომელიც ჯერ კიდევ წელზე ხელებ შემოწყობილი სუნთქვის დარეგულირებას ცდილობდა და ხანდახან რაღაცას ამოილუღლუღებდა ხოლმე.
როდესაც საბოლოოდ ყველა გუნდი მწკრივზე დადგა სცენის წინ, სცენაზე თეთრმაისურიანი ბიჭი გამოჩნდა ზუსტად ის რომელიც წინა ღამით გაცნობის ცერემონიალზე იყო. დღესაც მიკროფონი ეჭირა და დღესაც ისევე იღიმოდა როგორც გუშინ.
-მოგესალმებით ბავშვებო, როგორ ხართ? -იკითხა მან და ახლაც როგორც გუშინ უმალვე მიიღო პასუხად 'კარგად' ბავშვებისაგან. -ძალიან კარგი. ხომ კარგია დილა ბანაკში?
'კი' წამოიყვირეს ბავშვებმა, მათ შორის ლილიამაც.
-კარგი, დარწმუნებული ვარ რომ დილის შეკრებაზე ლიდერები აგიხსნიდნენ ბანაკის წესებს, მაგრამ მოდი მანც გავიმეორებ მოკლედ. პირველი - არ იაროთ გაზონზე. მეორე - ყური დაუგდეთ ლიდერებს და მათი ნებართვის გარეშე არაფერი გააკეთოთ. მესამე - სამზარეულოში მაქსიმალურად დაიცავით წესრიგი და არ ილაპარაკოთ, იმიტომ რომ სანამ ლაპარაკობთ გარეთ სხვა გუნდები გელოდებიან. მესამე - ტრენინგებს ყოველთვის კარგად უსმინეთ -ლილიას არ გაუგონია მაკომ მზგავსი რამე თუ თქვა მაგრამ არ შეიმჩნია -მეოთხე - ზღვის დროს არ გახვიდეთ მითითებულ ადგილზე შორს. მეხუთე -არავითარ შემთხვევაში არ ჩახტეთ აუზში, გამოიყენეთ კიბეები. მეექვსე - წყნარი საათის დროს არ იხმაუროთ და არ დატოვოთ თქვენი ოთახები. მეშვიდე - ჩაერთეთ ყველა აქტივობაში. მერვე - არ მოწიოთ ბანაკის ტერიტორიაზე. მეცხრე - ღამის საათებში არ დატოვოთ თქვენი ოთახები და პირველზე გეძინოთ და მეათე - ყოველთვის გააკეთეთ დილის ვარჯიშები ჩემთან ერთად -ბიჭის სიცილი მთელს ტერიტორიაზე გაისმა და იმდენად საყვარელი სიცილი იყო რომ ლილიაც აყვა.
-კარგით -გააგრძელა მან -ახლა დილის ვარჯიშები.
ბიჭმა ჩვეულებრივი დილის ვარჯიშების კეთება დაიწყო, ლილია მიჩვეული იყო მათ კეთებას, ვინაიდან დედამისი დილაობით სირბილს და ვარჯიშების კეთებას აიძულებდა, თავისუფლად აკეთებდა ყველას.
მაგრამ ნატი, მის გვერდზე მიუხედავად იმისა რომ მეორე წელი იყო რაც აქ იყო ვერცერთს ვერ აკეთებდა სწორად და რამდენჯერმე ლილიასაც აარტყა ხელი.
მთავარი მაშინ მოხდა როდესაც 'ცალფეხას' კეთებისას ნატიმ ლილიას ზედმეტად უბიძგა და გოგომ წონასწორობა ვერ შეინარჩუნა.
ლილია ძირს ეცემოდა მაგრამ წვრილმა თუმცა ძლიერმა მკლავებმა მოახერხეს მისი დაჭერა
და გოგოს ლამის გული შეუქანდა როდესაც მაღლა ნაცნობ ლურჯთვალებას ახედა.
-გიჭერ.
ლილია მხოლოდ მას ხედავდა. გვერდით მდგომების სიცილი და ნატის ბოდიში არ ესმოდა.
მხოლოდ მის სახეს ხედავდა, მხოლოდ მის ლურჯ თვალებს უყურებდა რომლებიც ზღვასავით ღრმა იყო და ლილიას დაფიცება შეეძლო რომ, იმაზე უფრო ლურჯი და მკვეთრი იყო ვიდრე ჩვეულებრივი ლურჯი თვალები და არავითარ შემთხვევაში ცისფერი. ბიჭს ლურჯი, ცასავით ლურჯი თვალები ჰქონდა. თვალები რომლებიც ლილიას ყოველი დანახვისას ატყვევებდნენ.
მისი დიდი სავსე ტუჩები ერთ ხაზზე იყო განლაგებული. არაფრის თქმას აპირებდა.
ბიჭი ლილიას აკვირდებოდა, ქერა გოგოს რომელიც მის მკლავებში გაწოლილიყო და თვალს არ აშორებდა.
ლილიას ლოყები ბიჭის ტუჩების ფერი გამხდარიყო მაგრამ რატომღაც ახლა ეს არ ანაღვლებდა, არც ის რომ თითქმის ყველა უკვე მათ უყრუებდა. არც ის რომ კვლავ მის მკლავებში იყო მოქცეული და ხმა არ ამოუღია.
-ლილია -ნატიმ გოგოს ხელი მოჰკიდა და ისიც გამოერკვა ბიჭის მზერისგან.
გიორგიც გონს მოვიდა და გოგო ნაზად მაგრამ ოსტატურად წამოაყენა ფეხზე და როდესაც დარწმუნდა რომ მიწაზე მყარად იდგა მხოლოდ მაშინ გაუშვა ხელი.
მაგრამ მისი მკლავების გარეშე ლილია წაბარბაცდა.
-მადლობა -წარმოთქვა ლილიამ ისე რომ მისთვის მზერა არ მოუშორებია. ბიჭმა თავი დაუქნია და გვერდზე მიბრუნდა.
ლილიას თითქოს მისი მზერის გარეშე გააკანკალა.
ნატისაკენ მიბრუნდა რომელსაც სახეზე ბინდი გადაჰკვროდა. გოგო მას უყურებდა, მოჭუტული თვალებით და ლილიას შეეძლო დაეფიცა რომ მათში წამით ცრემლი შენიშნა.
გოგომ თავი ცუდად იგრძნო.
-რამე მოხდა? -ჰკითხა ნატის რომელმაც უბრალოდ თავი გააქნია და წინ მიბრუნდა.
ლილიას სუნთქვა შეუნელდა. გოგო დარწმუნებული არ იყო მაგრამ ხვდებოდა რომ ნატის რაღაც ეწყინა, შეიძლება ეს იმ ფაქტს უკავშირდებოდა რომ ის გიორგის იცნობდა.
"წინა წელს გავიცანი" -გაახსენდა ლილიას როგორ თქვა გოგომ წინა დღეს და როგორ შეეცვალა ხასიათი მისი დანახვისას.
ლილიამ თვალები დახუჭა და ღრმად ჩაისუნთქა სანამ ისევ გაახელდა და თეთრმაისურიანის მითითებულ ვარჯიშებს გააკეთებდა. ამჯერად ყოველგვარი სიცილის გარეშე რადგან ნატი მისკენ აღარ იყურებოდა და ლილიას ერთი სული ჰქონდა გაეგო რა იყო ამის მიზეზი.
-კარგით, დღეისთვის საკმარისია. -თქვა თეთრმაიკიანმა ბიჭმა და ლილიამ გაღიზიანებულმა გაიფიქრა რომ ამ ბიჭის სახელი უნდა გაეგო რადგან უკვე მომაბბეზრებელი ხდებოდა 'თეთრმაიკიანის' დაძახება.
-ახლა გადავიდეთ შემდეგ ნაწილზე, მე გამოგიცხადეთ რა მოხდება დღეს. ვინაიდან პირველი დღეა ვეცადეთ ძალიან არ გადაგვეტვირთეთ ამიტომ დღეს უბრალოდ მოგიწევთ მოემზადოდ და წარადგინოთ მოცემული ქვეყნები საღამოს გახსნით ღონისძიებაზე. დაწვრილებით ლიდერები აგიხსნიან ყველაფერს. ახლა კი პირველი და მეორე გუნდი გადაინაცვლებს სასადილოსაკენ დანარჩენები თქვენ-თქვენი შეკრების ადგილისაკენ.
ლილია ნატის მიუბრუნდა, გოგომ მას ამოხედა და გაუღიმა. ლილია მაინც დარწმუნებული იყო რომ ნატი რაღაცაზე იყო ნაწყენი და ძალიან უნდოდა გაერკვია მიზეზი.
მაკო და ანდრია ნარინჯისფერმაისურიანების მწკრივს გვერდზე დაუდგნენ.
-კარგი ბავშვებო, ახლა ისევ მწკრივით უკან უნდა დავბრუნდეთ ჩვენი შეკრების ადგილას.
ამჯერად ლილიას და ნატის რიგის ბოლოში მოუწიათ დგომა და მიუხედავად იმისა რომ ლილია ცდილობდა მასზე არ ეფიქრა მაინც აწითლებდა ფაქტი რომ ბიჭი მის გვერდით იდგა.
ნატი მთელი გზა ჩუმად იყო.
ლილია ხედავდა მზის სხივებს რომლებიც ზღვას ელამუნებოდა, ხედავდა ოდნავ აღელვებულ ზღვას. შარავანდედივით შემოსმულ დიდ გავარვარებულ მზეს მის თავზე.
ბავშობაში მზეს თვალს ვერ უსწორებდა, მაგრამ ახლა ეს ძალიან ადვილი იყო მისთვის, ეყურებინა მზისთათვის, დიდი გავარვარებული ვარსკვლავისათვის, ისე თითქოს მზის სათვალე იცავდა მისი თვალების გარსს.
"ხანდახან ავიწყდებათ რომ მზეც ვარსკვლავია"
როდესაც შეკრების ადგილზე მივიდნენ და სკამებზე დასხდნენ მაკომ განაცხადა რომ მათ ინგლისი შეხვდათ და ლილიას სახე გაებადრა. ისევე როგორც ნატის და ლილიამ გაიფიქრა რომ ნატის ღიმილ დაბრუნებული სახე ანთებულ სანთელს წააგავდა. სანთელს რომელიც წყვდიადში ანათებდა.
-ინგლისი -ნატიმ წამოიყვირა და ნარინჯისფერმაისურიანების თვალები მის სახეზე დაესვენა, უკლებლივ ყველა მას უყურებდა -ჩვენ შეგვიძლია მეფე და დედოფალი გამოვიყვანოთ! -გოგოს საოცარი სიცილი რომლითაც თავის თავს აჯილდოვებდა გენიალური აზრისთვის ლილიასაც გადაედო, მისგან კი წრეზე შემომსხდარ თითოეულ ბავშვს.
-ნამდვილად ბევრი რამის მოფიქრება იმისათვის რომ ინგლისი წარვადგინოთ მაგრამ ახლა დრო არ გვაქვს ბავშვებო, სასაუზმოთ უნდა შევიდეთ -წარმოთქვა მაკომ და წამოდგა -დაიწყვეთ ორ-ორად ისე როგორც წეღან. -გოგომ ტაბლეტში ჩაიხედა და ისევ ბავშვებს ამოხედა -მაგრამ ამჯერად გაქცევა არ მოგვიწევს -დაამატა ღიმილით და ნარინჯისფერმაისურიანებში ოხვრამ გადაიარა.
ლილიას გაეცინა, ნატიმ გოგოს ნაზად გაკრა მხარი რომ მისი ყურადღება მიექცია და ლილიაც მაშინვე მისკენ მიბრუნდა. ახლა ნატის თვალებში არც მწუხარებას და არც ცრემლს ხედავდა და ძალიან უხაროდა, ახლა გოგოს თვალები ღიმილით ანათებდა.
-ჭამის დროს შეგარცხვენ -უცნაური სასაცილო მუქარით წარმოთქვა ნატიმ და გაიცინა, ლილიამ ხუმრობით წარბი ასწია.
-მართლა? -გოგომ მოჩვენებით ამოიოხრა -იგივეს ვგეგმავდი ახლახანს.
ნატიმ უშედეგოდ სცადა გაკვირვებული სახე მიეღო და მაშინვე სიცილი დაიწყო.
-რომ იცოდე, ინგლისი მართლა ძალიან კარგია. -გოგომ ერთამოსუნთქვაში თქვა -წინა წელს ინგლისი საოცრად წარმოადგინეს, ჩვენ წელს მათ უნდა ვაჯობოთ -ენერგიული შემართებით ასწია ხელი ნატიმ.
ლილიამ უბრალოდ გაიღიმა, მას ერთადერთი ინგლისზე ბიგბენი და მისი საყვარელი ავტორი ჯეინ ოსტინი ახსენდებოდა. რათქმაუნდა გოგომ უამრავი რამ იცოდა ინგლისზე, ლონდონზე საერთოდ გაერთიანებულ სამეფოზე მთლიანად, სხვა თუ არაფერი გეოგრაფიას და ისტორიას მაინც ძალიან კარგად სწავლობდა. მაგრამ, რატომღაც ლონდონზე მხოლოდ და მხოლოდ ჯეინ ოსტინი და ელიზაბეტ ბენეტი წარმოუდგებოდა თვალწინ.
სასადილოსაკენ დაიძრნენ, ამჯერად რიგის თავში ამოყვეს თავი გოგონებმა.
ლილია დაიძაბა როდესაც შეამჩნია რომ ნარინჯისფერმაისურიანებს ლურჯმაისურიანები ამოუდგნენ გვერდზე მაგრამ არ გაუხედია. ცდილობდა რომ აღარ ეფიქრა არც გიორგიზე და არც საკუთარ დრამატულ წაქცევაზე მის მკლავებში.
და მაინც რა საოცარი რამ არის გონება, აზრები გამუდმებით იმ ერთადერთის გარშემო მოძრაობენ რომელზე ფიქრიც ყველაზე ნაკლებად გსურს.
სასადილოში შესვლა რომ დაიწყეს იქაურობა ცარიელი იყო, ლილიამ და ნატიმ პირველივე მაგიდა აირჩიეს და საჭმლით სავსე ლანგრები ზედ დაალაგეს, მათ წინ კი ორი გოგო დაჯდა რომელთა სახელებიც ლილიამ არ იცოდა.
ჭამის დროს ნატიმ მისი პირობა შეასრულა და როდესაც ლილიას ლუკმა ედო პირში მაშინ გააცინა. ლილიამაც არ დააყოვნა და წყლის სმის დროს გოგოს ფეხზე ისე უბრწკინა რომ ნატიმ მთელი წყალი მაისურზე გადაისხა. ლილიას სიცილისაგან თავი უკან გადაუვარდა.
სხეულში ელექტროობამ დაუარა როცა დაინახა მოპირდაპირე მაგიდიდან როგორ მისჩერებოდა გიორგი, ჩანგალი ხელში ეჭირა, ზედ წამოცმული სპაგეტით მაგრამ ჭამას არ აპირებდა. ამის მაგივრად ლილიას მიმართულებით იმზირებოდა. გოგო მაშინვე გაწითლდა.
-წყლის მოსატანად მივდივარ, რომელიმეს ხომ არ გინდათ? -იკითხა მან და გიორგის თვალები მოაშორა.
სამივე გოგოსაგან უარი მიიღო და სასადილოს ბოლოში სადაც წყლის ბალონი ეგულებოდა იქ მივიდა. ერთჯერადი ჭიქა წყლით აავსო.
"სულელი, სულელი ლილია. რატომ არ შეწყვეტ მის ყურებას? " ეჩხუბებოდა გოგო საკუთარ თავს გონებაში.
"რამდენი ხანია რაც მას ხედავ? 16 საათიც კი არ იქნება და შენ უკვე სუნთქვა გიჩქარდება მის დანახვაზე!"
"სულელი, სულელი ლილია...“
-გამარჯობა. -მისი ფიქრები გაწყვეტილ იქნა იმ ადამიანის სიტყვით რომელის გამოც ლილია საკუთარ თავს ეჩხუბებოდა.
ლილიას წყალი გადასწდა და ხველება დაიწყო.
-კარგად ხარ? -იკითხა გიორგიმ და მომდგარი ღიმილი დამალა, ლილიამ კი თავი დაუქნია.
როდესაც საბოლოოდ გოგოს ლაპარაკის ფუნქცია დაუბრუნდა ჩუმად წაიბურტყუნა: -გაგიმარჯოს.
რატომღაც გოგოს ხელისგულები გაუოფლიანდა და თვალები კვლავ მის სახეს მიანათა. ბიჭის ყოველი ნაკვთი სრულყოფილი ეჩვენებოდა და რატომღაც მის გარშემო ვეღარაფერს ხედავდა.
-დილანდელის გამო ბოდიში -წაიბურტყუნა ლილიამ რომ არაკომფორტული სიჩუმე გაეფანტა.
ბიჭის თვალები მის სახეზე ესვენა და არც ერთხელ მოუშორებია. ლილია ხედავდა მისი ლურჯი თვალები როგორ ანათებდნენ და ფანჯრიდან შემოსული მზის სხივები მასთან შედარებით არაფერი იყო. ბიჭის დიდი წითელი ტუჩები ოდნავ დაშორებული იყო ერთმანეთს როგორც ყოველთვის როდესაც ლილია ხედავდა.
გოგოს მუცელში პეპლებმა დაიწყეს ფრენა. მისი ლოყები არაადამიანურად წითელი იყო და ბიჭი ამას ამჩნევდა.
-არაფერია -თქვა ბიჭმა და როგორც ყოველთვის ლილიას მისი ბოხი ხმა ყურებში დაუგუბდა და აღარაფერი ესმოდა.
გოგოს გულისცემა ხმამაღალი იყო და აინტერესებდა ბიჭსაც ხომ არ ესმოდა.
-გიორგი- მოულოდნელად ბიჭმა გოგოს ხელი გაუწოდა.
-ვიცი -წარმოთქვა პირველი რაც თავში მოუვიდა ლილიას და გიორგიმ გაიღიმა, ლილიას ლოყები უარესად აუწითლდა -უფროსწორად ლილია -გოგომ ბიჭის გამოწოდებულ ხელს თავისი შეახო.
"კანი ცოცხალი არსებაა?" პირველი ეს გაიფიქრა გოგომ როდესაც ბიჭის ხელს შეეხო, თითქოს მართლაც ცოცხალი არსება სჭერებოდა ხელში, მისი სველი ხელისგულები ბიჭისას შეეხო და გოგოს გულისცემა ისე გახშირდა შეეშინდა ცუდად არ გამხდარიყო. მისი ხელი თბილი, დიდი და ნაზი იყო. ლილიას ხელი გიორგის ხელში გალიაში გამომწყვდეული ჩიტივით გამოიყურებოდა. გოგოს მთელ სხეულში უცნაურ სითბოს და პეპლებს გრძნობდა, ამას დამატებული გახშირებული გულისცემა, ოდნავი თავბრუსხვევა და წითელი ლოყები ლილიას აფიქრებინებდა რომ წუთი წუთხე ძირს დაეცემოდა.
მათი ხელები უჩვეულოდ დიდხანს ეხებოდა ერთმანეთს და ლილიამ იგრძნო როდესაც ბიჭმა ცერა თითით მისი ხელის ზურგზე რგოლების გამოყვანა დაიწყო.
ლილიას გულისცემა აქამდე თუ ჩქარი იყო ახლა შენელდა, შენელდა იმდენად რომ გოგო დარწმუნებული აღარ იყო ნამდვილად ცემდა თუ არა.
ბიჭის თვალები მისას არ ტოვებდა და ეს ლილიას უცნაურად სიამოვნებდა, მისი ხელის შეგრძნება და მისი თვალები პირდაპირ.
-ლამაზი სახელია -თქვა ბიჭმა და ლილიამ დაბნეულმა ახედა.
-რა? -გაიკვირვა გოგომ.
-ლილია, მომწონს. ლამაზი სახელია -ნელა გაიმეორა ბიჭმა ისე რომ წამითაც არ მოუშორებია მისი თვალები გოგოსათვის.
-მადლობა -ლილიას ხმა ჩურჩულივით ამოსდიოდა ყელიდან.
ბიჭმა გაიღიმა და გოგოს თავი დაუკრა, ლილიას შეეშინდა რომ წასვლას აპირებდა მაგრამ შემდეგ მათი გადაჭდობილი ხელები გაახსენდა. ბიჭი ჯერ წასვლას არ აპირებდა.
გოგო დაკარგული იყო მის თვალებში, ისე როგორც ჩიტი შეიძება დაიკარგოს ღრუბლებში.
ვიღაცამ ბიჭის ზურსგს უკან ჩაახველა და ლილიას თავიდან ეგონა რომ მოესმა მაგრამ როგორც კი ბიჭმა ხელი გაუშვა მიხვდა რომ მართლა იდგა ვიღაც მის უკან.
როგორც კი მათი ხელები ერთმანეთს დაშორდა ლილიამ უცნაური სიცივე იგრძნო. თითქოს მზე აღარ ათბობდა დედამიწას. უნდოდა გაეპროტესტებინა და ბიჭის ხელი დაებრუნებინა მაგრამ ასე არ მოიქცა. რათქმაუნდა.
ბიჭმა გოგოს თვალები მოაშორა და უკან მიბრუნდა. ლილიამაც წინ გაიხედა და სუნთქვა შეეკრა.
მათ წინ ნატი იდგა, დაბალი წვრილი მაგრამ საოცრად საყვარელი გოგონა რომელიც ლილიასთვის გაუგებარი მიზეზით მათ ცრემლიანი თვალებით მისჩერებოდა.
-ნატი! მოიცადე! -იყვირა ლილიამ. იგრძნო როგორ მოექცა ყურადღების ცენტრში მაშინვე, სამზარეულოში უკლებლივ ყველა ბავშვი მას უყურებდა. ლილიამ სცადა კონცენტრაცია მოეხდინა მაგრამ დაიბნა. ყველა ბავშვი გაკვირვებული მისჩერებოდა.
"სუნთქვაზე კონცენტრირდი" უმეორებდა გოგო თავის თავს.
ნატი კარებიდან გავიდა და ლილია მისი მიმართულებით გაიქცა. გოგომ არ იცოდა რა დააშავა. არ იცოდა რატომ ტიროდა ნატი და რატომ გაიქცა მაშინვე როგორც კი ის და გიორგი ერთად დაინახა.
გიორგი, გოგოს გაახსენდა მისი ხელის შეხება, მისი თვალები, მისი ბოხი ხმა. ლილიამ თავი გააქნია რომ ბიჭზე ფიქრები გაედევნა, ახლა დრო არ იყო მასზე ეფიქრა. ახლა ნატის უნდა გაჰყოლოდა და გაეგო რატომ იყო აღელვებული.
ნატი მათი ოთახის მიმართულებით გაიქცა და შენობაში შევიდა. ლილია მხოლოდ ნაბიჯებით ჩამორჩებოდა მას, მაშინვე უკან აჰყვა და როდესაც მათი ოთახის კარი შეაღო ნატი საწოლზე იწვა, სახეზე ხელები ჰქონდა აფარებული და ტიროდა.
ლილიას გულში რაღაც ჩაწყდა, ნატი, ყველაზე საყვარელი გოგო რომელსაც ღიმილი სახიდან არასოდეს შორდება ახლა ტიროდა, ტიროდა მის გამო და ლილია კვდებოდა ისე უნდოდა გაეგო რა აწყენინა გოგოს.
ლილიამ ჩუმად ამოისუნთქა, ვერც კი მიხვდა ამდენიხანი რომ სუნთქვას იკავებდა. ნატის საწოლისაკენ წავიდა და გოგოს გვერდით მიუჯდა. ნატი არ განძრელა, მაგრამ სხეული დაეძაბა.
-ნატი -ლილიამ ჩურჩულიტ წარმოთქვა. ხელი გოგოს მხრებზე დაადო, როგორ შეძლო რომ ყველაზე მხიარული ადამიანი აეტირებინა, მხოლოდ რამოდენიმე საათში? -ბოდიში -ასევე ჩურჩულით თქვა გოგომ და იგრძნო ნატის ცრემლი როგორ დაეცა მის ხელზე.
-რისთვის? -ჩუმად იკითხა ნატიმ. მისი ნამტირალევი ხმა ლილიას ყურებში დაუგუბდა.
რისთვის? რისთვის იხდიდა ბოდიშს? ლილიამ პასუხი არ იცოდა, გოგომ არ იცოდა რატომ ტიროდა ნატი, არ იცოდა რა დააშავა მაგრამ თავს დამნაშავედ გრძნობდა. სწორედ ამიტომ იხდიდა ბოდიშს.
-იმისთვის რომ გაწყენინე -თქვა ლილიამ.
ნატიმ ნელნელა დაიწყო სახიდან ხელების ჩამოღება და ლილიას სუნთქვა შეეკრა გოგოს საყვარელი მოყავისფრო თვალები აწყლიანებული რომ დაინახა, თვალებს ქვემოთ უპეები ჩასწითლებოდა. ცრემლებისაგან სველი ტუჩები კი ისე უთრთოდა ლილია თვალებს ვერ აშორებდა.
-შენ არ გიწყენინებია -ხრიწიანი ხმით თქვა ნატიმ და ლილიას დააკვირდა, გოგოს თვალები მის სახეზე დარბბოდნენ და ლილია კიდევ უფრო დამნაშავედ გრძნობდა თავს.
-მაშინ რა მოხდა? -იკითხა ლილიამ -რატომ გამოიქეცი ნატი?
ნატიმ ღრმად ჩაისუნთქა, საწოლზე წამოჯდა და ცრემლები თითებით მოიწმინდა. ცოტახანი ლილიას აკვირდებოდა, ცდილობდა გამოეცნო რა იყო ქერა გოგოს თვალებში ასეთი რომ ვერ ხსნიდა, თითქოს მღელვარება, სიყვარული. ყველაფერი ერთად, ყველა ემოცია სავსე იყო მის მწვანე თვალებში, რატომღაც ნატის ყოველი მისი შემოხედვისას გაზაფხული ახსენდებოდა.
-არაფერი -გოგომ გაღიმება სცადა, სცადა თავიდან ამოეგდო ყველაფერი. ლილიამ არ დაუჯერა. რათქმაუნდა არ დაუჯერა. მისი ცრემლები არაფერი არ იყო.
-ნატ, -გოგომ თბილად დაიწყო -ყოველ ჯერზე როცა კი მე და გიორგი ერთმანეთის გვერდიგვერდ ვართ, ან მის მხარეს ვიყურები ხასიათი გეცვლება, ნატალი მითხარი რამე ხდება ისეთი რაც არ ვიცი? -ლილიამ ამ კითხვის დასმას მთელი გამბედაობა მიაყოლა.
ნატის სახე სწრაფად შეეცვალა, უფრო ცივი გამომეტყველება მიიღო, მისი თვალები სივრცეს მიაშტერდა, თითქოს ახლა აქ კი არა სხვაგან იყო. რამოდენიმე წუთის შემდეგ ლილიას თვალი მიაშტერა და თავი გააქნია.
-შენ ბევრი რამ არ იცი -ჩუმად წარმოთქვა გოგომ და ლილიას გული დაეწვა, რატომღაც ცრემლები ყელში გაეჩხირა, შეიძლება გოგოს ცივი ტონის ან მისი ემოციებისაგან დაცლილი თვალების გამო.

იდუმალი  ბანაკი - 875795197091

Комментарии

Комментариев нет.