( თავი 7) ისტორია / თუკა ჯიქური საშინლად გადაღლილი გავედი ყავის დასალევად, სოფიო მთელი დღე არ აჩუმებდა ენას და გიგაზე აღფრთოვანებული მესაუბრებოდა. არ მინდოდა ეგრძნო რომ უყვე დაღლილი ვიყავი ერთიდაიმავეს მოსმენით და იძულებული ვიყავი გაჩუმებულს მესმინა მისთვის.. საბედნიეროდ კაფეში ბევრი ხალხი არ იყო... ყავა ჭიქაში გადმოვისხი და მაგიდისაკენ წავედი რომ მოულოდნელად გამოვდე სკამს ჟაკეტი და ინსტიქტურად უკან დახეული თეკლას მივაწყდი, რომელიც გვერდით მაგიდასთან იჯდა და სადილობდა... – არ ეშვები ხომ, ამ გამოხტომებს– მაშინვე წამომიხტა და დოინჯი შემოიყარა... – მაპატიე, შემთხვევით დაგეჯახე. უბრალოდ სკამს წამოვედე.. – ხოდა თალები გაახილე და წინ იყურე. – თეკლა, ასე რატომ ბრაზობ. შემთხვევით დაგეჯახე. ბოდიშიც მოგიხადე. – შენ რაღაც, ბევრ რამეს აკეთებ შემთხვევით რომ იცოდე ქეთევან... შემთხვევით მოგათრიეს აქ, მერე შემთხვევით დაგიცვა ვატომ,მერე კიდევ შემთხვევით ეხუტებოდი ლოპოტაზე. ბევრი შემთხვევითობა ხომ არაა... – სისუელეების ლაპარაკს მოეშვი, და შენი საქმე არაა ქეთოს ცხოვრება – ჩემს დასაცავად უმალ მოეგო გონს სოფიო და შუაში ჩაგვიდგა, ვატო რულიად თავისუფალი კაცია და ვისაც უნდა იმას ჩაეხუტება, აი ,შენ თუ ვერ ახერხებ მის გულის მოგებას ეს ქეთოს ბრალი არაა თეკლა, დამიჯერე ასეთ გაბოროტებულს ნამდვილად არ შემოგხედავს ზედ... – მე ვერ ვახერხებ ვატოს გულის მოგებას, და ამ მკვლელმა მოახერხა??!– გამწარებულმა იყვირა და სოფიო გასწია.. კარგად მომისმინე, არ ვაპირებ დაგითმო ვატო, მისთვის ბოლომდე ვიბრძოლებ, თუნდაც ბინძური წესებით და კანონებით. ხომ გაგიგონია სიყვარულს არც ასაკი აქვს და არც წესებიო... – არა ხარ შენ დალაგებული – შეშინებულმა ვუთხარი და კაფიდან გავედი... საღამომდე ხმა არ ამომიღია. ვერაფრით მოახერხა სოფიომ ჩემი ხასიათზე მოყვანა.. შვიდი ხდებოდა ელემ რომ დამირეკა, მისი ხმა არ მომეწონა, შეშფოთებული იყო... თითქოს სიტყვებს ვერ აბავდა თავს ერთმანეთს.. გული ცუდს მიგრძნობდა. შეხვედრა კაფეში დავთქვით და სოფიოს გავხედე... – ვატოს რომ ვუთხრა ადრე არ გამიშვებს? – გოგოებს უნდა შევხვდე. რაღაც ხდება აშკარად ელენეს ცუდი ხმა ჰქონდა... – მისი უთხარი, თუ გინდა მე ვეტყვი .. – არა, მე ვეტყვი – სიმშვიდე მოვიკრიბე და მისი ოთახისკენ წავედი, მოულოდნელად გამოაღო კარი და მთელი ინერციით ავეკარი ზედ... სახეზე ბედნიერების ღიმილმა გადამირბინა, ისე მინდოდა ახლა მისი ოდნავ შეხებაც, ვიცოდი ხელი რომ მოეკიდა აუცილებად ძალა გამოცლილი დავეცემოდი იატაკზე.. – ალმაცერად გამომხედა და გამიღიმა, სოფიო, ქეთო, მივდივარ. მოკლედ თქვენს იმედზე ვტოვებ ყველაფერს, იმედი მაქვს არ შემარცხვენთ... ერთი ამოვიქშუტუნე და სკამისკანე წამოვედი.. – ვატო, ქეთოს წასვლა უნდოდა, გაუშვათ და მე დავრჩები რა პრობლემაა. დღეს ისედაც რთული დღე ჰქონდა... – მოხდა რამე? – მაგიდასთან გაჩერდა და ინტერესით ჩამხედა თვალებში.. – არაფერი, ბატონო ვატო– მორიგი უბრალო წაკამათება იყო თეკლასთან... – კარგი წადი.. წამოდი უფრო სწორად.დაგელოდები......ისე გვიანია უკვე, სოფიო წამოდი შენც ბარემ, ხვალ გავაგრძელოთ. არ ღირს, ისედაც მალე დასრუდება სამუშაო საათები... – არა იყოს ვატო, დავრჩები და.. – არა წამოდი–მეთქი.. ქეთო მივიყვანოთ და წავიდეთ, დედაჩემს უნდოდა შენთან საუბარი... – კარგი ,წამოვალ, კარგი, შენ ხომ არ დამაცდი გიგასთან ერთად ყოფნას რაა... – ნუ ბურდღუნებ სულ – მხარში ხელი მოკიდა და ძალით გამოათრია კარებისკენ.. ჩემს ჯინაზე ლიფტი არ მუშაობდა, ფეხით ჩასვლისას გზა საუკუნოდ გაიწელა. მუხლები აღარ მემორჩილებოდა, სული ისე მეხუთებოდა ვგრძნობდი რომ ჰაერზე უნდა გამესწრო თორემ მისი ეს სიახლოვე ჭკუიდან მშლიდა..პირველზე ჩასულმა ნაბიჯს ავიჩქარე და სიცივეში მანტო გახსნილი გავვარდი გარეთ... – კარგად ხარ ქეთო?–შეშფოთებულმა მკითხა და მხარზე ნაზად დამადო ხელი. – დიახ, კარგად ვარ, არაა საჭირო ნერვიულობა... – არ ვნერვიულობ. წამოდი გაგიყვანთ, საით მიდიხარ. – მე? არა, თვითონ წავალ – მისმა სიახლოვემ საბოლოოდ მომიღო ბოლო და დავიბენი.. – ვერ გავიგე, რა გჭირს დღეს. წამოდი , გვიანია. არ ვიკბინები... – ვიცი, მაგრამ ბატონო ვატო, არ ღირს... – სიმართლე რომ გითხრა ძალიან ვარ დაღლილი და ზედმეტს ნუ მახვეწნინებ ქეთევან.. რადგან გეუბნები რომ წამოხვიდე უნდა წამოხვიდე. როცა არ მექნება ამის დრო გეტყვი რომ ვერ წაგიყვან... – ვატო მართალია ქეთო, მორჩი ამ პოზებს და წამოდი, თანაც ნახე წვიმს, დავსველდი.. მოკლედ მე ჩავჯექი და თქვენ გაარკვიეთ ...– თითები ჰაერში ამიქნია სოფიომ და მანქანისკენ წავიდა... – ქეთო გელოდები... – დიახ, მოვდივარ.. უბრალოდ არ მინდოდა გეწვალათ და... – მეტჯერ აღარ გამიმეორო ეგ და წამოდი.. – უკვე გაბრაზება ეტყობოდა ხმაში, წინ გამიშვა და უკან ნელი ნაბიჯით გამომყვა... სამივე უხმოდ ვისხედით მანქანაში..თეკლას სიტყვები ჯერ კიდევ არ ამომდიოდა გონებიდან, როგორ მარტივად შეეძლო ჩემი დამცირება, ესეიგი ვატო უყვარდა და ყველანაირ გზას ადგებოდა მისი გულის მოსაგებად.. – მაინც რამდენ რამეზე მიდიან ეს ქალები , საყვარელი კაცის გული რომ მოიგონ – მოულოდნელად განაცხადა სოფიომ და ჯერ მე გამომხედა მერე ვატოს გახედა... – მაინც რაზე მიდიან აბა –როგორც სჩანს ვატოსათის საინტერესო თემა იყო ... – აი, მაგალითად თეკლა. დღეს ქეთოს შეურაწყოფა იმიტომ მიაყენა რომ შენ ყვარებიხარ და ეჭვიანობს.. – უკაცრავად, ჩემზე ამბობ?– გაოგნება ვერ დამალა და სოფიოს გამოხედა.. – ხო, აბა ვისზე. ვატო, ეგ კი არა დაემუქრა კიდეც არ ვაპირებ ვატო დაგითმოო.. – მოიცადე, მე რა ნივთი ვარ? – ომს იწყებს თუ რა ხდება? – ოკუპანტი გოგოა, სიცილით ვუთხარი და სოფიოს გავხედე.. – თანაც როგორი ოკუპანტი, ჩამოიტოვა რუსეთიც კი.... – აქ გამიჩერეთ სადაც შეძლებთ , ბატონო ვატო . – მაქსიმალურად მშვიდად ვუთხარი დაგავუღიმე... – კარგი, აქ გინდა და აქ იყოს, ისე მითხრა გეგონებოდათ სულ ერთი იყო სად ჩამოვდიოდი. გვიან დაგირეკავ საქმესთან დაკავშირებით . გადაჭრით მითხრა და ხელი დამიქნია.. ** კაფეში შესულს ელე უკვე იქ დამხვდა, თვალები ტირილისაგან ჩაწითლებული და დასიებული ჰქონდა, მივხვდი რომ რაღაც საოცარი ხდებოდა, მეშინოდა მორიგი დარტყმის ატანის. თუმცა შინაგანად უკვე კარგა ხნის დაცარიელებული იყავი.. – რა მოხდა ელენე?? – დავჯექი თუ არა მაშინვე ვკითხე და ვეცადე გამეღიმა.. – ორსულად ვარ, ისევე სწრაფად მომახალა, როგოც მე დავუსვი კითხვა... – ვერ გავიგე – დამფრთხალმა დავაბრუნე კითხვა და მისი ჭიქიდან წვენი მოვსვი, გონს მოსასვლელად.. გამიმეორე , რაც მითხარი... – ორსულად ვარ ქეთო, მილიონჯერ ნუ მამეორებინებ რა, ისედაც ძლივს ვზივარ, ძლივს ვცოცხლობ. ძლივს ვსუნთქავ.. – ვისგან ხარ ორსულად ?– დატევით მაგრამ ვეცადე დაბალ ხმაზე მეკითხა და ამავდროულად სიმშვიდე შემენარჩუნებინა... – გახსოვს ჩვენი მეზობელი სანდრო. შენი კლასელი იყო. ასე ნუ მიყურებ რა გთხოვ. – სანდროს როგორ დაუწექი გოგო? – გამწარებული საუბარსაც ვეღარ ვახერხებდი, ისე ვიმტვრევდი თითებს... შემიძლია აქვე გაგიგდო და გცემო, არა იმიტომ რომ ორსულად ხარ, არამედ იმიტომ რომ ნარკომან სანდროზე კარგი ვერავინ ნახე..იცი მაინც რა შედეგი შეიძლება მოყვეს შენს ორსულობას?? – ვიცი, გეხვეწები არ მეჩხუბო.. ნატოს ვერ ვუთხარი. მეშინია, ვერ გამიგებს. დედაჩემს ვუთხარი, გადაირია, სახლიდან გაგდებით დამემუქრა თუ ბავშვს არ მოიშორებო, მაგრამ ახლა დამირეკა სანამ მოხვიდოდი.. – კარგი, არ მაინტერესებს რას ამბობს დედაშენი, ეგ ისედაც გაგიგებდა ელენე.. სანდროს თუ უთხარი?? იცის რომ ორსულად ხარ?? რომ შენი შვილის მამაა... – ყველაზე დიდი პრობლემაც ეგ არის ქეთო. ორი კვირის წინ ვუთხარი რომ ორსულად ვიყავი, გუშინ საგათენებოდ საქართველოდან წასულა... – წასულა??? წავიდა და ბავშვით მიგატოვა? არაკაცია!.– არა , რა მიკვირს, არაკაცები არიან სულ.. – მითხრა შენი დაქალივით გარყვნილი ყოფილხარ და გინდა შემომეტენოო, მე სულელს კი შემიყვარდა, წარმოიდგინე ფულსაც კი ვაძლევდი . მასზე ვზრუნავდი.. ის კი ადგა და მიმატოვა როგორც კი გაიგო რომ ბავშვს ველოდებოდი... – კარგი. მორჩა, საკმარისია ტირილი, ადექი ჩემთან წავიდეთ. დედაშენს დაურეკე და ამაღამ დარჩი ჩემთან.. იმ კვირაში კი ექიმთან წავიდეთ და გავარკვიოთ ბავშვი როგორ ვითარდება ელენე, რა შარში გაყავი თავი... ხომ ხედავ შენი დაქალი თითით საჩვენებეი გამხდარა უკვე.. – მაპატიე ქეთო – სლუკუნით მითხრა და მორიგი კუნწულა ცრემლები გადმოყარა.. ** იძლებული გახდა ელენე, ბებოსათის სიმართლე ეთქვა, არ ვიყავი გაოცებული იმით რომ ბებიაჩემმა მაშინვე გაუგო და გულზე მიიკრა, ელენე და ნატო ისევე უყვარდა როგორც მე. მათაც თავის შვილიშვილებად აღიქვამდა, სულ ამბობდა ღმერთმა ოთხი გოგო მაჩუქა და ოთხივე ერთმანეთზე ლამაზიო.... თბილად ჩავაწვინე ელენე ცხელი ჩაიას დალევის შემდეგ და ბებოსთან სამზარეულოში შევდიოდი , მაგიდაზე დადებულმა მობილურმა ზრიალი რომ დაიწყო... – გისმენ ბატონო ვატო...– მშვიდად ვუპასუხე და მისი ხშირი სუნთქვის მოსმენას ტანში ჟრუანტელი მოჰყვა.. – შენს სადარბაზოსთან ვდგავარ ჩამოდი... – ახლა? – გაოცებულმა ვკითხე და საათს დავხედე თორმეტი ხდებოდა.. გვიანია... – ქეთო, მორჩი პატარა ბავშვივით ლაპარაკს, არ ჩემოხვალ და მე ამოვალ. რომელი გირჩევნია??? – კარგი , ჩამოვალ ახლავე– იძლებული გავხდი ჩავსულიყავი, მისი საუბარი იმდენად მკაცრი და გააზრებული იყო, ვიცოდი ამოვიდოდა... წვიმას გადაეღო. მანქანის კარზე მიყუდებული იდგა და მელოდა... დამინახა თუ არა კარი გამომიღო და ჩაჯექიო მანიშნა, უხმოდ დავემორჩილე.. არც მაშინ მქონია რეაქცია როდესაც მანქანა დაძრა და მოშორებით სიბნელეში გადააყენა.. – რატომ არ მომიყევი თეკლას საქციელზე კარგად? – სოფიომ ყველაფერი მიამბო.. – რატომ უნდა მომეყოლა? რამდენი რაიმე პრობლემა მექნება, ასე გამოვიქცე თქვენთან? – არა, ასე არ უნდა გამოიქცე, შეგეძლო გეთქვა, მე რა არაფერი ვარ შენთვის?– ქეთო მისმინე, ვიცი რომ შენში ყველაფერი სხვანაირად აღიქმება ახლა, და ყველაფერს და ყველას ეჭვის თვალით უყურებ, მაგრამ მიყვარხარ. გამბედაობა მყოფნის და გეუბნები რომ მიყვარხარ, არ ვიცი როდის შემიყვარდი, იქ პირველად რომ მოხვედი და დაბნეული იჯექი ჩემს წინ თუ იმ ახალი წლის საღამოზე, მაგრამ ახლა რასაც ვგრძნობ ეს სიყვარულია... რატომ არ გინდა მომიშვა შენამდე, მომცე საშუალება გაჩვენო რომ მე არ ვარ ისეთი.. – არ შემიძლია. სულ ახლახანს ვიპოვე თავისუფლება, ვერ დავკარგავ.. – შენ თავისუფლების დაკარგვის გეშინია?? გგონია რომ თუ ჩემს სიყვარულს მიიღებ მე აგიკრძალავ რაიმეს?? საერთოდ ვერ გაგიცვნივარ, სულ ოდნავ ვერ მოახერხე ჩემი გაცნობდა ქეთევან აბაშელო... მე შენ სიყვარულს გთავაზობ და შენ შიშზე მელაპარაკები.... რა გინდა, გინდა რომ ხელშეკრულება დავდოთ? რა გვეკრძალება და რა არა?? – მგონი ნასვამი ხარ, და ბევრს ლაპარაკობ ვატო. ხვალ როცა გონს მოხვალ ყველაფერი სხვანაირად მოგეჩვენება.. – ახლა თურმე ნასვამიც ვარ. ხო ვარ. მერე??? და გგონია ხვალ აღარ მეყვარები? ხვალ სულ ერთი იქები და ეს თეკლას ამბავიც ფეხებზე მეკიდება??! რატომ არ მაძლევ უფლებას უბრალოდ დაგიცვა ,ნდაც შენზე ვიზრულო. რატომ ცდილობ ისევ მარტო იყო.. – არ მინდა და ამიტომ, არავის დაცვა არ მჭირდება, არც თქვენი და არც სხვისი , გაიგეთ ეს. ის რაც თეკლამ მითხრა, ეს წარსულია. უნდოდა და მითხრა, ხვალაც რომ იგივე ანდაც უარესი მითხრას საჩივრით არ მოვალ თქვენამდე. ასეთი ვარ... – არა, მშიშარა ხარ. იცი რომ შეგიყვრდები, იცი და ამიტომ გამირბიხარ. შენს გონებაში ჩემი ადგილი დავიმკვიდრე და ამიტომ გამირბი... – უმჯობესია წავიდე – სიცრუეში გამოჭერილმა დავხარე თავი და მანქანიდან გადავედი... ** აივანზე ვიჯექი მარტო, შუაღამესთან ერთად.. თბილ ადიელაში გახვეული ცხელ ჩაის ვწრუპავდი... ვატოს სიტყვები ყურშ ჩამესმოდა ისევ. გული ბედნიერებისგან ადგილს ვერ პოულობდა.. ვუყვარდი. ასეთმამაკაცს როგორიც ვატო იყო, ვუყვარდი .. ამაზე დიდი ბედნიეება არ იყო ახლა ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ მეშინოდა. მისი ოჯახის წევრების, მისი მეგობრების, როდესაც გაიგებდნენ ჩემს წარსულს. არ მინდოდა ვინმეს ვატო ჩემს გამო დაემცირებინა, უსიამოვნება ჰქონოდა მხოლოდ იმიტომ რომ ქალი რომელიც უყვარდა სიხეში იჯდა.. მშურდა თეკლასი.რომელსაც ასე თამამად შეეძლო, თავისი გრძნობების დემონსტრირება.მშურდა რომ არ შემეძლო ვატოსთვის მეთქვა ,ის რაც გულში მქონდა. ფინჯანს მაგრად მოვუჭირე ხელები და, ხელის გულების წვამ რეალობაში დამაბრუნა.. კიდევ ერთ მარცხს, კიდევ ერთ დაცემას ვერ გადავიტანდი. უბრალოდ ძალა აღარ გამაჩნდა მებრძლა თეკლას წინააღმდეგვატოს გამ. მისი გამოხტომებისა და შეურაწყოფისათის გვერდი ამექცია.. ამის სურვილი აღარ მქონდა. რადგან ცხოვრებამ მწარედ დამასაჩურა ასეთი გრძნობებით
❤ჩემი გული ხარ❤
სიყვარულს წესები არ აქვს.
( თავი 7)
ისტორია / თუკა ჯიქური
საშინლად გადაღლილი გავედი ყავის დასალევად, სოფიო მთელი დღე არ აჩუმებდა ენას და გიგაზე აღფრთოვანებული მესაუბრებოდა. არ მინდოდა ეგრძნო რომ უყვე დაღლილი ვიყავი ერთიდაიმავეს მოსმენით და იძულებული ვიყავი გაჩუმებულს მესმინა მისთვის..
საბედნიეროდ კაფეში ბევრი ხალხი არ იყო... ყავა ჭიქაში გადმოვისხი და მაგიდისაკენ წავედი რომ მოულოდნელად გამოვდე სკამს ჟაკეტი და ინსტიქტურად უკან დახეული თეკლას მივაწყდი, რომელიც გვერდით მაგიდასთან იჯდა და სადილობდა...
– არ ეშვები ხომ, ამ გამოხტომებს– მაშინვე წამომიხტა და დოინჯი შემოიყარა...
– მაპატიე, შემთხვევით დაგეჯახე. უბრალოდ სკამს წამოვედე..
– ხოდა თალები გაახილე და წინ იყურე.
– თეკლა, ასე რატომ ბრაზობ. შემთხვევით დაგეჯახე. ბოდიშიც მოგიხადე.
– შენ რაღაც, ბევრ რამეს აკეთებ შემთხვევით რომ იცოდე ქეთევან... შემთხვევით მოგათრიეს აქ, მერე შემთხვევით დაგიცვა ვატომ,მერე კიდევ შემთხვევით ეხუტებოდი ლოპოტაზე. ბევრი შემთხვევითობა ხომ არაა...
– სისუელეების ლაპარაკს მოეშვი, და შენი საქმე არაა ქეთოს ცხოვრება – ჩემს დასაცავად უმალ მოეგო გონს სოფიო და შუაში ჩაგვიდგა, ვატო რულიად თავისუფალი კაცია და ვისაც უნდა იმას ჩაეხუტება, აი ,შენ თუ ვერ ახერხებ მის გულის მოგებას ეს ქეთოს ბრალი არაა თეკლა, დამიჯერე ასეთ გაბოროტებულს ნამდვილად არ შემოგხედავს ზედ...
– მე ვერ ვახერხებ ვატოს გულის მოგებას, და ამ მკვლელმა მოახერხა??!– გამწარებულმა იყვირა და სოფიო გასწია.. კარგად მომისმინე, არ ვაპირებ დაგითმო ვატო, მისთვის ბოლომდე ვიბრძოლებ, თუნდაც ბინძური წესებით და კანონებით. ხომ გაგიგონია სიყვარულს არც ასაკი აქვს და არც წესებიო...
– არა ხარ შენ დალაგებული – შეშინებულმა ვუთხარი და კაფიდან გავედი...
საღამომდე ხმა არ ამომიღია. ვერაფრით მოახერხა სოფიომ ჩემი ხასიათზე მოყვანა.. შვიდი ხდებოდა ელემ რომ დამირეკა, მისი ხმა არ მომეწონა, შეშფოთებული იყო... თითქოს სიტყვებს ვერ აბავდა თავს ერთმანეთს.. გული ცუდს მიგრძნობდა. შეხვედრა კაფეში დავთქვით და სოფიოს გავხედე...
– ვატოს რომ ვუთხრა ადრე არ გამიშვებს? – გოგოებს უნდა შევხვდე. რაღაც ხდება აშკარად ელენეს ცუდი ხმა ჰქონდა...
– მისი უთხარი, თუ გინდა მე ვეტყვი ..
– არა, მე ვეტყვი – სიმშვიდე მოვიკრიბე და მისი ოთახისკენ წავედი, მოულოდნელად გამოაღო კარი და მთელი ინერციით ავეკარი ზედ... სახეზე ბედნიერების ღიმილმა გადამირბინა, ისე მინდოდა ახლა მისი ოდნავ შეხებაც, ვიცოდი ხელი რომ მოეკიდა აუცილებად ძალა გამოცლილი დავეცემოდი იატაკზე..
– ალმაცერად გამომხედა და გამიღიმა, სოფიო, ქეთო, მივდივარ. მოკლედ თქვენს იმედზე ვტოვებ ყველაფერს, იმედი მაქვს არ შემარცხვენთ... ერთი ამოვიქშუტუნე და სკამისკანე წამოვედი..
– ვატო, ქეთოს წასვლა უნდოდა, გაუშვათ და მე დავრჩები რა პრობლემაა. დღეს ისედაც რთული დღე ჰქონდა...
– მოხდა რამე? – მაგიდასთან გაჩერდა და ინტერესით ჩამხედა თვალებში..
– არაფერი, ბატონო ვატო– მორიგი უბრალო წაკამათება იყო თეკლასთან...
– კარგი წადი.. წამოდი უფრო სწორად.დაგელოდები......ისე გვიანია უკვე, სოფიო წამოდი შენც ბარემ, ხვალ გავაგრძელოთ. არ ღირს, ისედაც მალე დასრუდება სამუშაო საათები...
– არა იყოს ვატო, დავრჩები და..
– არა წამოდი–მეთქი.. ქეთო მივიყვანოთ და წავიდეთ, დედაჩემს უნდოდა შენთან საუბარი...
– კარგი ,წამოვალ, კარგი, შენ ხომ არ დამაცდი გიგასთან ერთად ყოფნას რაა...
– ნუ ბურდღუნებ სულ – მხარში ხელი მოკიდა და ძალით გამოათრია კარებისკენ..
ჩემს ჯინაზე ლიფტი არ მუშაობდა, ფეხით ჩასვლისას გზა საუკუნოდ გაიწელა. მუხლები აღარ მემორჩილებოდა, სული ისე მეხუთებოდა ვგრძნობდი რომ ჰაერზე უნდა გამესწრო თორემ მისი ეს სიახლოვე ჭკუიდან მშლიდა..პირველზე ჩასულმა ნაბიჯს ავიჩქარე და სიცივეში მანტო გახსნილი გავვარდი გარეთ...
– კარგად ხარ ქეთო?–შეშფოთებულმა მკითხა და მხარზე ნაზად დამადო ხელი.
– დიახ, კარგად ვარ, არაა საჭირო ნერვიულობა...
– არ ვნერვიულობ. წამოდი გაგიყვანთ, საით მიდიხარ.
– მე? არა, თვითონ წავალ – მისმა სიახლოვემ საბოლოოდ მომიღო ბოლო და დავიბენი..
– ვერ გავიგე, რა გჭირს დღეს. წამოდი , გვიანია. არ ვიკბინები...
– ვიცი, მაგრამ ბატონო ვატო, არ ღირს...
– სიმართლე რომ გითხრა ძალიან ვარ დაღლილი და ზედმეტს ნუ მახვეწნინებ ქეთევან.. რადგან გეუბნები რომ წამოხვიდე უნდა წამოხვიდე. როცა არ მექნება ამის დრო გეტყვი რომ ვერ წაგიყვან...
– ვატო მართალია ქეთო, მორჩი ამ პოზებს და წამოდი, თანაც ნახე წვიმს, დავსველდი.. მოკლედ მე ჩავჯექი და თქვენ გაარკვიეთ ...– თითები ჰაერში ამიქნია სოფიომ და მანქანისკენ წავიდა...
– ქეთო გელოდები...
– დიახ, მოვდივარ.. უბრალოდ არ მინდოდა გეწვალათ და...
– მეტჯერ აღარ გამიმეორო ეგ და წამოდი.. – უკვე გაბრაზება ეტყობოდა ხმაში, წინ გამიშვა და უკან ნელი ნაბიჯით გამომყვა...
სამივე უხმოდ ვისხედით მანქანაში..თეკლას სიტყვები ჯერ კიდევ არ ამომდიოდა გონებიდან, როგორ მარტივად შეეძლო ჩემი დამცირება, ესეიგი ვატო უყვარდა და ყველანაირ გზას ადგებოდა მისი გულის მოსაგებად..
– მაინც რამდენ რამეზე მიდიან ეს ქალები , საყვარელი კაცის გული რომ მოიგონ – მოულოდნელად განაცხადა სოფიომ და ჯერ მე გამომხედა მერე ვატოს გახედა...
– მაინც რაზე მიდიან აბა –როგორც სჩანს ვატოსათის საინტერესო თემა იყო ...
– აი, მაგალითად თეკლა. დღეს ქეთოს შეურაწყოფა იმიტომ მიაყენა რომ შენ ყვარებიხარ და ეჭვიანობს..
– უკაცრავად, ჩემზე ამბობ?– გაოგნება ვერ დამალა და სოფიოს გამოხედა..
– ხო, აბა ვისზე. ვატო, ეგ კი არა დაემუქრა კიდეც არ ვაპირებ ვატო დაგითმოო..
– მოიცადე, მე რა ნივთი ვარ? – ომს იწყებს თუ რა ხდება?
– ოკუპანტი გოგოა, სიცილით ვუთხარი და სოფიოს გავხედე..
– თანაც როგორი ოკუპანტი, ჩამოიტოვა რუსეთიც კი....
– აქ გამიჩერეთ სადაც შეძლებთ , ბატონო ვატო . – მაქსიმალურად მშვიდად ვუთხარი დაგავუღიმე...
– კარგი, აქ გინდა და აქ იყოს, ისე მითხრა გეგონებოდათ სულ ერთი იყო სად ჩამოვდიოდი. გვიან დაგირეკავ საქმესთან დაკავშირებით . გადაჭრით მითხრა და ხელი დამიქნია..
**
კაფეში შესულს ელე უკვე იქ დამხვდა, თვალები ტირილისაგან ჩაწითლებული და დასიებული ჰქონდა, მივხვდი რომ რაღაც საოცარი ხდებოდა, მეშინოდა მორიგი დარტყმის ატანის. თუმცა შინაგანად უკვე კარგა ხნის დაცარიელებული იყავი..
– რა მოხდა ელენე?? – დავჯექი თუ არა მაშინვე ვკითხე და ვეცადე გამეღიმა..
– ორსულად ვარ, ისევე სწრაფად მომახალა, როგოც მე დავუსვი კითხვა...
– ვერ გავიგე – დამფრთხალმა დავაბრუნე კითხვა და მისი ჭიქიდან წვენი მოვსვი, გონს მოსასვლელად.. გამიმეორე , რაც მითხარი...
– ორსულად ვარ ქეთო, მილიონჯერ ნუ მამეორებინებ რა, ისედაც ძლივს ვზივარ, ძლივს ვცოცხლობ. ძლივს ვსუნთქავ..
– ვისგან ხარ ორსულად ?– დატევით მაგრამ ვეცადე დაბალ ხმაზე მეკითხა და ამავდროულად სიმშვიდე შემენარჩუნებინა...
– გახსოვს ჩვენი მეზობელი სანდრო. შენი კლასელი იყო. ასე ნუ მიყურებ რა გთხოვ.
– სანდროს როგორ დაუწექი გოგო? – გამწარებული საუბარსაც ვეღარ ვახერხებდი, ისე ვიმტვრევდი თითებს... შემიძლია აქვე გაგიგდო და გცემო, არა იმიტომ რომ ორსულად ხარ, არამედ იმიტომ რომ ნარკომან სანდროზე კარგი ვერავინ ნახე..იცი მაინც რა შედეგი შეიძლება მოყვეს შენს ორსულობას??
– ვიცი, გეხვეწები არ მეჩხუბო.. ნატოს ვერ ვუთხარი. მეშინია, ვერ გამიგებს. დედაჩემს ვუთხარი, გადაირია, სახლიდან გაგდებით დამემუქრა თუ ბავშვს არ მოიშორებო, მაგრამ ახლა დამირეკა სანამ მოხვიდოდი..
– კარგი, არ მაინტერესებს რას ამბობს დედაშენი, ეგ ისედაც გაგიგებდა ელენე.. სანდროს თუ უთხარი?? იცის რომ ორსულად ხარ?? რომ შენი შვილის მამაა...
– ყველაზე დიდი პრობლემაც ეგ არის ქეთო. ორი კვირის წინ ვუთხარი რომ ორსულად ვიყავი, გუშინ საგათენებოდ საქართველოდან წასულა...
– წასულა??? წავიდა და ბავშვით მიგატოვა? არაკაცია!.– არა , რა მიკვირს, არაკაცები არიან სულ..
– მითხრა შენი დაქალივით გარყვნილი ყოფილხარ და გინდა შემომეტენოო, მე სულელს კი შემიყვარდა, წარმოიდგინე ფულსაც კი ვაძლევდი . მასზე ვზრუნავდი.. ის კი ადგა და მიმატოვა როგორც კი გაიგო რომ ბავშვს ველოდებოდი...
– კარგი. მორჩა, საკმარისია ტირილი, ადექი ჩემთან წავიდეთ. დედაშენს დაურეკე და ამაღამ დარჩი ჩემთან.. იმ კვირაში კი ექიმთან წავიდეთ და გავარკვიოთ ბავშვი როგორ ვითარდება ელენე, რა შარში გაყავი თავი... ხომ ხედავ შენი დაქალი თითით საჩვენებეი გამხდარა უკვე..
– მაპატიე ქეთო – სლუკუნით მითხრა და მორიგი კუნწულა ცრემლები გადმოყარა..
**
იძლებული გახდა ელენე, ბებოსათის სიმართლე ეთქვა, არ ვიყავი გაოცებული იმით რომ ბებიაჩემმა მაშინვე გაუგო და გულზე მიიკრა, ელენე და ნატო ისევე უყვარდა როგორც მე. მათაც თავის შვილიშვილებად აღიქვამდა, სულ ამბობდა ღმერთმა ოთხი გოგო მაჩუქა და ოთხივე ერთმანეთზე ლამაზიო....
თბილად ჩავაწვინე ელენე ცხელი ჩაიას დალევის შემდეგ და ბებოსთან სამზარეულოში შევდიოდი , მაგიდაზე დადებულმა მობილურმა ზრიალი რომ დაიწყო...
– გისმენ ბატონო ვატო...– მშვიდად ვუპასუხე და მისი ხშირი სუნთქვის მოსმენას ტანში ჟრუანტელი მოჰყვა..
– შენს სადარბაზოსთან ვდგავარ ჩამოდი...
– ახლა? – გაოცებულმა ვკითხე და საათს დავხედე თორმეტი ხდებოდა.. გვიანია...
– ქეთო, მორჩი პატარა ბავშვივით ლაპარაკს, არ ჩემოხვალ და მე ამოვალ. რომელი გირჩევნია???
– კარგი , ჩამოვალ ახლავე– იძლებული გავხდი ჩავსულიყავი, მისი საუბარი იმდენად მკაცრი და გააზრებული იყო, ვიცოდი ამოვიდოდა...
წვიმას გადაეღო. მანქანის კარზე მიყუდებული იდგა და მელოდა... დამინახა თუ არა კარი გამომიღო და ჩაჯექიო მანიშნა, უხმოდ დავემორჩილე.. არც მაშინ მქონია რეაქცია როდესაც მანქანა დაძრა და მოშორებით სიბნელეში გადააყენა..
– რატომ არ მომიყევი თეკლას საქციელზე კარგად? – სოფიომ ყველაფერი მიამბო..
– რატომ უნდა მომეყოლა? რამდენი რაიმე პრობლემა მექნება, ასე გამოვიქცე თქვენთან?
– არა, ასე არ უნდა გამოიქცე, შეგეძლო გეთქვა, მე რა არაფერი ვარ შენთვის?– ქეთო მისმინე, ვიცი რომ შენში ყველაფერი სხვანაირად აღიქმება ახლა, და ყველაფერს და ყველას ეჭვის თვალით უყურებ, მაგრამ მიყვარხარ. გამბედაობა მყოფნის და გეუბნები რომ მიყვარხარ, არ ვიცი როდის შემიყვარდი, იქ პირველად რომ მოხვედი და დაბნეული იჯექი ჩემს წინ თუ იმ ახალი წლის საღამოზე, მაგრამ ახლა რასაც ვგრძნობ ეს სიყვარულია... რატომ არ გინდა მომიშვა შენამდე, მომცე საშუალება გაჩვენო რომ მე არ ვარ ისეთი..
– არ შემიძლია. სულ ახლახანს ვიპოვე თავისუფლება, ვერ დავკარგავ..
– შენ თავისუფლების დაკარგვის გეშინია?? გგონია რომ თუ ჩემს სიყვარულს მიიღებ მე აგიკრძალავ რაიმეს?? საერთოდ ვერ გაგიცვნივარ, სულ ოდნავ ვერ მოახერხე ჩემი გაცნობდა ქეთევან აბაშელო... მე შენ სიყვარულს გთავაზობ და შენ შიშზე მელაპარაკები.... რა გინდა, გინდა რომ ხელშეკრულება დავდოთ? რა გვეკრძალება და რა არა??
– მგონი ნასვამი ხარ, და ბევრს ლაპარაკობ ვატო. ხვალ როცა გონს მოხვალ ყველაფერი სხვანაირად მოგეჩვენება..
– ახლა თურმე ნასვამიც ვარ. ხო ვარ. მერე??? და გგონია ხვალ აღარ მეყვარები? ხვალ სულ ერთი იქები და ეს თეკლას ამბავიც ფეხებზე მეკიდება??! რატომ არ მაძლევ უფლებას უბრალოდ დაგიცვა ,ნდაც შენზე ვიზრულო. რატომ ცდილობ ისევ მარტო იყო..
– არ მინდა და ამიტომ, არავის დაცვა არ მჭირდება, არც თქვენი და არც სხვისი , გაიგეთ ეს. ის რაც თეკლამ მითხრა, ეს წარსულია. უნდოდა და მითხრა, ხვალაც რომ იგივე ანდაც უარესი მითხრას საჩივრით არ მოვალ თქვენამდე. ასეთი ვარ...
– არა, მშიშარა ხარ. იცი რომ შეგიყვრდები, იცი და ამიტომ გამირბიხარ. შენს გონებაში ჩემი ადგილი დავიმკვიდრე და ამიტომ გამირბი...
– უმჯობესია წავიდე – სიცრუეში გამოჭერილმა დავხარე თავი და მანქანიდან გადავედი...
**
აივანზე ვიჯექი მარტო, შუაღამესთან ერთად.. თბილ ადიელაში გახვეული ცხელ ჩაის ვწრუპავდი...
ვატოს სიტყვები ყურშ ჩამესმოდა ისევ. გული ბედნიერებისგან ადგილს ვერ პოულობდა.. ვუყვარდი. ასეთმამაკაცს როგორიც ვატო იყო, ვუყვარდი .. ამაზე დიდი ბედნიეება არ იყო ახლა ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ მეშინოდა. მისი ოჯახის წევრების, მისი მეგობრების, როდესაც გაიგებდნენ ჩემს წარსულს. არ მინდოდა ვინმეს ვატო ჩემს გამო დაემცირებინა, უსიამოვნება ჰქონოდა მხოლოდ იმიტომ რომ ქალი რომელიც უყვარდა სიხეში იჯდა..
მშურდა თეკლასი.რომელსაც ასე თამამად შეეძლო, თავისი გრძნობების დემონსტრირება.მშურდა რომ არ შემეძლო ვატოსთვის მეთქვა ,ის რაც გულში მქონდა. ფინჯანს მაგრად მოვუჭირე ხელები და, ხელის გულების წვამ რეალობაში დამაბრუნა..
კიდევ ერთ მარცხს, კიდევ ერთ დაცემას ვერ გადავიტანდი. უბრალოდ ძალა აღარ გამაჩნდა მებრძლა თეკლას წინააღმდეგვატოს გამ. მისი გამოხტომებისა და შეურაწყოფისათის გვერდი ამექცია.. ამის სურვილი აღარ მქონდა. რადგან ცხოვრებამ მწარედ დამასაჩურა ასეთი გრძნობებით