ოდნოკლასმა

დამაცალა ნერვები,
გადავბლოკე უზრდელები,
ახლაც ვეღარ ვჩერდები.
დამატებული ჯერ არ გყავს,
ის კი მოგწერს "პრივეტო",
როგორ მინდა ახლოს იყოს,
მოვკალა და გავიმეტო
შე ოხერო თუ ვერ მხედავ,
შეიძინე სათვალე,
ანგარიში თუ არ იცი,
თითზე გადაითვალე.
მიწერია დავიბადე ,
ამ წელსა და ამ დღესო.
მგონი ჭკუა დაგეფანტა,
ვერასოდეს აღდგესო.
დედის ტოლი კი არადა,
ბებიადაც გეკუთვნი,
თვალი კარგად დააჭყიტე,
და ოდნში შეყუჩდი.
მეგობრებში თუ გთანხმდები,
შენი დარდი კი არ მკლავს?
ენას თუ არ გააჩერებ,
წყევლა მოვა ნიაღვრად
სად დაკარგეთ ზრდილობა და
სად იზრდებით ვერ ვხვდები,
დამპალ ნაყოფს სჯობს დაჯერდე,
საღ სალამათს ვერ წვდები.
სადაც კი ქალს დაინახავ,
ყველას გინდა გაცნობა,
ვინმე მართლა დაგამკვდარებს,
არ შეგრჩება ანცობა.
სანამ შენ სხვებს დასდევ კუდში,
შენებს სხვები აბავენ,
შენსას სდიე,სანამ დროა,
ჯაჭვებს გადააბამენ.
საკუთარს რომ ვერ მიხედე,
სხვის ეზოში დარბოდი.
მიტომ დარჩი ცარიელი
სახლში რომ არ ვარგოდი.
ქალებს წერილს ნუღარ მიწერ,
უზრდელო და ავყია,
შუბლზე ხელი გადაისვი,
მგონი რქები გაყრია

  • Kerala Dust - Nevada

Комментарии