ყავა უშაქროდ [სრულად] ისტორია / ელ პინი *** მოდი, ჩამომიჯექი, მომისმინე, ხანდახან გამომხედე, თვალებში დამანახე, სულში ჩამომხედე, შემომეხვიე. უბრალოდ, მოდი, უშაქრო ყავა გაგიკეთო, ჩემო. *** "გაგვიწვიმდება - მეთქი, ხომ გითხარი?" - ბოლოს რომ ჩავისუნთქე, ამოსუნთქვა აღარ მახსოვს. "სახლში ადი." - თვალდახუჭულს მხოლოდ შენი წარმოდგენაღა შემრჩა. "გარეთ სიცივე არაა." - ხელებზე ხაზებს ვეღარ ვპოულობ და ბრძოლაც არ ვიცი, მინდა, თუ - არა. "წვიმს!" - მზეებს დავითვლი - მეთქი და არ ჩანს, თურმე. თუ მხოლოდ ჩემთვის, მაგასაც ვერ ვგრძნობ. "ცა ნაცრისფრად შეიღება, როგორც სული." - სარკეში სხეულის ტკივილებს ლურჯ ნაკვალევად ვკითხულობ. "სახლში ადი. გამიცივდები." - ყინვები მოდის. ლოლოები მაჯებზე ჰკიდია. "მე - შენ?" - თვალებიდან წვიმს. წალეკა ნაფლეთები. "შენ - მე!" - სადღაც მიიძინა სიყვარულმა. ღმერთო, ღრმა ძილი არ იყოს, ოღონდ. "რატომ?" - ციდან ოცნებები სცვივა. "მინდა იცოდე, რომ შენი ნაწილი ჩემშია. ყოველთვის." - გულზე მარწუხები მიჭერს. "სახლში ვარ." - შვებას უშედეგოდ ვეძებ. *** მე ყოველთვის მჯერა პირველი წამის. შეჩეხებული თვალების. აჩქარებული გულისცემის. აკანკალებული სხეულის. მთრთოლვარე ტუჩების. პირველი შეხების. ახლა შენზე ვლაპარაკობ და გეტყვი, რომ ჩვენი ყველაფერი: - მონატრება; - სიხარული; - ბედნიერება; - ოცნება; და ბოლოს, - სიყ-ვა-რუ-ლი ისეთი ცნებებია, სხვები არაფერს რომ უწოდებენ. ცხოვრების ფერი. *** საიდან დავიწყეთ ჩვენ?! იქ, სადაც დასაწყისი არ არსებობს, თუ იქ, სადაც ბედის ხაზებს ქმნიან?! მგონია, ჩვენ არასდროს გადაგვკვეთდა ღმერთი, ანდაც, რომელი ანგელოზი ან ეშმაკი იფიქრებდა ჩვენს ერთად ყოფნას?! ჩვენ რომ დავიწყეთ, სექტემბერი იყო, 15 რიცხვი. იმ დღეს ჩემთვის ჩავინიშნე - სამყაროს ორი უკიდურესობა შევხვდით ერთმანეთს - მეთქი. მე ვიჯექი. გელოდებოდი. მერე გიყურებდი, როგორ იდექი და მეძებდი. არც მინდოდა მეთქვა, სად ვიჯექი. გაკვირდებოდი და ვიცოდი, რომ, როცა ახლოს მოხვიდოდი, ენა ჩამივარდებოდა. - გამარჯობა. ხმაზე გავქვავდი. მერე სიცილზე. შენს კანზე, რომელიც მინიმალურად შემეხო გადაკოცნის დროს, მაგრამ ახლოს იყავი. იმდენადაც კი, სუნთქვა მეკვრებოდა და თავჩახრილი ვიჯექი. შენი მჭამელი თვალები. - რა ლამაზი ხუჭუჭები გაქვს ტო, ნაზი თმა, საოცარი სურნელი. - შენ სიტყვებს შორის პაუზებს ჩუმად ვიჭერდი და თვალდახუჭული ტუჩებს კბილებით, თან. - დამელაპარაკე. - არც კი ვიცი. - ნუ იძაბები. - თავისით. - ასე რატომ ათვალიერებ ყველაფერს? - შენ როგორ ამჩნევ? - ჩემი დაბნეულობა თავადვე ვაღიარე. - საღამოა. გრილი სიო ქრის და შენი სუნთქვები აქ დაფრინავს. გულისცემა მაისურზე გეტყობა. - ურეაქციოდ მითხარი და ახლოს მოიწიე. - მოგწონს, არა? - როცა რომელიმე სუნთქვას დავიჭერ, ერთ ისეთ სიტყვას მეტყვი, რომელიც დამამახსოვრდება და უნდა შევინახო. მერე წამები გადავთვალე და მეჩვიდმეტეზე ინსტიქტურად გავჩერდი. - გისმენ. - ახლოს მოიწიე და თითქმის ყურთან ჩამჩურჩულე. - ჩვენ. - მე ერთად გითხარი და არა - ცალ-ცალკე. - გააგრძელე წამების თვლა. მე დავყევი მას და უცებ თავში ამომიტივტივდა - Carpe Diem. - სიყვარული. - ხმადაბლა ვთქვი. - რატომ? - ასე იქნება, მენდე! - გავიმართე. ქარმა ფოთლები ფეხებთან მოყარა. ავიღე ერთი და ხელისგულში ჩაგიდე. - უკანასკნელი. *** რატომ შენ მაინცდამაინც შავი და მე თეთრი - არ ვიცი, მაგრამ თუკი რამე შეუქმნია ღმერთს, მშთანთქავი - შენ, ამრეკლი - მე. ხოლო, როცა შენი ღამის თვალი და ჩემი დღის თვალი დაუსრულებელი ჰორიზონტის ბოლოს ხვდება, ჩვენ შორის მცირე მანძილს დაჭერილი ოცნებები კვეთენ. ცა და ზღვა. *** შენს თვალდახუჭულ სიცარიელეს ჩემი გაზაფხულის ჭორფლები ავსებს და ახლა, სიბნელეში ხედავ - ღმერთს, რომელსაც ეძებდი და - იპოვე; რომელსაც ეძებდი და - შეისუნთქე; რომელსაც ეძებდი და - დაისაკუთრე. თუმცა, ძაფი იბურდება და თეთრ დღეებს შავი მოჰყვება. ახლა არ ვიცი, რატომ, მაგრამ ისე მინდა ჩაგეხუტო, ფეხით გამოვივლიდი შენამდე მანძილს. ჩემი ვერცხლისფერი წვეთი და შენი დამშრალი გუბე ავსებდა - ერთმანეთს. ქარის დაკარგული მიმიკებით, რომელსაც პაზლივით ვაწყობდი, გხატავდი შენ, გახსოვს? თითებში დაუგროვებელ სითბოს წამწამებიდან ვიჭერდი და შენ კაპილარებიდან ხელისგულში მიგქონდა. მე ვამბობდი: - ქარია, შენზე მიყვება. შენ ამბობდი: - არ ენდო, მე მენდე. მე ვმღეროდი: - რომ შენ ჩემი ხარ! შენ მღეროდი: - დასაწყისია! ოკეანე. ჩემი მერცხლები შენში დაფრინავდნენ, ყურში გიყვებოდნენ წლის ჰარმონიებს. ცივიდან - თბილამდე, შემოდგომიდან - გაზაფხულამდე. წერტილის გასაყარზე მდგარნი მოდიოდნენ ჩვენთან. *** ფანჯრიდან ვუყურებდი წინ და უკან მოსიარულეს. ფიქრობდა ამოსვლაზე, მაგრამ არ იცოდა, რა უნდა ეთქვა. - ამოდი, გელოდები. - მთელი გამბედაობა მოვიკრიბე და გადავძახე. - სერიოზულად? - დაბნეულმა ამომხედა. - ყავას გიკეთებ უკვე. კარებთან მივედი და ნაბიჯებს ვითვლიდი. ზუსტად იმდენივე დასჭირდა, როგორც აქამდე. რაღაცები კვლავ არ იცვლება. - მოდი, ზღურბლზე არ დადგე. - გავაღე კარები და მაშინვე ვუთხარი. - მაპატიე ტო? - რა? - ასე რატომ იქცევი? - მეგობრები ხომ ვართ, თუ ეგეც აღარ დავრჩით? რა მოხდება, რომ ყავა დავლიოთ ხოლმე? - არც კი ვიცი, რისი გადატანა დამჭირდა ამ სიტყვებისთვის. - გააფრინე? - შემოდი, შემოდი, უშაქრო ყავა უნდა გაგიკეთო. - საკუთარ თავს ვებრძოდი. წინ მიდიოდა და მე უკან. მის ნაბიჯებს ვიმახსოვრებდი და ზუსტად იქ ვდგამდი, სადაც თვითონ. - ეგ ჩვევა ვერ მოიშორე, არა? - შეამჩნია და მითხრა. - ვერც შენ. - ხმადაბლა ვუთხარი. - ჩამოჯექი. ყავა გავუკეთე და მის წინ დავჯექი. სხეული ძლივს დავიმორჩილე. პირველად იყო, რომ ცრემლებს გასაქანი არ მივეცი. - ჩვენ - მეგობრებად? - კი. - არა, რა. - მაშინ ყავა დალიე და წადი. - სად ტო? მაცადე, დაგელაპარაკო. გავჩუმდი და თვალებში ჩავხედე. ისე სტკიოდა, როგორც მე. - იმ დღეს რომ მითხარი გამიცივდებიო, მართლა მითხარი? ხმა დამეკარგა და წუთის წინ შეგროვებული სითამამეც უკან მიჰყვა. - ისევ გიყვარვარ, ხო? - ჰო. - სიტყვა, რომელსაც ვერ იტანდა, ვუპასუხე. - მომენატრე. რაღაც სხვანაირად მომენატრე. ასე ჯერ არ მომნატრებიხარ. მე თვითონაც არ ვიცი. ყოველ საღამოს შენს ფანჯრებთან დავდივარ. მინდა დაგელაპარაკო, მაგრამ ვერ მოვდიოდი შენამდე და სიტყვებიც მავიწყდება ხოლმე. - მეც მომენატრე. - ასე არც დაღამებულა და არც გათენებულა ჯერ. არ შემიძლია, რა. უბრალოდ, ადექი და მაპატიე. - როგორ? - არ ვიცი, რა. გთხოვ. - სამყარო შავად გეჩვენება, არა? - სამყარო არის სადმე ახლა? თვითონ შენ ხარ, იცი? თუ დაგავიწყდა? - საზიზღარი არსება ხარ! - რისთვის? - ჩემი სიყვარულისთვის. - ნუ გამიქრები, რა. შენ ხო ასეთი ნაგავი გიყვარვარ? - ჯანდაბას შენი თავი და მეგობრობაც. მოდი, ჩაგეხუტო. ყავა თუ გაცივდა, არა უშავს, მაინც ცივი გიყვარს. შემომეხვია. გულისცემა ვიგრძენი. ისევ მაისურს ეტყობოდა. ჩემიც და მისიც. თვითონაც ვეღარ აკონტროლებდა. - ბედნიერი ხარ ჰო ტო? შუბლზე ვაკოცე. - კი, ხარ, მზეო! *** თუ ღმერთმა შექმნა პატიება, მგონი, მხოლოდ სიყვარულისთვის. *** ყავა უშაქროდ და ჩაი შაქრიანი.
❤ჩემი გული ხარ❤
:ჩემთან ომი წამგებიანია
ყავა უშაქროდ
[სრულად]
ისტორია / ელ პინი
***
მოდი,
ჩამომიჯექი,
მომისმინე,
ხანდახან გამომხედე,
თვალებში დამანახე,
სულში ჩამომხედე,
შემომეხვიე.
უბრალოდ, მოდი, უშაქრო ყავა გაგიკეთო, ჩემო.
***
"გაგვიწვიმდება - მეთქი, ხომ გითხარი?"
- ბოლოს რომ ჩავისუნთქე, ამოსუნთქვა აღარ მახსოვს.
"სახლში ადი."
- თვალდახუჭულს მხოლოდ შენი წარმოდგენაღა შემრჩა.
"გარეთ სიცივე არაა."
- ხელებზე ხაზებს ვეღარ ვპოულობ და ბრძოლაც არ ვიცი, მინდა, თუ - არა.
"წვიმს!"
- მზეებს დავითვლი - მეთქი და არ ჩანს, თურმე. თუ მხოლოდ ჩემთვის, მაგასაც ვერ ვგრძნობ.
"ცა ნაცრისფრად შეიღება, როგორც სული."
- სარკეში სხეულის ტკივილებს ლურჯ ნაკვალევად ვკითხულობ.
"სახლში ადი. გამიცივდები."
- ყინვები მოდის. ლოლოები მაჯებზე ჰკიდია.
"მე - შენ?"
- თვალებიდან წვიმს. წალეკა ნაფლეთები.
"შენ - მე!"
- სადღაც მიიძინა სიყვარულმა. ღმერთო, ღრმა ძილი არ იყოს, ოღონდ.
"რატომ?"
- ციდან ოცნებები სცვივა.
"მინდა იცოდე, რომ შენი ნაწილი ჩემშია. ყოველთვის."
- გულზე მარწუხები მიჭერს.
"სახლში ვარ."
- შვებას უშედეგოდ ვეძებ.
***
მე ყოველთვის მჯერა პირველი წამის. შეჩეხებული თვალების. აჩქარებული გულისცემის. აკანკალებული სხეულის. მთრთოლვარე ტუჩების. პირველი შეხების. ახლა შენზე ვლაპარაკობ და გეტყვი, რომ
ჩვენი ყველაფერი:
- მონატრება;
- სიხარული;
- ბედნიერება;
- ოცნება;
და ბოლოს,
- სიყ-ვა-რუ-ლი
ისეთი ცნებებია,
სხვები არაფერს რომ უწოდებენ.
ცხოვრების ფერი.
***
საიდან დავიწყეთ ჩვენ?!
იქ, სადაც დასაწყისი არ არსებობს,
თუ
იქ, სადაც ბედის ხაზებს ქმნიან?!
მგონია, ჩვენ არასდროს გადაგვკვეთდა ღმერთი,
ანდაც,
რომელი ანგელოზი ან ეშმაკი იფიქრებდა ჩვენს ერთად ყოფნას?!
ჩვენ რომ დავიწყეთ, სექტემბერი იყო, 15 რიცხვი. იმ დღეს ჩემთვის ჩავინიშნე - სამყაროს ორი უკიდურესობა შევხვდით ერთმანეთს - მეთქი.
მე ვიჯექი.
გელოდებოდი.
მერე გიყურებდი, როგორ იდექი და მეძებდი. არც მინდოდა მეთქვა, სად ვიჯექი. გაკვირდებოდი და ვიცოდი, რომ, როცა ახლოს მოხვიდოდი, ენა ჩამივარდებოდა.
- გამარჯობა.
ხმაზე გავქვავდი. მერე სიცილზე. შენს კანზე, რომელიც მინიმალურად შემეხო გადაკოცნის დროს, მაგრამ ახლოს იყავი. იმდენადაც კი, სუნთქვა მეკვრებოდა და თავჩახრილი ვიჯექი. შენი მჭამელი თვალები.
- რა ლამაზი ხუჭუჭები გაქვს ტო, ნაზი თმა, საოცარი სურნელი. - შენ სიტყვებს შორის პაუზებს ჩუმად ვიჭერდი და თვალდახუჭული ტუჩებს კბილებით, თან.
- დამელაპარაკე.
- არც კი ვიცი.
- ნუ იძაბები.
- თავისით.
- ასე რატომ ათვალიერებ ყველაფერს?
- შენ როგორ ამჩნევ? - ჩემი დაბნეულობა თავადვე ვაღიარე.
- საღამოა. გრილი სიო ქრის და შენი სუნთქვები აქ დაფრინავს. გულისცემა მაისურზე გეტყობა. - ურეაქციოდ მითხარი და ახლოს მოიწიე.
- მოგწონს, არა?
- როცა რომელიმე სუნთქვას დავიჭერ, ერთ ისეთ სიტყვას მეტყვი, რომელიც დამამახსოვრდება და უნდა შევინახო.
მერე წამები გადავთვალე და მეჩვიდმეტეზე ინსტიქტურად გავჩერდი.
- გისმენ. - ახლოს მოიწიე და თითქმის ყურთან ჩამჩურჩულე.
- ჩვენ. - მე ერთად გითხარი და არა - ცალ-ცალკე.
- გააგრძელე წამების თვლა.
მე დავყევი მას და უცებ თავში ამომიტივტივდა - Carpe Diem.
- სიყვარული. - ხმადაბლა ვთქვი.
- რატომ?
- ასე იქნება, მენდე! - გავიმართე.
ქარმა ფოთლები ფეხებთან მოყარა. ავიღე ერთი და ხელისგულში ჩაგიდე.
- უკანასკნელი.
***
რატომ შენ მაინცდამაინც შავი და მე თეთრი - არ ვიცი,
მაგრამ
თუკი რამე შეუქმნია ღმერთს,
მშთანთქავი - შენ,
ამრეკლი - მე.
ხოლო,
როცა შენი ღამის თვალი და ჩემი დღის თვალი დაუსრულებელი ჰორიზონტის ბოლოს ხვდება,
ჩვენ შორის მცირე მანძილს დაჭერილი ოცნებები კვეთენ.
ცა და ზღვა.
***
შენს თვალდახუჭულ სიცარიელეს ჩემი გაზაფხულის ჭორფლები ავსებს
და
ახლა, სიბნელეში ხედავ - ღმერთს,
რომელსაც ეძებდი და
- იპოვე;
რომელსაც ეძებდი და
- შეისუნთქე;
რომელსაც ეძებდი და
- დაისაკუთრე.
თუმცა, ძაფი იბურდება და თეთრ დღეებს შავი მოჰყვება. ახლა არ ვიცი, რატომ, მაგრამ ისე მინდა ჩაგეხუტო, ფეხით გამოვივლიდი შენამდე მანძილს.
ჩემი ვერცხლისფერი წვეთი და შენი დამშრალი გუბე ავსებდა - ერთმანეთს.
ქარის დაკარგული მიმიკებით,
რომელსაც პაზლივით ვაწყობდი,
გხატავდი შენ, გახსოვს?
თითებში დაუგროვებელ სითბოს წამწამებიდან ვიჭერდი
და შენ კაპილარებიდან ხელისგულში მიგქონდა.
მე ვამბობდი:
- ქარია, შენზე მიყვება.
შენ ამბობდი:
- არ ენდო, მე მენდე.
მე ვმღეროდი:
- რომ შენ ჩემი ხარ!
შენ მღეროდი:
- დასაწყისია!
ოკეანე.
ჩემი მერცხლები შენში დაფრინავდნენ,
ყურში გიყვებოდნენ წლის ჰარმონიებს.
ცივიდან - თბილამდე,
შემოდგომიდან - გაზაფხულამდე.
წერტილის გასაყარზე მდგარნი მოდიოდნენ ჩვენთან.
***
ფანჯრიდან ვუყურებდი წინ და უკან მოსიარულეს. ფიქრობდა ამოსვლაზე, მაგრამ არ იცოდა, რა უნდა ეთქვა.
- ამოდი, გელოდები. - მთელი გამბედაობა მოვიკრიბე და გადავძახე.
- სერიოზულად? - დაბნეულმა ამომხედა.
- ყავას გიკეთებ უკვე.
კარებთან მივედი და ნაბიჯებს ვითვლიდი. ზუსტად იმდენივე დასჭირდა, როგორც აქამდე. რაღაცები კვლავ არ იცვლება.
- მოდი, ზღურბლზე არ დადგე. - გავაღე კარები და მაშინვე ვუთხარი.
- მაპატიე ტო?
- რა?
- ასე რატომ იქცევი?
- მეგობრები ხომ ვართ, თუ ეგეც აღარ დავრჩით? რა მოხდება, რომ ყავა დავლიოთ ხოლმე? - არც კი ვიცი, რისი გადატანა დამჭირდა ამ სიტყვებისთვის.
- გააფრინე?
- შემოდი, შემოდი, უშაქრო ყავა უნდა გაგიკეთო. - საკუთარ თავს ვებრძოდი. წინ მიდიოდა და მე უკან. მის ნაბიჯებს ვიმახსოვრებდი და ზუსტად იქ ვდგამდი, სადაც თვითონ.
- ეგ ჩვევა ვერ მოიშორე, არა? - შეამჩნია და მითხრა.
- ვერც შენ. - ხმადაბლა ვუთხარი. - ჩამოჯექი.
ყავა გავუკეთე და მის წინ დავჯექი. სხეული ძლივს დავიმორჩილე. პირველად იყო, რომ ცრემლებს გასაქანი არ მივეცი.
- ჩვენ - მეგობრებად?
- კი.
- არა, რა.
- მაშინ ყავა დალიე და წადი.
- სად ტო? მაცადე, დაგელაპარაკო.
გავჩუმდი და თვალებში ჩავხედე. ისე სტკიოდა, როგორც მე.
- იმ დღეს რომ მითხარი გამიცივდებიო, მართლა მითხარი?
ხმა დამეკარგა და წუთის წინ შეგროვებული სითამამეც უკან მიჰყვა.
- ისევ გიყვარვარ, ხო?
- ჰო. - სიტყვა, რომელსაც ვერ იტანდა, ვუპასუხე.
- მომენატრე. რაღაც სხვანაირად მომენატრე. ასე ჯერ არ მომნატრებიხარ. მე თვითონაც არ ვიცი. ყოველ საღამოს შენს ფანჯრებთან დავდივარ. მინდა დაგელაპარაკო, მაგრამ ვერ მოვდიოდი შენამდე და სიტყვებიც მავიწყდება ხოლმე.
- მეც მომენატრე.
- ასე არც დაღამებულა და არც გათენებულა ჯერ. არ შემიძლია, რა. უბრალოდ, ადექი და მაპატიე.
- როგორ?
- არ ვიცი, რა. გთხოვ.
- სამყარო შავად გეჩვენება, არა?
- სამყარო არის სადმე ახლა? თვითონ შენ ხარ, იცი? თუ დაგავიწყდა?
- საზიზღარი არსება ხარ!
- რისთვის?
- ჩემი სიყვარულისთვის.
- ნუ გამიქრები, რა. შენ ხო ასეთი ნაგავი გიყვარვარ?
- ჯანდაბას შენი თავი და მეგობრობაც. მოდი, ჩაგეხუტო. ყავა თუ გაცივდა, არა უშავს, მაინც ცივი გიყვარს.
შემომეხვია.
გულისცემა ვიგრძენი.
ისევ მაისურს ეტყობოდა.
ჩემიც და მისიც.
თვითონაც ვეღარ აკონტროლებდა.
- ბედნიერი ხარ ჰო ტო?
შუბლზე ვაკოცე.
- კი, ხარ, მზეო!
***
თუ ღმერთმა შექმნა პატიება, მგონი, მხოლოდ სიყვარულისთვის.
***
ყავა უშაქროდ და ჩაი შაქრიანი.