ისტორია თავი 20 ოშხარელების ოჯახი, სრული ანტიპოდი აღმოჩნდა იმისა, რაც მე წარმომედგინა და სერიოზულად დავფიქრდი დემონის შვილობის პერპექტივაზე. დედა, ლალი ოშხარელი, საოცრად თბილი მზერით და კეთილი ღიმილით, წამში გაუქრობდა ადამიანს უხერხულობის გრძნობას. იმდენად სასიამოვნო მოსაუბრე და უშუალო იყო, ერთი შეხედვით მედიდური ქალის იერი, ეგრევე იფანტებოდა და გონზე ვერ მოვდიოდი, თუ ვის უნდა დამსგავსებოდა დემონი ასეთი უხეში და ხისტი. ჩემ კითხვას პასუხი გაეცა, სასადილო ოთახის კარი, ხანში შესულმა დემონმა რომ შემოაღო და გაკვირვებულმა შევხედე, მის გვერდით მორბენალ პატარა ბიჭუნას. ცოტნე ოშხარელი, შევერცხლილი ხვეული თმებით და უკუნივით შავი თვალებით, ძალიან გავდა დემონს. იგივე მზერა და ლამის იგივე მანერები, ძალიან ამსგავსებდა მას. თუმცა ისიც შევამჩნიე, როგორ უთბებოდა მზერა, ოჯახზე საუბრისას. მით უმეტეს მაშინ, როდრსაც ათი წლის გიორგის ცელქობების უშუალო სამიზნე ხდებოდა. იმდენად საყვარელი იყო, კულულებ დაყრილი, ოთახებში მორბენალი პატარა დემონი, რომ თვალს ვერ ვწყვეტდი და საერთოდ დავიწყებული მქონდა, ზედმეტად გადაპრანჭული გოგო, ლამის კისერზე რომ ჩამოკიდებოდა ლუციფერს. -მაკრინე, რამდენი წლის ხარ?-მომიბრუნდა უმცროსი ოშხარელი და ინტერესით გაფართოებული, ეშმუკუნებით სავსე, დიდრონი შავი თვალები მომაპყრო. -თვრამეტის,-ღიმილით ვუპასუხე და შუბლზე დაყრილ ბზინვარე კულულებზე წავეთამაშე. -უჩა ცდაექვსის გახდა, მე კიდე ათის ვარ,-შუბლშეკრულმა მითხრა და ჩემ გვერდით დასკუპტა. -მერე რა?-გაკვირვებულმა გადავხედე უჩვეულოდ დასერიოზებულს და ოთახის ბოლოს, პუტკუნა გოგოსთან მდგომ აკოს თვალი ჩავუკარი, მზერით რომ მთხოვდა, მიშველე რამეო. -ის რომ, ის შენზე რვა წლითაა უფროსი, მე კიდე უმცროსი,-ბუზღუნით მომიგო. -ვერაფერი გავიგე. -შეყვარებული გყავს?-მაჯახა სრულიად მოულოდნელად და სიცილი ძლივს შევიკავე, ფერმკრთალი ლოყები, შესამჩნევად რომ აუწითლდა. -გიორგი, გირჩევნია ახტე მანდედან და შენ გაკვეთილებს მიხედო,-ზურგს უკან გაისმა ბოხი ხმა და გაღიზიანებული დააჩერდა დაბღვერილ ძმას. -მე გაკვეთილებზე მიხედილი მაქ და მარტო დატოვებული მანდილოსნის გამხიარულებას ვცდილობ,-ნიშნისმოგებით უპასუხა და ჯიბრით ახედა აწითლებულს. -გიორგი, ნუ მაბრაზებ და გირჩევნია ის გააკეთო რასაც გეუბნები. მაკრინეს გართობაზე კი მე ვიზრუნებ, ეხაც და მერეც!-"მომეჩვენა, თუ ათი წლის ბავშვს ჩემში ეჯიბრება?!" -მერე გნახავ, მაკრინე!-თბილად გამიღიმა გიომ, თვალებში ჩამოყრილი კულულები გადაიყარა და ხელზე ისე მეამბორა, დემონის დაბღვერილი მზერისთვის ყურადღება არ მიუქცევია. -წამოდი, ვახშამი უკვე მზადაა,-ხელი ჩამკიდა და ისე მიმისვა გვერდით, ჩვენზე ადევნებული "ნაწკასთვის" ყურადღება არ მიუქცევია. -კრასოტკა, ძმობას გაფიცებ მომაშორე რა ეგ გოგო!-ქოშინით მომიჯდა, მეორე მხარეს გუგავა და მუდარით მიმითითა, წუთის წინ შემჩნეულ ბუთქუნა გოგოზე. -რა გინდა, მშვენიერი ფაფუკი გოგოა!-გამოაჯავრა დემონმა და ცერა თითი გადამისვა ხელის ზურგზე, სადაც გიომ მაკოცა... დებილი! -აუ, ოშხარელი არც დაიგინო რა! შენ გირჩევნია შენ თავს მიხედო, თორე ვერ ხედავ ძმა რას გიჩიჩებს? ლამისაა გადაგიჯოკროს!-ფხუკუნით გადახედა და საზურგეს აეკრო, მოქნეული მუშტი რომ მოეცილებინა. -რა გინდა, სწორს გეუბნება,-კვერი დაუკრა ჯაბამ და სიცილით მიიკრო მომღიმარი ლანა გულზე.-არა გიგი? -ბერდები უჩა, ბერდები და ხერხები გიძველდება. ახალგაზრდები გიგებენ,-მეტრეველიც დაეთანხმა და ლამის თეფშები გავუქანე თითოეულს, ყველა სტუმრის მზერამ ჩვენზე რომ გადმოინაცვლა. მიუხედავად გამონაკლისი შემთხვევებისა, საღამომ არაჩვეულებრივად ჩაიარა და საოცრად დადებითი შთაბეჭდილება დამრჩა ოშხარელების ოჯახზე. მართალია, ნაწკა, თავისი დამქაშებითურთ საშინლად მიშლიდა ნერვებს, მაგრამ ყველანაირად ვცდილობდი ეს ჩემ განწყობაზე არ ასახულიყო. გიორგი, თავისი ჯელტმენური ჟესტებით, წამში მიკეთებდა ხასიათს და ყურადღებას არ ვაქცევდი ეჭვიანობით სავსე ბნელ თვალებს. ღირსი იყო საკადრისი მიეღო, ნაწკას კისერზე ჩამოკიდების გამო და სპეციალურად ვუშლიდი ნერვებს. მართალია, მსგავსი საქციელი ჩემგან შორს იყო, მაგრამ იმდენად დიდი იყო ეჭვიანობის გრძნობა, თავს ვერაფერს ვერ ვუხერხებდი. ისიც კი დამავიწყდა, ვინმესთვის მეკითხა დღევანდელი შეკრების მიზეზი. -ლანა, საპირფარეშო სადაა?-ვუჩურჩულე დეიდაშვილს, პროცესიამ მისაღებში რომ გადაინაცვლა და ჯაბას მკლავდბში მოქცეულს კარგად ვუჯიკე, აზრზე რომ მოსულიყო. -დერეფანს დაუყევი და ხელმარჯვნივ მესამე კარია,-მიპასუხა და დაკვირვებით ამათვალიერა,-გინდა გამოგყვე? -როგორმე მარტოც ვიზამ,-სარკასტულად გავუღიმე და რამე რომ არ ჩაერტყა, სიცილით გავშირდი. გამოსაფხიზლებლად სახეზე ცივი წყალი შევისხი და პირველად გამიხარდა, წყალ გამძლე ლაინერს რომ ხმარობდა ლანა. -უჩასი რა ხარ?-ადგილზე შევხტი მწივანა ხმის გაგონებისას და გაბეზრებულმა გადავატრიალე თვალები, სარკეში ნაქები ნაწკა რომ დავლანდე. -რა არა ვინ,-შევუსწორე და ხელები უდარდელად გავიმშრალე, გულში კი მისი მოკვლის სცენა დავხატე. გადამიბირა დემონმა! -მერე ვინ ხართქო?-დოინჯ შემოყრილი დამაშტერდა და აკურატულად გაქნილი წარბები მომლოდინედ აწკიპა. -შენ რა, ანგარიში უნდა გაბარო?-სარკასტულად გავუღიმე და ზედმეტი მაკიაჟისგან აბზინვარებულ სახეს მზერა მოვარიდე. უგემოვნობის პირველი გამოვლინება! -მე უჩას მეგობარი ვარ... ძალიან ახლო თან,-ისე მიპასუხა, თითქოს დიდი ჯაჯგურის შემდეგ, მურაბის ქილისთვის ხუფი მოეხსნა. -მერე მე რა? -შენ რა და თავი უნდა დაანებო!-დაიწიკვინა და ტუჩები მოპრუწა. -რას მელაპარაკები, მართლა?!-ყასიდად გავიკვირვე და თავი გავიქიცინე. -მართლა!-დებილივით დააკანტურა თავი. არა მართლა დებილია! -მომისმინე ნაწკა, წაწკა თუ ნაკწა... ნუ, რა მნიშვნელობა აქვს,-სილერთიას გამომეტყველებით ავიქნიე ხელი და გსბეზრებული დავაშტერდი,-თუ რამე პრობლემა გაქვს, უმორჩილესად გთხოვ შენიშვნებისთვის მიმართო თავად იმ პირს, ვისთანაც ლამის კენგურუს ჩანთით ხარ გამობმული, ვინაიდან და რადგანაც, მე თამაშ გარე ვარ ამ შემთხვევაში... და თუ კიდე განაგრძობ ასეთი ტონით ჩემთან საუბარს, შენი გაზეპილი სიფათი, სახარბიელოდ დაამშვენებს უნიტაზის კიდეს!.. ასე რომ, მისკუზი!-ღალბი ღიმილით დავუკარი თავი სიცივეში გატანილი სილიკონივით გახევებულს და გრაციოზულობით დავტოვე საპირფარეში. გაცეცხლებულმა გადავკვეთე დერეფანი და ისე შევალაჯე ვიღაცის ოთახში, საერთოდ არ დავკვირვებივარ არაფერს. მხოლოდ მაშინ გამოვერკვიე სიბრაზისგან გონება დაბინდული, როდესაც უცხო კედლები შევამჩნიე და ის იყო უკან ვაპირებდი გაოვარდნას, ვიღაცას რომ შევასკდი. -ასე თუ გინდოდა ჩემი ოთახის ნახვა, გეთქვა და უპრობლემოდ ამოგიყვანდი,-ვნებიანი ხმა გაისმა ჩაბნებულ ოთახში და ბრაზმა თავიდან დამიარა, მისი ხელები რომ შემეხო. -მომშორდი!-დავუღრინე და კარებისკენ დავიწიე, კვლავ რომ დამიჭირა. -რამე ხდება?-ეჭვით დამაჩერდა და უფრო მომიჭირა ხელები, ჩემგან წინააღმდეგობა რომ იგრძნო. -არაფერიც არ ხდება,-ისევ ავფართხალდი, მაგრამ ამაოდ. ისე ჩავებღუჯე, სანამ თვითონ არ მოინდომებდა, ვერაფრით ვერ დავუსხლტებოდი.-გამიშვი, მელოდებიან! -ვინც გელოდება მოიცდის და მითხარი რა გჭირს? ვინმემ გაწყენინა?-ხმა დაეძაბა და შესამჩნევად მომიახლოვა სახე. -უბრალოდ დავიღალე. ესაა და ეს!-ურცხვად მოვიტყუე და ტაომ დამაყარა, სმენას რომ მისწვდა კბილების ღრჭიალი. -შენ რა, გგონია მასე ადვილად დავბოლდები?-ტონს აუწია და წელზე თითები მომიჭირა. -არ გატყუებ,-ჯიუტად გავიმეორე და თავი დავიწყევლე, საერთოდ რომ წამოვიწყე ლაპარაკი. -მაკრინე!-გამაფრთხილებლად გაიმეორა ჩემი სახელი. -ნუ დამაძალებ, გთხოვ!-მუდარაზე გადავედი და შვებით ამოვისუნთქე, ოდნავ რომ მიშვა მლლავები. -დღეს გითმობ, მაგრამ... სხვა დროს არ გაბედო ჩემი მოტყუება! არასდროს!.. გასაგებია?-მკაცრად ალაპარაკდე და მაიძულა თავისი თვალებისთვის გამესწორებინა მზერა. -ხო,-ამოვიკნავლე და ღრმად ამოვისუნთქე, მსუბუქად რომ შემეხო ტუჩებზე. -და, ისიც დაიმახსოვრე, რომ არავის არ აქ უფლება, ასე შეგეხოს... არავის, ჩემ გარდა,-წამში დაუდაბლდა ხმა და გააზრებაც ვერ მოვასწარი ისე აღმოვჩნდი მის კალთაში. -მელოდებიან,-უღონოდ ავლუღლუთდი, მწველმა ტუჩებმა მოშიშვლებულ ყელზე რომ გადაინაცვლეს და ტუჩზე გამეტებით ვიკბინე,-გეყოს! -ერთადერთი ვინც გელოდება, ეს მე ვარ და გეყოფა ჯიუტობა,-მიჩურჩალა და ისე მაკოცა, საერთოდ დამავიწყდა თუ სად და რა მდგომარეობაში ვიმყოფებოდით. დაუფიქრებლად მოვხვიე კისერზე მკლავები და ხმა ვერ დავიმორჩილე, ფეხებზე ხელი რომ ააცურა. იმდენად დიდი იყო, დემონთან ყოფნის სურვილი, გონება გამეთიშა და თამამად ავყევი ალერსში. ალბათ საშინელ შეცდომასაც დავუშვებდი, მას რომ არ შეეწყვიტა კოცნა და აცახცახებულმა, დამდუღრულივით მოვაშორე ხელები. -ჯანდაბა, მაკრინე!..-ამოიგმინა და გულზე ძალუმად მიმიხუტა,-მეშინია რამე არ დაგიშავო... იმდენად დიდია სურვილი შენი დასაკუთრების რომ... მეშინია რამე ისე არ გავაკეთო და დაგაფრთხო... არ მინდა, რამე გატკინო და ჯობია, დროზე გავიდეთ აქედან!-შუბლზე თბილად მაკოცა და ხელ გადახვეულმა გამიყვანა ჩაბნელებული ოთახიდან. საერთოდ არ გამხსენებია ნაწკა და თავისი "პრიორიტეტები". დემონის ერთმა შეხებამაც კი, მოუსავლეთში გააგზავნა და დარწმუნებული ვიყავი, ამ საღამოს სახე გაზეპილი მაიმუნი არ მეწვეოდა სიზმრებში. ... და ასეც მოხდა! ძილის წინანდელმა შეტყობინებამ მართალია გული მატკინა, მაგრამ იმდენად დიდი სითბო ამოვიკითხე სიტყვებში, რომ იმედგაცრუებაც გადაფარა. "ოცდამეექვსე წლის წარმატებით დასაწყებად, შენი დაგემოვნებაც საკმარისია!" 888 ალბათ ასე იყო საჭირო. ალბათ ასე იყო გადაწყვეტილი მაღლა, ცაში. მაგრამ, იმდენად აუტანელი იყო გულში დატრიალებული ტკივილი და აგონიით სავსე საყვარელი თვალების ხილვა, რომ მთელ სხეულს მიჯიჯგნიდა. თითქოს ღრმად, რაღაც მოწყდა... რაღაც მნიშვნელოვანი და უსასრულობაში დაინთქა. თითქოს მთავარი საარსებო წყარო გამომეცალა და ხმელეთზე გადმოგდებული თევზივით სჭირდებოდა, სულს საზრდოს დაბრუნება. ისე აუტანლად მტკიოდა მთელი შინაგანი ორგანოები, რომ ყველაზე უსამართლოდ შევრაცხე უფალი და შემდეგ თავი დავიწყევლე, მსგავსი აზრის გავლებისათვის. თუმცა არ იყო ადვილი... ადვილი კი არა, შესაძლებლობების მიღმა იყო მომხდარის გადახარშვა და შეგუება, სასოწარკვეთით სავსე შავი თვალები, უფრო გაუსაძლისს რომ ხდიდნენ ამას. ...და მაინც, იყო კი მომხდარი წუთისოფლისთვის რეალური?! განა სიმართლე იყო, ჩვენს ირგვლივ დატრიალებული უბედურება?! რეალური იყო, ცრემლებით სავსე თბილი მწვანე თვალები?! ...და მაინც, საშინელებაა... არა, ჯოჯოხეთს უტოლდება, როდესაც აცნობიერებ რომ ცხოვრება იმდენად სასტიკია, რომ ვერ შეძლებ კიდევ იხილო მისი ბავშვური თვალები... რომ შეიძლება დაკარგო ადამიანი, რომელიც სამყაროს ცენტრს უტოლდება შენთვის... და სიტყვები, რომლითაც იწყება და მთავრდება შენი სიცოცხლის მთავარი ღერძი: -აკო ავარიაში მოყვა! --- აქამდე ხომ ვერ ვიტანდი საავადმყოფოს სუნს, რადგან სულ სიკვდილთან ასოცირდებოდა ჩემთვის, მაგრამ ამჯერად ასჯერ და ათასჯერ აუტანელი იყო თეთრ კედლებში ყოფნა. ყველაფერი სიკვდილის სუნით გაჟღენთილიყო. ყველაფერს ავადმყოფური ფერი დადებოდა და ისედაც გაუსაძლის მდგომარეობას, უფრო აუტანელს ხდიდა.ყელში უზარმაზარი, ემოციათა გორგალი გამხირვოდა და ცოტა მაკლდა გულამოსკვნილი რომ არ ავტირებულიყავი. მთელი სხეული აუტანელი ტკივილით მეწვოდა, რასაც მუცლის გვრემა უფრო გაუსაძლისს ხდიდა და ჰაერის უკმარისობის გამო, ლამის უგონოდ დავცემულიყავი გაყინულ ფილებზე. ვგრძნობდი, როგორ ფეთქავდა ძარღვი საფეთქელთან, ვგრძნობდი, როგორ მიდუღდა გული და აცახცახებული კიდურებით წონასწორობას ძლივს ვინარჩუნებდი. იმდენად დიდი და გაუსაძლისი იყო გულზე დაწოლილი ლოდი, რომ მიკვირდა, როგორ ვიდექი ფეხზე გამართულად. ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი ასე თუ მეტკინებოდა ოდესმე რამე. ვერასდროს ვერ ვიფიქრებდი, მსგავს სიცივეს და სიცარიელის განცდა თუ დამეუფლებოდა. იმასაც კი არ ველოდი, ამდენის გაძლებას თუ შევძლებდი. ბევრი იყო... არა, უსასრულობას უტოლდებოდა სულში დატრიალებული ქარიშხალი, მთელ არსებას წალეკვით რომ ემუქრებოდა. ყრუ ტკივილით მიფეთქავდა ნერვული დაბოლოებები და თვალებიც საშინლად მეწვოდა. ერთ ადგილზე გაშეშებულს, ფილმის კადრებად დატრიალებული მეგონა, გარშემო მომხდარი. იმდენად უცხო, დაუჯერებელი და შემაშვოთებელი იყო. არარეალლური იყო ტკივილით ჩაწითლებული თვალები, მისავათებული სხეულები, სიკვდილის ფერებ შეპარული მკრთალი სახეები და აგონიის გამომხატველი თითოეული გატოკებაც კი. მხოლოდ ეხლა მივხვდი დედის უსაზღვრო სიყვარულს შვილის მიმართ, როდესაც აკოს დედას შევხედე და უფრო ამიჯანყდა სხაული. მხოლოდ მცირედით ვხვდებოდი, რამდენად განიცდიდნენ მისი მშობლები ერთადერთი შვილის უბედურებას და მაინც საშინლად მტკიოდა!.. მე ჩემი წილი აკო მტკიოდა! ჩემი "კრასოტკასი", ცისფერთვალა, საოცრად ლამაზი ბიჭის, უშრეტი ენერგიის, დაუღალავი იუმორის და ბავშვურად ალალი, საოცრად გულწრფელი კეთილი თვალების წილი!.. ჩემი მხარე, რომელიც მთელ საარსებო წყაროს მოიცავდა და არ ვიცოდი, მართლა არ ვიცოდი, როგორ ვიცხოვრებდი მერე!.. მხოლოდ ერთი რამ ვიცოდი იმ წამს დანამდვილებით, რომ არასდროს, ვერასდროს ვერ იქნებოდა ყველაფერი ისე, როგორც უწინ!.. აქამდე, ხასხასა, მხიარული ფერებით გაფერადებული არსებობა, უკუნივით შავმა შეცვალა. რუხი საბურველით დაიბურა ყველაზე ღირებული და ხელშეუხებელიც კი... თითქოს კუპრის თოვლმა უწია დედამიწასო... მაგრამ, იყო ერთი რამ... ციცინათელასავით გამომკრთალი, ყველაზე საოცარი იმ დროს-იმედი!.. რწმენა იმისა, რომ... ხვალინდელი დღე, გაცილებით მზიანი იქნებოდა, გაცილებით ლამაზი და... და, რომ ისევ ვნახავდი მხიარულ, მთელი სახით მოცინარ აკოს, უზარმაზარ სითბოს და სიყვარულს რომ იტევდა ბრწყინავი თვალები! 888 -რბოლაზე იყო, საჭე ვერ დაიმორჩილა, მუხრუჭებმა უმტყუვნეს და...-მძიმედ ლაპარაკობდა შუა ხნის მამაკაცი, რომლის მზერა უფრო მატკიებდა კუნთებს და უღონოდ შევცქეროდი პალატის კარებს. -მე რატო არ ვიცოდი?!-ისე გაბზარვოდა დემონს ხმა, თავადაც გამიჭირდა ცნობა და რომ არა გამოფიტული სხეული, გაკვირვებისგან თვალები გამიფართოვდებოდა.-მე რატომ არ ვიცოდი რბოლის შესახებ?-კვლავ გაიმეორა, როდესაც სიჩუმე დიდხანს გაგრძელდა და განგმირავი მზერით შეხედა მამაკაცს. -როგორც ვიცი, დანარჩენი მონაწილეები, რომლებიც რბოლას დაწყებამდე გამოეთიშნენ, არ იყვნენ ინფორმირებულები. მათ შორის შენც,-იმავე ტონით მიუგო და წარმოდგენაც არ მინდოდა თუ რის ფასად უჯდებოდა, დემონს თავის შეკავება, მთელი საავადმყოფო თავზე რომ არ დაემხო. -ოპერაციას უკეთებენ. მდგომარეობა სტაბილურია,-ვიღაცამ თქვა. ალბათ მედდამ, რომელიც საოპერაციო ბლოგიდან გამოსულიყო. მე მთელი გულისყურით ბიჭებს შევცქეროდი, ატირებამდე ცოტა რომ აკლდათ. ჯაბა მთელი ძალით მოხვეოდა ლანას, თითქოს ასე ცდილობდა ტკივილის გადატანას და დაწითლებულ თვალებს, პალატის კარს არ აცილებდა. გიგი ნერვიულად სცემდა ბოლთას და თითქოს და შეუმჩნეველი მოძრაობით, დარწმუნებული ვარ ცრემლებს იწმენდდა. აი, დემონი კი... ის ერთ ადგილზე გახევებულიყო. უმოძრად იდგა, ხელები მოემუშტა, კანკალი რომ შეეკავებინა და მხრები უცახცახებდა. ვგრძნობდი თითოეული მათგანის ტკივილს და ასჯერ უფრო მტკიოდა სული. არ შემეძლო დაუძლურებული, უბედურებას დამონებული ბიჭების ცქერა და თავდახრილი ჩემ ტერფებს დავშტერებოდი. მკერდში ძალუმად მიძგერდა გული, ხელები ცივი ოფლისგან დამცვაროდა და მიუხედავად დერეფანში გამეფებული სითბოსი, მაინც გამყინავი სიცივე მივლიდა. შიგნეულობა ისე მეწვოდა, ასე მეგონა ხანძარი მქონდა გაჩენილი და მის ჩასაქრობად კი ძალა არ მქონდა. უკვე გაუსაძლისი იყო ქალების მოთქმა-გოდება. ვხვდებოდი, ასე როგორ ემსგავსებოდა სასაფლაოს სცენას მომხდარი და უხილავი სიკვდილით იმოსებოდა გარემო. დაძიმებული ჰაერი სულის შემხუთველად მიჭერდა ყელში და ჩასუნთქვის საშუალებას არ მაძლევდა. ყველანაირი უარყოფითი ემოციით გაჟღენთილი ჰაერი, მთელ შენობაში გამეფებულიყო, სიკვდილი რომ ედგა უფროსად. -რამე რომ მოუვიდეს, რამე რომ დაემართოს... მოგკლავ იცოდე!.. მთელ შენობას გადაგიწვავ!..-გახელებულ ხარს გავდა დემონი, თვალებიდან ცეცხლს რომ აფრქვევდა და გამეტებით ურტყამდა მუშტს კედელს. -უჩა, ეხლა არაა მაგის დრო,-ძლივს გასაგონად ამოიხრიალა გიგიმ და გამამხნევებლად გამიღიმა. -ამის დედა შ***!-დაიგრგვინა უღონოდ და დამდუღრულივით გავარდა დერეფნიდან. -გაყევი. მარტო არ დატოვო!-ამღვრეული თვალებით გადმომხედა ჯაბამ და მის მშობლებს გაუბა ლაპარაკი. დიდი ძებნის შემდეგ, დემონს მესამე სართულზე მივაგენი. იატაკზე დამჯდარს თავი მუხლებს შორის ჩაექინდრა და დასისხლიანებული ხელები გამეტებით მოემუშტა. სახეზე ჩამოყრილი კულულები არ მაძლევდა გამერჩია მისი ნაკვთები და გამომეტყველება, მაგრამ ნათლად ვგრძნობდი რამდენად ტკიოდა. ნელა მივუახლოვდი და მის წინ ჩავიმუხლე, თან მოწოლილცრემლებს ვებრძოდი. არ მინდოდა ჩემი სისუსტე შეემჩნია, იმის მაგივრად რომ გვერდში დავდგომოდი და გამემხნევებინა. -უჩა!..-ჩემი ხმა მე თვითონ ძლივს გავიგე და მოკანკალე თითები, ფრთხილად გადავუსვი თავზე. გული მტკივნეულად მომეკუმშა, მის სასოწარკვეთილებით სავსე თვალებს რომ გადავაწყდი და ყელში გახერილი გორგალი, უმალ იქცა მლაშე სითხედ, ახურებულ ღაწვებზე რომ დადენილიყო. იმდენ ტკივილს იტევდა მისი გამოხედვა, თავის შეკავება შეუძლებელი გახდა და გრძნობებს გასაქანი მივეცი. ხელისგული ნაზად ჩამოვუსვი ლოყაზე და უნებურად შევკრთი, წამში რომ მოიქცია ხელში ჩემი თითები. მზერა არ მოუშორებია, ისე შემახო მხურვალე, მოკანკალე ბაგეები და ტანში გამცრა, თბილი კოცნა რომ დამიტოვა ხელისგულზე. -ყველაფერი კარგად იქნება... ხო?!-ჩურჩულით მკითხა მუდარა ჩამდგარი თვალებით და იმდენად უმწეოდ გამოიყურებოდა იმ წამს, ხმის ამოღება ვერ შევძელი.-მაკრინე, მითხარი რომ ყველაფერი კარგად იქნება!-სასოწარკვეთილმა გამიმეორა და დავინახე, როგორ გადაფითრებოდა სახე. -კი... კარგად იქნება!.. ესეც გაივლის და ყველაფერი უწინდებულად იქნება!..-ორივე ვხვდებოდით, რამდენად აბსურდული იყო ჩემი სიტყვები, მაგრამ მაინც გვქონდა იმედი რომ... ან ვის არ ქონდა იმედი!.. განა სხვა გზა არსებობდა?! გააზრებაც ვერ მოვასწარი, ისე მოულოდნელად მომავლო წელზე ხელი და ძალუმად მიმიკრო გულზე. თავი ჩემ კისერში ჩარგო და თბილი კოცნა დამიტოვა. მისი სხეულიდან მომავალმა სითბომ, ერთიანად გამითბო გაყინული კიდურები და საპასუხოდ, თმაზე დავუწყე თამაში. მოცახცახე მხრებით ვხვდებოდი, როგორ უჭირდა თავის შეკავება. ვხვდებოდი, რა აგონიაში იყო და მეც მოურიდებლად ვუსველებდი ზედას ცრემლებით. გაუსაძლისი იყო ყელზე ნაგრძნობი ცხელი წვეთები და ქვითინს კბილებს შორის ვიჭერდი. რაც არ უნდა ძვირფასი ყოფილიყო ჩემთვის, მაინც მიჭირდა ტკივილს დამორჩილებული დემონის ხილვა. არ შემეძლო ასე მეცქირა მისი ტანჯვისთვის. არ ვიყავი ამდენად ძლიერი. -ნუ ღელავ, ხო იცი... აკო... არ მოგვექცევა ასე...-დაგუდული ხმით ამოვთქვი, ისე რომ თავზე ფერება არ შემიწყვეტია. მეორე ხელით კი გამეტებით ჩავფრენოდი პულავერზე. თითქოს ასე ვცდილობდი მისთვის ტკივილის შემსუბუქებას. -მაკრინე, შენ ხომ იცი, რომ... ხომ იცი, რამდენს ნიშნას ბიჭები ჩემთვის... არ ვამბობ, მაგრამ!.. ხომ იცი, არა?!-ყრუდ ამოიჩურჩულა ხმაგატეხილმა ისე, რომ ჩემი მხრიდან თავი არ ამოუღია და უცფრო ძლიერად ამიკრო გულზე. -ვიცი!.. ყველაფერი ვიცი,-მწარედ გამეღიმა და ცრემლებისგან ამწვარი ლოყები მუჭით მოვიწმინდე. -გთხოვ, რამე მითხარი!.. რამე მომიყევი... სულერთია რა, ოღონდ სხვაზე გადავიტანო ყურადღება,-სასოწარკვეთილმა წამოიძახა და აწითლებული თვალები მუდარით გამისწორა. დაბნეულმა გავაცეცე თვალები. არ ვიცოდი რა მეთქვა. თავი აუტანლად მტკიოდა და არაფერზე ფიქრის თავი არ მქონდა. აზრადაც არ მომდიოდა ისეთი რამ, რაც მას გაართობდა. ერთადერთი რაც გონებაში მიტრიალებდა, აკოს ღიმილიანი სახე იყო, აკნავლებულ მუშუს რომ დასდევდა. კადრები კადრებს ცვლიდნენ: აკო საყიდლებზე, აკო გიგისთან ერთად, აკო სახლში, აკო სამზარეულოში, აკო საძინებელში, აკო ციგურაობისას და ყველგან... სულ ყველგან ერთი იყო მისი გამომეტყველება. სულ მოცინარი და ხუმარა. სამეგობროს უცვლელი წევრი-აკო გუგავა, რომლის წასვლა ჩემთვის სამყაროს დასარულს უდრიდა. -არ ვიცი რა უნდა გითხრა,-ამოვილუღლუღე და უფრო ძლიერად იწყეს ცრემლებმა დინება. ქვითინი წამსკდა, როდესაც მხურვალე კოცნა დამიტოვა ტუჩებზე და შუბლზე შუბლი ოხვრით მომადო. მის ფეხებს შორის მომაკალათა და გულზე მიმიკრო. მესმოდა რა ძლიერ უცემდა გული და მდუღარე სითხით ვლამავდი ქსოვილს. -გახსოვს, პირველად რომ გნახე?-ძალიან ჩუმად გაისმა ჩახლეჩილი ხმა და ქსუტუნით დავუქნიე თავი,-გახსოვს როგორ გიყვირე?.. რომ გეუხეშე და თოვლში დაგტოვე!.. ფუ რა ს**ი ვიყავი მაშინ! -ეხლახანს იყო ეგ,-რომ არა გადაღლილი სხეული, ალბათ გულიანად გამეცინებოდა, მაგრამ უკვე ღიმილის ხალისიც დამკარგვოდა. -მაშინ გეფიცები ისე გავბრაზდი შენზე!-გამკიცხავად გააქნია თავი და სიმწრის ღიმილმა გაუპო ბაგე,-მეგონა სწორად ვიქცეოდი... მეგონა ჭკუას გასწავლიდი და მერე უფრო გამიადვილდებოდა შენი... მაგრამ ყველაცერი პირიქით მოხდა! მაშინ პირველად ვიგრძენი შიში, დანაშაულის გრძნობა რომ ერქვა! იმ დროს, სიცივისგან აცახცახებული რომ მიმყავდი, შენ ვერც კი წარმოიდგენ რად დამიჯდა თავის შეკავება რამე საშინდლება რომ არ გამეკეთებინა. ისე შემზიზღდა საკუთარი თავი...-ბუტბუტებდა გაუჩერებლივ და მზერა მოპირდაპირე კედელზე გაეშტერებინა. -მაშინ ისე მძულდი...-ვუჩურჩულე სევდიანად და თითებზე დავიხვიე მისი ლოკონები. ისე მინდოდა იმ დროს უკან დაბრუნება. ისე მინდოდა, რომ უძლურებისგან კიდურები მტკიოდა. მახსენდებოდა, როგორ გავიცანი აკო და მჭვალავი ტკივილი მივლიდა გულში. მხოლოდ ეხლა, ამ წამს მივხვდი რამდენად მნიშვნელოვანი იყო ის ჩემთვის და რამხელა ადგილი ეკავა ჩემში. -ვიცი... ვხვდებოდი და უფრო მეტად ვბრაზდებოდი შენზე. სიუხეშით ვცდილობდი შენი ყურადღების მიქცევას და იმას ვერ ვხვდებოდი, უფრო რომ გშორდებოდი. მაშინ, სიცხისგან რომ ბოდავდი, იმდენად იყავი ახლოს... რომ გითხარი არ ვიცი, როგორ უნდა მოვიქცეთქო, არ მომიტყუებიხარ. მინდოდა შენ გამოგეჩინა ინიციატივა... მინდოდა ჩემთან მოსულიყავი, ან უბრალოდ გეთქვა, რომ არ გძულდი... ისე გამიხარდებოდ!-მონოტონურად მეფერებოდა თავზე და ვხვდებოდი გონებით ისევ იქ, შატილში დაქროდა. -აკო და გიგი საავადმყოფოში რომ მოხვდნენ,-ტკივილიანად ჩამეცინა და გადაგლესილი თვალები სიმეტრიულად განლაგებულ ფილებს გავუსწორე. -ხო, აკო და გიგი...-გაშტერებულმა გაიმეორა და ტკივილისგან სახე მოეჭმუხნა,-შენ იცი... იცი რომ ფიცი გვაქ დადებული? გიგის სახლში სურათი რომ ნახე, ოთხივე ხევსურულ ტალავერში რომ ვართ... მაშინ დავდეთ ფიცი. -ფიცვერცხლ ნაჭამები ხართ?-ავხედე და ინტერესით მივაჩერდი. -ხო,-სევდიანად გამიღიმა და სახეზე ჩამომისვა ხელი,-ფიცი დავდეთ, რომ სულ ერთად ვიქნებოდით... ხუთი წლის წინ... მაშინ გვეცინებოდა, აკოსაც... ეხლა კი...-ამოიხრიალა და გამეტებით მიცხო კედელს თავი. -შეწყვიტე!-ვუბრძანე და წინააღმდეგობის მიუხედავად მისი სახე ხელებში მოვიქციე,-ნუ გლოვობ... არ შეიძლება! -შენ... შენ ხომ გიყვარვარ? შენც მასავით ფეხებზე დაგვიკიდებ?! რო გაბრაზებდი, მაგაზე ჯავრს იყრი და წახვალ ხო?!-დაბინდული მზერით გადმომხედა და ფერდაკარგული ტუჩები დაებრიცა. -შეწყვიტე მოთქმა! ძალით რომ გამაგდოთ, მაინც არსად არ წავალ!-მთელი შემორჩენილი ძალები შევაკოწიწე და რაც შემეძლო სანდომიანად გავუღიმე. -როგორ მათბობ... როგორ მანაზებ რომ იცოდე!-უმწეოდ ამომხედა და გულში ჩამეკრო. მაშინ მივხვდი. მივხვდი და უფრო მეტად მეტკინა გული! სიმთვრალისას შემჩნეული დემონის მეორე მხარე, საოცარი სიფაქიზით რომ ხასიათდებოდა, სინამდვილეში მის რეალურ სულს წარმოადგენდა. სიუხეშეს შეფარული სინატიფე, დემონის საყრდენი იყო. გიგიც კი გაცილებით ძლიერი იყო დემონზე, რადგან ის მისი რეალურ პიროვნებას აჩენდა, ეს კი... ვიცოდი, რამდენად ფაქიზი იყო მისი შინაგანი სამყარო და ვხვდებოდი, რა ძლიერ ეტკინებოდა აკოს რომ რამე მოსვლოდა. ნათლად ვხედავდი, რამდენს ნიშნავდა დემონისთვის საკაცეზე დასვენებული, ოდესღაც მხიარული, ამჯერად სიკვდილს შეჭიდებული ბიჭი და წინასწარ მტკიოდა მოსალოდნელი უბედურების სისასტიკე.
❤ჩემი გული ხარ❤
:ჩემთან ომი წამგებიანია
შეცდომით მოტაცებული
ისტორია
თავი 20
ოშხარელების ოჯახი, სრული ანტიპოდი აღმოჩნდა იმისა, რაც მე წარმომედგინა და სერიოზულად დავფიქრდი დემონის შვილობის პერპექტივაზე. დედა, ლალი ოშხარელი, საოცრად თბილი მზერით და კეთილი ღიმილით, წამში გაუქრობდა ადამიანს უხერხულობის გრძნობას. იმდენად სასიამოვნო მოსაუბრე და უშუალო იყო, ერთი შეხედვით მედიდური ქალის იერი, ეგრევე იფანტებოდა და გონზე ვერ მოვდიოდი, თუ ვის უნდა დამსგავსებოდა დემონი ასეთი უხეში და ხისტი. ჩემ კითხვას პასუხი გაეცა, სასადილო ოთახის კარი, ხანში შესულმა დემონმა რომ შემოაღო და გაკვირვებულმა შევხედე, მის გვერდით მორბენალ პატარა ბიჭუნას. ცოტნე ოშხარელი, შევერცხლილი ხვეული თმებით და უკუნივით შავი თვალებით, ძალიან გავდა დემონს. იგივე მზერა და ლამის იგივე მანერები, ძალიან ამსგავსებდა მას. თუმცა ისიც შევამჩნიე, როგორ უთბებოდა მზერა, ოჯახზე საუბრისას. მით უმეტეს მაშინ, როდრსაც ათი წლის გიორგის ცელქობების უშუალო სამიზნე ხდებოდა. იმდენად საყვარელი იყო, კულულებ დაყრილი, ოთახებში მორბენალი პატარა დემონი, რომ თვალს ვერ ვწყვეტდი და საერთოდ დავიწყებული მქონდა, ზედმეტად გადაპრანჭული გოგო, ლამის კისერზე რომ ჩამოკიდებოდა ლუციფერს.
-მაკრინე, რამდენი წლის ხარ?-მომიბრუნდა უმცროსი ოშხარელი და ინტერესით გაფართოებული, ეშმუკუნებით სავსე, დიდრონი შავი თვალები მომაპყრო.
-თვრამეტის,-ღიმილით ვუპასუხე და შუბლზე დაყრილ ბზინვარე კულულებზე წავეთამაშე.
-უჩა ცდაექვსის გახდა, მე კიდე ათის ვარ,-შუბლშეკრულმა მითხრა და ჩემ გვერდით დასკუპტა.
-მერე რა?-გაკვირვებულმა გადავხედე უჩვეულოდ დასერიოზებულს და ოთახის ბოლოს, პუტკუნა გოგოსთან მდგომ აკოს თვალი ჩავუკარი, მზერით რომ მთხოვდა, მიშველე რამეო.
-ის რომ, ის შენზე რვა წლითაა უფროსი, მე კიდე უმცროსი,-ბუზღუნით მომიგო.
-ვერაფერი გავიგე.
-შეყვარებული გყავს?-მაჯახა სრულიად მოულოდნელად და სიცილი ძლივს შევიკავე, ფერმკრთალი ლოყები, შესამჩნევად რომ აუწითლდა.
-გიორგი, გირჩევნია ახტე მანდედან და შენ გაკვეთილებს მიხედო,-ზურგს უკან გაისმა ბოხი ხმა და გაღიზიანებული დააჩერდა დაბღვერილ ძმას.
-მე გაკვეთილებზე მიხედილი მაქ და მარტო დატოვებული მანდილოსნის გამხიარულებას ვცდილობ,-ნიშნისმოგებით უპასუხა და ჯიბრით ახედა აწითლებულს.
-გიორგი, ნუ მაბრაზებ და გირჩევნია ის გააკეთო რასაც გეუბნები. მაკრინეს გართობაზე კი მე ვიზრუნებ, ეხაც და მერეც!-"მომეჩვენა, თუ ათი წლის ბავშვს ჩემში ეჯიბრება?!"
-მერე გნახავ, მაკრინე!-თბილად გამიღიმა გიომ, თვალებში ჩამოყრილი კულულები გადაიყარა და ხელზე ისე მეამბორა, დემონის დაბღვერილი მზერისთვის ყურადღება არ მიუქცევია.
-წამოდი, ვახშამი უკვე მზადაა,-ხელი ჩამკიდა და ისე მიმისვა გვერდით, ჩვენზე ადევნებული "ნაწკასთვის" ყურადღება არ მიუქცევია.
-კრასოტკა, ძმობას გაფიცებ მომაშორე რა ეგ გოგო!-ქოშინით მომიჯდა, მეორე მხარეს გუგავა და მუდარით მიმითითა, წუთის წინ შემჩნეულ ბუთქუნა გოგოზე.
-რა გინდა, მშვენიერი ფაფუკი გოგოა!-გამოაჯავრა დემონმა და ცერა თითი გადამისვა ხელის ზურგზე, სადაც გიომ მაკოცა... დებილი!
-აუ, ოშხარელი არც დაიგინო რა! შენ გირჩევნია შენ თავს მიხედო, თორე ვერ ხედავ ძმა რას გიჩიჩებს? ლამისაა გადაგიჯოკროს!-ფხუკუნით გადახედა და საზურგეს აეკრო, მოქნეული მუშტი რომ მოეცილებინა.
-რა გინდა, სწორს გეუბნება,-კვერი დაუკრა ჯაბამ და სიცილით მიიკრო მომღიმარი ლანა გულზე.-არა გიგი?
-ბერდები უჩა, ბერდები და ხერხები გიძველდება. ახალგაზრდები გიგებენ,-მეტრეველიც დაეთანხმა და ლამის თეფშები გავუქანე თითოეულს, ყველა სტუმრის მზერამ ჩვენზე რომ გადმოინაცვლა.
მიუხედავად გამონაკლისი შემთხვევებისა, საღამომ არაჩვეულებრივად ჩაიარა და საოცრად დადებითი შთაბეჭდილება დამრჩა ოშხარელების ოჯახზე. მართალია, ნაწკა, თავისი დამქაშებითურთ საშინლად მიშლიდა ნერვებს, მაგრამ ყველანაირად ვცდილობდი ეს ჩემ განწყობაზე არ ასახულიყო. გიორგი, თავისი ჯელტმენური ჟესტებით, წამში მიკეთებდა ხასიათს და ყურადღებას არ ვაქცევდი ეჭვიანობით სავსე ბნელ თვალებს. ღირსი იყო საკადრისი მიეღო, ნაწკას კისერზე ჩამოკიდების გამო და სპეციალურად ვუშლიდი ნერვებს. მართალია, მსგავსი საქციელი ჩემგან შორს იყო, მაგრამ იმდენად დიდი იყო ეჭვიანობის გრძნობა, თავს ვერაფერს ვერ ვუხერხებდი. ისიც კი დამავიწყდა, ვინმესთვის მეკითხა დღევანდელი შეკრების მიზეზი.
-ლანა, საპირფარეშო სადაა?-ვუჩურჩულე დეიდაშვილს, პროცესიამ მისაღებში რომ გადაინაცვლა და ჯაბას მკლავდბში მოქცეულს კარგად ვუჯიკე, აზრზე რომ მოსულიყო.
-დერეფანს დაუყევი და ხელმარჯვნივ მესამე კარია,-მიპასუხა და დაკვირვებით ამათვალიერა,-გინდა გამოგყვე?
-როგორმე მარტოც ვიზამ,-სარკასტულად გავუღიმე და რამე რომ არ ჩაერტყა, სიცილით გავშირდი.
გამოსაფხიზლებლად სახეზე ცივი წყალი შევისხი და პირველად გამიხარდა, წყალ გამძლე ლაინერს რომ ხმარობდა ლანა.
-უჩასი რა ხარ?-ადგილზე შევხტი მწივანა ხმის გაგონებისას და გაბეზრებულმა გადავატრიალე თვალები, სარკეში ნაქები ნაწკა რომ დავლანდე.
-რა არა ვინ,-შევუსწორე და ხელები უდარდელად გავიმშრალე, გულში კი მისი მოკვლის სცენა დავხატე.
გადამიბირა დემონმა!
-მერე ვინ ხართქო?-დოინჯ შემოყრილი დამაშტერდა და აკურატულად გაქნილი წარბები მომლოდინედ აწკიპა.
-შენ რა, ანგარიში უნდა გაბარო?-სარკასტულად გავუღიმე და ზედმეტი მაკიაჟისგან აბზინვარებულ სახეს მზერა მოვარიდე.
უგემოვნობის პირველი გამოვლინება!
-მე უჩას მეგობარი ვარ... ძალიან ახლო თან,-ისე მიპასუხა, თითქოს დიდი ჯაჯგურის შემდეგ, მურაბის ქილისთვის ხუფი მოეხსნა.
-მერე მე რა?
-შენ რა და თავი უნდა დაანებო!-დაიწიკვინა და ტუჩები მოპრუწა.
-რას მელაპარაკები, მართლა?!-ყასიდად გავიკვირვე და თავი გავიქიცინე.
-მართლა!-დებილივით დააკანტურა თავი. არა მართლა დებილია!
-მომისმინე ნაწკა, წაწკა თუ ნაკწა... ნუ, რა მნიშვნელობა აქვს,-სილერთიას გამომეტყველებით ავიქნიე ხელი და გსბეზრებული დავაშტერდი,-თუ რამე პრობლემა გაქვს, უმორჩილესად გთხოვ შენიშვნებისთვის მიმართო თავად იმ პირს, ვისთანაც ლამის კენგურუს ჩანთით ხარ გამობმული, ვინაიდან და რადგანაც, მე თამაშ გარე ვარ ამ შემთხვევაში... და თუ კიდე განაგრძობ ასეთი ტონით ჩემთან საუბარს, შენი გაზეპილი სიფათი, სახარბიელოდ დაამშვენებს უნიტაზის კიდეს!.. ასე რომ, მისკუზი!-ღალბი ღიმილით დავუკარი თავი სიცივეში გატანილი სილიკონივით გახევებულს და გრაციოზულობით დავტოვე საპირფარეში.
გაცეცხლებულმა გადავკვეთე დერეფანი და ისე შევალაჯე ვიღაცის ოთახში, საერთოდ არ დავკვირვებივარ არაფერს. მხოლოდ მაშინ გამოვერკვიე სიბრაზისგან გონება დაბინდული, როდესაც უცხო კედლები შევამჩნიე და ის იყო უკან ვაპირებდი გაოვარდნას, ვიღაცას რომ შევასკდი.
-ასე თუ გინდოდა ჩემი ოთახის ნახვა, გეთქვა და უპრობლემოდ ამოგიყვანდი,-ვნებიანი ხმა გაისმა ჩაბნებულ ოთახში და ბრაზმა თავიდან დამიარა, მისი ხელები რომ შემეხო.
-მომშორდი!-დავუღრინე და კარებისკენ დავიწიე, კვლავ რომ დამიჭირა.
-რამე ხდება?-ეჭვით დამაჩერდა და უფრო მომიჭირა ხელები, ჩემგან წინააღმდეგობა რომ იგრძნო.
-არაფერიც არ ხდება,-ისევ ავფართხალდი, მაგრამ ამაოდ. ისე ჩავებღუჯე, სანამ თვითონ არ მოინდომებდა, ვერაფრით ვერ დავუსხლტებოდი.-გამიშვი, მელოდებიან!
-ვინც გელოდება მოიცდის და მითხარი რა გჭირს? ვინმემ გაწყენინა?-ხმა დაეძაბა და შესამჩნევად მომიახლოვა სახე.
-უბრალოდ დავიღალე. ესაა და ეს!-ურცხვად მოვიტყუე და ტაომ დამაყარა, სმენას რომ მისწვდა კბილების ღრჭიალი.
-შენ რა, გგონია მასე ადვილად დავბოლდები?-ტონს აუწია და წელზე თითები მომიჭირა.
-არ გატყუებ,-ჯიუტად გავიმეორე და თავი დავიწყევლე, საერთოდ რომ წამოვიწყე ლაპარაკი.
-მაკრინე!-გამაფრთხილებლად გაიმეორა ჩემი სახელი.
-ნუ დამაძალებ, გთხოვ!-მუდარაზე გადავედი და შვებით ამოვისუნთქე, ოდნავ რომ მიშვა მლლავები.
-დღეს გითმობ, მაგრამ... სხვა დროს არ გაბედო ჩემი მოტყუება! არასდროს!.. გასაგებია?-მკაცრად ალაპარაკდე და მაიძულა თავისი თვალებისთვის გამესწორებინა მზერა.
-ხო,-ამოვიკნავლე და ღრმად ამოვისუნთქე, მსუბუქად რომ შემეხო ტუჩებზე.
-და, ისიც დაიმახსოვრე, რომ არავის არ აქ უფლება, ასე შეგეხოს... არავის, ჩემ გარდა,-წამში დაუდაბლდა ხმა და გააზრებაც ვერ მოვასწარი ისე აღმოვჩნდი მის კალთაში.
-მელოდებიან,-უღონოდ ავლუღლუთდი, მწველმა ტუჩებმა მოშიშვლებულ ყელზე რომ გადაინაცვლეს და ტუჩზე გამეტებით ვიკბინე,-გეყოს!
-ერთადერთი ვინც გელოდება, ეს მე ვარ და გეყოფა ჯიუტობა,-მიჩურჩალა და ისე მაკოცა, საერთოდ დამავიწყდა თუ სად და რა მდგომარეობაში ვიმყოფებოდით.
დაუფიქრებლად მოვხვიე კისერზე მკლავები და ხმა ვერ დავიმორჩილე, ფეხებზე ხელი რომ ააცურა. იმდენად დიდი იყო, დემონთან ყოფნის სურვილი, გონება გამეთიშა და თამამად ავყევი ალერსში. ალბათ საშინელ შეცდომასაც დავუშვებდი, მას რომ არ შეეწყვიტა კოცნა და აცახცახებულმა, დამდუღრულივით მოვაშორე ხელები.
-ჯანდაბა, მაკრინე!..-ამოიგმინა და გულზე ძალუმად მიმიხუტა,-მეშინია რამე არ დაგიშავო... იმდენად დიდია სურვილი შენი დასაკუთრების რომ... მეშინია რამე ისე არ გავაკეთო და დაგაფრთხო... არ მინდა, რამე გატკინო და ჯობია, დროზე გავიდეთ აქედან!-შუბლზე თბილად მაკოცა და ხელ გადახვეულმა გამიყვანა ჩაბნელებული ოთახიდან.
საერთოდ არ გამხსენებია ნაწკა და თავისი "პრიორიტეტები". დემონის ერთმა შეხებამაც კი, მოუსავლეთში გააგზავნა და დარწმუნებული ვიყავი, ამ საღამოს სახე გაზეპილი მაიმუნი არ მეწვეოდა სიზმრებში.
... და ასეც მოხდა! ძილის წინანდელმა შეტყობინებამ მართალია გული მატკინა, მაგრამ იმდენად დიდი სითბო ამოვიკითხე სიტყვებში, რომ იმედგაცრუებაც გადაფარა.
"ოცდამეექვსე წლის წარმატებით დასაწყებად, შენი დაგემოვნებაც საკმარისია!"
888
ალბათ ასე იყო საჭირო. ალბათ ასე იყო გადაწყვეტილი მაღლა, ცაში. მაგრამ, იმდენად აუტანელი იყო გულში დატრიალებული ტკივილი და აგონიით სავსე საყვარელი თვალების ხილვა, რომ მთელ სხეულს მიჯიჯგნიდა. თითქოს ღრმად, რაღაც მოწყდა... რაღაც მნიშვნელოვანი და უსასრულობაში დაინთქა. თითქოს მთავარი საარსებო წყარო გამომეცალა და ხმელეთზე გადმოგდებული თევზივით სჭირდებოდა, სულს საზრდოს დაბრუნება. ისე აუტანლად მტკიოდა მთელი შინაგანი ორგანოები, რომ ყველაზე უსამართლოდ შევრაცხე უფალი და შემდეგ თავი დავიწყევლე, მსგავსი აზრის გავლებისათვის.
თუმცა არ იყო ადვილი... ადვილი კი არა, შესაძლებლობების მიღმა იყო მომხდარის გადახარშვა და შეგუება, სასოწარკვეთით სავსე შავი თვალები, უფრო გაუსაძლისს რომ ხდიდნენ ამას.
...და მაინც, იყო კი მომხდარი წუთისოფლისთვის რეალური?! განა სიმართლე იყო, ჩვენს ირგვლივ დატრიალებული უბედურება?! რეალური იყო, ცრემლებით სავსე თბილი მწვანე თვალები?!
...და მაინც, საშინელებაა... არა, ჯოჯოხეთს უტოლდება, როდესაც აცნობიერებ რომ ცხოვრება იმდენად სასტიკია, რომ ვერ შეძლებ კიდევ იხილო მისი ბავშვური თვალები... რომ შეიძლება დაკარგო ადამიანი, რომელიც სამყაროს ცენტრს უტოლდება შენთვის... და სიტყვები, რომლითაც იწყება და მთავრდება შენი სიცოცხლის მთავარი ღერძი:
-აკო ავარიაში მოყვა!
---
აქამდე ხომ ვერ ვიტანდი საავადმყოფოს სუნს, რადგან სულ სიკვდილთან ასოცირდებოდა ჩემთვის, მაგრამ ამჯერად ასჯერ და ათასჯერ აუტანელი იყო თეთრ კედლებში ყოფნა. ყველაფერი სიკვდილის სუნით გაჟღენთილიყო. ყველაფერს ავადმყოფური ფერი დადებოდა და ისედაც გაუსაძლის მდგომარეობას, უფრო აუტანელს ხდიდა.ყელში უზარმაზარი, ემოციათა გორგალი გამხირვოდა და ცოტა მაკლდა გულამოსკვნილი რომ არ ავტირებულიყავი. მთელი სხეული აუტანელი ტკივილით მეწვოდა, რასაც მუცლის გვრემა უფრო გაუსაძლისს ხდიდა და ჰაერის უკმარისობის გამო, ლამის უგონოდ დავცემულიყავი გაყინულ ფილებზე. ვგრძნობდი, როგორ ფეთქავდა ძარღვი საფეთქელთან, ვგრძნობდი, როგორ მიდუღდა გული და აცახცახებული კიდურებით წონასწორობას ძლივს ვინარჩუნებდი. იმდენად დიდი და გაუსაძლისი იყო გულზე დაწოლილი ლოდი, რომ მიკვირდა, როგორ ვიდექი ფეხზე გამართულად. ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი ასე თუ მეტკინებოდა ოდესმე რამე. ვერასდროს ვერ ვიფიქრებდი, მსგავს სიცივეს და სიცარიელის განცდა თუ დამეუფლებოდა. იმასაც კი არ ველოდი, ამდენის გაძლებას თუ შევძლებდი.
ბევრი იყო... არა, უსასრულობას უტოლდებოდა სულში დატრიალებული ქარიშხალი, მთელ არსებას წალეკვით რომ ემუქრებოდა. ყრუ ტკივილით მიფეთქავდა ნერვული დაბოლოებები და თვალებიც საშინლად მეწვოდა. ერთ ადგილზე გაშეშებულს, ფილმის კადრებად დატრიალებული მეგონა, გარშემო მომხდარი. იმდენად უცხო, დაუჯერებელი და შემაშვოთებელი იყო. არარეალლური იყო ტკივილით ჩაწითლებული თვალები, მისავათებული სხეულები, სიკვდილის ფერებ შეპარული მკრთალი სახეები და აგონიის გამომხატველი თითოეული გატოკებაც კი.
მხოლოდ ეხლა მივხვდი დედის უსაზღვრო სიყვარულს შვილის მიმართ, როდესაც აკოს დედას შევხედე და უფრო ამიჯანყდა სხაული. მხოლოდ მცირედით ვხვდებოდი, რამდენად განიცდიდნენ მისი მშობლები ერთადერთი შვილის უბედურებას და მაინც საშინლად მტკიოდა!.. მე ჩემი წილი აკო მტკიოდა! ჩემი "კრასოტკასი", ცისფერთვალა, საოცრად ლამაზი ბიჭის, უშრეტი ენერგიის, დაუღალავი იუმორის და ბავშვურად ალალი, საოცრად გულწრფელი კეთილი თვალების წილი!.. ჩემი მხარე, რომელიც მთელ საარსებო წყაროს მოიცავდა და არ ვიცოდი, მართლა არ ვიცოდი, როგორ ვიცხოვრებდი მერე!..
მხოლოდ ერთი რამ ვიცოდი იმ წამს დანამდვილებით, რომ არასდროს, ვერასდროს ვერ იქნებოდა ყველაფერი ისე, როგორც უწინ!..
აქამდე, ხასხასა, მხიარული ფერებით გაფერადებული არსებობა, უკუნივით შავმა შეცვალა. რუხი საბურველით დაიბურა ყველაზე ღირებული და ხელშეუხებელიც კი... თითქოს კუპრის თოვლმა უწია დედამიწასო...
მაგრამ, იყო ერთი რამ... ციცინათელასავით გამომკრთალი, ყველაზე საოცარი იმ დროს-იმედი!.. რწმენა იმისა, რომ... ხვალინდელი დღე, გაცილებით მზიანი იქნებოდა, გაცილებით ლამაზი და... და, რომ ისევ ვნახავდი მხიარულ, მთელი სახით მოცინარ აკოს, უზარმაზარ სითბოს და სიყვარულს რომ იტევდა ბრწყინავი თვალები!
888
-რბოლაზე იყო, საჭე ვერ დაიმორჩილა, მუხრუჭებმა უმტყუვნეს და...-მძიმედ ლაპარაკობდა შუა ხნის მამაკაცი, რომლის მზერა უფრო მატკიებდა კუნთებს და უღონოდ შევცქეროდი პალატის კარებს.
-მე რატო არ ვიცოდი?!-ისე გაბზარვოდა დემონს ხმა, თავადაც გამიჭირდა ცნობა და რომ არა გამოფიტული სხეული, გაკვირვებისგან თვალები გამიფართოვდებოდა.-მე რატომ არ ვიცოდი რბოლის შესახებ?-კვლავ გაიმეორა, როდესაც სიჩუმე დიდხანს გაგრძელდა და განგმირავი მზერით შეხედა მამაკაცს.
-როგორც ვიცი, დანარჩენი მონაწილეები, რომლებიც რბოლას დაწყებამდე გამოეთიშნენ, არ იყვნენ ინფორმირებულები. მათ შორის შენც,-იმავე ტონით მიუგო და წარმოდგენაც არ მინდოდა თუ რის ფასად უჯდებოდა, დემონს თავის შეკავება, მთელი საავადმყოფო თავზე რომ არ დაემხო.
-ოპერაციას უკეთებენ. მდგომარეობა სტაბილურია,-ვიღაცამ თქვა.
ალბათ მედდამ, რომელიც საოპერაციო ბლოგიდან გამოსულიყო. მე მთელი გულისყურით ბიჭებს შევცქეროდი, ატირებამდე ცოტა რომ აკლდათ. ჯაბა მთელი ძალით მოხვეოდა ლანას, თითქოს ასე ცდილობდა ტკივილის გადატანას და დაწითლებულ თვალებს, პალატის კარს არ აცილებდა. გიგი ნერვიულად სცემდა ბოლთას და თითქოს და შეუმჩნეველი მოძრაობით, დარწმუნებული ვარ ცრემლებს იწმენდდა. აი, დემონი კი... ის ერთ ადგილზე გახევებულიყო. უმოძრად იდგა, ხელები მოემუშტა, კანკალი რომ შეეკავებინა და მხრები უცახცახებდა.
ვგრძნობდი თითოეული მათგანის ტკივილს და ასჯერ უფრო მტკიოდა სული. არ შემეძლო დაუძლურებული, უბედურებას დამონებული ბიჭების ცქერა და თავდახრილი ჩემ ტერფებს დავშტერებოდი. მკერდში ძალუმად მიძგერდა გული, ხელები ცივი ოფლისგან დამცვაროდა და მიუხედავად დერეფანში გამეფებული სითბოსი, მაინც გამყინავი სიცივე მივლიდა. შიგნეულობა ისე მეწვოდა, ასე მეგონა ხანძარი მქონდა გაჩენილი და მის ჩასაქრობად კი ძალა არ მქონდა.
უკვე გაუსაძლისი იყო ქალების მოთქმა-გოდება. ვხვდებოდი, ასე როგორ ემსგავსებოდა სასაფლაოს სცენას მომხდარი და უხილავი სიკვდილით იმოსებოდა გარემო. დაძიმებული ჰაერი სულის შემხუთველად მიჭერდა ყელში და ჩასუნთქვის საშუალებას არ მაძლევდა. ყველანაირი უარყოფითი ემოციით გაჟღენთილი ჰაერი, მთელ შენობაში გამეფებულიყო, სიკვდილი რომ ედგა უფროსად.
-რამე რომ მოუვიდეს, რამე რომ დაემართოს... მოგკლავ იცოდე!.. მთელ შენობას გადაგიწვავ!..-გახელებულ ხარს გავდა დემონი, თვალებიდან ცეცხლს რომ აფრქვევდა და გამეტებით ურტყამდა მუშტს კედელს.
-უჩა, ეხლა არაა მაგის დრო,-ძლივს გასაგონად ამოიხრიალა გიგიმ და გამამხნევებლად გამიღიმა.
-ამის დედა შ***!-დაიგრგვინა უღონოდ და დამდუღრულივით გავარდა დერეფნიდან.
-გაყევი. მარტო არ დატოვო!-ამღვრეული თვალებით გადმომხედა ჯაბამ და მის მშობლებს გაუბა ლაპარაკი.
დიდი ძებნის შემდეგ, დემონს მესამე სართულზე მივაგენი. იატაკზე დამჯდარს თავი მუხლებს შორის ჩაექინდრა და დასისხლიანებული ხელები გამეტებით მოემუშტა. სახეზე ჩამოყრილი კულულები არ მაძლევდა გამერჩია მისი ნაკვთები და გამომეტყველება, მაგრამ ნათლად ვგრძნობდი რამდენად ტკიოდა.
ნელა მივუახლოვდი და მის წინ ჩავიმუხლე, თან მოწოლილცრემლებს ვებრძოდი. არ მინდოდა ჩემი სისუსტე შეემჩნია, იმის მაგივრად რომ გვერდში დავდგომოდი და გამემხნევებინა.
-უჩა!..-ჩემი ხმა მე თვითონ ძლივს გავიგე და მოკანკალე თითები, ფრთხილად გადავუსვი თავზე.
გული მტკივნეულად მომეკუმშა, მის სასოწარკვეთილებით სავსე თვალებს რომ გადავაწყდი და ყელში გახერილი გორგალი, უმალ იქცა მლაშე სითხედ, ახურებულ ღაწვებზე რომ დადენილიყო. იმდენ ტკივილს იტევდა მისი გამოხედვა, თავის შეკავება შეუძლებელი გახდა და გრძნობებს გასაქანი მივეცი. ხელისგული ნაზად ჩამოვუსვი ლოყაზე და უნებურად შევკრთი, წამში რომ მოიქცია ხელში ჩემი თითები. მზერა არ მოუშორებია, ისე შემახო მხურვალე, მოკანკალე ბაგეები და ტანში გამცრა, თბილი კოცნა რომ დამიტოვა ხელისგულზე.
-ყველაფერი კარგად იქნება... ხო?!-ჩურჩულით მკითხა მუდარა ჩამდგარი თვალებით და იმდენად უმწეოდ გამოიყურებოდა იმ წამს, ხმის ამოღება ვერ შევძელი.-მაკრინე, მითხარი რომ ყველაფერი კარგად იქნება!-სასოწარკვეთილმა გამიმეორა და დავინახე, როგორ გადაფითრებოდა სახე.
-კი... კარგად იქნება!.. ესეც გაივლის და ყველაფერი უწინდებულად იქნება!..-ორივე ვხვდებოდით, რამდენად აბსურდული იყო ჩემი სიტყვები, მაგრამ მაინც გვქონდა იმედი რომ... ან ვის არ ქონდა იმედი!.. განა სხვა გზა არსებობდა?!
გააზრებაც ვერ მოვასწარი, ისე მოულოდნელად მომავლო წელზე ხელი და ძალუმად მიმიკრო გულზე. თავი ჩემ კისერში ჩარგო და თბილი კოცნა დამიტოვა. მისი სხეულიდან მომავალმა სითბომ, ერთიანად გამითბო გაყინული კიდურები და საპასუხოდ, თმაზე დავუწყე თამაში. მოცახცახე მხრებით ვხვდებოდი, როგორ უჭირდა თავის შეკავება. ვხვდებოდი, რა აგონიაში იყო და მეც მოურიდებლად ვუსველებდი ზედას ცრემლებით. გაუსაძლისი იყო ყელზე ნაგრძნობი ცხელი წვეთები და ქვითინს კბილებს შორის ვიჭერდი. რაც არ უნდა ძვირფასი ყოფილიყო ჩემთვის, მაინც მიჭირდა ტკივილს დამორჩილებული დემონის ხილვა. არ შემეძლო ასე მეცქირა მისი ტანჯვისთვის. არ ვიყავი ამდენად ძლიერი.
-ნუ ღელავ, ხო იცი... აკო... არ მოგვექცევა ასე...-დაგუდული ხმით ამოვთქვი, ისე რომ თავზე ფერება არ შემიწყვეტია. მეორე ხელით კი გამეტებით ჩავფრენოდი პულავერზე. თითქოს ასე ვცდილობდი მისთვის ტკივილის შემსუბუქებას.
-მაკრინე, შენ ხომ იცი, რომ... ხომ იცი, რამდენს ნიშნას ბიჭები ჩემთვის... არ ვამბობ, მაგრამ!.. ხომ იცი, არა?!-ყრუდ ამოიჩურჩულა ხმაგატეხილმა ისე, რომ ჩემი მხრიდან თავი არ ამოუღია და უცფრო ძლიერად ამიკრო გულზე.
-ვიცი!.. ყველაფერი ვიცი,-მწარედ გამეღიმა და ცრემლებისგან ამწვარი ლოყები მუჭით მოვიწმინდე.
-გთხოვ, რამე მითხარი!.. რამე მომიყევი... სულერთია რა, ოღონდ სხვაზე გადავიტანო ყურადღება,-სასოწარკვეთილმა წამოიძახა და აწითლებული თვალები მუდარით გამისწორა.
დაბნეულმა გავაცეცე თვალები. არ ვიცოდი რა მეთქვა. თავი აუტანლად მტკიოდა და არაფერზე ფიქრის თავი არ მქონდა. აზრადაც არ მომდიოდა ისეთი რამ, რაც მას გაართობდა. ერთადერთი რაც გონებაში მიტრიალებდა, აკოს ღიმილიანი სახე იყო, აკნავლებულ მუშუს რომ დასდევდა. კადრები კადრებს ცვლიდნენ: აკო საყიდლებზე, აკო გიგისთან ერთად, აკო სახლში, აკო სამზარეულოში, აკო საძინებელში, აკო ციგურაობისას და ყველგან... სულ ყველგან ერთი იყო მისი გამომეტყველება. სულ მოცინარი და ხუმარა. სამეგობროს უცვლელი წევრი-აკო გუგავა, რომლის წასვლა ჩემთვის სამყაროს დასარულს უდრიდა.
-არ ვიცი რა უნდა გითხრა,-ამოვილუღლუღე და უფრო ძლიერად იწყეს ცრემლებმა დინება.
ქვითინი წამსკდა, როდესაც მხურვალე კოცნა დამიტოვა ტუჩებზე და შუბლზე შუბლი ოხვრით მომადო. მის ფეხებს შორის მომაკალათა და გულზე მიმიკრო. მესმოდა რა ძლიერ უცემდა გული და მდუღარე სითხით ვლამავდი ქსოვილს.
-გახსოვს, პირველად რომ გნახე?-ძალიან ჩუმად გაისმა ჩახლეჩილი ხმა და ქსუტუნით დავუქნიე თავი,-გახსოვს როგორ გიყვირე?.. რომ გეუხეშე და თოვლში დაგტოვე!.. ფუ რა ს**ი ვიყავი მაშინ!
-ეხლახანს იყო ეგ,-რომ არა გადაღლილი სხეული, ალბათ გულიანად გამეცინებოდა, მაგრამ უკვე ღიმილის ხალისიც დამკარგვოდა.
-მაშინ გეფიცები ისე გავბრაზდი შენზე!-გამკიცხავად გააქნია თავი და სიმწრის ღიმილმა გაუპო ბაგე,-მეგონა სწორად ვიქცეოდი... მეგონა ჭკუას გასწავლიდი და მერე უფრო გამიადვილდებოდა შენი... მაგრამ ყველაცერი პირიქით მოხდა! მაშინ პირველად ვიგრძენი შიში, დანაშაულის გრძნობა რომ ერქვა! იმ დროს, სიცივისგან აცახცახებული რომ მიმყავდი, შენ ვერც კი წარმოიდგენ რად დამიჯდა თავის შეკავება რამე საშინდლება რომ არ გამეკეთებინა. ისე შემზიზღდა საკუთარი თავი...-ბუტბუტებდა გაუჩერებლივ და მზერა მოპირდაპირე კედელზე გაეშტერებინა.
-მაშინ ისე მძულდი...-ვუჩურჩულე სევდიანად და თითებზე დავიხვიე მისი ლოკონები.
ისე მინდოდა იმ დროს უკან დაბრუნება. ისე მინდოდა, რომ უძლურებისგან კიდურები მტკიოდა. მახსენდებოდა, როგორ გავიცანი აკო და მჭვალავი ტკივილი მივლიდა გულში. მხოლოდ ეხლა, ამ წამს მივხვდი რამდენად მნიშვნელოვანი იყო ის ჩემთვის და რამხელა ადგილი ეკავა ჩემში.
-ვიცი... ვხვდებოდი და უფრო მეტად ვბრაზდებოდი შენზე. სიუხეშით ვცდილობდი შენი ყურადღების მიქცევას და იმას ვერ ვხვდებოდი, უფრო რომ გშორდებოდი. მაშინ, სიცხისგან რომ ბოდავდი, იმდენად იყავი ახლოს... რომ გითხარი არ ვიცი, როგორ უნდა მოვიქცეთქო, არ მომიტყუებიხარ. მინდოდა შენ გამოგეჩინა ინიციატივა... მინდოდა ჩემთან მოსულიყავი, ან უბრალოდ გეთქვა, რომ არ გძულდი... ისე გამიხარდებოდ!-მონოტონურად მეფერებოდა თავზე და ვხვდებოდი გონებით ისევ იქ, შატილში დაქროდა.
-აკო და გიგი საავადმყოფოში რომ მოხვდნენ,-ტკივილიანად ჩამეცინა და გადაგლესილი თვალები სიმეტრიულად განლაგებულ ფილებს გავუსწორე.
-ხო, აკო და გიგი...-გაშტერებულმა გაიმეორა და ტკივილისგან სახე მოეჭმუხნა,-შენ იცი... იცი რომ ფიცი გვაქ დადებული? გიგის სახლში სურათი რომ ნახე, ოთხივე ხევსურულ ტალავერში რომ ვართ... მაშინ დავდეთ ფიცი.
-ფიცვერცხლ ნაჭამები ხართ?-ავხედე და ინტერესით მივაჩერდი.
-ხო,-სევდიანად გამიღიმა და სახეზე ჩამომისვა ხელი,-ფიცი დავდეთ, რომ სულ ერთად ვიქნებოდით... ხუთი წლის წინ... მაშინ გვეცინებოდა, აკოსაც... ეხლა კი...-ამოიხრიალა და გამეტებით მიცხო კედელს თავი.
-შეწყვიტე!-ვუბრძანე და წინააღმდეგობის მიუხედავად მისი სახე ხელებში მოვიქციე,-ნუ გლოვობ... არ შეიძლება!
-შენ... შენ ხომ გიყვარვარ? შენც მასავით ფეხებზე დაგვიკიდებ?! რო გაბრაზებდი, მაგაზე ჯავრს იყრი და წახვალ ხო?!-დაბინდული მზერით გადმომხედა და ფერდაკარგული ტუჩები დაებრიცა.
-შეწყვიტე მოთქმა! ძალით რომ გამაგდოთ, მაინც არსად არ წავალ!-მთელი შემორჩენილი ძალები შევაკოწიწე და რაც შემეძლო სანდომიანად გავუღიმე.
-როგორ მათბობ... როგორ მანაზებ რომ იცოდე!-უმწეოდ ამომხედა და გულში ჩამეკრო.
მაშინ მივხვდი. მივხვდი და უფრო მეტად მეტკინა გული!
სიმთვრალისას შემჩნეული დემონის მეორე მხარე, საოცარი სიფაქიზით რომ ხასიათდებოდა, სინამდვილეში მის რეალურ სულს წარმოადგენდა. სიუხეშეს შეფარული სინატიფე, დემონის საყრდენი იყო. გიგიც კი გაცილებით ძლიერი იყო დემონზე, რადგან ის მისი რეალურ პიროვნებას აჩენდა, ეს კი... ვიცოდი, რამდენად ფაქიზი იყო მისი შინაგანი სამყარო და ვხვდებოდი, რა ძლიერ ეტკინებოდა აკოს რომ რამე მოსვლოდა. ნათლად ვხედავდი, რამდენს ნიშნავდა დემონისთვის საკაცეზე დასვენებული, ოდესღაც მხიარული, ამჯერად სიკვდილს შეჭიდებული ბიჭი და წინასწარ მტკიოდა მოსალოდნელი უბედურების სისასტიკე.