ელ ბლექი ისტორია თავი 8 ნაცნობი შენობიდან გამოსული წამით შევჩერდი შესასვლელთან, ღრმად ამოვისუნთქე და მზის სხივებით გამოწვეული სასიამოვმო სითბოთი ავივსე, გამეღიმა, გული ჩვეულებრივ ფუნქციონირებას დაუბრუნდა, აღარ ფეთქავდა სასოწარკვეთილებით, ჯიბიდან სიგარეტი ამოვიღე, ტუჩებს შორის მოვიქციე და გამონაბოლქვი ღრმად შევუშვი ფილტვებში. - ამის დედაც რა მარტივად გაები ნენე. - კმაყოფილმა ჩავიქირქილე და გზას ფეხით გავუყევი, გაზაფხულის სასიამოვნო სურნელი ერთიანად მათრობდა, მივაბიჯებდი ქაოტური ქალაქის ხალხით გადაჭედილ ქუჩაში და არაფერი აღარ მადარდებდა. წყეული მეტრეველი უფრო გალამაზებულა, დახვეწილა და უფრო მეტად სასურველი გამხდარა ამ ერთ წელში. ტანში გამცრა მისი თვალების გახსენებისას. სიგარეტის ნამწვი გზის პირას მდგარ ნაგვის ურნაში მოვისროლე. გარემოს თვალი მოვავლე, კარგად ნაცნობ ბარს მოვკარი თვალი და ღიმილით გავემართე ერთი ჭიქა ვისკის დასალევად. - ორმაგი ვისკი. - ახალგაზრდა ბარმენი ღიმილით მომემსახურა და თლილ თითებს შორის მოქცეული მუცელგაბერილი ვისკის ჭიქა წინ დამიდგა. - აქაური არ უნდა იყოთ. - ღიმილით დაამატა და გარეცხილი ჭიქების გამშრალება განაგრძო. - ახალი ჩამოსული ვარ. - საიდან? - სვანეთი. - კარგი გემოვნება გქონიათ. - ვისკის ჭიქისკენ მიმითითა და სავსე ბაგეებს მიღმა დამალული თეთრი კბილები გამოჩინა. - რამდენი წლის ხარ? - ქალს ასაკს არ ეკითხებიან. - მორცხვად დახარა დიდრონი შავი თვალები უცნობმა. - ვისკზე დამეწვევი? - ვმუშაობ. - სამსახურის შემდეგ? - უკან დახევას რატომღაც არ ვაპირებდი. - არამგონია. - შენთვის ზედმეტად ბებერი ვარ? - ღიმილით მოვსვი ჭიქაში მონარნარე სითხე და გოგონას მზერა გავუსწორე, რომელმაც დაბნეულმა მოავლო თვალი ცარიელ ბარს. - მალე კლიენტები შემოვლენ. - რამდენად მალე? - მალე. - კარგი, გნებდები. ჩემთან სექსი არ შემომითავაზებია თუ კი ამან დაგაბნია. - ღიმილით გადავიხადე სასმლის თანხა და იქაურობა დავტოვე. ტაქსი გავაჩერე და საკუთარი საფლავის მისამართი ვუკარნახე. გზად მიმავალს ემოციები ყელში მებჯინებოდა, არ ვიცოდი როგორ უნდა შემეხედა ქვაზე დახატული საკუთარი თავისთვის. დანიშნულ ადგილზე სწრაფად მივედით, ზურგს უკან სწრაფად მივხურე ავტომობილის კარი და საფლავისკენ დავიძარი. სისხლი ადუღებამდე მომაწვა და სხეულის ტემპერატურა ნორმას საგრძნობლად აცდა საკუთარი სურათის დანახვის გამო. გაოფლილი შუბლი ხელის გულით შევიმშრალე, ჰალსტუხი მოვუშვი და საფლავის კიდეზე სიმწრით დავენარცხე. არ ვიცი რამდენ ხანს ვუყურებდი ქვიდან მომღიმარ წარსულის აჩრდილს, არც ის ვიცი ცრემლებმა როდის გაიკვალა გზა, მხოლოდ ის ვიცი რომ მხარზე ხელის შეხებამ რეალობაში დამაბრუნა, ელდანაკრავივით წამოვხტი ფეხზე და ჩემ წინ მდგომ ხანში შესულ ქალს სიმწრით გავუსწორე თვალი. - ჩემი შვილის საფლავზე რას აკეთებთ, იცნობდით მას? - თვალცრემლიანი ჩამეკითხა ნინო და ხელში ჩაბღუჯულ ვარდების თაიგულს ნერვულად მოუჭირა ხელები. წარმოდგენა არ მაქვს სად ვიპოვე ჩემ თავში იმის ძალა რომ მის წინაშე არ დავმხობილიყავი, სიტყვები ქაოტურად მოძრაობდა თავში თუმცა სათქმელს თავა ვერ ვუყრიდი. - ერთად ვსწავლობდით. - ამოვიბლუყუნე ბოლოს და დედას თვალი ავარიდე. - რატომ არასდროს შევხვედრილვართ? - ეჭვით ჩამეკითხა და ყვავილები საფლავზე მოათავსა, ღიმილით მიეფერა ქვაზე დახატულ შვილს და მზერა ისევ ჩემსკენ გადმოიტანა. - ახლა დავბრუნდი, საქართველოში არ ვიყავი. - რა გქვია? - გიორგი. - არც შენი ფოტო მინახავს არასდროს. - ეჭვიანობას არ წყვეტდა ნინო და მე უკვე აღარ ვიცოდი რა მეთქვა მისთვის, წამით დავდუმდი, ათრთოლებულ ხელებს ყურადღება არ მივაქციე, რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი ქალისკენ და დაუკითხავად მოვხვიე ხელები. გახევებული ქალი უძრავად გაინაბა ჩემს მკლავებში. ნაცნობ სურნელში ცხვირჩარგული სივივემ ამიტანა. - გამგუდავ. - მტკიცე იყო მისი ხმა. - მაპატიეთ. - მის სხეულს მოვშორდი და წასვლა დავაპირე. - დედის გულს ვერ მოატყუებ. - ათრთოლებული ხმა ზურგს უკან დამეწია და მეც ადგილს მივეყინე. - ვინ ხარ? - კიდევ ერთხელ გაიბრძოლა ქალმა. როგორ მინდოდა მისთვის სიმართლის თქმა მაგრამ აბა როგორ? როგორ შეძლებდა ჩემი ნაამბობის დაჯერებას, შემეშინდა ისედაც განადგურებულისთვის წირვა არ გამომეყვანა. ძალა მოვიკრიბე და ნაბიჯი კიდევ გადავდგი წასასვლელად. - შეჩერდი და მობრუნდი. - ქურდივით ავუჩქარე ნაბიჯებს. - ვატო. - მეხის გავარდნას ჰგავდა მისგამ წამოსული ეს ერთი სიტყვა. სხეულში დავლილი ემოციებისგან მუხლები მომეკვეთა და რომ არა ახალი სხეულის სიძლიერე იქვე ჩავიკეცებედი. მისკენ ზურგით ვიდექი და შებრუნებას ვერ ვბედავდი. - ვატო. - ამჯერად ტირილით გაჯერებული ხმით, ყრუდ ამოიჩურჩულა ნინომ, მეტს ვეღარ გავუძლებდი. მისკენ შევბრუნდი სწრაფად მივირბინე და ათრთოლებულ მხრებზე ძლიერად მოვეხვიე. მის ყელში პატარა ბავშვივით თავჩახრილი მასთან ერთად ვტიროდი, წამით ჩემს სხეულს მოშორდა. ჩემი სახე ხელებში მოიქცია და მზერა გამოსწორა, შეუვალი სახე გაუტყდა, შეპარულ ნაოჭებს მიღმა იმედმა გაინავარდა, თვალს მოწყვეტილმა ცრემლებლმა სანიაღვრეები გახსნა და ნიკაპქვეშ ჯაჭვურად გადაებმნენ ერთმანეთს. - ნუ ტირი გთხოვ. - კოცნით ამოვაშრე მისი ცრემლები და კიდევ ერთხელ ჩავიკარი გულში, ოხ რა შვება ვიგრძენი ჩემს ხელებში გამომწყვდეული დედის სიახლოვის აღქმით. - ვატო. - გაუჩერებლივ ბუტბუტებდა ნინო და აცახცახებულ მხრებს კონტროლს ვერაფრით უწევდა. - სახლში წაგიყვან. ყველაფერს აგიხსნი. - უსიტყვოდ დამემორჩილა და ღონემიხდილი ჩემს მკლავს მისვენებული ძლივს მოათრევდა ფეხებს. - საჭესთან შენ დაჯექი. - კარგი. - წინა სავარძელზე მოვათავსე მისი აცახცახებული სხეული, საჭეს მივუჯექი და დენთის სუნით გაჯერებულ აუარას გავეცალე, სახლამდე ხმა არ ამომიღია, არც ნინო ამბობდა რამეს. თვალცრემლიანი, ჯერ კიდევ შოკირებული თვალს ვერ მწყვეტდა და შიგადაშიგ ამოიღვნეშებდა ხოლმე. მანქანა სახლის შესასვლელთან გავაჩერე, ნინოს გადმოსვლაში დავეხმარე, სახლში შესულს უჩვეულო აურამ სუნთქვა შემიკრა, ყველაფერი ისევ ისეთი იყო როგორც მახსოვდა, ისევ არაფრისთვის ეხლო დედას ხელი, მისაღებში სავარძელში ჩაეფლო და ტკივილით სავსე თვალები შემომანათა. კარადა გამოვხსენი და მისთვის დამამშვიდებლის გაკეთება დავიწყე. - არ მინდა. - უხმოდ დავაბრუნე წვეთები თავის ადგილზე და სასმლისთვის განკუთვნილი კარადა გამოვხსენი. სასმელი ორივესთვის შევავსე და მის წინ მოვთავსდი. აცახცახებული ხელით ამოაძვრინა სიგარეტის ერთი ღერი და ათრთოლებულ ტუჩებს შორის მოიქცია, რამდენიმე ცდის მიუხედავად ასანთს ვერაფრით მოუკიდა. აკანკალებული ხელიდნ ავართვი სანთებელა და მოკიდებაში დავეხმარე, ღრმად მოქაჩა სიგარეტს და თვალები დახუჭა, გამონაბოლქვის გამოშვების შემდეგ სასმელი მოსვა. - როგორ მიხვდი? - თვალებმა გაგყიდეს. - ღიმილი შეეპარა ნინოს აცახცახებულ ბაგეს, რამდენიმე წამში დაძაბულობა სადღაც გაქრა, ნინომ თვალები გაახილა, ღრმერთო როგორი არისტოკრატია ეს ქალი, როგორ უჭირავს თავი, შავებში გამოწყობილს ოდნავადაც ვერ შეატყობ სულში გამეფებულ ტკიბილს, ძლიერია, ყოველთვის ძლიერი იყო. - ვინ დავმარხე? - შენი შვილის სხეული. - და შენ ვინ ხარ? - მისი სული, რომელიც ღმერთმა უსწყის როგორ მოხვდა ამ სხეულში. - მძიმედ ამოვისუნთქე და სიგარეტს მოვუკიდე. - ვიცი ძნელია ამის გაგება. - სულაც არა. - მოულოდნელად გამაწყვეტინა ნინომ, სავარძლეს მთელი ძალით აეკრო და ღრმად ამოისუნთქა. - მამაჩემს დაემართა ასე, შენ ვერ მოესწარი ამ ამბავს, ის დაიღუპა მისი სული კი მოულოდნელად გადასახლდა სრულიად უცხო ადამიანის სხეულში, საბოლოოდ დაბრუნდა, მას მისი სხეულის პატრონის მეუღლე დაეხმარა, თუმცა ვერ გაუძლო არსებულ რეალობას და დაბრუნებიდან ორ თვეში მაინც გარდაიცვალა. თვალებდაქაჩული ვისმენდი ამ მონათხრობს და გონებაში ელენას ნაამბობი ამბავი ამომიტივტივდა. - მე რატომ არაფერი ვიცი ამის შესახებ? - ეს შენს დაბადებამდე მოხდა. - რა ერქვა იმ ქალს? - ელენა ბაბლუანი. - რა ირონიაა. - ფეხზე წამოვიჭერი და ოთახში წინ და უკან სიარულს მოვყები. - რატომ? - ეს ამბავი უკვე მოვისმინე. კაცი რომლის სხეულშიც მე ვცხოვრობ სწორედ ელენა ბაბლუანის შვილიშვილის ქმარია. რა იყო ამ ორ ოჯახს ერთამანეთთან წყევლა აკავშირებთ? - ბრაზით მოვმუშტე ხელები და ფანჯრის რაფას დავეყრდენი. - ხელმეორედ დაიბადე. ამას მიზეზი ექნება. - მხარზე მისი შეხება ვიგრძენი და სხეულიც ნორმალურ მდგომარეობას დაუბრუნდა. - მეტრეველი უნდა გავანადგურო, ზუსტად ისე როგორც მან მე! - ზიზღით გამოვცერი კბილებში, ნინოს ხელები საკუთარში მოვიქციე და ტუჩებით ნაზად შევეხე. - შურისძიებას კარგი არავისთვის მოუტანია. - მე მიყვარდა ის. - მასაც უყვარდი. - კარგი რა. - დედის სხეულს მოვშორდი, სასმლის ჭიქას ხელი დავალე და სულმოუთქმელად გადავკარი მყრალი სითხე. - მე ვნახე როგორ განიცადა შენი სიკვდილი, ამას ვერ ითამაშებდა. - ის მეტრეველია, ის კარგი მსახიობი და ნაბი/ვარი მამის ღირსეული მემკვიდრეა. - ვატო. - ვატო მოკვდა, მე გიორგი ვარ, გიორგი კორინთელი. ძნელი დასაჯერებელია მაგრამ აქ ვარ და ყველაფერს დავიბრუნებ რაც დავკარგე. გპირდები. - საკუთარი ხმის ადრენალინი უკვე აღგზნებაში გადამივიდა. მოულოდნელად მისი ხელები ვიგრძენი მაჯაზე, აცრემლებული თვალები მომაპყრო და ყბა საგრძნობლად აუთამაშდა. - აღარ მითხრა რომ მას ვუყვარდი. - არის რაღაც რაც უნდა იცოდე. - დედა. - მომისმინე. - არა, მორჩა, მისი სახელი აღარ მიხსენო. აღარსოდეს! - ძნელი სათქემლია უნდოდა თუ არა ნინოს გაჩუმება მაგრამ ჩემს თხოვნას რომ დაჰყვა და გაჩუმდა ფაქტი იყო, დიდხანს ვისხედით მისაღებში, ინტერესით, თავლცრემლიანი ისმენდა ჩემს მონათხრობს, როდესაც დაგეგმილი ხანძრის შესახებ მოვუყევი მწარედ აქვითინდა, დიდი დრო დამჭირდა მის დასამშვიდებლად. გვიანობამდე შემოვრჩი. ბოლოს იმ იმედით დავემშვიდობე რომ ძალიან მალე ერთად ვიცხოვრებდით მთავარი იყო ჩემს შესახებ არავისთვის მოეთხრო რაზეც უპრობლემოდ დამთანხმა. გამოსვლისას მთელი სახე დამიკოცნა, გულში ძლიერად ჩამიკრა დამლოცა და წარმატება მისურვა. სხვანაირად დამუხტული მივაბიჯებდი ქუჩაში, ადრენალინს ვგრძნობდი, ახალი ცხოვრების იდეალურ დასაწყის. საბას შეტყობინება გავუგზავნე და ვუთხარი რომ დამაგვიანდებოდა, საყვარელ, მონატრებულ კლუბს მივაშურე. მიძინებულ ქალაქს ნელი სვლით მივაპობდი, უკან მოტოვებულ ბავშობისდროინელი მოგონებების დაიგნორებას წარმატებით ვახერხებ. დედის ნახვით შედეგად მოხსნილი სიმძიმე ღიმილს მგვრის. გზის პირას აციმციმებული ფერადი განათება საყვარელ ღამის კლუბთან მიახლოებას მამცნობს, წამებში მოედო ჩემს სხეულს მუსიკის ჰანგებით გამოწვეული სასიამოვნო ნირვანა, დარბაზში მოცეკვავე წყვილებს ღიმილით მოვავლე მზერა, სიგარეტის ბურუსში ჩაფლული ჰორიზონტი ინტუიციით გავარღვიე, ბართან ჩამოვჯექი და ვისკი შევუკვეთე. მორთმეული შხამი ნება-ნება მოვსვი, ისევ მოცეკვავეებს მივუბრუნდი და თვალებით ღამის ნადავლის ძიებას შევუდექი. შორეული კუთხიდან დაჟინებული მზერა ისე რეალური იყო, მაიძულა იქეთ გამეხედა საიდანაც ურცხვი თვალები მიცქერდნენ, წამით შავ მოკლე სარაფანში გამოწყობილ სასურველ სხეულს შევავლე მზერა, ფეხებიდან ღიმილით გადავიტანე მზერა მის მკერდზე, შემდეგ უფრო ზემოთ, მოშიშვლებულ ყელზე, სურვილით აკანკალებული ქვედა ტუჩი და თვალები, წყეული ჭაობისფერი თვალები. ვიგრძენი როგორ მომეყინა ხელის თითები და ვისკის მუცელგაბერილ ჭიქას გონს მოსასვლელად მთელი ძალით მოვუჭირე ორივე ხელი. სხეულში დავლილი ვნება გონებაში შემიძვრა და ავისმომასწავებელი წითელი ნათურაც გულისწამღებად აწრიპინდა, თვალები ძლიერად დავაჭირე ერთმანეთს და როდესაც გავახილე ისევ მის წყეულ თვალებს შევეფეთე, ეს უკანასკნელი ურცხვად აფათურებდა ჩემს გონებაში ხელებს და საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებული გულში უკვე ზეიმობდა. ვისკის ჭიქა ზევით ავწიე და მივანიშნე რომ მის სადღეგრძელოს ვსვამდი. საპასუხოდ მანაც ჭიქა ასწია და ნარნარით მოსვა სასმელი. გვიანობამდე მივეძალე სასმელს, რამდენიმე მეგობართან ერთად კლუბის ყველაზე ბნელ წერტილში განთავსებულ მაგიდასთან მოკალაბულ მეტრეველს თითქოს არც ახსოვდა ჩემი იქ ყოფნა, თითქოს მწყინდა კიდეც მისი უყურადღებობა. რამდენჯერმე გადააწყდა ჩვენი თვალები ერთმენეთს, სულ ეს იყო. ჩემს უბეს მოწადინებული რამდენიმე ქალი უარით გავისტუმრე და სასმლით გაბრუებული მხოლოდ მოცეკვავეების უაზრო მიხვრა-მოხვრის ცქერით დავკავდი. ხასიათი საგრძნობლად გამიფუჭდა, სისხლი მიდუღდა, გონებაში გაჩაღებული ომი კი გულ-მუცელს მიწვავდა. კიდევ ერთი ღერი სიგარეტი მოვიქციე ტუჩებს შორის, მოვუკიდე და ისევ ბნელ წერტილში დავიწყე მეტრეველის სილუეტის ძიება, ამაოდ, გულმა უცნაურად დამიწყო ძგერა, იმედგაცრუებული ის იყო მის მოულოდნელად წასვლას უნდა შევგუებოდი დარბაზის შუაგულში მოცეკვავე მაღალმა ფეხებმა რომ მიიპყრო ჩემი ყურადღება, მუხლს საკმაოდ აცდენილი კაბა მადისაღმძვრელად რომ შემოტმასნოდა სავსე თეძოებზე. მოხსნილი კაბის ზურგიდან გამოჩენილი ლარივით დაჭიმული სხეული პირდაპირ მთხოვდა რომ მის კანზე ჩემი ალერსის კვალი დამეტოვებინა. სხეულს იმდენად არაამქვეყნიურად არხევდა როგორი არამიწიერი ვიზუალიც ჰქონდა. სისხლი გამეყინა, გამშრალი ყელი ვისკით გავისველე და გახშირებული სუნთქვის გამო საკუთარ თავს დავცინე. მეტრეველის მკლავები პარტნიორის ყელზე ნაზად იყო შემოხვეული და ყბის ძვლები დამეჭიმა მისი სიახლოვით აღგზნებული მამაკაცის დანახვის გამო, მისი ბინძური ხელების დამტვრევა მომინდა დაუკითხავად რომ დასრიალებდა მეტრეველის მოშიშველბულ ზურგსა და მკვრივ უკანალზე, კიდევ ერთი ყლუპი მოვსვი და თავის ხელში აყვანას შევეცადე მოულოდენლად ჩემსკენ შემობრუნებული მეტრეველის ამღვრეულ თვალებს რომ შევეფეთე, ურცხვად გამისწორა ჭაობისფერი თვალები, სავსე ბაგეებზე ასახული ღიმილი ჭკუიდან მშლიდა, თითქოს ჩემს გასაღიზიანებლად ახლა ზურგით აკროდა პარტნიორის მკერდს, ვერ ვხედავდი მაგრამ ვგრძნობდი მის უკანალს მიბჯენილი მამაკაცის ერექ/იას. -ამის დედაც. - შევუბღვირე საკუთარ თავს და სიგარეტს ღრმად მოვქაჩე. მის ზურგზე აკრულ მამაკაცზე ისე ააცოცა მკლავები ჩემთვის თვალი არ მოუშორებია, მის ყოველ შეხებას ღიმილით ხვდებოდა მაგრამ მზერა ისევ ჩემზე შერჩენოდა. მამაკაცის ხელები დავინახე მის შიშველ ფეხზე და ასრიალებული თითების შედეგად ისედაც მოკლე კაბა კიდევ უფრო მაღლა აუვიდა მეტრეველს. მუჭები მხოლოდ იმისთვის შევკარი რომ ბრაზი მომეთოკა, საპასუხოდ კი ნენეს სწრაფი მოძრაობა, პარტნიორის პერანგს ჩაფრენილი თითები და ნაბიჭვრის ენა მის პირში. - ჯანდაბა, მოვკლავ. - თვალები დავხუჭე და სხეულში დავლილი სიგიჟის განდევნას ღრმა ამოსუნთქვით შევეცადე. გამეცინა. - ამის დედაც "deja vu" მაქვს. - გაოფლილი ხელის გულები ძლიერად მოვმუშტე, დაჭიმიმული ყბის ძვლები ოდნავ მოვადუნე და თავს დამშვიდება ვაიძულე. მზერა მოვწყვიტე მოცეკვავე მეტრეველს, ზურგი ვაქციე და ბარისკენ შევბრუნდი, რამდენიმე ჭიქა ვისკი გამოვცალე და ის იყო კიდევ ერთი ჭიქა უნდა დამელია ნაცნობი ხმა რომ გაჟღერდა ჩემს ყურთან. - მითვალთვალებ? - ვნებით გაჯერებული ხმით ამოიჩურჩულა და სახე უფრო ახლოს მომიტანა. მისგან წამოსული ლავანდის სურნელის გამო სუნთქვა შემეკრა, ისე მომინდა ამ მომენტში მის გიშერივით შავ თმებში ჩემი თითები მეგრძნო, ჩემს მკლავებში აკვნესებულის ხმა გამეგო, თითქოს ფიქრებს მიმიხვდა, ღიმილით ამათვალიერა. - შემიძლია იგივე გითხრა. - მე წლებია ამ კლუბს ვსტრუმრობ, შენ კი დანამდვილებით შემიძლია ვთქვა რომ აქ პირველად ხარ. - ასეთი დარწმუნებულიც ნუ იქნები. - ღიმილით ავწიე ჭიქა და სასმელი მოვსვი. - რატომ არ მტოვებს ის შეგრძნება რომ ადრეც შევხვედრილვართ? - არ ვიცი, თუმცა ახლა ფაქტია ამ საუბრით ჩემს შებმას ცდილობ, დაგაგვიანდა. - გავიღიმე და მზერა მისი სახიდან მკერდისკენ გადავანაცვლე. - საკუთარ თავში დარწმუნებული ხარ. - და რატომ არ უნდა ვიყო? - აღიარე. - რა? - რომ გინდივარ. - ღიმილმა გაუპო მეტრეველს ბაგე და ქვედა ტუჩს ოდნავ შეეხო კბილებით. - მგონი შენ გინდივარ. კომპანიის წინა მფლობელიც ასე შეაბი? - ჩემს მიერ მოულოდნელად დასმული კითხვის გამო სახე ეცვალა მეტრეველს. - არ გაბედო და მისი სახელი აღარასოდეს ახსენო. - კბილებში გამოსცრა ნენემ და წასვლა დააპირა, მოულოდნელად მის მაჯაზე ჩაფრენილმა ჩემმა ხელმა შეაჩერა და თავის შესაკავაბელად ჩემსკენ შემობრუნებული მთელი ძალით ამეკრო სხეულზე. თავის შესანარჩუნებლად ორივე ხელით ჩემს გულს მოეყრდნო და მზერა ამარიდა. - ბოდიში. - ამოვიჩურჩულე მის ყურთან და კიდევ უფრო ღრმად შევისუნთქე მისი სურნელი. - ვისკზე უარს არ ვიტყოდი. - და შენი მეგობარი არ გაბრაზდება? - მომავალ კოლეგასთან ჭიქა ვისკის გამო? - იცი რომ თვალებით ახლაც ომს მიცხადებს? - იქნებ იმიტომ რომ ჩემ სხეულს ზედმეტად ძლიერად ხარ მოხვეული. - გამიღიმა და ქვედა ტუჩს ნერვულად ჩააფრინდა კბილებით. - მის ადგილზე ყოფნას არ ვისურვებდი. - ხელი ვუშვი ნენეს სხეულს და ბარისკენ მივუთითე დასაჯდომად. მორჩილად დამყვა, მისთვის ვისკი შევუკვეთე, მოხდენილად დაავლო ჭიქას ხელი და ნება-ნება მოსვა სასმელი. ორი ჭიქა ვისკი გვექნებოდა მხოლოდ მირთმეული მეტრეველს რომ თავისი სატრფო წამოადგა თავზე, მხარზე ხელი მოხვია და ხმაურით აკოცა ლოყაზე. - წასვლის დროა ნენე. - ეს გიორგია. - ჩემი თავი წარუდგინა მეტრეველმა მეგობარს. - საკმაოდ წარმატებული ადვოკატი, ჩემი მომავალი კოლეგა და ვფიქრობ შესანიშნავი პარტნიორიც. - ბოლო სიტყვას ხაზი გაუსვა ნენემ რაც ძალიან მესიამოვნა. - სასიამოვნოა. - ხელი ძლიერად ჩამომართვა უცნობმა და ხელის გულის გავლით ვიგრძენი თვალებანთებულს ერთი სული რომ ჰქონდა ჩემთვის ყელი გამოეჭრა. - წავიდეთ. - ისევ ნენეს მიუბრუნდა ლევანი. - თქვენ წადით. - ისე ამოილაპარაკა ჩემთვის თვალი არ მოუშორებია, გამეღიმა და სასმლის ჭიქა კმაყოფილმა შევათამაშე თითებში. - ნენე. - ჯერ რაღაც საკითხები მაქვს გიორგისთან გასავლელი. წადით. - მის ნიკაპს თითები ჩაავლო ქალმა და ვნებით აკოცა ტუჩებზე. - დარწმუნებული ხარ? - კი. - ამჯერად მხოლოდ ღიმილი აჩუქა პარტნიორს, ლევანმა საჩვენებელი და შუა თითი თვალებთან მიიტანა მერე კი ჩემსკენ გამოიშვირა, საპასუხოდ მხოლოდ ჭიქა ავწიე და თვალი ჩავუკარი. მიმავალს თვალი გავაყოლე და როცა თვალს მოეფარა მხოლოდ ამის შემდეგ მივუბრუნდი ნენეს. - არ გეწყინოს მაგრამ შენი შეყვარებული მაგარი ყ/ეა. - ვინ გითხრა რომ ჩემი შეყვარებულია? - აბა უცნობის პირში ენის ტრიალი შენი ჰობია? - ყველა ქალი ვისაც ჟი/ავ შენი შეყვარებულია? - ნიშნის მოგებით მომიგო, თითებიდან მოკიდებულო სიგარეტი ამართვა და ერთი ნაფაზი მოქაჩა. - არ ვიცოდი თუ ეწეოდი. - არც ვეწევი. - მზერა მომაპყრო და წამით დადუმდა, უცნაურმა სიცივემ მოიცვა მისი მწვანე თვალები. - ზუსტად ვიცი რომ ეს თვალები სადღაც უკვე მინახავს. - შესაძლოა. - მზერა ავარიდე და სასმლის ჭიქაზე გადავიტანე მთელი ყურადღება. - ოდესმე გყვარებია? - კი. - მერე როგორ დასრულდა შენი სიყვარულის ისტორია? - გამომიყენა და მიმაგდო. - გავუღიმე და ამღვრეულ თვალებში ჩავხედე, ცრემლიანი გუგების გავლით მათში დამალული რეალობის დანახვა მინდოდა მაგრამ ვერ შევძელი. - ერთხელ მეც ვიყავი შეყვარებული. - სასმელი აშკარად მოკიდებოდა მეტრეველს, ნელა საუბრობდა, ნაწყვეტ-ნაწყვეტ. შეუვალი ხასიათი სადღაც გამქრალიყო და მის ნაცვლად გულნატკენი ქალის ხმა წყდებობა სასურველ ბაგეებს. - მერე როგორ დასრულდა შენი სიყვარული. - დაიღუპა. - მორიდებით შეიმშრალა თვალს დაუკითხავად მოწყვეტილი ცრემლი, ოდნავ გაიღიმა და წამოდგა. წაბარბაცდა და რომ არ დაცემულიყო ჩემ მხარს მთელი ძალით დაეყრდნო. ვერ გავიაზრე როგორ აღმოჩნდა ჩემი ხელები მის წელზე და ახლა უკვე ჩემს გულზე აკრულს, გამალებით რომ უცემდა გული და სასმლით გონებაც არეოდა კიდევ უფრო სასურველი მეჩვენა ვიდრე ოდესმე, სასაცილოდ დაბრიცა ტუჩები და ქვემოდ ამომხედა. - მისი თვალები გაქვს. - ჩემს გულზე მიასვენა თავი და თვალები დახუჭა. - ბედბიერი კაცი იქნებოდა ვინც გიყვარდა. - ტუჩები გაუაზრებლად შევახე შუბლზე, თითებით ნაზად ავუწიე სახე და მზერა მის გაბუსხულ, ტირილისთვის გამზადებულ ტუჩებზე გამიშეშდა. - არ დასცალდა. - ამოიჩურჩულა და ცრემლებიც მოაყოლა. - ჯანდაბა. ნუ ტირი გთხოვ. - ძლიერად მოვხვიე ხელები და მჭიდროდ ავიკარი სხეულზე. დრო გაჩერდა, სამყარომ ბრუნვა შეწყვიტა, ირგვლივ გამეფებული მუსუკა უკვე ძალიან შორიდან მესმოდა, მხოლოდ ნენეს გულის ცემის მელოდიას ვუსმენდი, მელოდიას რომელიც გულ-მუცელს მიწვავდა, გონებას მიწამლავდა და სულს მიხუთავდა. აღიარება არ მინდოდა მაგრამ ზუსტად ამ მომენტში მთელი სიცხადით ვიგრძენი რომ ეს ქალი ამ ქვეყნად ყველაზე მეტად მიყვარდა. - სახლში წაგიყვან. - კარგი. - ორაზროვანი იყო მეტრეველის სახეზე ასახული ღიმილი. - რა იყო? - არაფერი. ტაქსი გამიჩერე თვითონ წავალ. - ისევ ის მედიდური იერი და წამებში გარდაქმნილი მეტრეველი. - შენში რამდენი ქალი ცხოვრობს ნენე? - ზუსტად იმდენი რამდენი ვარსკვლავიც ანათებს ცაზე. - გამიღიმა, ჩემი მკლავებისგან თავი გაითავისუფლა და გასასვლელისკენ დაიძრა, სასმლის თანხა გადავიხადე და უკან ავედევნე. გარეთ გამოსულმა წამით გარემოს მოვავლე თვალი, ვერსად შევნიშნე, ირონიულად გამეღიმა და ის იყო მის გაუჩინარებას უნდა შევგუებოდი, მაჯაში რომ ვიღაც ჩამაფრინდა, ინერციით გადავდგი რამდენიმე ნაბიჯი და ჩემსა და კედელს შორის მოქცეული აკანკალებული მეტრეველის დანახვის გამო ტანში სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა. ოდნავ გახსნილი ბაგეებიდან მძიმე სუნთქვა ამოსდიოდა, მოშიშვლებული ყელი პორდაპირ მიწვევდა, ვგრძნობდი როგორ მსურდა ეს ქალი და ამის გამო საკუთარ თავზე ბრაზი მომდიოდა, გონებაში გაჩაღებულ ომს ისევ მეტრეველმა მოუღო ბოლო, სწრაფად ჩამაფრინდა პერანგის საყელოზე და ვნებით დამაცხრა ტუჩებზე. გული გაჩერდა... უბრალოდ ყოველგვარი ზედმეტი ახსნის გარეშე გაჩერდა. არ ვიცი რამდენ ხანს გაგრძელდა ეს კოცნა მხოლოდ ის ვიცი, მოულოდნელად რომ გაჩერდა, შეშინებული თვალები მომაპყრო, ჭაობისფერთვალებში ჩაბუდებულ შიშს ერთიანად ასხივებდა, ყბა უთრთოდა, ხელის მსუბუქი მოძრაობით მომიშორა, ტროტუარისკენ გაიქცა, ტაქსი გააჩერა და იქაურობას გაეცალა.
❤ჩემი გული ხარ❤
:🖤💚 ❤💙
ხელმეორედ დაბადება
ელ ბლექი
ისტორია
თავი
8
ნაცნობი შენობიდან გამოსული წამით შევჩერდი შესასვლელთან, ღრმად ამოვისუნთქე და მზის სხივებით გამოწვეული სასიამოვმო სითბოთი ავივსე, გამეღიმა, გული ჩვეულებრივ ფუნქციონირებას დაუბრუნდა, აღარ ფეთქავდა სასოწარკვეთილებით, ჯიბიდან სიგარეტი ამოვიღე, ტუჩებს შორის მოვიქციე და გამონაბოლქვი ღრმად შევუშვი ფილტვებში.
- ამის დედაც რა მარტივად გაები ნენე. - კმაყოფილმა ჩავიქირქილე და გზას ფეხით გავუყევი, გაზაფხულის სასიამოვნო სურნელი ერთიანად მათრობდა, მივაბიჯებდი ქაოტური ქალაქის ხალხით გადაჭედილ ქუჩაში და არაფერი აღარ მადარდებდა. წყეული მეტრეველი უფრო გალამაზებულა, დახვეწილა და უფრო მეტად სასურველი გამხდარა ამ ერთ წელში. ტანში გამცრა მისი თვალების გახსენებისას. სიგარეტის ნამწვი გზის პირას მდგარ ნაგვის ურნაში მოვისროლე. გარემოს თვალი მოვავლე, კარგად ნაცნობ ბარს მოვკარი თვალი და ღიმილით გავემართე ერთი ჭიქა ვისკის დასალევად.
- ორმაგი ვისკი. - ახალგაზრდა ბარმენი ღიმილით მომემსახურა და თლილ თითებს შორის მოქცეული მუცელგაბერილი ვისკის ჭიქა წინ დამიდგა.
- აქაური არ უნდა იყოთ. - ღიმილით დაამატა და გარეცხილი ჭიქების გამშრალება განაგრძო.
- ახალი ჩამოსული ვარ.
- საიდან?
- სვანეთი.
- კარგი გემოვნება გქონიათ. - ვისკის ჭიქისკენ მიმითითა და სავსე ბაგეებს მიღმა დამალული თეთრი კბილები გამოჩინა.
- რამდენი წლის ხარ?
- ქალს ასაკს არ ეკითხებიან. - მორცხვად დახარა დიდრონი შავი თვალები უცნობმა.
- ვისკზე დამეწვევი?
- ვმუშაობ.
- სამსახურის შემდეგ? - უკან დახევას რატომღაც არ ვაპირებდი.
- არამგონია.
- შენთვის ზედმეტად ბებერი ვარ? - ღიმილით მოვსვი ჭიქაში მონარნარე სითხე და გოგონას მზერა გავუსწორე, რომელმაც დაბნეულმა მოავლო თვალი ცარიელ ბარს.
- მალე კლიენტები შემოვლენ.
- რამდენად მალე?
- მალე.
- კარგი, გნებდები. ჩემთან სექსი არ შემომითავაზებია თუ კი ამან დაგაბნია. - ღიმილით გადავიხადე სასმლის თანხა და იქაურობა დავტოვე. ტაქსი გავაჩერე და საკუთარი საფლავის მისამართი ვუკარნახე. გზად მიმავალს ემოციები ყელში მებჯინებოდა, არ ვიცოდი როგორ უნდა შემეხედა ქვაზე დახატული საკუთარი თავისთვის. დანიშნულ ადგილზე სწრაფად მივედით, ზურგს უკან სწრაფად მივხურე ავტომობილის კარი და საფლავისკენ დავიძარი. სისხლი ადუღებამდე მომაწვა და სხეულის ტემპერატურა ნორმას საგრძნობლად აცდა საკუთარი სურათის დანახვის გამო. გაოფლილი შუბლი ხელის გულით შევიმშრალე, ჰალსტუხი მოვუშვი და საფლავის კიდეზე სიმწრით დავენარცხე. არ ვიცი რამდენ ხანს ვუყურებდი ქვიდან მომღიმარ წარსულის აჩრდილს, არც ის ვიცი ცრემლებმა როდის გაიკვალა გზა, მხოლოდ ის ვიცი რომ მხარზე ხელის შეხებამ რეალობაში დამაბრუნა, ელდანაკრავივით წამოვხტი ფეხზე და ჩემ წინ მდგომ ხანში შესულ ქალს სიმწრით გავუსწორე თვალი.
- ჩემი შვილის საფლავზე რას აკეთებთ, იცნობდით მას? - თვალცრემლიანი ჩამეკითხა ნინო და ხელში ჩაბღუჯულ ვარდების თაიგულს ნერვულად მოუჭირა ხელები. წარმოდგენა არ მაქვს სად ვიპოვე ჩემ თავში იმის ძალა რომ მის წინაშე არ დავმხობილიყავი, სიტყვები ქაოტურად მოძრაობდა თავში თუმცა სათქმელს თავა ვერ ვუყრიდი.
- ერთად ვსწავლობდით. - ამოვიბლუყუნე ბოლოს და დედას თვალი ავარიდე.
- რატომ არასდროს შევხვედრილვართ? - ეჭვით ჩამეკითხა და ყვავილები საფლავზე მოათავსა, ღიმილით მიეფერა ქვაზე დახატულ შვილს და მზერა ისევ ჩემსკენ გადმოიტანა.
- ახლა დავბრუნდი, საქართველოში არ ვიყავი.
- რა გქვია?
- გიორგი.
- არც შენი ფოტო მინახავს არასდროს. - ეჭვიანობას არ წყვეტდა ნინო და მე უკვე აღარ ვიცოდი რა მეთქვა მისთვის, წამით დავდუმდი, ათრთოლებულ ხელებს ყურადღება არ მივაქციე, რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი ქალისკენ და დაუკითხავად მოვხვიე ხელები. გახევებული ქალი უძრავად გაინაბა ჩემს მკლავებში. ნაცნობ სურნელში ცხვირჩარგული სივივემ ამიტანა. - გამგუდავ. - მტკიცე იყო მისი ხმა.
- მაპატიეთ. - მის სხეულს მოვშორდი და წასვლა დავაპირე.
- დედის გულს ვერ მოატყუებ. - ათრთოლებული ხმა ზურგს უკან დამეწია და მეც ადგილს მივეყინე. - ვინ ხარ? - კიდევ ერთხელ გაიბრძოლა ქალმა. როგორ მინდოდა მისთვის სიმართლის თქმა მაგრამ აბა როგორ? როგორ შეძლებდა ჩემი ნაამბობის დაჯერებას, შემეშინდა ისედაც განადგურებულისთვის წირვა არ გამომეყვანა. ძალა მოვიკრიბე და ნაბიჯი კიდევ გადავდგი წასასვლელად.
- შეჩერდი და მობრუნდი. - ქურდივით ავუჩქარე ნაბიჯებს. - ვატო. - მეხის გავარდნას ჰგავდა მისგამ წამოსული ეს ერთი სიტყვა. სხეულში დავლილი ემოციებისგან მუხლები მომეკვეთა და რომ არა ახალი სხეულის სიძლიერე იქვე ჩავიკეცებედი. მისკენ ზურგით ვიდექი და შებრუნებას ვერ ვბედავდი. - ვატო. - ამჯერად ტირილით გაჯერებული ხმით, ყრუდ ამოიჩურჩულა ნინომ, მეტს ვეღარ გავუძლებდი. მისკენ შევბრუნდი სწრაფად მივირბინე და ათრთოლებულ მხრებზე ძლიერად მოვეხვიე. მის ყელში პატარა ბავშვივით თავჩახრილი მასთან ერთად ვტიროდი, წამით ჩემს სხეულს მოშორდა. ჩემი სახე ხელებში მოიქცია და მზერა გამოსწორა, შეუვალი სახე გაუტყდა, შეპარულ ნაოჭებს მიღმა იმედმა გაინავარდა, თვალს მოწყვეტილმა ცრემლებლმა სანიაღვრეები გახსნა და ნიკაპქვეშ ჯაჭვურად გადაებმნენ ერთმანეთს.
- ნუ ტირი გთხოვ. - კოცნით ამოვაშრე მისი ცრემლები და კიდევ ერთხელ ჩავიკარი გულში, ოხ რა შვება ვიგრძენი ჩემს ხელებში გამომწყვდეული დედის სიახლოვის აღქმით.
- ვატო. - გაუჩერებლივ ბუტბუტებდა ნინო და აცახცახებულ მხრებს კონტროლს ვერაფრით უწევდა.
- სახლში წაგიყვან. ყველაფერს აგიხსნი. - უსიტყვოდ დამემორჩილა და ღონემიხდილი ჩემს მკლავს მისვენებული ძლივს მოათრევდა ფეხებს.
- საჭესთან შენ დაჯექი.
- კარგი. - წინა სავარძელზე მოვათავსე მისი აცახცახებული სხეული, საჭეს მივუჯექი და დენთის სუნით გაჯერებულ აუარას გავეცალე, სახლამდე ხმა არ ამომიღია, არც ნინო ამბობდა რამეს. თვალცრემლიანი, ჯერ კიდევ შოკირებული თვალს ვერ მწყვეტდა და შიგადაშიგ ამოიღვნეშებდა ხოლმე. მანქანა სახლის შესასვლელთან გავაჩერე, ნინოს გადმოსვლაში დავეხმარე, სახლში შესულს უჩვეულო აურამ სუნთქვა შემიკრა, ყველაფერი ისევ ისეთი იყო როგორც მახსოვდა, ისევ არაფრისთვის ეხლო დედას ხელი, მისაღებში სავარძელში ჩაეფლო და ტკივილით სავსე თვალები შემომანათა. კარადა გამოვხსენი და მისთვის დამამშვიდებლის გაკეთება დავიწყე.
- არ მინდა. - უხმოდ დავაბრუნე წვეთები თავის ადგილზე და სასმლისთვის განკუთვნილი კარადა გამოვხსენი. სასმელი ორივესთვის შევავსე და მის წინ მოვთავსდი. აცახცახებული ხელით ამოაძვრინა სიგარეტის ერთი ღერი და ათრთოლებულ ტუჩებს შორის მოიქცია, რამდენიმე ცდის მიუხედავად ასანთს ვერაფრით მოუკიდა. აკანკალებული ხელიდნ ავართვი სანთებელა და მოკიდებაში დავეხმარე, ღრმად მოქაჩა სიგარეტს და თვალები დახუჭა, გამონაბოლქვის გამოშვების შემდეგ სასმელი მოსვა.
- როგორ მიხვდი?
- თვალებმა გაგყიდეს. - ღიმილი შეეპარა ნინოს აცახცახებულ ბაგეს, რამდენიმე წამში დაძაბულობა სადღაც გაქრა, ნინომ თვალები გაახილა, ღრმერთო როგორი არისტოკრატია ეს ქალი, როგორ უჭირავს თავი, შავებში გამოწყობილს ოდნავადაც ვერ შეატყობ სულში გამეფებულ ტკიბილს, ძლიერია, ყოველთვის ძლიერი იყო. - ვინ დავმარხე?
- შენი შვილის სხეული.
- და შენ ვინ ხარ?
- მისი სული, რომელიც ღმერთმა უსწყის როგორ მოხვდა ამ სხეულში. - მძიმედ ამოვისუნთქე და სიგარეტს მოვუკიდე. - ვიცი ძნელია ამის გაგება.
- სულაც არა. - მოულოდნელად გამაწყვეტინა ნინომ, სავარძლეს მთელი ძალით აეკრო და ღრმად ამოისუნთქა. - მამაჩემს დაემართა ასე, შენ ვერ მოესწარი ამ ამბავს, ის დაიღუპა მისი სული კი მოულოდნელად გადასახლდა სრულიად უცხო ადამიანის სხეულში, საბოლოოდ დაბრუნდა, მას მისი სხეულის პატრონის მეუღლე დაეხმარა, თუმცა ვერ გაუძლო არსებულ რეალობას და დაბრუნებიდან ორ თვეში მაინც გარდაიცვალა. თვალებდაქაჩული ვისმენდი ამ მონათხრობს და გონებაში ელენას ნაამბობი ამბავი ამომიტივტივდა.
- მე რატომ არაფერი ვიცი ამის შესახებ?
- ეს შენს დაბადებამდე მოხდა.
- რა ერქვა იმ ქალს?
- ელენა ბაბლუანი.
- რა ირონიაა. - ფეხზე წამოვიჭერი და ოთახში წინ და უკან სიარულს მოვყები.
- რატომ?
- ეს ამბავი უკვე მოვისმინე. კაცი რომლის სხეულშიც მე ვცხოვრობ სწორედ ელენა ბაბლუანის შვილიშვილის ქმარია. რა იყო ამ ორ ოჯახს ერთამანეთთან წყევლა აკავშირებთ? - ბრაზით მოვმუშტე ხელები და ფანჯრის რაფას დავეყრდენი.
- ხელმეორედ დაიბადე. ამას მიზეზი ექნება. - მხარზე მისი შეხება ვიგრძენი და სხეულიც ნორმალურ მდგომარეობას დაუბრუნდა.
- მეტრეველი უნდა გავანადგურო, ზუსტად ისე როგორც მან მე! - ზიზღით გამოვცერი კბილებში, ნინოს ხელები საკუთარში მოვიქციე და ტუჩებით ნაზად შევეხე.
- შურისძიებას კარგი არავისთვის მოუტანია.
- მე მიყვარდა ის.
- მასაც უყვარდი.
- კარგი რა. - დედის სხეულს მოვშორდი, სასმლის ჭიქას ხელი დავალე და სულმოუთქმელად გადავკარი მყრალი სითხე.
- მე ვნახე როგორ განიცადა შენი სიკვდილი, ამას ვერ ითამაშებდა.
- ის მეტრეველია, ის კარგი მსახიობი და ნაბი/ვარი მამის ღირსეული მემკვიდრეა.
- ვატო.
- ვატო მოკვდა, მე გიორგი ვარ, გიორგი კორინთელი. ძნელი დასაჯერებელია მაგრამ აქ ვარ და ყველაფერს დავიბრუნებ რაც დავკარგე. გპირდები. - საკუთარი ხმის ადრენალინი უკვე აღგზნებაში გადამივიდა. მოულოდნელად მისი ხელები ვიგრძენი მაჯაზე, აცრემლებული თვალები მომაპყრო და ყბა საგრძნობლად აუთამაშდა. - აღარ მითხრა რომ მას ვუყვარდი.
- არის რაღაც რაც უნდა იცოდე.
- დედა.
- მომისმინე.
- არა, მორჩა, მისი სახელი აღარ მიხსენო. აღარსოდეს! - ძნელი სათქემლია უნდოდა თუ არა ნინოს გაჩუმება მაგრამ ჩემს თხოვნას რომ დაჰყვა და გაჩუმდა ფაქტი იყო, დიდხანს ვისხედით მისაღებში, ინტერესით, თავლცრემლიანი ისმენდა ჩემს მონათხრობს, როდესაც დაგეგმილი ხანძრის შესახებ მოვუყევი მწარედ აქვითინდა, დიდი დრო დამჭირდა მის დასამშვიდებლად. გვიანობამდე შემოვრჩი. ბოლოს იმ იმედით დავემშვიდობე რომ ძალიან მალე ერთად ვიცხოვრებდით მთავარი იყო ჩემს შესახებ არავისთვის მოეთხრო რაზეც უპრობლემოდ დამთანხმა. გამოსვლისას მთელი სახე დამიკოცნა, გულში ძლიერად ჩამიკრა დამლოცა და წარმატება მისურვა. სხვანაირად დამუხტული მივაბიჯებდი ქუჩაში, ადრენალინს ვგრძნობდი, ახალი ცხოვრების იდეალურ დასაწყის. საბას შეტყობინება გავუგზავნე და ვუთხარი რომ დამაგვიანდებოდა, საყვარელ, მონატრებულ კლუბს მივაშურე. მიძინებულ ქალაქს ნელი სვლით მივაპობდი, უკან მოტოვებულ ბავშობისდროინელი მოგონებების დაიგნორებას წარმატებით ვახერხებ. დედის ნახვით შედეგად მოხსნილი სიმძიმე ღიმილს მგვრის. გზის პირას აციმციმებული ფერადი განათება საყვარელ ღამის კლუბთან მიახლოებას მამცნობს, წამებში მოედო ჩემს სხეულს მუსიკის ჰანგებით გამოწვეული სასიამოვნო ნირვანა, დარბაზში მოცეკვავე წყვილებს ღიმილით მოვავლე მზერა, სიგარეტის ბურუსში ჩაფლული ჰორიზონტი ინტუიციით გავარღვიე, ბართან ჩამოვჯექი და ვისკი შევუკვეთე. მორთმეული შხამი ნება-ნება მოვსვი, ისევ მოცეკვავეებს მივუბრუნდი და თვალებით ღამის ნადავლის ძიებას შევუდექი. შორეული კუთხიდან დაჟინებული მზერა ისე რეალური იყო, მაიძულა იქეთ გამეხედა საიდანაც ურცხვი თვალები მიცქერდნენ, წამით შავ მოკლე სარაფანში გამოწყობილ სასურველ სხეულს შევავლე მზერა, ფეხებიდან ღიმილით გადავიტანე მზერა მის მკერდზე, შემდეგ უფრო ზემოთ, მოშიშვლებულ ყელზე, სურვილით აკანკალებული ქვედა ტუჩი და თვალები, წყეული ჭაობისფერი თვალები. ვიგრძენი როგორ მომეყინა ხელის თითები და ვისკის მუცელგაბერილ ჭიქას გონს მოსასვლელად მთელი ძალით მოვუჭირე ორივე ხელი. სხეულში დავლილი ვნება გონებაში შემიძვრა და ავისმომასწავებელი წითელი ნათურაც გულისწამღებად აწრიპინდა, თვალები ძლიერად დავაჭირე ერთმანეთს და როდესაც გავახილე ისევ მის წყეულ თვალებს შევეფეთე, ეს უკანასკნელი ურცხვად აფათურებდა ჩემს გონებაში ხელებს და საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებული გულში უკვე ზეიმობდა. ვისკის ჭიქა ზევით ავწიე და მივანიშნე რომ მის სადღეგრძელოს ვსვამდი. საპასუხოდ მანაც ჭიქა ასწია და ნარნარით მოსვა სასმელი.
გვიანობამდე მივეძალე სასმელს, რამდენიმე მეგობართან ერთად კლუბის ყველაზე ბნელ წერტილში განთავსებულ მაგიდასთან მოკალაბულ მეტრეველს თითქოს არც ახსოვდა ჩემი იქ ყოფნა, თითქოს მწყინდა კიდეც მისი უყურადღებობა. რამდენჯერმე გადააწყდა ჩვენი თვალები ერთმენეთს, სულ ეს იყო. ჩემს უბეს მოწადინებული რამდენიმე ქალი უარით გავისტუმრე და სასმლით გაბრუებული მხოლოდ მოცეკვავეების უაზრო მიხვრა-მოხვრის ცქერით დავკავდი. ხასიათი საგრძნობლად გამიფუჭდა, სისხლი მიდუღდა, გონებაში გაჩაღებული ომი კი გულ-მუცელს მიწვავდა. კიდევ ერთი ღერი სიგარეტი მოვიქციე ტუჩებს შორის, მოვუკიდე და ისევ ბნელ წერტილში დავიწყე მეტრეველის სილუეტის ძიება, ამაოდ, გულმა უცნაურად დამიწყო ძგერა, იმედგაცრუებული ის იყო მის მოულოდნელად წასვლას უნდა შევგუებოდი დარბაზის შუაგულში მოცეკვავე მაღალმა ფეხებმა რომ მიიპყრო ჩემი ყურადღება, მუხლს საკმაოდ აცდენილი კაბა მადისაღმძვრელად რომ შემოტმასნოდა სავსე თეძოებზე. მოხსნილი კაბის ზურგიდან გამოჩენილი ლარივით დაჭიმული სხეული პირდაპირ მთხოვდა რომ მის კანზე ჩემი ალერსის კვალი დამეტოვებინა. სხეულს იმდენად არაამქვეყნიურად არხევდა როგორი არამიწიერი ვიზუალიც ჰქონდა. სისხლი გამეყინა, გამშრალი ყელი ვისკით გავისველე და გახშირებული სუნთქვის გამო საკუთარ თავს დავცინე. მეტრეველის მკლავები პარტნიორის ყელზე ნაზად იყო შემოხვეული და ყბის ძვლები დამეჭიმა მისი სიახლოვით აღგზნებული მამაკაცის დანახვის გამო, მისი ბინძური ხელების დამტვრევა მომინდა დაუკითხავად რომ დასრიალებდა მეტრეველის მოშიშველბულ ზურგსა და მკვრივ უკანალზე, კიდევ ერთი ყლუპი მოვსვი და თავის ხელში აყვანას შევეცადე მოულოდენლად ჩემსკენ შემობრუნებული მეტრეველის ამღვრეულ თვალებს რომ შევეფეთე, ურცხვად გამისწორა ჭაობისფერი თვალები, სავსე ბაგეებზე ასახული ღიმილი ჭკუიდან მშლიდა, თითქოს ჩემს გასაღიზიანებლად ახლა ზურგით აკროდა პარტნიორის მკერდს, ვერ ვხედავდი მაგრამ ვგრძნობდი მის უკანალს მიბჯენილი მამაკაცის ერექ/იას.
-ამის დედაც. - შევუბღვირე საკუთარ თავს და სიგარეტს ღრმად მოვქაჩე. მის ზურგზე აკრულ მამაკაცზე ისე ააცოცა მკლავები ჩემთვის თვალი არ მოუშორებია, მის ყოველ შეხებას ღიმილით ხვდებოდა მაგრამ მზერა ისევ ჩემზე შერჩენოდა. მამაკაცის ხელები დავინახე მის შიშველ ფეხზე და ასრიალებული თითების შედეგად ისედაც მოკლე კაბა კიდევ უფრო მაღლა აუვიდა მეტრეველს. მუჭები მხოლოდ იმისთვის შევკარი რომ ბრაზი მომეთოკა, საპასუხოდ კი ნენეს სწრაფი მოძრაობა, პარტნიორის პერანგს ჩაფრენილი თითები და ნაბიჭვრის ენა მის პირში. - ჯანდაბა, მოვკლავ. - თვალები დავხუჭე და სხეულში დავლილი სიგიჟის განდევნას ღრმა ამოსუნთქვით შევეცადე. გამეცინა. - ამის დედაც "deja vu" მაქვს. - გაოფლილი ხელის გულები ძლიერად მოვმუშტე, დაჭიმიმული ყბის ძვლები ოდნავ მოვადუნე და თავს დამშვიდება ვაიძულე. მზერა მოვწყვიტე მოცეკვავე მეტრეველს, ზურგი ვაქციე და ბარისკენ შევბრუნდი, რამდენიმე ჭიქა ვისკი გამოვცალე და ის იყო კიდევ ერთი ჭიქა უნდა დამელია ნაცნობი ხმა რომ გაჟღერდა ჩემს ყურთან.
- მითვალთვალებ? - ვნებით გაჯერებული ხმით ამოიჩურჩულა და სახე უფრო ახლოს მომიტანა. მისგან წამოსული ლავანდის სურნელის გამო სუნთქვა შემეკრა, ისე მომინდა ამ მომენტში მის გიშერივით შავ თმებში ჩემი თითები მეგრძნო, ჩემს მკლავებში აკვნესებულის ხმა გამეგო, თითქოს ფიქრებს მიმიხვდა, ღიმილით ამათვალიერა.
- შემიძლია იგივე გითხრა.
- მე წლებია ამ კლუბს ვსტრუმრობ, შენ კი დანამდვილებით შემიძლია ვთქვა რომ აქ პირველად ხარ.
- ასეთი დარწმუნებულიც ნუ იქნები. - ღიმილით ავწიე ჭიქა და სასმელი მოვსვი.
- რატომ არ მტოვებს ის შეგრძნება რომ ადრეც შევხვედრილვართ?
- არ ვიცი, თუმცა ახლა ფაქტია ამ საუბრით ჩემს შებმას ცდილობ, დაგაგვიანდა. - გავიღიმე და მზერა მისი სახიდან მკერდისკენ გადავანაცვლე.
- საკუთარ თავში დარწმუნებული ხარ.
- და რატომ არ უნდა ვიყო?
- აღიარე.
- რა?
- რომ გინდივარ. - ღიმილმა გაუპო მეტრეველს ბაგე და ქვედა ტუჩს ოდნავ შეეხო კბილებით.
- მგონი შენ გინდივარ. კომპანიის წინა მფლობელიც ასე შეაბი? - ჩემს მიერ მოულოდნელად დასმული კითხვის გამო სახე ეცვალა მეტრეველს.
- არ გაბედო და მისი სახელი აღარასოდეს ახსენო. - კბილებში გამოსცრა ნენემ და წასვლა დააპირა, მოულოდნელად მის მაჯაზე ჩაფრენილმა ჩემმა ხელმა შეაჩერა და თავის შესაკავაბელად ჩემსკენ შემობრუნებული მთელი ძალით ამეკრო სხეულზე. თავის შესანარჩუნებლად ორივე ხელით ჩემს გულს მოეყრდნო და მზერა ამარიდა.
- ბოდიში. - ამოვიჩურჩულე მის ყურთან და კიდევ უფრო ღრმად შევისუნთქე მისი სურნელი.
- ვისკზე უარს არ ვიტყოდი.
- და შენი მეგობარი არ გაბრაზდება?
- მომავალ კოლეგასთან ჭიქა ვისკის გამო?
- იცი რომ თვალებით ახლაც ომს მიცხადებს?
- იქნებ იმიტომ რომ ჩემ სხეულს ზედმეტად ძლიერად ხარ მოხვეული. - გამიღიმა და ქვედა ტუჩს ნერვულად ჩააფრინდა კბილებით.
- მის ადგილზე ყოფნას არ ვისურვებდი. - ხელი ვუშვი ნენეს სხეულს და ბარისკენ მივუთითე დასაჯდომად. მორჩილად დამყვა, მისთვის ვისკი შევუკვეთე, მოხდენილად დაავლო ჭიქას ხელი და ნება-ნება მოსვა სასმელი.
ორი ჭიქა ვისკი გვექნებოდა მხოლოდ მირთმეული მეტრეველს რომ თავისი სატრფო წამოადგა თავზე, მხარზე ხელი მოხვია და ხმაურით აკოცა ლოყაზე.
- წასვლის დროა ნენე.
- ეს გიორგია. - ჩემი თავი წარუდგინა მეტრეველმა მეგობარს. - საკმაოდ წარმატებული ადვოკატი, ჩემი მომავალი კოლეგა და ვფიქრობ შესანიშნავი პარტნიორიც. - ბოლო სიტყვას ხაზი გაუსვა ნენემ რაც ძალიან მესიამოვნა.
- სასიამოვნოა. - ხელი ძლიერად ჩამომართვა უცნობმა და ხელის გულის გავლით ვიგრძენი თვალებანთებულს ერთი სული რომ ჰქონდა ჩემთვის ყელი გამოეჭრა. - წავიდეთ. - ისევ ნენეს მიუბრუნდა ლევანი.
- თქვენ წადით. - ისე ამოილაპარაკა ჩემთვის თვალი არ მოუშორებია, გამეღიმა და სასმლის ჭიქა კმაყოფილმა შევათამაშე თითებში.
- ნენე.
- ჯერ რაღაც საკითხები მაქვს გიორგისთან გასავლელი. წადით. - მის ნიკაპს თითები ჩაავლო ქალმა და ვნებით აკოცა ტუჩებზე.
- დარწმუნებული ხარ?
- კი. - ამჯერად მხოლოდ ღიმილი აჩუქა პარტნიორს, ლევანმა საჩვენებელი და შუა თითი თვალებთან მიიტანა მერე კი ჩემსკენ გამოიშვირა, საპასუხოდ მხოლოდ ჭიქა ავწიე და თვალი ჩავუკარი. მიმავალს თვალი გავაყოლე და როცა თვალს მოეფარა მხოლოდ ამის შემდეგ მივუბრუნდი ნენეს.
- არ გეწყინოს მაგრამ შენი შეყვარებული მაგარი ყ/ეა.
- ვინ გითხრა რომ ჩემი შეყვარებულია?
- აბა უცნობის პირში ენის ტრიალი შენი ჰობია?
- ყველა ქალი ვისაც ჟი/ავ შენი შეყვარებულია? - ნიშნის მოგებით მომიგო, თითებიდან მოკიდებულო სიგარეტი ამართვა და ერთი ნაფაზი მოქაჩა.
- არ ვიცოდი თუ ეწეოდი.
- არც ვეწევი. - მზერა მომაპყრო და წამით დადუმდა, უცნაურმა სიცივემ მოიცვა მისი მწვანე თვალები. - ზუსტად ვიცი რომ ეს თვალები სადღაც უკვე მინახავს.
- შესაძლოა. - მზერა ავარიდე და სასმლის ჭიქაზე გადავიტანე მთელი ყურადღება.
- ოდესმე გყვარებია?
- კი.
- მერე როგორ დასრულდა შენი სიყვარულის ისტორია?
- გამომიყენა და მიმაგდო. - გავუღიმე და ამღვრეულ თვალებში ჩავხედე, ცრემლიანი გუგების გავლით მათში დამალული რეალობის დანახვა მინდოდა მაგრამ ვერ შევძელი.
- ერთხელ მეც ვიყავი შეყვარებული. - სასმელი აშკარად მოკიდებოდა მეტრეველს, ნელა საუბრობდა, ნაწყვეტ-ნაწყვეტ. შეუვალი ხასიათი სადღაც გამქრალიყო და მის ნაცვლად გულნატკენი ქალის ხმა წყდებობა სასურველ ბაგეებს.
- მერე როგორ დასრულდა შენი სიყვარული.
- დაიღუპა. - მორიდებით შეიმშრალა თვალს დაუკითხავად მოწყვეტილი ცრემლი, ოდნავ გაიღიმა და წამოდგა. წაბარბაცდა და რომ არ დაცემულიყო ჩემ მხარს მთელი ძალით დაეყრდნო. ვერ გავიაზრე როგორ აღმოჩნდა ჩემი ხელები მის წელზე და ახლა უკვე ჩემს გულზე აკრულს, გამალებით რომ უცემდა გული და სასმლით გონებაც არეოდა კიდევ უფრო სასურველი მეჩვენა ვიდრე ოდესმე, სასაცილოდ დაბრიცა ტუჩები და ქვემოდ ამომხედა. - მისი თვალები გაქვს. - ჩემს გულზე მიასვენა თავი და თვალები დახუჭა.
- ბედბიერი კაცი იქნებოდა ვინც გიყვარდა. - ტუჩები გაუაზრებლად შევახე შუბლზე, თითებით ნაზად ავუწიე სახე და მზერა მის გაბუსხულ, ტირილისთვის გამზადებულ ტუჩებზე გამიშეშდა.
- არ დასცალდა. - ამოიჩურჩულა და ცრემლებიც მოაყოლა.
- ჯანდაბა. ნუ ტირი გთხოვ. - ძლიერად მოვხვიე ხელები და მჭიდროდ ავიკარი სხეულზე. დრო გაჩერდა, სამყარომ ბრუნვა შეწყვიტა, ირგვლივ გამეფებული მუსუკა უკვე ძალიან შორიდან მესმოდა, მხოლოდ ნენეს გულის ცემის მელოდიას ვუსმენდი, მელოდიას რომელიც გულ-მუცელს მიწვავდა, გონებას მიწამლავდა და სულს მიხუთავდა. აღიარება არ მინდოდა მაგრამ ზუსტად ამ მომენტში მთელი სიცხადით ვიგრძენი რომ ეს ქალი ამ ქვეყნად ყველაზე მეტად მიყვარდა. - სახლში წაგიყვან.
- კარგი. - ორაზროვანი იყო მეტრეველის სახეზე ასახული ღიმილი.
- რა იყო?
- არაფერი. ტაქსი გამიჩერე თვითონ წავალ. - ისევ ის მედიდური იერი და წამებში გარდაქმნილი მეტრეველი.
- შენში რამდენი ქალი ცხოვრობს ნენე?
- ზუსტად იმდენი რამდენი ვარსკვლავიც ანათებს ცაზე. - გამიღიმა, ჩემი მკლავებისგან თავი გაითავისუფლა და გასასვლელისკენ დაიძრა, სასმლის თანხა გადავიხადე და უკან ავედევნე. გარეთ გამოსულმა წამით გარემოს მოვავლე თვალი, ვერსად შევნიშნე, ირონიულად გამეღიმა და ის იყო მის გაუჩინარებას უნდა შევგუებოდი, მაჯაში რომ ვიღაც ჩამაფრინდა, ინერციით გადავდგი რამდენიმე ნაბიჯი და ჩემსა და კედელს შორის მოქცეული აკანკალებული მეტრეველის დანახვის გამო ტანში სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა. ოდნავ გახსნილი ბაგეებიდან მძიმე სუნთქვა ამოსდიოდა, მოშიშვლებული ყელი პორდაპირ მიწვევდა, ვგრძნობდი როგორ მსურდა ეს ქალი და ამის გამო საკუთარ თავზე ბრაზი მომდიოდა, გონებაში გაჩაღებულ ომს ისევ მეტრეველმა მოუღო ბოლო, სწრაფად ჩამაფრინდა პერანგის საყელოზე და ვნებით დამაცხრა ტუჩებზე. გული გაჩერდა... უბრალოდ ყოველგვარი ზედმეტი ახსნის გარეშე გაჩერდა. არ ვიცი რამდენ ხანს გაგრძელდა ეს კოცნა მხოლოდ ის ვიცი, მოულოდნელად რომ გაჩერდა, შეშინებული თვალები მომაპყრო, ჭაობისფერთვალებში ჩაბუდებულ შიშს ერთიანად ასხივებდა, ყბა უთრთოდა, ხელის მსუბუქი მოძრაობით მომიშორა, ტროტუარისკენ გაიქცა, ტაქსი გააჩერა და იქაურობას გაეცალა.