არფა და ორფევსი 11.

03.2012 ზ.ნ.
დარბაზი, სიბნელე. არფა და ორფევსი. წვიმის სანაპირო.
ღრუბლების სონატა, სკამი ერთადერთი, გიჟი დირიჟორი.
ჩემი ყურთასმენა მინდა, დირიჟორის ჯოხით ვანადირო,
ახლოა და არ ჩანს ჩემი დედამიწა და ნაპირი შორი.
მე ვზივარ იმ სკამზე! ირგვლივ წკრიალია. მუსიკა არფასი.
გარშემო არავინ, გარშემო არავინ! სინათლის ფობია!...
ბნელა, დუმილეთი. თუ არა? ღრიალებს და ბრწყინავს დარბაზი,
ყველა იმედები, ყველა სტრიქონები ირგვლივ ისპობიან!
ველოდი სიმშვიდეს, ველოდი ტკბილ ღამეს, ველოდი განთიადს,
მაგრამ არ არიან!... თავში შერყეული მრევლის ცრემლებია...
ხრიალებს რიჟრაჟი, დარბაზში წყვდიადის მწვერვალი ანთია,
ვდგავარ ცეცხლის წრეში, ირგვლივ დემონები ცეკვით მევლებიან!

არფა და ორფევსი    11.03.2012      ზ.ნ. - 488094342416
არფა და ორფევსი    11.03.2012      ზ.ნ. - 488094325776
არფა და ორფევსი    11.03.2012      ზ.ნ. - 488094313744
არფა და ორფევსი    11.03.2012      ზ.ნ. - 488094289168
არფა და ორფევსი    11.03.2012      ზ.ნ. - 488094281488
არფა და ორფევსი    11.03.2012      ზ.ნ. - 488094273296
არფა და ორფევსი    11.03.2012      ზ.ნ. - 488094267408

Комментарии

  • 22 дек 2012 16:37

    არფა და ორფევსი    11.03.2012      ზ.ნ.


    დარბაზი, სიბნელე.

    არფა და ორფევსი. წვიმის სანაპირო.

    ღრუბლების სონატა,

    სკამი ერთადერთი, გიჟი დირიჟორი.

    ჩემი ყურთასმენა

    მინდა, დირიჟორის ჯოხით ვანადირო,

    ახლოა და არ ჩანს

    ჩემი დედამიწა და ნაპირი შორი.


    მე ვზივარ იმ სკამზე!

    ირგვლივ წკრიალია. მუსიკა არფასი.

    გარშემო არავინ,

    გარშემო არავინ! სინათლის ფობია!...

    ბნელა, დუმილეთი.

    თუ არა? ღრიალებს და ბრწყინავს დარბაზი,

    ყველა იმედები,

    ყველა სტრიქონები ირგვლივ ისპობიან!


    ველოდი სიმშვიდეს,

    ველოდი ტკბილ ღამეს, ველოდი განთიადს,

    მაგრამ არ არიან!...  

    თავში შერყეული მრევლის ცრემლებია...

    ხრიალებს რიჟრაჟი,

    დარბაზში წყვდიადის მწვერვალი ანთია,

    ვდგავარ ცეცხლის წრეში,

    ირგვლივ დემონები ცეკვით მევლებიან!

  • Комментарий удалён.