არაკაცები 12.

10.2013.
ჭერიდან წვეთავს, მღვრიე წვიმით ივსება სათლი
და ტიტველ ტერფებს სიღატაკის ამტვრევს კომბალი,
ოდესმე ღმერთის ბასრი ცული კეტებად დათლის
უსამართლობას და შიმშილი ძირგამომპალი
ჩაიჩეხება ხევში, სადაც მზე ძლივსღა იქნევს
ხელებს და ხრავენ კუნძს ჭიები და გდია ჩონჩხი,
მაგრამ ბოროტი ამოვიცნოთ იმ ძვლებში იქნებ,
უფსკრულში, სადაც მოსაწყენი იშლება კონცხი.
მაგრამ, რა გითხრათ არაკაცნო, ასე არიფებს,
იძვრის მიწა და აფთრებივით ქირქილებთ როცა,
თქვენთან დგომა და თქვენთან სუნთქვაც კი მაღარიბებს
და ჩემს სახეზე უარყოფა სურვილებს ხოცავს.
გადმოგარწყიეს ეშმაკებმა შობისას ალბათ,
ღორიშვილებო, დაგიდიათ ჭიპზე ღიპები!
თქვენს საფლავებში იკანკალებთ სულებით დამპალ,
რადგან ჩემს კალამს იქ მოგნებაც ხელეწიფების!...
ზვიად ნეფარიძე

Комментарии

  • 13 окт 2013 11:24
    (L)"tqventan dgoma da tqventan suntqvac ki magaribebs"(L)  esec momewona ra tqma unda!(fr)(Y)
  • 13 окт 2013 13:34
    (Y)(Y)(Y)(Y)(Y)(Y)(Y)(Y)(Y)(Y)(Y)(Y)(Y)(Y)(Y)(Y)(Y)(Y)(Y)(Y)(Y)(Y)(Y)(Y)(Y)(Y)(Y)(Y)(Y)
  • 13 окт 2013 14:12

    (Y)(Y)(Y)(Y)(Y)(Y)(Y)(Y)(Y)(Y)(Y)(Y)(Y)(L)(K)

  • 14 окт 2013 12:58

    სათლი ведго-ს ქართული შესატყვისია,  ჰო, ხელეწიფების უნდა იყოს.

  • 21 дек 2013 14:10
    თქვენთან დგომა და თქვენთან სუნთქვაც კი მაღარიბებს
    და ჩემს სახეზე უარყოფა სურვილებს ხოცავს.

    გადმოგარწყიეს ეშმაკებმა შობისას ალბათ,
    ღორიშვილებო, დაგიდიათ ჭიპზე ღიპები!
    თქვენს საფლავებში იკანკალეთ სულებით დამპალ,
    რადგან ჩემს კალამს იქ მოგნებაც ხელეწიფების!..
    genialuriaa
  • 29 апр 2015 14:46

    არაკაცები                                                          12.10.2013.


    ჭერიდან წვეთავს, მღვრიე წვიმით ივსება სათლი

    და ტიტველ ტერფებს სიღატაკის ამტვრევს კომბალი,

    ოდესმე ღმერთის ბასრი ცული კეტებად დათლის

    უსამართლობას და შიმშილი ძირგამომპალი


    ჩაიჩეხება ხევში, სადაც მზე ძლივსღა იქნევს

    ხელებს და ხრავენ კუნძს ჭიები და გდია ჩონჩხი,

    მაგრამ ბოროტი ამოვიცნოთ იმ ძვლებში იქნებ,

    უფსკრულში, სადაც მოსაწყენი იშლება კონცხი.


    მაგრამ, რა გითხრათ არაკაცნო, ასე არიფებს,

    იძვრის მიწა და აფთრებივით ქირქილებთ როცა,

    თქვენთან დგომა და თქვენთან სუნთქვაც კი მაღარიბებს

    და ჩემს სახეზე უარყოფა სურვილებს ხოცავს.


    გადმოგარწყიეს ეშმაკებმა შობისას ალბათ,

    ღორიშვილებო, დაგიდიათ ჭიპზე ღიპები!

    თქვენს საფლავებში იკანკალეთ სულებით დამპალ,

    რადგან ჩემს კალამს იქ მოგნებაც ხელეწიფების!...

    ზვიად მეფარე

  • 21 мая 2016 16:06
    Фотография