მეწამული ტოტები 10.

09.2016.
აიტოტა შავ ღრუბლებში მეწამული ტოტები და
ირგვლივ გახდა უხილავი ყოველი და ყველა,
გამოსჭვივის წყევლა-კრულვა ჯოჯოხეთის გოდებიდან
და ასვენებს აღარავის განწირული ხველა.
აქ არ არის გმირი ომის, გმირი შრომის, გმირი სუფრის,
ყრიან მხოლოდ დასჯილები მყრალი სულის გამო,
შემოტეხეს ყრუ კედლები ბრმა ლოცვებმა ჭირისუფლის,
იცლები და კვლავ ივსები დაშხამულო ჯამო...
ტალახიან მდინარეში ბანაობენ, მაგრამ არ აქვს
გარდაცვლილ სულს არასოდეს განწმენდილის შვება,
ცხელი წყლები არ გავს ენგურს, ჭოროხს, იორს, არღუნს, არაგვს
და წყვდიადიც მხოლოდ ტანჯვის შავ ლეგენდებს ყვება.
გვითხრა ღმერთმა, რომ იყოფა ყოფა ორად: მიწის და ცის,
ან გეენის, სადაც იწვის სული, ქრება ხორცი,
გავხდეთ წევრი სამუდამო, ზეციური, ლურჯი დასის,
ავაყვავებთ სადაც სულის და სხეულის ქორწილს!
ზვიად მეფარე

Комментарии

Комментариев нет.