შორს მიწიდან 15.

09.2016.
გადავიჩეხე ხევში კინაღამ!
რეალობასთან ვერ ვიტან კავშირს,
მე ერთხელ ნანახს მუდამ ვინახავ
ლექსებში, სულში, გულში და თავში.
მარადიული ყოფა მაბოდებს;
ძალიან შორს ვარ ალბათ, მიწიდან,
აზრი მოასკდა ღრმა კალაპოტებს
და უჯრედებში შემოიზიდა.
აზრის სიჩქარე, სხივებს რომ ასწრებს,
უძველეს კლდეზე კიდია ჯაჭვით...
სიტყვებით ვაგებ მწვანე მონასტრებს
და შავ სასახლეს! არ გინდათ? დაწვით.
ზვიად მეფარე

Комментарии

  • 14 апр 2017 14:18
    შორს მიწიდან 15.09.2016.

    გადავიჩეხე ხევში კინაღამ!
    რეალობასთან ვერ ვიტან კავშირს,
    მე ერთხელ ნანახს მუდამ ვინახავ
    ლექსებში, სულში, გულში და თავში.

    მარადიული ყოფა მაბოდებს;
    ძალიან შორს ვარ ალბათ, მიწიდან,
    აზრი მოასკდა მა კალაპოტებს
    და უჯრედებში შემოიზიდა.

    აზრის სიჩქარე, სხივებს რომ ასწრებს,
    უძველეს კლდეზე კიდია ჯაჭვით...
    სიტყვებით ვაგებ მწვანე მონასტრებს
    და შავ სასახლეს! არ გინდათ? დაწვით.

    ზვიად მეფარე