არა აბორტს

❌❌❌❕❕❌
ამიკრძალე სიყვარულით დაბადება,
და სიცივე მომისაჯე თოთო სხეულს.
ჩემი სული ემზადება აღსარებად.
ცოდვა ის მაქვს შენი გული რომ ვერ მენდო.
შენთან რატომ არ მომიშვი ვეღარ გკითხავ.
მეც ხომ მსურდა ჩემს მშობელთან სიახლოვე.
მაგრამ არსად არასოდეს განგიკითხავ,
სიცოცლხემდე რომ სიკვდილთან მიმატოვე.
მიმატოვე დასაჩეხად საგნებისთვის,
უსარგებლო ნივთებიც კი დააფასე.
შენ არ იცი რამხელაა ეს ყველასთვის,
თავის შვილი რომ სამყაროს ულამაზებს.
მაგრამ ზემოთ როცა ვნახავ ჩემნაირებს,
მოვუყვები დედის სითბოს სიძლიერეს.
ვეცდები და გავამართლებ შენს საქციელს,
რომ მიზეზით ვითომ ჩემთვის გამისუტმრე.
ჩემს გაჩენას დაარქმევდნენ ათას სახელს,
თუ გამზრდიდი ხალხის ზიზღი დაგვფარავდა.
და ტყუილით ვუპასუხოთ სინამდვილეს,
მაგრამ მაინც შენი სითბო მე დამაკლდა

Комментарии