როგორ ვიქნები _ სიცივეა,ყინვა თარეშობს.

ხანდახან წვიმაც გამეტებით სარკმელს ასკდება.
ვეღარც ვხედავ და გეფიცები სმენაც დამეხშო.
დარდი ისედაც არ მაკლდა და გამიასკეცდა.
პულსი კარგი მაქვს.გადარჩენის იმედს იძლევა,
რომ შემომხედავ ,სულ
არ ვგავარ თითქოს ავადმყოფს,
მაგრამ თანდათან შევიშლები და შეიძლება,
მალე სიცოცხლის ნიშანწყალიც აღარ დამეტყოს.
უნდა დაბრუნდე.აქ ჰაერიც გამოილია.
მხოლოდ ღრიჭოდან იპარება სახლში სინათლე.
რა ვქნა,ვკვდები და უშენობა არ შემიძლია.
აი ,ეს არის ერთადერთი ახლა სიმართლე.
თ/ჭ

Комментарии

Комментариев нет.