ალბათ შევიცვალე,

წლებიც მომემატა,
თმისაც შევიცვალე ფერი,
ალბათ გემოვნებაც ცოტა გამიმკაცრდა -
- ახლა სისადავე მშვენის...
ახლა ძველებურად აღარ ვიბუტები,
არც მსურს ამიტაცონ ხელში,
როცა სულში წვიმს და
როცა ავდარია,
ვხვდები -
- მეც ბევრ რამეს ვხვდები...
ახლა ხასიათიც ალბათ შემეცვალა,
ახლა ვერ ვტყუვდები ბევრ გზის,
უკვე გავიზუთხე ყველა ნიღბის კითხვა,
ყველას მივუტევე თმენით...
ზოგი დამეკარგა, ზოგსაც დავეკარგე,
გულით ახლობლებთან ვრჩები,
ყალბი მეგობრებიც გზა-გზა დაიფანტნენ,
ამას დრო გადის და ვხვდები.
ვხვდები,
რომ ყოველდღე უნდა გაიზარდო,
უნდა გაიშალო მხრებში,
თუ კი ასჯერ გზაში სადღაც ჩაიმუხლე,
მაშინ ასმეერთედ დგები...
...............................
ალბათ შევიცვალე,
წლებიც მომემატა,
ხშირად საკუთარ თავს ვებრძვი,
არ ღირს ნერვების შლად თურმე წვრილმანები,
როცა უფალი გყავს გვერდით...
დიკა სალაყაია

Комментарии