მამადაკარგულს მწიხლავს სოფელი. მკვლელი ილიას ბერბიჭაშვილი. და ქრისტეს რჯულის უარმყოფელი. არც ღმერთი ვიცი ლაჩრად ვიქეცი. მოღალატე ვარ ტაძრის მნგრეველი. მკვლელად და ფლიდად გადავიქეცი. სისხლისმსმელი და ჯვარის მტვრეველი. შადიმანი ვარ დედოფლის მკვლელი, მოძმის მოძულე ძმა ვარ ძიძია. საფარბეგობას გადაჩვეული, თითქოს განგებამ შური იძია. მაგრამ ვიცი რომ,არაგველი ვარ, ცხრა ძმიდან ერთი ვარ მეომარი. ლურჯა ცხენებზე შემოჩვეული. ტატოს მოკეთე და მეგობარი. აფხაზეთი ვარ და საინგილო. მაჩაბლის მიწის მტანჯავს ტკივილი. ტაოდან კლარჯეთს გადახვეწილი. დაობლებული სისხლის ყივილი. ვაჟას შვილი ვარ ხმელი წიფელი. მთაწმინდის მთვარის ველი დადგომას, რჩეულიშვილის ალავერდობის, და ფიროსმანის ვეტრფი აღდგომას. ანტონ გაგუა
♥ დააბრუნეთ სიყვარული დედამიწაზე ♥
:ბუსა ♥️
დომენიკო ვარ უძღები შვილი,
მამადაკარგულს მწიხლავს სოფელი.
მკვლელი ილიას ბერბიჭაშვილი.
და ქრისტეს რჯულის უარმყოფელი.
არც ღმერთი ვიცი ლაჩრად ვიქეცი.
მოღალატე ვარ ტაძრის მნგრეველი.
მკვლელად და ფლიდად გადავიქეცი.
სისხლისმსმელი და ჯვარის მტვრეველი.
შადიმანი ვარ დედოფლის მკვლელი,
მოძმის მოძულე ძმა ვარ ძიძია.
საფარბეგობას გადაჩვეული,
თითქოს განგებამ შური იძია.
მაგრამ ვიცი რომ,არაგველი ვარ,
ცხრა ძმიდან ერთი ვარ მეომარი.
ლურჯა ცხენებზე შემოჩვეული.
ტატოს მოკეთე და მეგობარი.
აფხაზეთი ვარ და საინგილო.
მაჩაბლის მიწის მტანჯავს ტკივილი.
ტაოდან კლარჯეთს გადახვეწილი.
დაობლებული სისხლის ყივილი.
ვაჟას შვილი ვარ ხმელი წიფელი.
მთაწმინდის მთვარის ველი დადგომას,
რჩეულიშვილის ალავერდობის,
და ფიროსმანის ვეტრფი აღდგომას.
ანტონ გაგუა