დღეს არის ცხრა ძმა ხერხეულიძის, მათი დედის და დის ხსენება ცხრა ათას მარაბდელთან ერთად.

გილოცავთ, ყველას შეგეწიოთ მათი მადლი. ჩვენ გურჯაანის რ-ნის სოფელ კალაურში გასულ წელს, ამ დღეს დავაწესეთ და ვიზეიმეთ ქართველი დედის დღე, რადგან მიგვაჩნია, რომ სწორედ ცხრა ძმა ხერხეულიძის დედაა ქართველი დედის სახე, თანაც აგვისტო მარიამობის თვეა და დედა ღვთისა კი მთელი საქართველოს დედაა. სწორედ ამ დღეს უნდა დღესასწაულობდეს ქართველი ერი დედის დღეს და არა 3 მარტს. დღეს უკვე მეორედ მივულოცეთ ჩვენს დედებს. ასე, რომ კალაურელნი უკვე მეორედ გილოცავთ დედიკოებო! დაგლოცოთ უფალმა გაგახაროთ და გაგაძლიეროთ, საქართველო თქვენი გადასარჩენია. ღმერთმა მოგცეთ ამის ძალა! გფარავდეთ დედა ღვთისა, ცხრა ძმა ხერხეულიძის დედა, მათი და, წმ. ნინო, წმ. თამარ, წმ. ქეთევანი და ყველა წმინდანნი! ვინც გვეთანხმებით შემოგვიერთდით მოიწონეთ და გააზიარეთ. ვისურვებდით, რომ მომავალ წელს მთელმა საქართველომ ამ დღეს აღნიშნოს დედის დღე. თუ ვინმე შეძლებს ამის ორგანიზებას დავლოცავთ და მხარში დავუდგებით. უფალმა დაგლოცოთ!

დღეს არის ცხრა ძმა ხერხეულიძის, მათი დედის და დის ხსენება ცხრა ათას მარაბდელთან ერთად. - 804194447120

Комментарии

  • 16 авг 2015 21:23
    ეს გაფრენილი ფაფარი, თუ მშობლიური ნისლია?
    ვისია ცხრა ბედაური, ცხრა დარახტული ვისია?!
    საით წავიდნენ ვაჟები, რად მიატოვეს რაშები,
    რაშები თამაშ-თამაშა, ომებში ნათამაშები?!
    მაინც ეს ერთი თეთრონი რა გულსაკლავად ჭიხვინებს,
    ბედშავო, ვისაც ეძახი, ვაი რომ ვეღარ იხილე!
    იმისი სული მტრედივით ცაში გაფრინდა ლაღადა,
    აღარ გყავს შენი პატრონი, ხერხეულიძე აღათანგ!
    ეს მშობლიური ქარია ჩვენი ალგეთის ველების
    თუ სუნთქვა ქარბუქიანი ფაფარაყრილი მერნების?
    მერნებო, ველურ ფლოქვებით მიწა ამაოდ დატორეთ,
    ამაოდ გაფიცხებულხართ, ამაოდ უხმობთ პატრონებს,
    ფოლადის ბეგთარიანებს ბნელში ამაოდ დაეძებთ:
    ისინი მამულისათვის მარაბდის ველზე დაეცნენ!
    ერთი მათგანი დაჭრილი უბეში დროშას მალავდა,
    იწვა სისხლისგან დაცლილი... კურთხეულ იყოს მარაბდა!
    ეს აწეწილი ფაფარი, თუ მშობლიური ნისლია?
    ვისია ცხრა ბედაური, ცხრა დარახტული ვისია?
    დაწრიალებენ, დაძრწიან ქაფმორეული ლაშებით…
    მხედრებო, ასე უღმერთოდ რად მიატოვეთ რაშები?!

    1942
  • 16 авг 2015 21:24
  • 16 авг 2015 21:25
    (F)
  • 16 авг 2015 21:29
    მაგარია
  • 16 авг 2015 22:11