ჩემი ვედრება (chemi vedreba)

ღმერთო, მიიღე ვედრება,
ეს ჩემი სათხოვარია:
არ დამეკარგოს გულიდან
მე შენი სახსოვარია!
გულს ნუ გამიტეხ ტანჯვაში,
მამყოფე შეუდრკელადა;
ვფხიზლობდე, მუდამ მზად ვიყო
დაჩაგრულების მცველადა.
ბალახი ვიყო სათიბი,
არა მწადიან ცელობა;
ცხვრადვე მამყოფე ისევა,
ოღონდ ამშორდეს მგელობა; ვაჟა -ფშაველა

ჩემი ვედრება (chemi vedreba) - 814423340816
ჩემი ვედრება (chemi vedreba) - 814423352080

Комментарии

Комментариев нет.