პრომეთე. ბერძნული წარმოშობის სიტყვაა, ქართულად „წინდახედული“, „წინასწარმეტყველი“, „შორსმჭვრეტელი“. ტიტანი. იაპეტისა და ოკეანიდ აზიის (ზოგი ვარიანტით კლიმენეს, თემიდას) ვაჟი. ეპიმეთესა და ატლანტოსის ძმა, დევკალიონის მამა. მითებში პრომეთე ღმერთებთან მებრძოლ და ადამიანების ინტერესების დამცველ გმირადაა გამოყვანილი, ღმერთებისგან ტიტანების დამარცხების შემდეგ პრომეთე ადამიანების მხარეზე დადგა. ზევსის მოტყუების მიზნით პრომეთემ დაკლული ხარის ხორცი ორად გაყო, ერთ მხარეზე საუკეთესო ხორცის ნაჭრები დაალაგა, ზემოდან ტყავი და კუჭი დაადო, ხოლო მეორე მხარეზე ძვლები მოაგროვა და ზემოდან ქონები დაალაგა. შემდეგ ზევსს შეეკითხა, თუ რომელ ნაწილს აირჩევდა. ხარბმა ზევსმა ქონიანი ნაწილი აირჩია. პრომეთეს საქციელით გაჯავრებულმა ზევსმა ადამიანებს ცეცხლი წაართვა, მაგრამ პრომეთე ავიდა ოლიმპოზე, ცეცხლი ლერწმის ღეროში ჩადო, ოლიმპოდან გამოიტაცა, ადამიანებს გადასცა და მისი შენახვა ასწავლა. ზევსი ამ ამბავმა კიდევ უფრო გააჯავრა და მან, ღმერთების სურვილების წინააღმდეგ წასვლისათვის, ბრძანა, რომ პრომეთე მიეჯაჭვათ კავკასიონის მთის ერთ-ერთ კლდეზე. მიჯაჭვულ გოლიათთან ყოველდღე მიფრინდებოდა არწივი და გმირს ღვიძლს უძიძგნიდა, (რაც იმას ნიშნავს, რომ ის (ღვიძლი) ისევ გამრთელდებოდა, რადგანაც ამ ორგანოს აქვს აღდგომის უნარი), მაგრამ ღამ-ღამობით მტანჯველი წყლული ისევ შუშდებოდა. პრომეთეს მითი გავრცელებული იყო მთელს ხმელთაშუა ზღვის აუზში და კავკასიაშიც, სადაც იგი ამირანის შესახებ თქმულებას შეერწყო მრავალი საერთო ნიშნისა და დეტალის გამო.
ყუმისთავის მღვიმე (ღლიანის მღვიმე, პრომეთეს მღვიმე) — კარსტული მღვიმე დასავლეთ საქართველოში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ქვილიშორისა და ყუმისთავის სიახლოვეს, მდინარე ყუმის აუზში, ზღვის დონიდან 100 მ-ზე. ქალაქ თბილისიდან დაშორებულია 240 კილომეტრით, ხოლო ქალაქ ქუთაისიდან 40 კილომეტრით.[1] გამომუშავებულია ქვედაცარცულ კირქვებში. წარმოადგენს ჰორიზონტალურად დახშულ მღვიმეს. შესასვლელის სიმაღლეა 3,5-4 მ, სიგანე 7 მ. მთავარი შესასვლელიდან მე-60 მეტრზე ახშობს სიფონური ტბა, რომლიდანაც გამოდის მდინარე ყუმი.[2] მღვიმეში გვხვდება სტალაქტიტები, კალციტის ნაღვენთები, ნგრევით წარმოქმნილი და ორგანოგენული ნაფენები, მ.შ. გუანოს სქელი ფენა.[3] ჰავა დინამიურია. ჰაერის მოძრაობა მკვეთრად იგრძნობა. მჭიდრო კავშირშია ზედაპირულ ძაბრებთან. გვირაბის ბოლოს არის სიფონი, რომლის სიღრმე 2 მ, ხოლო ტემპერატურა 15°C აღწევს (1959 წლის შეფასება). გვხვდება ვოკლუზური წყაროები, რომლებიც დაკავშირებული არიან მღვიმურ ნაკადთან. სიფონის მახლობლად მდებარე დარბაზში არის ღამურების მრავალრიცხოვანი კოლონია. გუანოში ჭიების სხვადასხვა სახეობებია.[3] მღვიმურ ნაკადს მოსახლეობა იყენებს სასმელად. არსებობს გეგმა, ჭრილები. მღვიმეში გავლა ადვილია.[3] ტურისტული მარშრუტის სიგრძეა 1060 მ.[4]
აღმოჩენილია 16 დარბაზი, რომლებიც მკვეთრად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან მასშტაბით და გაქვავებული ჩამონაღვენთების ფორმით. მდიდარია სხვადასხვა სახის წარმონაქმნებით, მათ შორის მოიპოვება: სტალაქტიტები, სტალაგმიტები, ჰელიქტიტები, ფარდები, გაქვავებული ჩანჩქერები, მღვიმური მარგალიტები, პიზოლითები, მიწისქვეშა მდინარეები, მიწისქვეშა ტბები და სხვა. კარგი ტურისტული ობიექტია. მღვიმე კეთილმოწყობილია; არის საფეხმავლო ბილიკები, ხელოვნური განათება, ლაზერ-შოუ, სხვადასხვა ხედები და თერაპია ასთმით დაავადებული ადამიანებისათვის.[5]
ყუმისთავის მღვიმის ახალი დარბაზები აღმოაჩინა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის სპელეოლოგიური ექსპედიციის წევრებმა 1984 წლის 15 ივლისს.[5] ყუმისთავის მღვიმის ტურისტულ ობიექტად გადაქცევას ხელი უბიძგა მიხეილ სააკაშვილმა 2010 წელს, ხოლო 2011 წელს მღვიმე გაიხსნა მნახველებისთვის.
ყუმისთავის მღვიმე გამოცხადებულია ბუნების ძეგლად
ბარემული ასაკის სქელშრეებრივ კირქვებში გამომუშავებული მღვიმე, ულამაზესი ნაღვენთი ფორმებით გამოირჩევა, აქ ნახავთ განსაკუთრებული ფორმის სტალაქტიტებს, სტალაგმიტებს, სტალაგნატებს, ჰელიქტიტებს, გაქვავებულ ჩანჩქერებსა და ჩამოკიდებულ ქვის ფარდებს. მღვიმის ფართობია 46,6 ჰა. „პრომეთეს მღვიმე“ სხვა მღვიმეებისგან განსხვავებით განიერი კორიდორებით ხასიათდება. მაქსიმალური სიგანე 25-30 მ-ია, ჭერის სიმაღლე 20-25 მ, ზოგიერთი დარბაზის სიგრძე 80-100 მ-ს აღწევს. აქ 17 სხვადასხვა ზომის დარბაზია. მღვიმეში არსებული ბილიკის სიგრძე 1,420 მეტრია, ხოლო ჯამური სიგრძე 20,000 მეტრს შეადგენს. მღვიმეს აქვს ორი გასასვლელი: ერთი ბოლოვდება მდინარით, რომელზეც ნავით გასეირნებაა შესაძლებელი, მეორე გასასვლელი კი საფეხმავლოა და მღვიმის დარბაზიდან გარეთ გამოვყავართ.
♥ დააბრუნეთ სიყვარული დედამიწაზე ♥
პრომეთეს მღვიმე..
პრომეთე. ბერძნული წარმოშობის სიტყვაა, ქართულად „წინდახედული“, „წინასწარმეტყველი“, „შორსმჭვრეტელი“. ტიტანი. იაპეტისა და ოკეანიდ აზიის (ზოგი ვარიანტით კლიმენეს, თემიდას) ვაჟი. ეპიმეთესა და ატლანტოსის ძმა, დევკალიონის მამა. მითებში პრომეთე ღმერთებთან მებრძოლ და ადამიანების ინტერესების დამცველ გმირადაა გამოყვანილი, ღმერთებისგან ტიტანების დამარცხების შემდეგ პრომეთე ადამიანების მხარეზე დადგა. ზევსის მოტყუების მიზნით პრომეთემ დაკლული ხარის ხორცი ორად გაყო, ერთ მხარეზე საუკეთესო ხორცის ნაჭრები დაალაგა, ზემოდან ტყავი და კუჭი დაადო, ხოლო მეორე მხარეზე ძვლები მოაგროვა და ზემოდან ქონები დაალაგა. შემდეგ ზევსს შეეკითხა, თუ რომელ ნაწილს აირჩევდა. ხარბმა ზევსმა ქონიანი ნაწილი აირჩია. პრომეთეს საქციელით გაჯავრებულმა ზევსმა ადამიანებს ცეცხლი წაართვა, მაგრამ პრომეთე ავიდა ოლიმპოზე, ცეცხლი ლერწმის ღეროში ჩადო, ოლიმპოდან გამოიტაცა, ადამიანებს გადასცა და მისი შენახვა ასწავლა. ზევსი ამ ამბავმა კიდევ უფრო გააჯავრა და მან, ღმერთების სურვილების წინააღმდეგ წასვლისათვის, ბრძანა, რომ პრომეთე მიეჯაჭვათ კავკასიონის მთის ერთ-ერთ კლდეზე. მიჯაჭვულ გოლიათთან ყოველდღე მიფრინდებოდა არწივი და გმირს ღვიძლს უძიძგნიდა, (რაც იმას ნიშნავს, რომ ის (ღვიძლი) ისევ გამრთელდებოდა, რადგანაც ამ ორგანოს აქვს აღდგომის უნარი), მაგრამ ღამ-ღამობით მტანჯველი წყლული ისევ შუშდებოდა.
პრომეთეს მითი გავრცელებული იყო მთელს ხმელთაშუა ზღვის აუზში და კავკასიაშიც, სადაც იგი ამირანის შესახებ თქმულებას შეერწყო მრავალი საერთო ნიშნისა და დეტალის გამო.
აღმოჩენილია 16 დარბაზი, რომლებიც მკვეთრად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან მასშტაბით და გაქვავებული ჩამონაღვენთების ფორმით. მდიდარია სხვადასხვა სახის წარმონაქმნებით, მათ შორის მოიპოვება: სტალაქტიტები, სტალაგმიტები, ჰელიქტიტები, ფარდები, გაქვავებული ჩანჩქერები, მღვიმური მარგალიტები, პიზოლითები, მიწისქვეშა მდინარეები, მიწისქვეშა ტბები და სხვა. კარგი ტურისტული ობიექტია. მღვიმე კეთილმოწყობილია; არის საფეხმავლო ბილიკები, ხელოვნური განათება, ლაზერ-შოუ, სხვადასხვა ხედები და თერაპია ასთმით დაავადებული ადამიანებისათვის.[5]
ყუმისთავის მღვიმის ახალი დარბაზები აღმოაჩინა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის სპელეოლოგიური ექსპედიციის წევრებმა 1984 წლის 15 ივლისს.[5] ყუმისთავის მღვიმის ტურისტულ ობიექტად გადაქცევას ხელი უბიძგა მიხეილ სააკაშვილმა 2010 წელს, ხოლო 2011 წელს მღვიმე გაიხსნა მნახველებისთვის.
ყუმისთავის მღვიმე გამოცხადებულია ბუნების ძეგლად