კაი მთქმელს კარგი გამგონი უნდა, ვიღაცას უთქვამს ჩემი სათქმელი.

ჩემს სტრიქონებზე ვიღაცა ბრაზობს, ვიღაცა ტირის და ვენანები.
ვიცი ბევრი, რომ მე ვერ გამიგებს, არაფრის მქონე არ ვეყვარები.
მე ხომ პოეტის გვირგვინი არ მაქვს და არც დიდებას არ ვეტანები.
ტყუილს ვერ ვიტან, ღალატს კი არ ვცნობ და არც სიმართლეს არ ვემალები.
დავეხეტები სტრიქონებს შორის და კვლავ ღია მაქვს გულის კარები.
მე კარგად ვიცი ჩემი ადგილი, სხვის ცხოვრებას კი არ ვეხარბები.
მე იმას ვამბობ, რაც ბევრ ქალს სტკივა. ვიცი მწარეა ჩემი სათქმელი,
მათთვის ვინც ისევ ტყუილში ცხოვრობს, ვისაც სიტყვებით უყვარს ქალები.
მეტი რა გითხრათ, თქვენც კარგად იცით, სიყვარულისთვის რომ ვეწამები.
არავინ არ მძულს და არც არავის, არაფრისათვის არ ვემართლები.
მე ჩემი გზა მაქვს, ნუ შემეხებით და ნურც ჩემს ფიქრებს მიეტანებით.

კაი მთქმელს კარგი გამგონი უნდა, ვიღაცას უთქვამს ჩემი სათქმელი. - 859099975696
კაი მთქმელს კარგი გამგონი უნდა, ვიღაცას უთქვამს ჩემი სათქმელი. - 859099975440
კაი მთქმელს კარგი გამგონი უნდა, ვიღაცას უთქვამს ჩემი სათქმელი. - 859099975184
კაი მთქმელს კარგი გამგონი უნდა, ვიღაცას უთქვამს ჩემი სათქმელი. - 859099974928

Комментарии