Комментарии
- 16 апр 2018 01:11ENA DAIMOKLE-METQI* საფრანგეთში, XIII საუკუნეში, ქალბატონები ვარდების გვირგვინებს ატარებდნენ, რომელსაც «შაპელს (Chapelle)» ეძახდნენ. სავარაუდოდ, სწორედ ამ სიტყვიდან წარმოიქმნა Chapeau (ქართულად, ქუდი).
- 16 апр 2018 01:12ENA DAIMOKLE-METQIცნობილია, რომ მცენარეები ადამიანებზე რეაგირებენ. მეცნიერებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს. ერთი ადამიანი ფოთლებს აწყვეტდა ყვავილს, მეორე უვლიდა და მასზე მიერთებულმა ხელსაწყომ, ამ ადამიანების მცენარესთან მიახლოვებისას, განსხვავებული რეაქციები დააფიქსირა. რაც იმას ნიშნავს, რომ მცენარეს ინტელექტი აქვს.
Для того чтобы оставить комментарий, войдите или зарегистрируйтесь
♥ დააბრუნეთ სიყვარული დედამიწაზე ♥
ცოტა რამ ტიტებზე...................
საყვარელი ყვავილი თქვენს ხასიათს გასცემს
ტიტა- ეს მოხდენილი ბოკალი წვრილ ფეხზე , საოცრად მოქნილი და პლასტიური ადამიანების ყვავილია. ისინი წელში არ იხრებიან ცხოვრებისეული სიძნელეების ზეწოლისაგან, მათ აქვთ ძლიერი ენერგეტიკული პოტენციალი. ტიტა მსუბუქია ურთიერთობებში, მაგრამ არავინ იცის მისი ჭეშმარიტი გეგმებისა და ჩანაფიქრის შესახებ – მთელი თავისი მოჩვენებითი სისადავით იგი ადამიანი–გამოცანაა. ერთი რამ აშკარაა – ყოველი ტიტა სულის სიღრმეში ცხოვრობს უკეთესი მომავლის იმედით და ეს ჩაუქრობელი იმედი აძლევს მათ იმის ძალას, რომ განსაზღვრულ ვადამდე მცირედით იყვნენ კმაყოფილები. ამ ყვავილის მოყვარული ქალი ენერგიულია, დიდი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე. ბევრი ძალისხმევაა საჭირო, რომ მისგან აღიარება მოიპოვოთ. ასეთ ქალებს, როგორც წესი, უბედური ქმრები ჰყავთ.მის მაგალითს მიჰყვნენ ვენის მდიდარი მებაღეებიც, მათ დიდი რაოდენობით ტიტები გამოიწერეს თურქეთიდან იმისათვის, რომ მოერთოთ თავიანთი ბაღები.
ყვავილების ენა
ყვავილების ენა აღმოსავლეთში დაიბადა და “სელამი” ერქვა. სელამის მიხედვით, ყველა ყვავილს, ყველა არომატს და ფერს თავისი მნიშვნელობა ჰქონდა.
ტიტა – სრულყოფილი სიყვარულის სპარსული სიმბოლოა.
ყვითელი ტიტა -უნაყოფო სიყვარულის ნიშანია
ერთხელ მდელოსთან,სადაც ტიტა იზრდებოდა,ღარიბმა,გამხდარმა და სახედატანჯულმა ქალმა ჩაიარა,რომელსაც მასავით გამხდარი და სახედატანჯული პატარა ბიჭუნა ხელჩაკიდებული მიჰყავდა.ქალმა შორიდანვე დაინახა ტიტას ოქროსფერი კოკორი,რომელზედაც ბევრი რამ სმენოდა.საცოდავს ფიქრადაც არ მოსვლია,რომ ოდესმე მასში მოთავსებულ ბედნიერებას დაეუფლებოდა,მაგრამ სანახავად მაინც მიუახლოვდა ოქროსფერ კოკორს.სახედატანჯული,სევდით აღსავსე ბავშვი,რომელმაც თავის სიცოცხლეში ღიმილიც კი არ იცოდა,ოქროსფერ კოკორს მიუახლოვდა და ხელი შეახო.ამ დროს ტიტას კოკორი გაიხსნა და მისგან ბავშვს ბედნიერება შეეფრქვა.ბავშვი სასწრაფოდ გარდაიქმნა.მის მიმქრალ თვალებში სიცოცხლე აელვარდა,სევდა სიხარულმა შეცვალა,მწუხარება სიცილ-კისკისმა და ადამიანთა შორის პირველად ბავშვმა იგრძნო ბედნიერება. იმ დღიდან ტიტა ბავშური ბედნიერების სიმბოლოდ არის აღნიშნული,რაც ადამიანს მთელი სიცოცხლის მანძილზე ატკბობს და ახარებს.