ანაბელლ, ეს შენი მხრებია

ეს შენი თმები და უბრალოდ,
როდესაც შენს თმაში წვებიან თითები
მე ვხდები ღრუბელი
და შენ ხარ დეკემბრის ნიავი,
დაჰქრი და მიგყავარ არასდროს შენკენ,
რომ არ იყოს გვიანი
კოცნის დრო სხვა რომ არ
დამასწროს.
ანაბელ, ეს შენი ცა არის,
ეს შენი ტყეა და მაწუხებს ეგ შენი მუხლების ცახცახი
რომლებსაც გული ვერ ავუწყვე რიტმულად...
და ვუკრავ როიალს
სიჩუმეს ხიჭვივით ვითმენ და
ეს გული მთელ სხეულს მოივლის
და მოვაისევ შენს თითებთან.
ანაბელ, ეს შენი წვიმაა,
ეს ფანჯრის მინა და წვეთები
ყოველთვის სულ ჩემზე წინაა.
ყოველთვის როცა მე ვედები მაგ შენი ოთახის აურას .
დღეს შენი თვალები ვიჩუქე.
მაძინებს მე შენი ხმაური და მაფრთხობს ეგ შენი სიჩუმე.
ანაბელ, ეს შენი ლექსია
ეს ჩემი გული და სიტყვები.
აქ მარტო ყოფნა რა წესია
ამ ქუჩას ჩვენ ორნი მივყვებით.
და ვათბობთ ერთმანეთს მზესავით
როცა მზის სხივები გვაბამენ.
დაჭრილი ჩიტივით გეძახი
ანაბელლ... ანაბელლ... ანაბელლ...
ცივი ვარ, დეკემბრის თვესავით.
მეც მცივა ისეთი ცივი ვარ.
ღრუბლები ჩემს გულში თესავენ ვარკვლავებს,
რომლებიც ცვივიან მაგ შენი ცისფერი ზეციდან.
დღეს შენი მე მეცვა ამბორი მხრებზე და
რომ არ გამეცვითა "მიყვარხარ"-ს ყოველწუთს ვამბობდი.
ყინვა ვარ და ვტოვებ ანარეკლს
მე შენი ფაჯრების მინებთან
რომ გული უკუღმა გააკრეს ჯვარზე და ძალიან მინდება გადმოხსნან ის
შენმა თითებმა.
თითებმა, რომლებიც მე მიყვარს
რომლებშიც ეს გული მითბება,
რომლებიც ტაძრამდე მიმიყვანს.
მე ვამბობ. ეს ისე, ჩვენ შორის დარჩეს და
ისეთი ცივი ვარ შენ ჩემი ამინდი გაშოროს ღმერთმა და
ამაზე ვჩივივარ, რომ ჩემი იმდენად არ გესმის
ზოგჯერ რომ უბრალოდ ვჩუმდები
როდესაც ცხოვრებას დაგესლე ფიქრად და ამაზე დუმდები.
თოვლი ვარ, შენს მხრებზე ვთოვდები.
შენ ისე გაშინებს ფიფქები დგები და წვიმაზე თხოვდები და წამით რომ
არ ფიქრდები ეს თოვა ცას გაუსწორდება
წვიმა გზებს აგიტალახებს.
თოვას სულ ემახსოვრება
თითები, რომლებმაც დამარხეს.
ავე მარია! მგონი გიკვდები.
ისე ვარ ახლა,უკვე ნასიზმრალ
თითქოს მოსაწყენ ზღაპარს გიყვები
და ვცდილობ თავი არ შეგაზიზღო ჩემი ლექსებით,
ჩემი განცდით, ანდაც სრულიად უმოქმედობით.
მთელი განცდით ვწვალობ, ვჯახირობ.
გზაზე რომ გდია გათოშილი ჩემი სულია
და იქნებ სცადო რომ ფეხები არ დააბიჯო.
დაბურულია ჩემი გზები და არის ძნელი.
ამ გზაზე მხოლოდ შეშლილები დადიან, მენდე.
და ვნანობ შენი წაკითხვა რომ ვეღარ შევძელი
როცა მუხლებზე გადაშლილი წიგნივით მედე
და გავდი ზღაპარს.
ყველაფერი ასე იწყება, იყო და არა
მე არ ვიცი რა იყო მაგრამ
ის ვიცი, რომ ხარ ჩემი ლექსის ყველა მიგნება და
შენს თვალებში ჩემი სულის ორქიდებს ქარგავ .
ვდგავარ ფანჯრებთან. ქუჩის ბოლოს ისმის რეფრენი.
და უკრავს ჩელო, ხერხემალში ატარებს სიმებს
რომ მე, შეშლილი ვცდილობ მეტად არ გავაფრინო შენზე და რომ წახვალ
წვიმისფრად დატოვებ მინებს.
მე ვიღებ მაჯებს, ვაფერადებ ჩემს ფოთლებს წითლად ქალაქში, სადაც
შემოდგომაც სევდისფერია.
ვარ მთლად უძლური,რომ არ ვიყო ოთახში ფხიზლად
და არ ვგალობდე სულის ხმაზე.
ავე მარია..

Комментарии

Комментариев нет.