21-ე საუკუნეა...

მოდაშიაო iphone 6,
და რახან ძაღლიც პატრონს ვეღარ ცნობს,
უცებ მომინდა დაწერა ლექსის...
21-ე საუკუნეა...
არვის სჭირდება უფულო ქალი,
მხოლოდ სარგებელს ეძებენ ყველგან,
მხოლოდ ჯიბისკენ გაურბით თვალი...
21-ე საუკუნეა...
ვინღა კითხულობს აკაკის, ვაჟას,
რა დროს წიგნია,სოლარიმში
ვერ დააყოვნებს ,,მარიკო" მასაჟს...
21-ე საუკუნეა...
განსხვავებაა საგრძნობლდ დიდი,
არადა მახსოვს ჩემს ბავშვობაში,
მიწაში ჩარგულ ყვავილებს ვზრდიდი...
21-ე საუკუნეა...
ინტერნეტ სივრცემ მოიცა ერი,
და განურჩევლად პროფესიისა,
ყველა სცენაზე ამაყად მღერის...
21-საუკუნეა...
3 წლის ნინი ინტეერნეტს ზვერავს,
რომ youtube-ზე ნახოს ვიდეო,
სადაც ,,ელენე თორნიკეს" კერავს...
21-ე საუკუნეა...
დახეულ ჯინსებს ფასი აქვთ ძვირი,
იაფფასიანს ხომ არ ჩაიცმევს,
გთამამებულ მამიკოს შვილი...
21-ე სუკუნეა...
და დრომ ამგვარი ყოფ ა ინება,
ახლა კაცურად ნათქვამ სტრიქონებს,
უჯობთ გინება ან დაგინება...
21-ე საუკუნეა...
კარგისგან ცუდის გარჩევა გვიჭირს,
თუმცა რაღა შორს წავიდე, როცა
ბიჭია გოგო თუ გოგო ბიჭი
აი ეს რჩება მთავარ პრობლემად,
სწორედ ასეთებს აპიარებენ,
საქვეყნოდ რისხვას არ აკლებენ და
ჩუმდ inbox-ში აღიარებენ...
21-ე სუკუნეა...
კაცმა არ იცის ვინ ვის ძირს უთხრის...
ახლა უფროსი სკამს უთმობს უმცროსს,
მოხუცი ახა;გაზრდას თავს უხრის...
21-ე სუკუნეა...
ეთაკილებად მიწაზე შრომა,
სამაგიეროდ სირცხვილს არა ჰგვრით,
უმაქნისობა, ბირჟაზე დგომა...
21-ე საუკუნეა...
ამაზე მეტი მოხდება რამე,
არეულობა კვლვ ქვეყანაში,
სკამისთვის ბრძოლა ყოველ დღე-ღამე...
21-ე საუკუნეა...
შევნატრი ძველ დროს, ძველ ადათ-წესებს,
ნუ დაივიწყებთ წინაპართ სიტყვას,
და ნუ გადაჭრით მათ გადგმულ ფესვებს...
21-ე საუკუნეა...
და გინდაც 22-ე იყოს,
ნურსდროს შეცვლით ბოღმით და შურით,
ნდობას, სიყვარულს, ღიმილს და სითბოს...
ლ. ცეცხლაძე

Комментарии