ოლღა ბებიას ლოცვა

ნელა იარე, არ დაგიცდეს მიწაზე ფეხი,
ჭირდები ნენა, საქართველოს მიხედო უნდა,
შენს დამაწყევარს დაადგება რისხვა და მეხი,
მიეცი ღატაკს, არ მოთხოვო იცოდე ხურდა.
სამშობლო რომ გაქვს ეს იცოდე, ვალია დიდი,
შვილო სიკეთით გეინათე გზა და სავალი,
სადაც ქვეყანას დასჭირდები უშიშრად მიდი,
რადგან ამაზე დიდი ვალი ქვეყნად არ არი.
მოგიკვდი შვილო, ობლობაში გაზრდილო ბიჭო,
ეს კვერიც ნენა გამოცხვება, იქნება როცა,
ჩემო დარდო და გულში ეკლად გაყრილო ხიჭვო,
დედა მარიამს გავედრებ და დღედაღამ გლოცავ.
არ უღალატო ზურიკელა ჯილაგს და მოდგმას,
ბაბუშენმა პატიოსან კაცად იარა,
შენი სიცოცხლე მიხალისებს ღარიბულ ოდას,
შენმა ობლობამ ჩემს გულმკერდზე გადეიარა.
არ გოუბრაზდე ბებიაშენს იცოდე შვილო,
ვერ ვქენი მეტი, დაგყვებოდი თოვლსა და ქარში.
ჩემო ტკივილო, ჩემო ღამით გამქრალო ძილო,
მე რომ გწყევლიდი, ძუძუები გლოცავდნენ მაშინ.
ნელა იარე, ნელა ნენა, არსად წეიქცე,
არ შეგაშინოს მტერისა და ავის სიმრავლემ,
ბებია, ომის ქარცეცხლიად არ გამეიქცე,
დაგაარჩინე საქართველო და გაგვიმრავლე.
მოფინე სოფელს და ქვეყანას შენი ბაღნები,
აპა რა ნენა, შენ საჯიშე კაცად გაგზარდე,
წუთისოფლიდან მე რაის ვარ შვილო წამღები,
ხანდისხან საფლავს მოაკითხე, გთხოვ არ დამზარდე.
ობლად გამოზრდილს შენ გაბარებ დედაო ღვთისა,
აბა უშენოდ დედამიწას არც უბრუნია,
მოაყრევინე მამა –პაპის ასაკის ხნისა,
მისი ნაგრამით გაამრავლე მთელი დუნია.
ნანა მეფარიშვილი

ოლღა ბებიას ლოცვა - 902496883461

Комментарии

  • 11 мая 2021 09:21
    amis dedas seveci savrazmelebis bozi nu gaxdih am boz gmirad  es gmiri dagiwedebh kuboze lursmans  pucistebs caugdebs xelsi saqarhvelos vasaze putini  derugini gavrilovi male parlamentsi derugins cagisvamh am bozis  ar mjera gmirobis  anaforasi  gaxveuli cxvaris  mova dro  mogityanh vihom gmirebi
  • 11 мая 2021 09:51
    პოლიტიკაში ,არ გაერიო!!!!