შუაღამის მზე (16) ეს იყო ჩემთვის კარგად ნაცნობი ადგილი, ადგილი, სადაც სწორედ ამ წამს გადავწყვიტე ბელას წაყვანა – პატარა მდელო, სადაც ჩემს გარდა არავინ ყოფილა.

წყნარი, მშვიდი მინდორი – ყველა ბილიკისგან და დასახლებისგან მოშორებით, სადაც ჩემს ტვინსაც შეეძლო მშვიდად ყოფნა. ელისმაც იცნო ის, რადგან ერთხელ უკვე მნახა იქ, თავის ძველ ხილვაში – ერთერთი საიდუმლო ხილვათაგანი, რომელსაც სწორედ იმ დილით მაჩვენებდა, როცა ბელა ფურგონის დაჯახებისგან გადავარჩინე. მაშინდელ მანათობელ ხილვაში მე მარტო არ ვიყავი. ახლა კი გარკვევით ვხედავდი – იქ, ჩემთან ერთად ბელა იყო. ე.ი. სიმამაცე მეყო. მიყურებდა. – ცისარტყელა ბზინავდა მის სახეზე, მის უძირო თვალებში. სწორედ ის ადგილი – შიშით გაიფიქრა ელისმა, რაც სრულებით არ ეთანხმებოდა მის ხილვას. რას გულისხმობდა, როცა ამბობდა რომ ის ადგილია? შემდეგ კი მივხვდი რაშიც იყო საქმე. – ედვარდ! – მკვეთრად გააპროტესტა ელისმა. – მე ის მიყვარს, ედვარდ! გააფთრებულმა შევწყვიტე მისი აზრების მოსმენა. მას ისე ძლიერად არ უყვარდა ბელა, როგორც მე. მისი ხილვა არ შეიძლება სინამდვილე ყოფილიყო. დაუშვებელი. მთელი ამ დროის განმავლობაშჲ ბელა ცნობისმოყვარეობით ათვალიერებდა ჩემს სახეს. შენიშნა ჩემს სახეზე გაელვებული შიში, თუ შეუმჩნეველი დარჩა? ვცდილობდი ელისის ხილვებისთვის ყურადღება არ მიმექცია. არ ღირდა საამისოდ, მიუხედავად ამისა, ხასიათი გამიფუჭდა, რათა ჩვენი ლაპარაკი ისევ ხუმრობანარევ სტილში გამეგრძელებინა. – რატომ არ გინდა მამაშენს უთხრა, რომ ჩემთან ერთდ მოდიხარ? – ვკითხე ბელას და ჩემს ხმაში უზრუნველობა გამქრალიყო. კიდევ ერთხელ შევეცადე ხილვებისგან თავის დაღწევას, ვცდილობდი ჩემი მერყევი ხასიათი მათგან მომეშორებინა. – ჩარლის ყველაფრის გაზვიადება უყვარს. – დარწმუნებით მითხრა ბელამ. – ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვერსადაც ვერ წავალთ. ელისი ცდებოდა, ნამდვილად ცდებოდა. ეს ყველაფერი უბრალოდ ძველი ხილვები იყო, რომელთაც ახლა უკვე მნიშვნელობა ჰქონდათ დაკარგული. ახლა ყველაფერი სხვაგვარად იყო. – კარი ამინდი იქნება. – ნელა დავილაპარაკე, ვცდილობდი შიშთან და გაუბედაობასთან მებრძოლა. ელისი ცდებოდა. მე ეს შემეძლო. – ამიტომ ხალხის თავშეყრის ადგილებს უნდა მოვერიდო... შენ კი თუ გინდა... შეგიძლია ჩემთან ერთდ იყო. ბელა მაშინვე მიხვდა ყველაფერს და თვალები გაუბრწყინდა. – შენ კი მანახებ, რას გულისხმობდი, როდესაც მზეზე ლაპარაკობდი? შესაძლებელია, ადრე მისი რეაქცია განსხვავებული ყოფილიყო. გავიღიმე, ვცდილობდი ნათელ ფიქრებს დავბრუნებოდი. – ჰო, მაგრამ... „დიახ“ არ უთქვამს. – თუ კი არ გინდა... ჩემთან ყოფნა... მარტო, იქნებ მაინც არ წახვიდე სიეტლში. მაცბუნებს იმაზე ფიქრი, რა შეიძლება დაგემართოს ამხელა ქალაქში მარტო მყოფს. ნაწყენმა ტუჩები გაბუსხა. – ფენიქსი მოსახლეობის რაოდენობით სამჯერ აღემატება სიეტლს, აღარაფერს ვამბობ ფართობზე... – გასაგებია, მაგრამ ფენიქსში ყოფნისას, ჯერ კიდევ არ ეღვიძა შენს ბოროტ ბედისწერას. – ვუპასუხე და მისი თავისმართლება გავაქარწყლე. – ამგვარად უკეთესი იქნება თუ ჩემთან დარჩები. სამუდამოდაც რომ დარჩენილიყო, ესეც ცოტა იქნებოდა ჩემთვის. ასე არ უნდა მეფიქრა, ჩვენ არ შეგვეძლო სამუდამოდ ერთად დარჩენა. ეს წამები ახლა გაცილებით ძვირფასი იყო, ვიდრე როდესმე. ის ყოველწამიერად იცვლებოდა, მაშინ როცა, თვითონ უცვლელი ვრჩებოდი. – იმდენად რამდენადაც ეს უკვე მოხდა, არ ვარ წინააღმდეგი შენთან ერთად მარტო დარჩენის. არა – რადგან მისი ინსტიქტები არა სწორად მოქმედებდნენ. – ვიცი, –ამოვისუნთქე, მაგრამ მგონია, რომ ჩარლის მაინც უნდა უთხრა. – რა საჭიროა? – მკითხა შეშინებულმა. შევხედე. ხილვა, რომელსაც ვერ ვეროდი, დამემალა, თავში მიტრიალებდა და ზიზღის გრძნობას მიმძაფრებდა. – იმიტომ, რომ მქონდეს სტიმული, რათა უკან დაგაბრუნო. – ჩავიჩურჩულე. უნდა მომცეს საშუალება, რომ ერთი მოწმე მყავდეს, რათა უფრო ფრთხილად ვიყო. რა საჭირო იყო სწორედ ამ წამს შეეხსენებინა ელისს ყველაფერი? ბელამ ხმაურით გადაყლაპა ნერწყვი და დიდხანს მიყურა. რა დაინახა? – ვფიქრობ, გავრისკავ. – მიპასუხა. ჯანდაბას! საკუთარი სიცოცხლის ფასად აპირებს ნერვების თამაშს? იქნებ ადრენალინის მიღება სურს? გაბრაზებულმა გადავხედე ელისს, რომელსაც გამაფრთხილებელი გამომეტყველება ჰქონდა. მის გვერდით მჯდომი როზალი გაშმაგებისგან ელვას აფრქვევდა, თუმცა ეს არანაირად არ მაღელვებდა, შეეძლო მანქანა გაეფუჭებინა, ბოლოს და ბოლოს მხოლოდ ლითონის ნაჭერი იყო. – იქნებ სხვა რამეზე ვილაპარაკოთ. – მოულოდნელად შემომთავაზა ბელამ. გაკვირვებულმა შევხედე, როგორ შეეძლო ასე ადვილად უკუეგდო ის, რაც ესოდენ მნიშვნელოვანი იყო. რატომ ვერ ხედავდა ჩემში არსებულ ურჩხულს? – რაზე გსურს საუბარი? თავდაპირველად გარშემო მიმოიხედა, თითქოს ამოწმებდა ვინმე ხომ არ გვისმენდა, როგრც ჩანს ჩემი არა ადამიანური არსებობის ერტ–ერთი ასპექტის განხილვა სურდა. წამით მზერა გაეყინა და სხეული უმოძრაო გაუხდა. – გასულ კვირას სანადიროდ იყავი წასული „გოათ როკზე“? ჩარლიმ მითხრა, რომ კარგი ადგილი არაა სანადიროდ, რადგან ბევრი... დათვებია. წარბის აწევით შევხედე. – დათვები? – გაჭირვებით ჩაისუნთქა ჰაერი. ცალყბად გავიღიმე, ვერთობოდი მისი სახის გამომეტყველებაზე, როგორ ნელნელა ხვდებოდა თავისივე სიტყვების აზრს. იქნებ ამან მაინც აიძულოს, რომ სერიოზულად აღმიქვას? შეეცადა თავის ხელში აყვანას. – იცი, ახლა დათვებზე ნადირობის სეზონი არა. – მითხრა დაეჭვებულმა და თვალები დაუწვრილდა. – თუ ყურადღებით წაიკითხავ, იქ წერია, რომ იარაღით ნადირობაა აკრძალული. რამდენიმე წამით ისევ დაკარგა თავზე კონტროლი და გაოცებულმა პირი გააღო. – დათვები? – გაიმეორა ისევ, ეტყობოდა, რომ ამ ამბავმა შოკში ჩააგდო. – ემეტს ყველაზე მეტად გრიზლი უყვარს. მისი თვალების გამომეტყველება მართობდა. – ჰმმ... – ჩაილაპარაკა და ჩაფიქრებულმა აიღო პიცის ნაჭერი, ნელა დაღეჭა და კოლა მოსვა. – მოკლედ... – დაილაპარაკა საბოლოოდ. – შენ რას ანიჭებ უპირატესობას? უნდა მივმხვდარიყავი, რომ რაიმე მსგავსს მკითხავდა, მაგრამ ვერ გამოვიცანი. მისი კითხვები ყოველთვის სიურპრიზად რჩებოდა. – მთის ლომი. – ვუპასუხე უცერემონიოდ. – აჰ. – მიპასუხა გულგრილი ტონით. მისი გულისცემა ჩვეულ რითმში განაგრძობდა ფეთქვას, თითქოს საყვარელ რესტორნებს განვიხილავდით. ძალიან კარგი, თუ ფიქრობს, რომ ამაში არაფერი განსაკუთრებული არ არის. – რა თქმა უნდა ფრთხილად უნდა ვიყოთ, რათ არ დავარღვიოთ ტყის ფაუნა, გაუაზრებელი ნადირობით. – ვლაპარაკობდი მშვიდად და მშრალად. – ვცდილობთ მტაცებლებით მდიდარ ადგილებში ვინადიროთ და ძალიან არ შევამციროთ მათი რაოდენობა გაუაზრებელი მოქმედებით, გარშემო ძალიან ბევრი ირემია მაგრამ მათზე ნადირობა სულაც არაა თავშესაქცევი. ისეთი დაინტერესებული და ზრდილობიანი გამომეტყველებით მისმენდა, თითქოს სტუდენტი იყო, მე კი ლექციას ვუკითხავდი. თავი ვერ შევიკავე და გამეღიმა. – მართლაც არანაირი. – წყანარად ჩაილაპარაკა და პიცის კიდევ ერთი ნაჭერი აიღო. – ემეტს ყველაზე მეტად ადრე გაზაფხულზე უყვარს დათვებზე ნადირობა. – ვუთხარი, ლექციას განვაგრძობდეი. – მაგ დროს ახალი გამოღვიძებულები არიან ზამთრის ძილიდან და შესაბამისად მეტად გაღიზიანებულები. უკვე სამოცდაათი წელი გავიდა, მან კი ვერ დაივიწყა პირველი ნადირობის დროს განცდილი მარცხი. – რა თქმა უნდა, გაღიზიანებულ გრიზლზე უკეთესი არაფერია. – დამეთანხმა ბელა და თავი დამიქნია. ამჯერად თავი ვერ შევიკავე და ხმამაღლა გადავიხარხარე, თავი გადავაქნიე მისი უსურცხვილო სიმშვიდის შემყურემ. ალბათ თავს მაჩვენებს. – გთხოვ, მითხარი, რას ფიქრობ ამის შესახებ. – ვცდილობ წარმოვიდგინო ეს ყველაფერი – მაგრამ არ შემიძლია. – მიპასუხა და ცხვირთან ისევ გაუჩნდა პატარა ნაოჭი. – როგორ ნადირობთ დათვებზე იარაღის გარეშე? – ო, ჩვენ გვაქვს იარაღი. – ვუპასუხე და ფართოდ გავუღიმე. ველოდი, რომ შიშით დაიხევდა უკან, მაგრამ ძალიან მშვიდად განაგრძნობდა ჩემს ყურებას. – სწორედ ასეთი ნადირობის სტილი არ არის აკრძალული კანონით. თუ კი როდესმე ტელევიზორში გინახავს, გრიზლის თავდასხმა, ცხადად შეგიძლია წარმოიდგინო როგორ დანირობს ემეტი. იმ მაგიდისკენ გაიხედა, სადაც ჩემი დები და ძმები ისხდნენ და შეხტა. ბოლოს და ბოლოს. ჩავიცინე, ჩემი არსების რაღაცა ნაწილი, ოცნებობდა, რომ მას ამ ყველაფრის შესახებ დაევიწყებინა. როცა ისევ შემომხედა, თვალები ფართოდ გაეხილა. – შენც დათვს გავხარ? – მკითხა თითქმის ჩურჩულით. – უფრო მთლის ლომს, ყოველ შემთხვევაში ასე ამბობენ. – ვეცადე მშვიდად მელაპარაკა. ტუჩის კუთხეები შეუთრთოლდა, თითქოს გაღიმებას აპირებდა. – შესაძლებელია. – მიპასუხა. შემდეგ თავი გვერდზე დახარა და თვალებში ინტერესი გაუკრთა. – აუცილებელია, ესეც ვნახო? აღარ იყო საჭირო ელისის ხილვა, თვითონაც შევძელი წარმომედგინა ამ სიტუაცისს მთელი საშინელება. – რა თქმა უნდა არა. – ჩავიღრინე. უკან დაიხია, თვალებში გაუგებრობა და შიში ჩასდგომოდა. მეც დავიწიე უკან. ის ამას ვერასოდეს ნახავდა. ეს აუცილებელი იყო, რათა მისი სიცოცხლე შემენარჩუნებინა. – ჩემთვის საზარელი სანახაობაა? – მკითხა იგივე ტონით, გული კი ჩვეულებრივად უცემდა. – ეს რომ საჭირო იყოს, ამაღამვე წაგიყვანდი. – გამოვცერი კბილებში. – ნამდვილად არ გაწყენდა შიშის შეგრძნება. – მაშინ რატომ? – მკითხა უშიშრად. შუბლშეკრულმა შევხედე, ველოდი, რომ შეეშინდებოდა. თვითონ ვიყავი შეშინებული. საკმაოდ ცხადად შევძელი წარმომედგინა, რა მოხდებოდა, თუ კი ბელა აღმოჩნდებოდა სიახლოვეს, როცა ვნადირობდი... მის თვალებში მოუთმენლობა და ცნობისმოყვარეობა იკითხებოდა, არ დანებდა და ჯერ კიდევ ელოდა თავის კითხვაზე პასუხს. მაგრამ ჩვენი დრო დამთავრდა. – სხვა დროს. – წარმოვთქვი და ფეხზე წამოვდექი. – ვაგვიანებთ. შეცბუნებულმა მიმოიხედა, თითქოს დაავიწყდა, რომ სკოლაში ვიყავიტ ლანჩზე და არა რომელიმე წყნარ, განმარტოებულ ადგილას. მესმოდა მისი გრძნობების, რთული იყო მეფიქრა გარემო პირობებზე, როცა ის ჩემს გევრდით იყო. სწრაფად წამოდგა, წაიბორძიკა და ზურგჩანთა მხარზე გადაიკიდა. – სხვა დროს, ე.ი. სხვა დროს. – მის თვალებში საკუთარი გადაწყვეტილების სიმტკიცე ჩანდა. 12 თავი გართულებები მე და ბელა ჩუმად მივაბიჯებდით ბიოლოგიის ლექციაზე. ვცდილობდი მთელი ყურადღება ჩემს გვერდით მომავალ გოგონაზე გადამეტანა, მობილიზება მომეხდინა რეალურ ფაქტებზე და არ მიმეცა საშუალება ელისის მაცდურ და უშინაარსო ხილვებს ჩემს ტვინში შემოეღწიათ. ანჯელა ვებერს ჩავუარეთ გვერდით, რომელიც თავის თანაკლასელთან ერთად რაღაცას განიხილავდა. მისი აზრები დავიჭირე, თუმცა მოსმენილმა გამაკვირვა, რადგან საკმაოდ მოწყენილი იყო. იყო რაღაც, რაც ანჯელას სურდა. სამწუხაროდ ადვილი არ იყო ამ სურვილის საჩუქრების სიაში გაყვანა. უცნაური სიმშვიდე დამეუფლა მისი აზრების გაგებისას, რომლებიც უიმედო სევდას გამოხატავდა. მოულოდნელად, ამ კეთილი ადამიანის მიმართ უცნაური დამოკიდებულება გამიჩნდა, რომელსაც თვითონ ანჯელა ვერასოდეს გაიგებდა, ისევე როგორც ვერ გაიგებდა იმას, თუ რა ხდებოდა ჩემში. აზრმა იმის შესახებ, რომ ერთადერთი არ ვიყავი, ვინც ტრაგიკულ სიყვარულს განიცდიდა, უცნაურად მანუგეშა. გაღიზიანება ვიგრძენი. ანჯელას ისტორია არ შეიძლებოდა ტრაგიკული ყოფილიყო. მისი აზრით ხომ, განსხვავება, რომელიც მათ შორის არსებობდა, სინამდვილეში არაფერს წარმოადგენდა. არ არსებობდა არანაირი მიზეზი გულის გასატეხად, არ არსებობდა ბარიერი საიმისოდ, რომ არ ყოფილიყო იმის გვერდით, ვინც თვითონ სურდა. მაშინ რატომ არ იქცეოდა ისე, როგორც საჭიროდ თვლიდა? რატომ არ უნდა, რომ ამ სასიყვარულო ისტორიას ბედნიერი გაგრძელება ჰქონოდა? ისინი ხომ ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ. მომინდა მისთვის საჩუქარი გამეკეთებინა... კარგი, მე მას მივცემ იმას, რაც სურს, ამას კი ჩემი ადამიანების ფსიქოლოგიის ცნობის მეშვეობით ადვილად მოვახერხებდი. ყურადღება მივაქციე ბიჭს, რომელიც მის გვერდით იდგა – ანჯელას სიყვარულის ობიექტი. როგორც აღმოჩნდა, ის სრულებით არ იყო წინააღმდეგი, მაგრამ გოგონასავით ისიც იგივე მიზეზით გრძნობდა სირთულეს. ანჯელა კი თვლიდა, რომ მას შანსი ჰქონდა. ერთადერთი, რაც უნდა გამეკეთებინა – მიმეღო გადაწყვეტილება... სწრაფად, ყოველგვარი ზედმეტი ძალდატანების გარეშე შევადგინე მოქმედების გეგმა. ამ გეგმის განსახორციელებლად კი ემეტი დამჭირდებოდა, მაგრამ მისი დაყოლიება ნამდვილად რთული იქნებოდა. ის ხომ ადამიანი არ იყო. მოხარული ვიყავი, რომ ვცდილობდი ანჯელა გამებედნიერებინა, ეს მავიწყებდა საკუთარ პრობლემებს. ასევე ადვილად რომ შემძლებოდა მათი გადაწყვეტა... როცა მე და ბელამ ჩვენი ადგილები დავიკავეთ კლასში, განწყობილება შესამჩნევად გამიუმჯობესდა. იქნებ, იმედი ჯერ კიდევ არსებობდა. იქნებ მოიძებნებოდა გამოსავალი ჩვენს შემთხვევაშიც, რომელსაც მე ვერ ვხედავდი. როგორც ჩანს, ანჯელას პრობლემის გადაწყვეტა საკმაოდ ცხადი იყო. საერთოდაც რატომ ვხარჯავდი დროს უაზრო ნერვიულობაში? ბელას გვერდით გატარებული თითოეული წამი ძვირფასი იყო ჩემთვის, მე კი ბევრი დრო არ მქონდა. მისტერ ბენერმა კლასში ძველი ტელევიზორი და ვიდეომაგნიტოფონი შემოაგორა. მან ფირის ის ნაწილი გადაახვია, რომელიც არ აინტერესებდა. გენეტიკური დარღვევები – დაგეგმილი იყო მომავალი სამი დღე ფილმის ჩვენება, რომელიც ნამდვილად არ იყო საინტერესო და განწყობის ამამაღლებელი, მაგრამ კლასში მყოფი ბავშვები ამ ამბავმა მაინც აღაგზნო. არანაირი ნიშნები, არანაირი ტესტები. სამი თავისუფალი დღე. ადამიანები ეგზალტირებულები იყვნენ. ჩემთვის ეს ყველაფერი უმნიშვნელო იყო, მაინც არ ვაპირებდი ბელას გარდა არავისდა არაფრისთვის ყურადღების მიქცევას. დღეს არ გავწიე სკამი მისგან, იმდენად შორს, რომ ჩემთვის სასუნთქი არეალი დამეტოვებინა. ამასთანავე იმდენად ახლოს ვიჯექი მასთან, როგორც ჩვეულებრივი ადმიანი. იმაზე ახლოსაც კი, ვიდრე ჩემს მანქანაში, საკმარისად ახლოს, იმდენად, რომ ჩემი მარცხენა მხრით შევიგრძნობდ მისგან მომავალ სითბოს. ეს საკმაოდ უცნაური, სასიამოვნო, მაგრამ ამასთანავე დაძაბული მომენტი იყო. ეს იმაზე მეტი იყო, რისი შეჩვევაც მოვასწარი, მაგრამ მალევე გავაცნობიერე, რომ საკმარისი არც ეს არ იყო. მეტი მჭირდებოდა. მინდოდა უფრო ახლოს ვმჯდარიყავი მასთან. რამდენადაც ახლოს მივდიოდი, იმდენად მეტად მიპყრობდა ახლოს ყოფნის სურვილი. მე მას ვადანაშაულებდი, რომ მაგნიტივით იზიდავდა უბედურებას. სწორედ ახლა, სიტყვა “მაგნიტი” ყველაზე ზუსტი იყო – თითოეული დიუმი, რომლითაც მას ვუახლოვდებოდი, მიზიდულობას ზრდიდა. შემდეგ კი მისტერ ბენერმა სინათლე გამორთო. რთული იყო იმის გაცნობიერება, რაც შუქის ჩაქრობამ გამოიწვია, ისევე ცხადად ვხედავდი ოთახის თითოეულ დეტალს, როგორც აქამდე. მიკვირდა რატომ იყო ასე ძლიერად დამუხტული ჰაერი ჩემს გარშემო, სიბნელეში, რომელიც ჩემთვის არ არსებობდა. ნუთუ იმის გამო, რომ ერთადერთი ვიყავი, ვინც ასე გარკვევით ხედავდა ყველაფერს? ჩვენ ახლა ვერავინ გვამჩნევდა, თითქოს მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით, მე და ის, ბნელ ოთახში, ერთმანეთთან ამდენად ახლოს მსხდომნი... ჩემგან დამოუკიდებლად ჩემმა ხელმა მისი მიმართულებით გაიწია. უბრალოდ მის ხელისგულს შევეხებოდი და სიბნელეში მეჭირებოდა. შეიძლებოდა ეს საშინელი შეცდომა ყოფილიყო? თუ ჩემი კანის შეხებას იგრძნობდა, ის უბრალოდ უკან დაიწეოდა... ხელი გამოვწიე, მკერდზე გადავაჯვარედინე და მუშტები მაგრად შევკარი. არანაირი შეცდომა. საკუთარ თავს დავპირდი, რომ იმის მიუხედავად, რამდენად უმნიშვნელო იქნებოდა შეცდომა, მას არ დავუშვებდი. თუ ხელს შევახებდი, მეტი მომინდებოდა – ნებისმიერი უმნიშვნელო შეხება, ნებისმიერი მოძრაობა – ოღონდაც კი ჩემთან ახლოს ყოფილიყო. მე ამას ვგრძნობდი. ჩემს შიგნით დაუჯერებელი სიძლიერით იზრდებოდა ახალი სურვილი, ცდილობდა ჩემი თვითკონტროლის დარღვევას. არანაირი შეცდომა. ბელამ მკერდზე ხელი გადაიჯვარედინა და ჩემს მსგავსად შეკრა მუშტები. რაზე ფიქრობ? მინდოდა ჩურჩულით მეკითხა, მაგრამ ოთახში არსებული სიჩუმის დარღვევისთვის, შეიძლებოდა გაკვეთილი დამეტოვებინა. ფილმი დაიწყო და სინათლემ ოდნავ გაანათა კლასი. ბელამ შემომხედა, დამინახა, როგორ მდგომარეობაშიც ვიჯექი (ზუსტად ვიმეორებდი მას) და გაიღიმა, მისი თვალები კი სინაზით იყო სავსე. თუმცა შესაძლებელია, ის დავინახე, რაც თვითონ მინდოდა. პასუხად გავუღიმე, მომეჩვენა, რომ იხრჩობოდა. სწრაფად მომარიდა თვალი, რამაც უარესად დაამძიმა სატუაცია. მიუხედავად იმისა, რომ მისი ფიქრები არ ვიცოდი, გავაცნობიერე, რომ მართალი ვიყავი – უნდოდა, რომ შევხებოდი. იგივე უცნაურ შეგრძნებას განიცდიდა, რასაც მე. ჩვენი სხეულები ელექტრულ მუხტს გამოსცემდა. მთელი გაკვეთილი მდგომარეობა არ შეუცვლია, ზუსტად ისევე იჯდა, როგორც მე. დრო და დრო გადმომხედავდა და მის თითოეულ შეხედვაზე, ტანში ჟრუანტელი მივლიდა. ნელა, მაგრამ გაკვეთილისთვის განკუთვნილი დრო გავიდა. მივხვდი, რომ შემეძლო ასე უბრალოდ, რამდენიმე დღის განმავლობაში ვმჯდარიყავი მის გვერდით, რათა ეს ახალი გრძნობა განმეცადა. მთელი ამ დროის განმავლობაში, გონებაში რამდენიმე ათეული არგუმენტი მოვიფიქრე, რომელთა მეშვეობითაც ვცდილობდი დამეძლია მისი შეხების სურვილი. ბოლოს და ბოლოს მისტერ ბენერმა სინათლე აანთო. მკვეთრ, ფლურისცენციულ სინათლესთან ერთად, ოთახში არსებული ატმოსფერო ჩვეულ მდგომარეობას დაუბრუნდა. ბელამ ამოისუნქა და მაგრად მომუშტული თითები გაშალა. მისთვის საკმაოდ რთული იყო დიდ ხანს ერთ მდგომარეობაში გაჩერება. სამაგიეროდ ეს ჩემთვის იყო ადვილი – უმოძრაობა. გავიღიმე – მის სახეზე შვება გამოისახა. – საინტერესო იყო. – აჰა. – ჩაილაპარაკა, კარგად მიხვდა რაც მქონდა მხედველობაში, მაგრამ ამისთვის კომენტარი არ გაუკეთებია. მზად ვიყავი ყველაფერი დამეთმო, ოღონდაც მცოდნოდა რას ფიქრობდა. ამოვისუნთქე. როგორც არ უნდა მდომოდა ეს, სამწუხაროდ ვერაფერს გავაკეთებდი. – წავედით? – შევეკითხე. დაიმანჭა, მსუბუქად შეირხა და ფეხზე წამოდგა, ხელები ისე გაშალა, თითქოს ეშინოდა არ წაქცეულიყო. შემეძლო მისთვის ხელი შემეთავაზებინა, მსუბუქად დამყრდნობოდა, რათა დავხმარებოდი. რა თქმა უნდა ეს არ იყო საშინელი შეცდომა... არანაირი შეცდომა. ჩუმად მივაბიჯებდით სპორტ დარბაზისკენ. შუბლზე ღრმა ნაოჭი გასჩენოდა – ე.ი დაფიქრებული იყო. მეც მქონდა რაღაც, რაზეც დაფიქრება ღირდა. ჩემი ეგოისტური ნატურა, სასტიკად იბრძოდა იმ აზრისთვის, რომ ერთი მსუბუქი შეხებით, მას არაფერს დავუშავებდი. მე შემეძლო ფრთხილად შევხებოდი მას, მაგრამ მხოლოდ მას მერე, როცა შემეძლებოდა საკუთარი თავის კონტროლი. ჩემი შეხების შეგრძნება მეტად იყო განვითარებული, ვიდრე ადამიანების. ადვილად შემეძლო მანიპულირება უამრავი ბროლის ჭიქით, ისე, რომ არცერთი არ გამტეხვოდა. შეემძლო ისე შევხებოდი სანის ბუშტს, რომ არ გამეხეთქა. ეს ყველაფერი შემეძლო გამეკეთებინა, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა თავს ვაკონტროლებდი... ბელა კი ძალიან სათუთი იყო, საპნის ბუშტივით. მოკვდავი. რამდენად დიდხანს შემიძლია გავამართლო ჩემი არსებობა მის ცხოვრებაში? რამდენი დრო მაქვს კიდევ? მექნება კი, როდესმე ასეთი შანსი კიდევ? ყოველთვის ვერ იქნება ჩემგან ერთი ხელის გაწვდენაზე.... სპორტ დარბაზის კარებთან მისული ბელა ჩემსკენ შემობრუნდა, რათა სახეში შემოეხედა, თვალები გაუფართოვდა, როცა ჩემი სახის გამომეტყველება დაინახა. არაფერი უთქვამს. მისი თვალებით შევხედე საკუთარ თავს და დავინახე ჩემში არსებული შინაგანი ბრძოლა. დავინახე, როგორ შეიცვალა ჩემი სახის გამომეტყველება, როცა ჩემმა მართალმა მხარემ დაკარგა უკანასკნელი არგუმენტი... ყოველგვარი ძალდატანების გარეშე ავწიე ხელი. იმენად ნელა, რომ თითქოს ის ძალიან თხელი შუშისგან იყო დამზადებული, თითქოს მართლა საპნის ბუშტი ყოფილიყო, ჩემი თითები მის თბილ ლოყას ეფერებოდნენ. ჩემმა შეხებამ მისი სახე გააბრწყინა, ვგრძნობდი, როგორ მოძრაობდა სისხლი, როგორ თავშეუკავებლად მოაწვა მის გამჭვირვალე კანს. გეყოფა. – ვუბრძანე საკუთარ თავს, მაშინ, როცა ჩემ ხელს ისევ სწყუროდა მისი შეხება. – საკმარისია. ძალიან რთული იყო მისი თბილი კანისთვის ხელის მოშორება, მასთან სიახლოვის შეგრძნების შეწყვეტა. ათასობით განსხვავებულმა აზრებმა დაიპყრეს ჩემი გონება – თითოეული მათგანი მხოლოდ ერთი იდეის გარშემო ტრიალებდა – ათასობით განსხვავებული გზა მისი შეხებისთვის. თითებით ნაზად ვხაზავდი მის ტუჩებს. ხელისგულით ნიკაპს ვეფერებოდი, როგორ ვხსნიდი თმის სამაგრს და მისი გრძელი თმა ხელისგულებზე მეფინებოდა, ჩემი ხელები მხრებზე ეხვეოდა და ჩემსკენ ვიზიდავდი ჩასახუტებლად. გეყოფა. ვაიძულე თავს, რომ შევბრუნებულიყავი და უკან წავსულიყავი. ჩემი სხეული მძიმედ მოძრაობდა, თითოეული ნაბიჯის გადადგმა მიჭირდა. საკუთარ თავს ნება მივეცი, რომ გონებით მასთან დავრჩენილიყავი. მაიკ ნიუტონის ფიქრები დავიჭირე – ყველაზე ხმამაღალნი იყვნენ. დაინახა, მის გვერდით ჩავლილი ბელა, დაბნეული გამოხედვით და აწითლებული ლოყებით. მაიკი მას გულისწყრომით უყურებდა, მის გონებაში კი ჩემი სახელი გახმიანდა. ვერ შევძელი არ გამეცინა. ხელი მჩხვლეტდა, მოვხარე, შემდეგ კი მუშტი შევკარი, ამის მიუხედავად ის მაინც განაგრძობდა უმტკივნეულოდ ჟრჟოლას. არა, მე ბელა არ დამიშავებია – მაგრამ მისი შეხება უზარმაზარი შეცდომა იყო. შეხება ცეცხლს გავდა – თიტქოს წყურვილის ცეცხლი, ჩემი ყელიდან მთელ სხეულს მოსდებოდა. მომავალში, როცა მასთან ვიქნები, შევძლებ კი თავის შეკავებას, რათა არ შევეხო? თუ კი, კიდევ ერთხელ შევეხები, შევძლებ კი ისევე შეჩერებას, როგორც დღეს? მეტი აღარანაირი შეცდომა, დატკბი იმით რაც იყო, ედვარდ. – მოღუშUლმა გავიფიქრე. – ეცადე ხელები დაიმოკლო. როდესმე აუცილებლად მომიწევს მისი დატოვება, ეს გარდაუვალია. მის გევრდით ვერ შევძლებ შეცდომებისგან თავის დაცვას. ღრმად ამოვისუნთქე, ვეცადე ჩემი აზრები წესრიგში მომეყვანა. ემეტმა მაშინ დამიძახა, როცა უკვე ინგლისურის კაბინეტის კარებთან ვიყავი. – როგორ ხარ ედვარდ? – უკეთესად გამოიყურება, უცნაურად, მაგრამ ნამდვილად უკეთესად, ბედნიერია. – გამარჯობა, ემ, – ბედნიერი ვარ? იქნებ ყველაფერი იმ ქაოსის ბრალია, ახლა რომ ტრიალებს ჩემს თავში? – ეცადე პირი მაგრად დახურო, როზალის სურს ენა ამოგაძროს. ამოვისუნთქე. – მაპატიე, რომ ამაში ჩაგითრიე, დამნაშავე ვარ შენს წინაშე. – არა, მაგრამ უბრალოდ როზალი ძალიან გაბრაზებულია. ეს შეძლება ნებისმიერს შემთხვეოდა. მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ ელისის ხილვებს... არ მსურდა ელისის ხილვებზე ფიქრი, მზერა მოვაცილე და კბილები ერთმანეთს დავაჭირე. ვეცადე ყურადღება გადამეტანა და სწორედ ამ დროს შევნიშნე ბენ ჩენი, რომელიც ესპანურის კაბინეტიდან გამოდიოდა და პირდაპირ ჩვენსკენ მოემართებოდა. ეს ჩემი შანსი იყო, რათა ანჯელასთვის საჩუქარი გამეკეთებინა. ემეტს მხარზე ხელი მოვკიდე და შევაჩერე. – მოიცადე ცოტა ხანს. – რა მოხდა? – ვიცი, რომ ამას არ ვიმსახურებ, მაგრამ იქნებ ერთი სამსახური გამიწიო? – რა უნდა გავაკეთო? – მკითხა ცნობისმოყვარეობით შეპყრობილმა. ჩურჩულით, ისეთი სისწრაფით ავუხსენი ჩემი გეგმა, რომ ადამიანის ყური ამას ვერ აღიქვამდა. როგრც კი ლაპარაკი დავამთავრე, გულგრილად შემომხედა, მისი აზრები ისეთივე უარის მთქმელი იყო, როგორც მისი სახის გამომეტყველება. – აბა? დამეხმარები? ერთი წუთი დაჭირდა, რათა პასუხი გაეცა. – რაში გჭირდება ეს ყველაფერი? – გთხოვ ემეტ! დათანხმდი! – რა ჯანდაბა ხდება ჩემს თავს და რა დამართე ჩემს ძმას? – ნუთუ შენ არ იყავი ერთ–ერთი, ვინც მუდმივად წუწუნებდა, რომ სკოლის ცხოვრება ძალიან ერთფეროვანია. ეს რაღაც ახალია, ასე არაა? ჩათვალე, რომ ეს ექსპერიმენტია ადამიანის ნატურაზე ზემოქმედების. რამდენიმე წუთი მიყურა. – გამოვტყდები, რომ ეს რაღაც ახალია... კარგი თანახმა ვარ. ჩაიფრუტუნდა და მხრები აიჩეჩა. – დაგეხმარები. გავუცინე. ენთუზიაზმით შევიგრძნობდი, როგორ მოდიოდა ჩემი გეგმა მოქმედებაში. ამის საფასური როზალი იქნებოდა, თუმცა მე ყოველთვის ვალში ვიქნებოდი მის წინაშე, რადგან ემეტიც არჩია – ყველაზე საუკეთესო ძმა. ემეტს მომზადება არ სჭირდებოდა, მხოლოდ ინსტრუქციები მივეცი ჩურჩულით. ბენი უკვე ჩვეულ ადგილზე იჯდა და საშინაო დავალების ჩასაბარებლად ემზადებოდა. მე და ემეტმაც დავიკავეთ ჩვენი ადგილები. კლასში ჯერ კიდევ არ იყო საკმარისი სიჩუმე, მოლაქლაქე მოსწავლეები მანმადე არ შეწყვეტდნენ ლაპარაკს, ვიდრე მისის გოფი არ მოითხოვდა ყურადღებას, ის კი საერთოდ არ ჩქარობდა, სხვა კლასის საკონტროლო წერის რვეულებს ამოწმებდა. – მოკლედ, – იმაზე ხმამაღლა დაიწყო ემეტმა, ვიდრე ეს ეს აუცილებელი იყო, ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს მხოლოდ მე მომმართავდა. – შენ ჯერ კიდევ არ მიგიწვევია ანჯელა ვებერი პაემანზე? ჩვენს უკან მჯდომი ბენი გაქვავდა, ფურცლების შრიალი შეწყვიტა და მთლიანად ჩვენს ლაპარაკზე გადმოიტანა ყურადღება. – ანჯელა? ნუთუ მასზე ლაპარაკობენ? მშვენიერია, ჩვენ მისი ინტერესი დავიჭირეთ. – არა, – ვუპასუხე, თავი ნელა გადავაქნიე, თითქოს ვნანობდი. – და რატომ? – იმპროვიზირებდა ემეტი. – მშიშარა ქათამი. მოვიღუშე. – გავიგე, რომ თურმე სხვა მოსწონს. – ედვარდ ქალენი აპირებდა ანჯელას პაემანზე დაპატიჟებას? არა... მე ეს არ მომწონს, არ მინდა რომ მის გვერდით იყოს... ედვარდი სახიფათოა... \ არ ველოდი, რომ ეს ყველაფერი ბენში გმირობის სურვილს გააღვიძებდა. იმედებს ეჭვიანობაზე ვამყარებდი. მიუხედავად ამისა, მაინ იმოქმედა. – და ასე უბრალოდ დანებდები? – მკითხა ემეტმა, იცინოდა და ისევ იმპროვიზირებდა. – არ გსურს კონკურენციის გაწევა? დაჟინებული მზერით შევხედე. – მე ვფიქრობ, რომ ანჯელას ბენი მოსწონს. არ მინდა ჩავერიო, უამრავი გოგონაა კიდევ. ჩემს უკან მჯდომი ბენის რეაქცია განსაცვიფრებელი იყო. – და ვინ? – შემეკითხა ემეტიც. – ჩემმა პარტნიორმა ლბორატორიულის დროს მითხრა, რომ მისი გვარია ჩენი, არ ვიცი, ვინ არის. გავიღიმე. მხოლდო ქედმაღალ ქალენებს შეეძლოთ თავის მოკატუნება, რომ არ იცოდნენ თითოეული მოსწავლე, ამ პატარა სკოლაში. ბენი გაოცებული აქნევდა თავს. – მე? და არა ედვარდ ქალენი? რატომ მოვწონვარ მე? – ედვარდ, – ემეტიც ჩურჩულზე გადავიდა, თვალით ბენისკენ მანიშნებდა. – ის ზუსტად შენს უკან ზის. – იმდენად გარკვევით ჩაიჩურჩულა ეს სიტყვები, რომ ადამიანის ყური ძალიან ადვილად გაარჩევდა ამ სიტყვებს. – ოჰ. – ჩავილაპარაკე. შევბრუნდი და ჩემს უკან მჯდომ ბენს შევხედე. რამდენიმე წამის განმავლობაში, სათვალეების მიღმა არსებულ შავ თვალებში შიში გაკრთა, როცა შემფასებლური მზერით ვათვალიერებდი. შემდეგ კი თავი ხელში აიყვანა და მხრებში გასწორდა. ნიკაპი მაღლა ასწია და მოულოდნელმა გაბრაზებამ მის ყავისფერ კანს ოქროსფერი მიეცა. – ჰაჰ. – ჩავილაპარაკე ქედმაღლურად და ემეტისკენ შევბრუნდი. ¬– ის ფიქრობს, რომ ჩემზე უკეთესია, მაგრამ ანჯელა ას ეარ ფიქრობს, ვაჩვენებ როგორ უნდა... მშვენიერია. – როგორ ფიქრობ, ანჯელა ცეკვებზე იორკის დაპატიჟებს? – ჩაიფრუტუნა ემეტმა, რადგან ის ბიჭი, იორკი, ცნობილი იყო თავისი მოუქნელობით. – მხოლოდ გამოუვალ მდგომარეობაში. – მინდოდა დარწმუნებული ვყოფილიყავი, რომ ბენი გვისმენდა. – ანჯელა მორცხვია. თუკი ბე... უფრო სწორად, იმ ბიჭს არ ეყოფა გამბედაობა მის დასაპატიჟებლად, ანჯელა მას ვერ მიიწვევ. – მაგრამ შენ ხომ თავმდაბალი გოგონები მოგწონს? – ისევ იმპროვიზაცია. – ჩუმი გოგონები. გოგონები... არც კი ვიცი. იქნებ ბელა სვონი? გავიცინე. – ზუსტადაც. – შემდეგ კი ჩვენს წარმოდგენას დავუბრუნდი. – იქნებ ანჯელა ლოდინი მობეზრდეს, აი მაშინ კი მე დავპატიჟებ. – არა, არ დაპატიჟებ. – გაიფიქრა ბენმა, – რა მოხდა თუ კი ანჯელა ჩემზე მაღალია? თუ კი მას ეს არ აღელვებს, მითუმეტეს მე არ მაქვს პრობლემა. ის ყველაზე საყვარელი, ჭკვიანი მომხიბვლელი გოგოა მთელს სკოლაში... და მას მე მოვწონვარ. მომწონდა ეს ბიჭი. ამ წამს ის საკმაოდ მხნედ გამოყურებოდა. შესაძლებელია, ის იმსახურებდა კიდეც ისეთ გოგოს, როგრიც ანჯელა იყო. როდესაც მისის გოფი წამოდგა, რათა კლასს მისალმებოდა, მაგიდის ქვეშიდან ემეტს ცერა თითით ვანიშნე, რომ ყველაფერი კარგად იყო. – ¬კარგად გავერთე. – გაიფიქრა ემეტმა. საკუთარ თავს გავუღიმე, რადგან შევძელი და ამ სასიყვარულო ისტორიას ბედნიერი გადაწყვეტილება მივეცი. დარწმუნებული ვიყავი, რომ ბენი სწორ არჩევანს გააკეთებდა და ანჯელა მიიღებდა ჩემს ანონიმურ საჩუქარს. ჩემი მისია შესრულებული იყო. როგორი სულელები არიან ადამიანები, რომ მცირე განსხვავებას აძლევენ უფლებას მათი ბედნიერების დანგრევის. ამ პატარა წარმატების გამო, თავს კარგად ვგრძნობდი. მოუსვენრად ვწიალებდი სკამზე და ვემზადებოდი დამენახა რაიმე საინტერესო. ლანჩზე ბელამ მითხრა, რომ არცერთხელ არ მინახავს სპორტ დარბაზში. სპორტ დარბაზში არსებული უამრავი ხმის მიუხედავად, მაიკ ნიუტონის აზრების დაჭერა რთული არ იყო. უკანასკნელი რამდენიმე კვირის მანძილზე, მისი გონება საკმაოდ ნაცნობი გამხდარიყო ჩემთვის. ჩავისუნთქე და ვეცადე შევჩვეოდი იმ აზრს, რომ მისი აზრების მოსმენა მომიწევდა. არც კი დავეჭვებულვარ იმაში, რომ მაიკის ყურადღება ბელასკენ იქნებოდა მიპყრობილი. დროულად მივუსწარი. ის თავაზობა ოგგონას, რომ მისი პარტნიორი ყოფილიყო ბადმინტონის თამაშის დროს. ღიმილი გამიქრა, კბილები მაგრად დავაჭირე ერთმანეთს და თავს შევახსენე, რომ მაიკის მკვლელობა შეუძლებელი იყო. – მადლობთ. მაიკ – შენ იცი,. რომ არ ხარ ვალდებული ეს გააკეთო. – არ ინერვიულო, ორივეს ნაცვლად ვითამაშებ. ერთმანეთს გაუღიმეს და სწორედ ამ დროს მაიკის აზრებში უამრავი განსხვავებული იდეა გაჩნდა, რაც შეიძლება ბელას შემთხვეოდა თამაში დროს. დასაწყისისთვის მაიკი მარტო თამაშობდა, მაშინ როცა ბელას ჩოგანი ხელში ისე ეჭირა, თითქოს რაიმე სასიკვდილო იარაღი ყოფილიყო და კორტის მოპირდაპირ მხარეს იყურებოდა. შემდეგ მწვრთნელი მიუახლოვდა და უბრაძანა მასაც ეთამაშა. ო–ოი, – გაიფიქრა მაიკმა, როცა შენიშნა მისკენ წამოსული ბელა, რომელსაც ხელში არასწორი კუთხით ეჭირა ჩოგანი. ჯენიფერ ფორდა ბელას გაუღიმა. მაიკი გაიქცა, რათა ბურთი შეენარჩუნებინა, შემდეგ კი დაინახა, რომ ბელამ ჩოგანი შეარხია და დასარტყმელად მოემზადა. ბელას ჩოგანის ტრაექტორიას შიშით ვადევნებდი თვალყურს, რომელიც ბადეს გამოედო, შემდეგ ასხლტა და შუბლში მოხვდა გოგონას, გაფრინდა და ხმაურით მოხვდა მაიკს მხარში. – ოი, ოი, აი, ახლა დამილურჯდება. ბელა აქტიურად ისრესდა შუბლს. მიჭირდა სკამზე წყნარად ჯდომა, მაშინ, როცა ვიცოდი, რომ ტკიოდა. მაგრამ რის გაკეთებას შევძლებდი, იქ რომ ვყოფილიყავი? კარგი არაფრის. თუ კი ბელა თამაშს განაგრძობდა, მომიწევდა რაიმე გასამართლებელი საბუთის მოძებნა, მისი სპორტზალიდან გამოსაყვანად. მწვრთნელმა გაიცინა. – მაპატიე ნიუტონ. ეს გოგონა ნამდვილი სასჯელია, უარესი არ მინახავს, უკონკურენციოა. შემდეგ შებრუნდა და წავიდა, რათა ენახა, როგორ თამაშობდნენ დანარჩენი მოსწავლეები. ამან მისცა ბელას საშუალება, რომ ისევ მოაყურებლად დარჩენილიყო. აუ. გაიფიქრა მაიკმა და ბელასკენ შებრუნდა. – როგორ ხარ? – ყველაფერი კარგადაა, შენ? – შეეკითხა პასუხადა და გაწითლდა. – არა მიშავს, არ მინდა სუსტი გამოვჩნდე, მაგრამ საკმაოდ მტკივნეულია. მაიკმა ხელი დაატრიალა და ტკივილისგან მოიღუშა. – მე აქ დავრჩები. – ბელა ღელავდა. მის სახეზე მწუხარება აღბეჭდილიყო. იქნებ მაიკი თვითონ ისწრაფვოდა ამისკენ? მინდოდა იმედი მქონოდა, რომ ეს ყველაფერი შემთხვევითობა იყო. მიუხედავად ამისა, ბელა თამაშს აღარ აპირებდა. ფრთხილად ეჭირა ჩოგანი ზურგს უკან და თვალებიში სინანული უკრთოდა... მომიწია სიცილი ხველებით შემენიღბა. – რა არის სასაცილო? – დაინტერესდა ემეტი. – მოგვიანებით მოგიყვები. – ჩავიჩურჩულე. ბელას მეტი აღარ უცდია ეთამაშა. მწვრთნელი ამას ყურადღებას აღარ აქცევდა და მაიკს მისცა საშუალება ორის ნაცვლად ეთამაშა. ადვილად გავუმკლავდი ტესტს გაკვეთილის ბოლოს და მისის გოფმა ადრე გამიშვა კლასიდან. მივაბიჯებდი შენობაში და მაიკის ფიქრებს ვუსმენდი. ის აპირებდა ჩემს შესახებ ეკითხა ბელასთვის. ჯესიკა იფიცება, რომ ედვარდი და ბელა ხვდებიან, რატომ არჩია მაინცადამაინც ბელა?

შუაღამის მზე (16) ეს იყო ჩემთვის კარგად ნაცნობი ადგილი, ადგილი, სადაც სწორედ ამ წამს გადავწყვიტე ბელას წაყვანა – პატარა მდელო, სადაც ჩემს გარდა არავინ ყოფილა. - 814681399093

Комментарии

Комментариев нет.