ერთხელ წმინდა სერგი რადონეჟელი თავის ხორციელ ძმა სტეფანესთან და ნათესავ თეოდორესთან ერთად საღმრთო ლიტურგიას აღავლენდა.
ამ დროს ცნობილი ბერი ისააკ მდუმარე ეკლესიაში იდგა. ხედავს ისააკი, რომ საკურთხეველში მამებთან ერთად მეოთხე კაციც მსახურობს, ბრწყინვალე, დიდებული შესახედაობის, მას გარეგნულადაც ნათელი ედგა და ტანსაცმელიც უბრწყინავდა. პირველი გამოსვლისას ღირს მამებს ისიც გამოჰყვა. მამა ისააკმა ჰკითხა იქ მდგომ მამა მაკარს: "რა საოცარი სახილავია, ვინ არის ეს დიდებული ადამიანიო". "არ ვიცი, მამაო! მართლაც შემაძრწუნებელ სანახაობას ვხედავ. ჩემი აზრით, ის დიდ თავადს მოჰყვაო". მივიდნენ და ჰკითხეს თავადის ხალხს, თან მღვდელი ხომ არ მოგიყვანიათო. არაო, უპასუხეს. მამები მაშინვე მიხვდნენ, რომ ის ანგელოზი იყო. წირვის დასრულების შემდეგ ღირსი მამები წმინდა სერგის მიადგნენ და უცნობის ვინაობა ჰკითხეს. წმინდა სერგიმ დამალვა სცადა, მაგრამ სულიერ შვილთა ვედრებას ვერ გაუძლო და უთხრა: "ჰოი, შვილნო საყვარელნო! განა შემიძლია დავმალო ის, რაც უფალმა გამიმჟღავნა? ის, ვინც დაინახეთ - უფლის ანგელოზია. არა მარტო დღეს, ყოველთვის მე უღირსი ღვთის განგებულებით ვმსახურობ მასთან ერთად. რაც დღეს იხილეთ, არავის მოუყვეთ ვიდრე ჩემს გარდაცვალებამდეო". სხვა დროს ღირსი სერგი ლიტურღიას აღასრულებდა, როცა სიმონმა დაინახა, რომ ტრაპეზიდან ცეცხლი გამოდიოდა, ანათებდა საკურთხეველს და გარს ევლებოდა წმინდანს, ისე, რომ თავიდან ფეხებამდე ცეცხლის ალში იყო გახვეული. წმ. საიდუმლოს (ზიარების) მიღების წინ, ცეცხლი საბურველივით გადაეფარა ბარძიმს და შიგ ჩაეშვა, საიდანაც ეზიარა იგი. შეშინებული სიმონი დადუმებული იდგა. ნეტარმა ჰკითხა მას: „შვილო, რამ შეაძრწუნა სული შენი? სიმონმა უპასუხა: „მამაო, მე ვიხილე სასწაული, მე დავინახე სული წმიდის მადლი, რომელიც შენით მოქმედებდა“. ღირსმა სერგიმ მასაც აუკრძალა ამ ამბის გახმაურება სანამ ცოცხალი იყო. წმ. სერგი რადონეჟელის ცხოვრებიდან
☦ ✠ ☦დიდ ხარ ☦ ✠ ☦ შენ უფალო☦ ✠ ☦
ერთხელ წმინდა სერგი რადონეჟელი თავის ხორციელ ძმა სტეფანესთან და ნათესავ თეოდორესთან ერთად საღმრთო ლიტურგიას აღავლენდა.
ამ დროს ცნობილი ბერი ისააკ მდუმარე ეკლესიაში იდგა.
ხედავს ისააკი, რომ საკურთხეველში მამებთან ერთად მეოთხე კაციც მსახურობს, ბრწყინვალე, დიდებული შესახედაობის, მას გარეგნულადაც ნათელი ედგა და ტანსაცმელიც უბრწყინავდა.
პირველი გამოსვლისას ღირს მამებს ისიც გამოჰყვა. მამა ისააკმა ჰკითხა იქ მდგომ მამა მაკარს: "რა საოცარი სახილავია, ვინ არის ეს დიდებული ადამიანიო".
"არ ვიცი, მამაო! მართლაც შემაძრწუნებელ სანახაობას ვხედავ. ჩემი აზრით, ის დიდ თავადს მოჰყვაო".
მივიდნენ და ჰკითხეს თავადის ხალხს, თან მღვდელი ხომ არ მოგიყვანიათო. არაო, უპასუხეს. მამები მაშინვე მიხვდნენ, რომ ის ანგელოზი იყო.
წირვის დასრულების შემდეგ ღირსი მამები წმინდა სერგის მიადგნენ და უცნობის ვინაობა ჰკითხეს. წმინდა სერგიმ დამალვა სცადა, მაგრამ სულიერ შვილთა ვედრებას ვერ გაუძლო და უთხრა:
"ჰოი, შვილნო საყვარელნო! განა შემიძლია დავმალო ის, რაც უფალმა გამიმჟღავნა? ის, ვინც დაინახეთ - უფლის ანგელოზია. არა მარტო დღეს, ყოველთვის მე უღირსი ღვთის განგებულებით ვმსახურობ მასთან ერთად. რაც დღეს იხილეთ, არავის მოუყვეთ ვიდრე ჩემს გარდაცვალებამდეო".
სხვა დროს ღირსი სერგი ლიტურღიას აღასრულებდა, როცა სიმონმა დაინახა, რომ ტრაპეზიდან ცეცხლი გამოდიოდა, ანათებდა საკურთხეველს და გარს ევლებოდა წმინდანს, ისე, რომ თავიდან ფეხებამდე ცეცხლის ალში იყო გახვეული.
წმ. საიდუმლოს (ზიარების) მიღების წინ, ცეცხლი საბურველივით გადაეფარა ბარძიმს და შიგ ჩაეშვა, საიდანაც ეზიარა იგი. შეშინებული სიმონი დადუმებული იდგა.
ნეტარმა ჰკითხა მას: „შვილო, რამ შეაძრწუნა სული შენი? სიმონმა უპასუხა: „მამაო, მე ვიხილე სასწაული, მე დავინახე სული წმიდის მადლი, რომელიც შენით მოქმედებდა“.
ღირსმა სერგიმ მასაც აუკრძალა ამ ამბის გახმაურება სანამ ცოცხალი იყო.
წმ. სერგი რადონეჟელის ცხოვრებიდან