თბილისში, "ისთ-ფოინთი"-ს სავაჭრო ცენტრის რაიონში, ორი წლის განმავლობაში 150 ცხოველზე გათვლილი უპატრონო ძაღლების თავშესაფარი აშენდება.

პროექტში ინვესტიციების მოცულობა 1,5 მილიონ ლარს შეადგენს. გარდა ამისა, ზაფხულის ბოლომდე დედაქალაქში ჩატარდება კვლევა უსახლკარო ცხოველების რაოდენობის დათვლისთვის. მისი დახმარებით დადგინდება ცხოველთა თავშეყრის ძირითადი ადგილები და მათი ძირითადი დაავადებები.

Комментарии

Комментариев нет.