"ძმათა საფლავზე ცეცხლი ინთება,

შინ მოუსვლელი ძმები გახსოვდეთ!
მოვალთ ფიქრებად, მოვალთ სიზმრებად,
ჯარისკაცებად აღარასოდეს...
ხარობს ქვეყანა, მღერის ბუნება,
ენაცვლებიან ღრუბლებს ღრუბლები,
დაუბრუნდება ბუდეს მერცხლები,
ჩვენ კი ვერასდროს ვერ დავბრუნდებით,
ვერ დავბრუნდებით,ვერ დავბრუნდებით"...
"თქვენთვის ვიბრძოდით, როცა ვიბრძოდით,
თქვენთვის ვიმღერეთ, რაც გვიმღერია.
ერთი ყუმბარა გვერდით თან გვიდევს,
სიკვიდილის შიში ვერ აგვატირებს.
ბევრნი ვიყავით,ერთი სამარე
თხილის გულივით გავინაწილეთ"...
ნაწყვეტები 2008 წლის სამამულო ომში
გმირულად
დაღუპული 21 წლის მიშიკო დვალიშვილის
ლექსებიდან!

Комментарии

Комментариев нет.