დაუვიწყარი სიყვარული, რომანი.

16 წლის ვიყავი , სოხუმში ვცხოვრობდი, ჩვენთან ახლოს ოჯახი ჩამოსახლდა, ჩვეულებრივი ამბავი იყო , რომელიღაც სოფლიდან ქალაქში გადმოვიდნენ საცხოვრებლად. ოჯახს 2 შვილი ყავდა ბიჭი გუჯა ჩემი ტოლა იყო გოგო ეკა კი უმცროსი, ეს გოგო პირველსავე შეხვედრაზე გულში მომხვდა, როცა გვერდზე ჩამიარა დიდხანს გავაყოლე თვალი, დავიწყე იმაზე ფიქრი როგორ დავახლოვებოდი ამ გოგოს, გადავწყვიტე ბიჭთან დაახლოვება, გაცნობის შემდეგ ზღვაზე დავპატიჟე, მართლაც მალე ზღვის ტალღებში ვცურავდით, ეკამაც კარგი ცურვა იცოდა არ ჩამოგვრჩა და კარგა შორს შევცურეთ. გულში ვფიქრობდი ნეტა რამე ეტკინოს რომ ზღვიდან ამოსვლაზე დახმარება დაჭირდესთქვა. ამ ფიქრებში ვიყავი ეკამ ცუდად ვარო დამეხმარეთო, მე იმწამსვე მივცურე, გუჯამაც მოცურდა რა გჭირსო? რა ვიცი თავბრუ მეხვევა ვერ ვცურავარო. ამოვუდექით გვერდებიდან ბეჭებზე ხელი დაგვადო და წამოვიყვანეთ ნაპირისკენ . მისი ხელი მწვავდა ცეცხლი მეკიდებოდა, გავაპარე მისკენ მზერა, ეღიმებოდა. მგონი იგონებდა , ცუდად ყოფნის არაფერი ეტყობოდა. მე ეხლა იმაზე ვფიქრობდი ნეტა კიდე შორს ყოფილიყო ნაპირი რომ მისი ხელი ბეჭზე ჩაკიდებული დიდხანს ყოფილიყო. მალე ნაპირზე ვიყავით, გუჯა წყლის მოსატანად წავიდა, მე გვერდით ვუჯექი და ხმას ვერ ვიღებდი. დიდხანს მისკენ ყურებასაც ვერ ვბედავდი. ისეთი შემოხედვა ქონდა მწვავდა. გუჯამ ცივი წყალი მოუტანა. ცოტა მოსვა დანარჩენი მე გადამასხა. მზეზე გახურებულ ტანზე ცივი წყალი ისე მომხვდა თითქოს დენმა დამარტყაო. მივუბრუნდი ამ დროს წამოხტა და გაიქცა, დავედევნე, ქურციკივით გარბოდა, მივხდი ძალათ მოიგონა ავადმყოფობა, გაკიდებას აზრი არ ქონდა ვერ დავეწეოდი. ამ დღიდან რომ არ მენახა გავგიჟდებოდი. ყოველდღე მათ ოჯახში ვიყავი. ეკას მშობლებმაც დამიახლოვდნენ, შევატყვე სიმპატიით იყვნენ განწყობილი ჩემს მიმართ, ასევე ეკაც არ იყო გულგრილი ჩემს მიმართ, დამყვებოდა ყველგან კინოში თუ კონცერტებზე, ჩემს თავს ვატყობდი ეკას გარეშე ვეღარ გავძლებდი, ბევრჯერ გადავწყვიტე გამოვტყდომოდი სიყვარულში მაგრამ რაღაც ძალა მბორკავდა. ხან ვერ ვბედავდი. არეულობები იწყებოდა დაძაბული სიტუაციები იყო. მალე ომიც დაიწყო, რომელმაც დაგვაშორა ერთმანეთს, სიყვარულისთვის ვის ეცალა, მე და გუჯა გვარდიაში ჩავეწერეთ და ვომობდით გვერდიგვერდ. ჩვენი ოჯახები კი გახიზნული იყო. პირველი ნაწილის დასასრული.

Комментарии

Комментариев нет.