დაუვიწყარი სიყვარული რომანი 2 ნაწილი.

გააფრთებული ბრძოლები მიდიოდა , ბიჭები გვეხოცებოდა, მე და გუჯა სულ ერთად ვიბრძოდით ერთმანეთის იმედი გვქონდა, ძმებივით ვიყავით და გამოვუტყდი რომ მისი და ეკა მიყვარდა თუ გადავურჩებოდით ამ საშინელ ომს აუცილებლად ხელი უნდა გთხოვოთთქვა. გუჯამ მე გამჩნევდით ორივეს რომ გიყვართ ერთმანეთი. მიტო იყო ვიმიზეზებდი და მარტო გტოვებდითო. როგორც კი ომს მოვრჩებით დაგარორწინებთო, ჩემი მშობლებიც თანახმა იქნებიანო, მეტი რა მინდოდა სიხარულს ვერ ვმალავდი, ეხლა მთავარი იყო ბრძოლა და გამარჯვება და არ უნდა დავღუპულიყავით. ომი გაიწელა არ გვეგონა ამდენს ხანს თუ გასტანდა, ერთ ბრძოლაში მძიმედ დავიჭერი, გუჯას ვეუბნები დამტოვე წადი გაასწარი ხომ ხედავ შეტევაზე გადმოდიანთქვა, რას ამბობო მერე ჩემს დას თვალებში როგორ შევხედო, მაგას ვერ ვიზამო, შემისვა ზურზე და ხოხვით გამომიყვანა სამშვიდობოს, მერე გემზე დამსვეს და ფოთში ჩამიყვანეს, ფოთიდან თვითმფრინავით თბილისში ჰოსპიტალში გადამიყვანეს, ისე მძიმედ ვიყავი ექიმებს ჩემი გადარჩენის იმედი არ ქონდათ. ოპერაცია მაინც გამიკეთეს და უგონოდ რეამინაციაში გადამიყვანეს. არ ვიცი რამდენი ხანი ვიყავი უგონოდ, თვალი რომ გავახილე ექიმაა თქვა ჩემზე დაბრუნდა საიქიოდანო. დღეს რომ არ გაგეხილა თვალები აპარატის გათიშვას ვაპირებდითო. მომილოცა სააქაოს დაბრუნება და ექთანს ჩემი პალატაში გადაყვანა დაავალა. არ გვეგონა თუ გადაიტანდაო, 19 წლის ორგანიზზმა გაუძლო ყველაფერს და ცოცხალი ვიყავი, ფრონტიდან კი სულ ცუდი ამბები მოდიოდა, არ წყდებოდა დაჭრილების და დახოცილების ნაკადი. როგორც კი გონს მოვედი დავიწყე გუჯაზე და ეკაზე ფიქრი. არ ვიცოდი სად იყვნენ როგორ იყვნენ. გუჯა მეტად მეჯავრებოდა თავდაუზოგავად იბრძოდა, მეშინოდა არ დაღუპულიყო. ამასობაში სოხუმი დაეცა. ამან უფრო შემაშინა, გუჯა ცოცხალი თავით სოხუმს არ დატოვებდა, 2 ნაწილის დასასრული.

Комментарии

  • 29 дек 2019 15:44
    ველოდები მესამე ნაწილს რა პატარა მონალოგებიაა ვაი......ცოდა უფრო ვრცლად დაწერეთ....