ქინაქინა

_ მა­მი, რა არის ქი­ნა­ქი­ნა? _ იკით­ხა მი­ხამ, ცნო­ბის მოყ­ვა­რე­ო­ბით გა­ტა­ცე­ბულ­მა.
_ წა­მა­ლია, შვი­ლო მე­რე რა წა­მა­ლი?! _ დე­და­შენ­მა ახ­ლა ერ­თი წვე­თი რომ და­ლი­ოს, მა­შინ­ვე ფეხ­ზე წა­მოდ­გე­ბა, _ უთ­ხრა მა­მამ.
მი­ხა გა­ჩუმ­და; ვე­ღა­რა­ფე­რი თქვა, ისე გა­ი­ტა­ცა დე­დის მორ­ჩე­ნის სურ­ვილ­მა.
_ ნე­ტა ერ­თი ფულს ვი­პო­ვი­დე დღეს, რომ დე­დის­თვის "ქი­ნა­ქი­ნა" ვა­ყიდ­ვიო მა­მას, _ ფიქ­რობ­და მი­ხა და გულ­ში ღმერთს ეხ­ვე­წე­ბო­და: _ ღმერ­თო, გზა­ზედ ფუ­ლი მა­პოვ­ნი­ნეო.
_ მი­ხა, შვი­ლო, თუ გინ­და, წა­დი სკო­ლა­ში! _ უთ­ხრა დე­დამ მი­ხას, რად­გან იცო­და, რომ სკო­ლა­ში წას­ვლა მი­ხას არ ეწ­ყი­ნე­ბო­და.
_ წა­დი შვი­ლო, წა­დი, _ უთ­ხრა მა­მა­მაც: _ წა­დი, იქ­ნე­ბა, ის­წავ­ლო რა­მე და გა­მო­ი­ყე­ნო, თვა­რა ხომ ხე­დავ ჩვენს გა­ჭირ­ვე­ბას? წა­დი, მე სა­დილს და­გახ­ვედ­რებ...
მი­ხა­საც ეს უნ­დო­და; მა­შინ­ვე წა­მოხ­ტა ზე­ზე, ჩა­იწ­ყო ჩან­თა­ში წიგ­ნე­ბი და გა­ე­ქა­ნა, მხი­ა­რუ­ლი, სკო­ლი­სა­კენ.
რო­ცა მი­ხა სკო­ლა­ში შე­ვი­და და და­ი­ნა­ხა თა­ვი­სი ამ­ხა­ნა­გე­ბის გაბ­რწყი­ნე­ბუ­ლი სა­ხე, ბედ­ნი­ე­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი, კმა­ყო­ფი­ლი სტუ­მა­რი; და­ი­ნა­ხა, რომ მთელ სკო­ლას რა­ღაც სად­ღე­სას­წა­უ­ლო ფე­რი დას­დე­ბია, _ აღარ იცო­და, რა ექ­ნა. შემ­კრთა­ლი გა­ჩერ­და ერთ ად­გილ­ზე და მი­ა­ჩერ­და მას­წავ­ლე­ბელს. თით­ქო თვა­ლე­ბით შეს­თხოვს, გა­მა­გე­ბი­ნე, რა ამ­ბა­ვია აქაო.
_ მი­ხას გა­უ­მარ­ჯოს! _ და­უ­ძა­ხა მას­წავ­ლე­ბელ­მა ღი­მი­ლით: _ სად იყა­ვი ამ­დენ ხანს?
მი­ხა არა­ფერს არ ამ­ბობ­და და, გაშ­ტე­რე­ბუ­ლი, იდ­გა.
_ სხვა დროს არ და­გიგ­ვი­ა­ნია და დღეს რო­გორ და­გე­მარ­თა, რომ ამის­თა­ნა ბედ­ნი­ერ დღეს გა­მოგ­ვაკ­ლდი? დღეს ჩვენ გვეწ­ვია ძვირ­ფა­სი სტუ­მა­რი, ყვე­ლა­ნი შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად დავ­ხვდით და მად­ლო­ბა და­ვიმ­სა­ხუ­რეთ, შენ-კი ასე გვი­ან მოხ­ვე­დი... აგ­რე უნ­და მას­პინ­ძლო­ბა?..
მი­ხას თვა­ლე­ბი ძირს და­ეშ­ვა და ცრემ­ლე­ბით ავ­სე­ბო­და. რამ­დე­ნი­მე სიტ­ყვა რომ ეთ­ქვათ კი­დევ, ის ტი­რილს და­იწ­ყებ­და; მაგ­რამ ამ დროს მი­იხ­მო სტუ­მარ­მა მას­წავ­ლე­ბე­ლი და ცო­ტა ხანს ჩუ­მად ელა­პა­რა­კე­ბო­და. ლა­პა­რა­კის დროს ორი­ვე­ნი მი­ხას უყუ­რებ­დენ; მე­რე მი­ვი­და მას­წავ­ლე­ბე­ლი მი­ხას­თან, გა­და­უს­ვა თავ­ზე ხე­ლი და უთ­ხრა:
_ არა უშავს რა!
_ მო­დი, პა­წა­წავ! _ უთ­ხრა სტუ­მარ­მაც ალერ­სი­ა­ნად. მი­ხას ია­მა მას­წავ­ლებ­ლი­სა და სტუმ­რის სიტ­ყვე­ბის კი­ლო და თა­მა­მად მი­ვი­და.
_ აბა, მო­ყე­ვი აქე­დან! _ უთ­ხრა სტუ­მარ­მა და აჩ­ვე­ნა გა­დაშ­ლილ წიგ­ნზე ად­გი­ლი. მი­ხა ჯერ ხმის კან­კა­ლით შე­უდ­გა კით­ხვა, მე­რე და მე­რე-კი გა­თა­მამ­და და ჩი­ნე­ბუ­ლად და­იწ­ყო კით­ხვა. წა­კით­ხვის მე­რე სტუ­მარ­მა ათ­ქმე­ვი­ნა წა­ნა­კით­ხი და მი­ხა­მაც მშვე­ნივ­რად უამ­ბო ყვე­ლა­ფე­რი, რაც წა­ე­კით­ხა, მე­რე ლექ­სე­ბი ათ­ქმე­ვი­ნეს ზე­პი­რად, მე­რე სა­ან­გა­რი­შო მის­ცეს. მი­ხამ თა­ვი გა­მო­ი­ჩი­ნა, ისე კარ­გათ უთ­ხრა ყვე­ლა­ფე­რი.
_ ყო­ჩაღ, ყო­ჩაღ! _ იძა­ხო­და სტუ­მა­რი. მას­წავ­ლე­ბე­ლი გა­ხა­რე­ბუ­ლი იყო მი­ხას პა­სუ­ხით, სტუ­მა­რი გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი.
გა­ა­თა­ვეს მი­ხას გა­მო­კით­ხვა.
_ სა­ჩუ­ქა­რი რომ აღა­რა მაქვს შენ­თვის! _ გულ­დაწ­ყვე­ტი­ლი ეუბ­ნე­ბო­და მი­ხას სტუ­მა­რი: _ რაც მქონ­და, ყვე­ლა და­ვა­რი­გე დღეს.
_ ნუ შე­წუხ­დე­ბით, მე მივ­ცემ სა­ჩუ­ქარს თქვენ მა­გი­ერ, _ უთ­ხრა სტუ­მარს მას­წავ­ლე­ბელ­მა.
_ თქვენ-კი მი­ცემთ, მაგ­რამ მე მინ­და, რომ ჩემ­გა­ნაც ქონ­დეს რა­მე. მე მოგ­ცემთ ფულს და გთხოვთ, ჩემ მა­გი­ერ უყი­დოთ, რაც თვი­თონ სურს.
ამ სიტ­ყვებ­ზედ ამო­ი­ღო სტა­მურ­მა რამ­დე­ნი­მე თეთ­რი ფუ­ლი და მი­ცა. მას­წავ­ლე­ბელ­მა გა­მო­არ­თვა და მი­უბ­რუნ­და მი­ხას:
_ მი­ხა, ბა­რემ ახ­ლა­ვე მით­ხა­რი, რა გი­ყი­დო ამ ფუ­ლით?
_ "ქი­ნა­ქი­ნა"! _ წა­მო­ი­ძა­ხა უცებ გა­ხა­რე­ბულ­მა მი­ხამ.
ყვე­ლამ ყუ­რე­ბი ცქვი­ტა და, გა­ო­ცე­ბუ­ლებ­მა, შე­ხე­დეს.
_ რა? _ და­ე­კით­ხა მე­ო­რედ მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მელ­საც ეგო­ნა, რომ ყურ­მა მო­მატ­ყუ­აო.
_ ქი­ნა­ქი­ნა! _ გა­ნი­მე­ო­რა ბავ­შვმა.
_ იცი მე­რე, რა არის ქი­ნა­ქი­ნა? _ ღი­მი­ლით კით­ხა სტუ­მარ­მა.
_ წა­მა­ლია, მი­უ­გო ბავ­შვმა.
_ მე­რე რად გინ­და შენ ეგ წა­მა­ლი? _ კით­ხა მას­წავ­ლე­ბელ­მა.
_ დე­დას აცი­ებს და მა­მა წუხს: უფუ­ლო­ბას რა ვუ­ყო, თვა­რა "ქი­ნა­ქი­ნას" ვი­ყიდ­დი და მო­ვარ­ჩენ­დიო.
სტუ­მარ­მა და მა­წავ­ლე­ბელ­მა ერ­თმა­ნეთს შე­ხე­დეს...
იმ სა­ღა­მოს მას­წავ­ლე­ბე­ლი და ფერ­შა­ლი მახ­ლო­ბელ და­ბი­დან მი­ვი­დენ მი­ხას სახ­ლში. ფერ­შალ­მა ნა­ხა ავად­მყო­ფი, სა­ჭი­რო წამ­ლე­ბი (რა­საკ­ვირ­ვე­ლია "ქი­ნა­ქი­ნაც") და­უ­ტო­ვა და და­რი­გე­ბაც მი­ცა, რო­გორ მოქ­ცე­უ­ლი­ყო. მას­წავ­ლე­ბელ­მა-კი პა­ტა­რა სუ­რა­თე­ბი­ა­ნი წიგ­ნი მო­უ­ტა­ნა მი­ხას. აუ­წე­რე­ლია ის მხი­ა­რუ­ლე­ბა, რო­მელ­საც გრძნობ­დენ, რო­გორც მი­ხას მშობ­ლე­ბი, ისე თვი­თონ მი­ხა;
ამი­სი მხო­ლოდ გრძნო­ბა შე­იძ­ლე­ბა და არა გა­მოთ­ქმა!... ..
დუტუ მეგრელი
❤️❤️❤️

Комментарии

  • 22 авг 2021 18:30
    აიიი ესს უნდაა ისწავლებოდეს სკოლებში დაწყებითებშიი.რა კარგი იყოო ჩემი დაწყებითი სწავლა და ის დედაენა შემდეგ კიდევ გაგრძელება დედაენის შემდეგ საუბედუროდ სააკიანმაა ეს სიამოვნებაა წაართვას ბავშვებსა და კიდევ სააკიან სააკაშვილს ამართლებენ ნატრობენ ყველაფერი რომ წაართვას ქართველ ერსს დიდსაა დაა პატარას.
  • 4 сен 2021 20:03
    მსოფლიო შეიშალა და ჩვენს მასთან ერთად