მუხლმოდრეკილი გეთაყვანებით

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
დღეს უფლის დღეა,
ჩვენი უფლის დაბადების დღე,
უდიდესი დღე!
დღეს ღმერთის ძე გაჩნდა ამ ქვეყნად,
ყოვლადწმინდისგან მოვლენილმა,..
იესო ქრისტემ!
დღეს მთელ ქვეყანას მოაფინა ბედნიერება,
დღეს ჩაისახა ცოდვილთ გულში
დიდი იმედი,
დიდი იმედი იმათთათვის ვინც ინანიებს,
იესო ქრისტე!
ყოვლის შემძლე, კეთილი ღმერთი,
მონანიებულთ,
რომ გვპატიებს ყველას ყველაფერს.
ჩვენ, 7 იანვარს,
ძველი დროით ვზეიმობთ ამ დღეს,
დღეს დაიბადა ჩვენი მხსნელი,
იესო ქრისტე!
მუხლმოდრეკილი ვევედრები
მე გულით ჩვენზე,
რომ სული წმინდა, განგვიახლოს ჩვენ
გვამსა შინა!
რომ მოგვცეს ძალა ჩვენ,
ცოდვების მონანიების,
ჩვენთვის შეუძლო,
შენთვის არის შესაძლებელი,
შენ, მეუფეო!
ყოვლის შემძლევ, მოსულო ჩვენთვის,
დღენი გვიგრძელე,
რომ განვლიოთ, შენზედ დიდებით!
(ავტორი ნარგიზი ჯაფარიძე)

gif

Комментарии