რა არის მონატრება?

ღმერთო რამდენი რამ შეიძლება ითქვას ამ სიტყვებით მრავალი ადამიანის გრძნობა,ემოცია, ულევი ტკივილი
შეიძლება გადმოვცეთ ამ უბრალო სამ სიტყვიანი წინადადებით, რომელსაც კითხვის ფორმა აქვს მიღებული, მაგრამ ამ კითხვას ხომ
შეიძლება პასუხი ქონდეს. ყველა შემთხვევაში კითხვებს პასუხი აქვთ ხოლმე, მაგრამ განა შეიძლება ამ გრძნობის შესაფერისი პასუხი
ვეძიოთ? ჩემი აზრით არა!!! იკითხავთ,რატომ და მეც გაგცემთ ერთ უშუალო პასუხს სიყვარულსა და მონატრებას ყველა ადამიანი
სხვადასხვანაირად აღიქვამს ზოგს ჰგონია რომ ფიზიკური ლტოლვა ან სიგიჟის ჩადენა ანდაც მეორე ადამიანისადმი ბედნიერების
მინიჭება სიყვარულია, მაგრამ ბევრიც ცდება ამაში მათ რომ იცოდნენ რა არის სიყვარული ამ ყველაფერს არც ჩაიდენდნენ,
უბრალოდ შეიძლება არც გადმოეცათ და ეგრძნოთ... ისე ახლაც იტყვით ჰმ.. ეს მონატრებაზე ლაპარაკობს თუ სიყვარულზეო მეც
ამის გარჩევას ვცდილობ მინდა გავიგო შეიძლება თუ არა ამ ორი ფენომენალური შეგრძნების როგორმე გარჩევა მინდა გითხრათ
რომ მონატრება სულიერი მდგომარეობაა რომელსაც ხშირად ფიზიკური უძლურებით გამოხატავენ ეს შეიძლება იყოს ტირილი
დეპრესია თუ რაიმე სახით თვითგვემა, თუმცა ვერავინ ხვდება რომ ამ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი ყველაფერს განიცდის,
მასზე შეიძლება იმოქმედოს უბრალოდ ფილმმა, რომლის გმირებს უყვართ ერთმანეთი და ბედნიერები არიან, ადამიანები კი
გმირების ცხოვრებას საკუთარ ცხოვრებასთან აიგივებენ, როდესაც ხვდებიან რომ ეს შეუძლებელია და მათ შორის დიდი უფსკრულია სასოწარკვეთილნი ცრემლებს გზას უკვალავენ ღრმად ჩატოვებულ სახის ნაკვთებში. ამავე გრძნობით უსმენენ
მუსიკას, რომელსაც შეყვარებული მამაკაცი საყვარელ ქალს უმღერის და ორი წუთით წარმოიდგენს თავს იმ ადამიანის ადგილზე
გული უჩუყდება, წარსული ახსენდება და მწარედ ატკიებულ სულს სიხლის წვეთებს ცრემლებად უქცევს. ძნელია როცა ასეთ
მდგომარეობაში ხარ, როდესაც ამ ყველაფრის გამომწვევი მიზეზი ისევ და ისევ სიყვარულია იგია მიზეზია ყველაფრის დაწყებისა
და დამთავრების... დამთავრების ეს ისე უბრალოდ მაგრამ როდესაც საკუთარ გრძნობებს დააკვირდებით არაფერი ქრება უკვალოდ
ის ტოვებს კვალს არა გულზე არამედ სულზე, რომელიც ღრმადაა ჩვენში და ის ყველა ტკივლიზე უფრო მწარედ გვაგრძნობინებს
მარტოობის მტანჯველ წამებს. მონატრება და სიყვარული ერთმანეთზე გადაჯაჭვულ ურყევ ჯაჭვს წარმოადგენს მისი გარღვევა არც
ვიცი რამე შეიძლება გამოიწვიოს.ეს ხომ ერთი და იგივეა გიყვარს და გენატრება ვინც არ უნდა იყოს, როცა შენთანაა მაინც
გენატრება იმიტომ ,რომ გიყვარს... გიყვარს რომ ის შენთანაა... გიყვარს და გინდა არასდროს წავიდეს... გიყვარს და გეშინიაა არ
დაგტოვოს... მაგრამ როდესაც ნებით თუ უნებლიეთ ჩვენთვის ძვირფასი ადამიანები გვტოვებენ განვიცდით სულის ტკივილს და
ვგრძნობთ, როგორ გვეცლება ფიზიკური გრძნობები და ვეძლევით დავიწყებას. მარტოობის და სიყვარულის შიში გვიჩნდება მაგრამ
ღირს კი ყველაფერი ამგვარ ტანჯვად ალბათ კი,რადგანაც სიყვარული თვით ღმერთია და ღმერთამდე მისაღწევად ადამიანმა
ყველანაირ ტკივილს უნდა გაუძლოს სწორედ ამიტომ ავირჩიოთ სიყვარული და შევხვდეთ მედგრად სიყვარულის მახლობელ
მონატრებას და გვიყვარდეს ის ვინც თავს არასოდეს მოგვანატრებს!!!

რა არის მონატრება? - 803580796037

Комментарии