♡♡ მამა გაბრიელს ♡♡

მამაო ჩვენო! ღირსო ბერო! მამა გაბრიელ!
შენს წმინდა კალთას,ქართველები არ მოგვაცილო..მადლიან მიწას გადმოხიზნულ
ყველა ემიგრანტს.შენი ხატება, შენი ლოცვა არ აგვაცილო.
როდესაც გვიჭირს თავს ზევით კი ძალა არა გვაქვს.
როდესაც გულში ტკივილები ძლიერ მატულობს..
როდესაც ძალა წამოდგომის არ გაგვაჩნია..
ძირს დაჩოქილი შენს ხატებას, ვედრებასა ვთხოვთ!
შენი წყალობა უხილავად დიდი მადლია..
ჩემო წმინდაო!ღირსო ბერო! მამა გაბრიელ!
რამდენ ემიგრანტს გაუყუჩე დიდი ტკივილი..
რამდენ დატანჯულს, შენი მადლი უხვად მოჰფინე..
კეთილო,თბილო,სიუხვისა მომნიჭებელო..მადლით მოსილო საქართველოს ბერო გაბრიელ!
გთხოვ,დაუბრუნე ყველა ოჯახს დედა მშობელი შვილებს კი დედის მონატრების ცრემლი შეუშრე..
გულ დატანჯული საქართველოს მკვიდრი შვილები..
ჩვენს სამშობლოში!
ჩენს მიწაწყალს, გთხოვ! ჩაგვახუტე...
ავტ:/მარიამი/12.09.2016

Комментарии