პაპის ვიზიტთან დაკავშირებით

რას გვიქადაგებს! მამა თეიმურაზი..
ეს ყველა ქართველმა უნდა წაიკითხოს და გაითვალისწინოს...
დასაწყისშივე დავსძენ , შემირცხვენია ყველა მართმადიდებელი ვინც თანამლოცველობაში იქნება სხვა აღმსარებლობის ადამიანთან...
აქვე ვიტყვი: შემირცხვენია ის მართმადიდებელიც ,რომელიც სტუმარს ხმლითა და აბჯრით დახვდება, შემირცხვენია ისიც ,ვინც ქრისტეს სახელით ლანძღავს ვინმეს, სწავლება უნდა მოიძულო,ხოლო პიროვნების მოძულება ჩვენთვის ქრისტეს არ უსწავლებია არამედ გვითხრა: "გიყვარდეს მოყვასი შენი" და უმეტეს ამისა "გიყვარდეს მტერი შენი"
ვერ ვხვდები, რატომ უნდა მეშინოდეს ვინმეს სტუმრობის,ცივილიზირებულ სამყაროში ვცხოვრობთ,მრავალი ადამიანი სტუმრობს(გვახსოვდეს პაპი პოლიტიკური ლიდერიც არის) ჩვენს ქვეყანას და მრავალი ჩვენი მოქალაქე სხვა უცხო ქვეყანას,ნუთუ ასე დაპატარავდა ჩვენი რწმენა , რომ გვეშინია ვინმეს სტუმრობამ რაიმე არ წაგვართვას,ნუთუ ასე მცირედმურწმუნედ ვიქეცით? "უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარ ჩემდა;ვისა მეშინოდის?უფალი შესავედრებელ არს ცხოვრებისა ჩემისა;ვისგან შევძრწუნდე?
პაპი ჩამოვა და წავა ,ამიტომ სჯობს იმ გასაჭირზე ვიფიქროთ რაც ჩვენს თავს არის,ჩვენი ქვეყნის ნაწილი ოკუპირებულია,ვიფიქროთ როგორ დავეხმაროთ და როგორ შევუმსუბუქოთ მძიმე ჯვარი მეუფე ესაიას,ვიფიქროთ, რატომ ინგრევა ამდენი ოჯახი,რატომ გახშირდა თვითმკვლელობა ,რატომ არის ადამინთა შორის შური ,ზიზღი და უსიყვარულობა, თორემ დრო გავა...პაპი ჩამოვა...წავა...შეიძლება მრავალი პაპიც გამოიცვალოს რომის ეკლესიამ , მაგრამ ეს პრობლემები კი ისევ ჩვენთან დარჩება...

Комментарии