"ამ ფოტოსურათმა ერთი პატარა, მაგრამ საგულისხმო ამბავი გამახსენა.

ისრაელში მოსალოცად წასულებმა მდინარე იორდანეში განბანვა მოვაწყეთ. ირგვლივ ჯგუფ-ჯგუფებად შეკრებილნი სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლები ირეოდნენ... ჩვენი ქართული ხმაურობის ამბავი მოგეხსენებათ და რა გასაკვირია, რომ ხალხის ყურადღების მივიქციეთ... განბანვა უკვე დასასრულს უახლოვდებოდა, რომ ვხედავ ჩვენსკენ მოემართება ერთი შავკანიანი მომლოცველი და თავის ენაზე რაღაცას მთხოვს - ვატყობ განბანვას. თარჯიმნის მეშვეობით გადავეცი, რომ ჩვენ მართლმადიდებლები ვართ და ვეკითხები მის სარწმუნოებას. თარჯიმანი მეუბნება, რომ ის არის აფრიკიდან და უნდა მართლმადიდებლურად მონათვლა... ერთი პირობა შევცბი, ნათლობის საიდუმლო ასე უბრალოდ ხომ არ ხდება, მაგრამ ამ ადამიანის ანთებულ თვალებს, რომ შევხედე, უცებ საქმე მოციქულთა გამახსენდა: მოციქულ ფილიპეს ეთიოპელი რომ ეტყვის ,,აჰა, წყალი, რა მაბრკოლებს რომ მოვინათლო?"... და მოინათლა მონა ღვთისა იოანე... უფალმა დალოცოს ჩემი იოანე ,,შავი" და ყველა მართლმადიდებელი..." - დეკანოზი სერაფიმე დანელია

Комментарии