თოვლიანი მთები..

თოვლიანი მთები თოვლიანი გზები,

ნეტავ სად მიდიან სიყრმის მეგობრები,
სხვისთვის გამინდვია გულში რაც მითქვია,
რად არ ბრუნდებიან ის წასული წლები.
ისევ მიდის დღენი ისევ მიდის წლები,
მახსენდება ახლად სიყრმის მეგობრები,
ვხედავ გზად მიდიან ნეტავ სად მიდიან,
თან წაიღეს საგზლად გულში რაც მითქვია.
ნეტავ კიდევ ერთხელ ხელჩაკიდებული,
ცაში აგვაფრინა როგორც თეთრი მტრედი,
ახლად დაგვანახა თოვლიანი მთები,
ხელგადახვეული სიყრმის მეგობრები.
მიყევი ლინკს და გამოიწერე არხი https://www.youtube.com/channel/UCpY-r5sInPSQN_10PkJxoig

Комментарии