ალგეთს ლეკვები მგლისანი, როცა ძუ მგელი წავიდა, სარჩოს მომტანი ის არის. მერე კი დააგვიანდა, უცხო მიწაზე კვნესის და ყმუილში ჩაძინებულსა, თავის ლეკვები ესიზმრა- "დედაო სად ხარ, მოდი აქ გვცივა და ვერვინ გაგვათბო. დაბრუნდი ჩვენთან იყავი, არ გვინდა ლუკმა სამადლო." გამწარდა დედა მგელი და, მთვარეს შეჰყმუვლა ეულმა, რადაო ასე მატკინა, წუთისოფელმა წყეულმა. ქანცგაწყვეტილი უნახავთ, ბეწვიც აღარა ჰქონია, შინისკენ თურმე მავალი, სიცოცხლეს გადაჰყოლია.
levani ii
როგორღა დაიზრდებიან,
ალგეთს ლეკვები მგლისანი,
როცა ძუ მგელი წავიდა,
სარჩოს მომტანი ის არის.
მერე კი დააგვიანდა,
უცხო მიწაზე კვნესის და
ყმუილში ჩაძინებულსა,
თავის ლეკვები ესიზმრა-
"დედაო სად ხარ, მოდი აქ
გვცივა და ვერვინ გაგვათბო.
დაბრუნდი ჩვენთან იყავი,
არ გვინდა ლუკმა სამადლო."
გამწარდა დედა მგელი და,
მთვარეს შეჰყმუვლა ეულმა,
რადაო ასე მატკინა,
წუთისოფელმა წყეულმა.
ქანცგაწყვეტილი უნახავთ,
ბეწვიც აღარა ჰქონია,
შინისკენ თურმე მავალი,
სიცოცხლეს გადაჰყოლია.