5 июл 2020

გიორგი გ.

გიგაური
ეს ყველა ქართველმა უნდა იცოდეს!
ეს მთელს მსოფლიოს უნდა გავაგებინოთ!
რატომ არ იცის ყველა ქართველმა, რომ მისი სამშობლო უბრალოდ, ,,ერთ-ერთი უძველესი" კი არა, ერთადერთი ცოცხალი და მოქმედი უძველესი მსოფლიო ცივილიზაციაა?!
ეგვიპტური ცივილიზაცია იმ ეგვიპტელებს კარგა ხანია, აღარ ეკუთვნით, რადგან იქ უკვე ათას წელზე მეტია, დამპყრობელი არაბები ცხოვრობენ და მათ არაფერი საერთო აღარ აქვთ იმ უძველეს ცივილიზაციასთან!
ბერძნები ჩვენზე ბევრად ახალგაზრდა ინდოევროპული ცივილიზაციაა, რომელიც დღევანდელ ადგილსამყოფელს აღმოსავლეთიდან შემოესია და ტროას პროტოქართული ცივილიზაციის განადგურებითა და ჩანაცვლებით დამკვიდრდა!
და ის ოქროს საწმისიც (რომელიც უბრალო ოქროსფრად შეღებილი ცხვრის ტყავი კი არა, სიბრძნისა და ცივილიზაციურობის სიმბოლო იყო), ჩვენ კი არ მოგვიპარავს მათთვის, მათმა არგონავტებმა მოიპარეს კოლხეთიდან, ავაზაკურად!
თანამედროვე დასავლური ცივილიზაციის ფუძემდებელი რომაული ცივილიზაცია ბერძნული ცივილიზაციის პირმშოა - ანუ ის, უბრალოდ, ქართული ცივილიზაციის შვილიშვილია!
მსოფლიო იმპერიის - რომის ცენტრში, მარსის მოედანზე, იმპერატორმა ანტონინუს პიუსმა (138-162 წ.წ.) იბერთა მოქმედ მეფეს - ფარსმან ქველს რომ უზარმაზარი, ცხენზე ამხედრებული ძეგლი დაუდგა, ესეც ბევრ რამეზე მეტყველებს! ასეთი პატივი სხვა ქვეყნის მეფეებს ნამდვილად არასდროს ღირსებიათ რომაელთაგან, რომლებისთვისაც ყველა არარომაელი უბრალოდ, ბარბაროსი იყო - იბერების გარდა!
ის კი არა, საქართველოში ისტორიკოსის დიპლომიანთაგან ყველამაც კი არ იციან, რომ ქართველები - თეთრი რასის ფუძემდებლები არიან! აკი, თანამედროვე რასოლოგიისა და ანთროპოლოგიის ფუძემდებელმა, ბრიტანეთის სამეფო აკადემიის წევმა, გერმანელმა სწავლულმა იოჰან ფრიდრიხ ბლუმენბახმა (1752-1840 წ.წ.), ხანგრძლივი კვლევა-ძიების შემდეგ, ამ მეცნიერებას ხომ სწორედ ის დაუდო საფუძვლად, რომ ჯერ კიდევ XVIII საუკუნის ბოლოს, დედამიწაზე ,,თეთრი ადამიანის" სამშობლოდ სწორედ საქართველო აღიარა:
,,კავკასიური სახეობა — ადამიანთა ამ სახეობის სახელწოდება მე ავიღე კავკასიის მთების სახელიდან ორი მიზეზის გამო. იმიტომ, რომ მისი სამეზობლო ტერიტორია, განსაკუთრებით ქედის სამხრეთი ფერდობი აწარმოებს კაცთა მოდგმის ყველაზე ლამაზ რასას, ვგულისხმობ ქართველებს;
და იმიტომ, რომ ყველა ფიზიოლოგიურ მიზეზებს, მივყავართ იქამდე, რომ თუკი სადმე ჩვენ უნდა განვათავსოთ კაცობრიობის ავტოქტონების (თავდაპირველი წევრების) საცხოვრებელი, ყველაზე დიდი ალბათობით ეს უნდა მოხდეს აქ."
და ბლუმენბახის დასკვნა სრულად დამტკიცდა თანამედროვე ტექნოლოგიებით ჩატარებულმა გენეტიკურმა კვლევებმა, როდესაც 2010 წელს ციურიხის გენეტიკის ინტიტუტმა დაასკვნა, რომ ევროპელი ერების 60-70 % სწორედ კავკასიური რასის - ანუ ქართული გენეტიკის ადამიანთა შთამომავლები არიან!
ის კი არა, შვეიცარიელმა გენეტიკოსებმა ეგვიპტის უდიდესი ფარაონის ტუტანჰამონის და უდიდესი დედოფლის - ნეფერტიტის გენებშიც კი ქართული კვალი აღმოაჩინეს!
აღარაფერს ვამბობ, ღვინის, მეტალის, ოქროს, სელის ძაფისა თუ თაფლის ქართულ წარმომავლობაზე - მაშინ, როდესაც ყველაზე ძველი ანუ უპირველესი ევროპელებიც კი საქართველოში (დმანისის სამარხებში) აღმოჩენილი!
ჰოდა, იმის ნაცვლად, ეს სკოლებში ისწავლებოდეს და თითოეულმა ქართველმა იცოდეს, იმის ნაცვლად, რომ ეს მთელს მსოფლიოს გავაგებინოთ, ზვიად გამსახურდიას მიერ მოპოვებული დამოუკიდებლობის სისხლში ჩახრჩობის შემდეგ გასული 30 წლის განმავლობაში, ჩვენი ე.წ, ხელისუფლებები მხოლოდ იმას ჩაგვჩიჩინებენ, რომ თურმე, უბადრუკები და სხვის კმაყოფაზე მყოფი მათხოვრები ვართ!
და ეს ,,გასაგებიცაა'', რადგან თუ ქართველები კარგად გაისიგრძეგანებენ, რომ დასაბამისმიერი საზეპურო ერის შვილები არიან, ასეთ არარაობებს როგორღა მოითმენენ ქვეყნის მმართველებად?!
მოკლედ, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ვინცა ვართ და საიდანაც მოვდივართ!
ეს უნდა ვიცოდეთ იმიტომ, რომ ერთადერთი გზა გვაქვს გადარჩენისა - ძლიერი, მდიდარი, ქართული, ეროვნული, მართლმადიდებელი თანამედროვე სახელმწიფოს აშენება!
ისეთი სახელმწიფოსი, მთელი მსოფლიო დიდი მოკრძალებითა და განსაკუთრებული პატივისცემით რომ მოექცევა - როგორც თავიანთ მშობელ, უძველეს, დასაბამისმიერ და, რაც მთავარია, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ცოცხალ - მარადიულ ცივილიზაციას!

Комментарии

  • 5 июл 2020 10:38
    არა მეგობარო  სადღეგრძელო ააფერ შუაშია..დავუშვათ არა..ეს სინამდვილეა  და  სამარიაჟოდ  არაა დაწერილი..უბრალოდ  არ უნდა გადავშენდეთ..არ უნდა დაუსვას უფალმა  ეს..რატომღაც დრომდე დამალულია ეს ამბები..
  • 5 июл 2020 12:18
    არ ვიქცევით  სამი სამი  ნაროდად!ვინც არ აფასებს თავის  ისტორიას  ის ერი განწირულია...დანარჩენში გეთანხმებით!მოსასროლია  პანთეონიდან ის ბანდიტი  ნამდვილად!ერთი რამ  დაიმახსოვრეთ..ბევრი ერები აღიგავა პირისაგან მიწისა..მხოლოდ მითებმა  და ლეგენდებმა მოაღწია  ჩვენამდე!საქართველო გადარჩა  ..არის ამაში რაღაც ლოგიკა..არაფერი ხდება უბრალოდ..
  • 9 июл 2020 16:29
    ჩვენს და სამწუხაროდ ბევრმა ქარტველმა არ იცის , თავის ქვეყნის ისტორია და არც ვცდილობტ რო ვიცოდეთ, აბა რას ასწავლიან მომავალ თაობას?  არაფელს , საქართველოს ისტორიას საერთოდ ეცნობიან რო................... ერთადერთი რისი იმედიცა მაქ ეს უფალია,იქნებ და არ გაგვწიროს , ვასწავლოთ მომავალთაობას მაინც ჩვენი  ერის ისტორია