$$$მალხაზ თოფურია

ეგეც 52 წელი. ვინაიდან არავინ დამისვავს ისეთ შეკითხვებს როგორც ბომონდის წევრებს უსვავენ ამ დროს ავდგები და მე თვითონ დავკითხავ ჩემ თავს, კითხვები? კითხვები ნებისმიერი ბომონდურ ჟურნალს გადაშლი და ვითომ მე მეკითხებიან....
თქვენი საყვარელი როლი?
ყველა როლი შვილებივით მიყვარს... მაიცა მაიცა ამერია რა როლი რის როლი ლექსი პოემა მაღალი მაატერიები .. არმანი თუ გუჩი ეგეთ კითხვებს გამოვტოვება და ისე გავაგრძელებ
რას არ აპატიებდით საყვარელ ადამინს?
ტყვილს!
არა ამას ისე მოდისთვის ვამბობ თორე ლამაზ ტყუილს რა ჯობია, ღალატი იყოს უფრო ჟღერს თან მაგარი ბომონდელები ძირითადად მაგას ვერ პატიობენ )
ღალატს ვერ ვაპატიებ!
რაიმე კურიოზს ხომ არ გაიხსენებდი?
88 წელია სოჩაში ვართ ბიჭები ხოდა რუსის გოგოები,,,,
მერე გივი სიხარულიძის თავგადასავლების მიხედვით)
თავს როგორ გრძნობ?
თოთო ბავშვივით,
თმები და კბილები არც მაშინ მქონდა არც ეხლა მაქ ჩემი ღრიალის არც მაშინ ესმოდათ არც ეხლა ესმის ვინმეს , ძუძუს დანახვა ეხლაც მიხარია მაშინდელივით თანაც ბევრად უფრო მაღალმატერიალური გრძნობებით ვიდრე მუცლის ამოყორვაა
საყვარელი კერძი?
კარტოფილი ფრიი.... უფ ამერია ,კარტოფილი ფრი არა შვანცკი, ლორი და ღომი კაი მწარე აჯიკით
თქვენი ოცნება?
ორი შვილი მყავს ერთი მეოცე საუკუნეში გაჩნდა მეორე ოცდამეერთეში.......ერთიც გამაკეთებინა 22 ე საუკუნისთვის და სულ ეგაა )
რას შეცვლიდით თქვან ცხოვრებაში დრო რომ უკან დაბრუნდეს?
არაფერს....
არა მაიცა მაიცა რა არაფერს! ყველაფერსაც შევცვლიდი, აი ვაბშე ყველაფერს ზოგიერთს ძირშივე დედის ხახას...
სტოპ! ეგეთები არ იყოს
რა არ იყოს?
უხამსობა
შენ ვინ გეკითხება?
მეკითხება კი არა.........
ხო იმ ასაკში შევდივარ საკუთარ თავთან ლაპარაკს რომ იწყებენ ლაპარაკს ვინ ჩივის მე ჩხუბი მომდის ხანდახან, ვშიშობ მუშტი კრივში არ გადამეზარდოს....
მოკლედ არ გამოდის ჩემგან ბომონდობა ისევ იმას დავუბრუნდები, რაც ვარ!
მადლობა ყველა ჯიგარს ვინც მილოცავს ან მომილოცავს ან არც მომილოცავს მაგრამ არ ვაღიზიანებ ჩემი არსებობით
ყველა მიყვარხააართ .....არა ეს რაღაც გადმომებომონდა, ყველა არა მარა ვინც მიყვარხართ მართლა მიყვარხართ)

$$$მალხაზ თოფურია - 888691817929

Комментарии