ღმერთმა შექმნა ვირი და უთხრა:

- შენ იქნები ვირი, იმუშავებ გათენებიდან დაღამებამდე დაუღლელად, ზურგზე დიდი ტვირთი გექნება აკიდებული. შენ არ გექნება ინტელექტი და იცხოვრებ 50 წელი.
ვირმა უპასუხა: - მე ვიქნები ვირი, მაგრამ 50 წელი ძალიან ბევრია ასეთი წამებისთვის, მხოლოდ 20 მომეცი ...
ღმერთმა აუსრულა მას ეს თხოვნა ...
შემდეგ ღმერთმა შექმნა ძაღლი და უთხრა:
- შენ იქნები ძაღლი, დაიცავ ადამიანის სახლს ... იქნები მისი საუკეთესო მეგობარი. იმას შეჭამ, რასაც ის მოგცემს. მე გაძლევ 30 წელს ...
ძაღლმა უპასუხა:
- დაე ვიყო ძაღლი ... მაგრამ 30 წელი ძალიან ბევრია, მხოლოდ 15 დამიტოვე ...
ღმერთმა აუსრულა მას ეს თხოვნა ...
შემდეგ ღმერთმა შექმნა მაიმუნი და უთხრა:
- შენ იქნები მაიმუნი, ტოტიდან ტოტზე იხტუნავებ და ტრიუკებს შეასრულებ. შენ ხალხს გაართობ და ამისთვის იცოცხლებ 20 წელი
მაიმუნმა უპასუხა:
- ამისთვის მე 10 წელიც მეყოფა.
ღმერთმა აუსრულა მას თხოვნა ...
საბოლოოდ ღმერთმა შექმნა ადამიანი და უთხრა:
- შენ იქნები ადამიანი - ერთადერთი რაციონალური არსება დედამიწაზე ... შენ გამოიყენებ ინტელექტს და იბატონებს ცხოველებზე ... შენ იქნები სამყაროს დომინანტი და ამისთვის მოგცემ 20 წელს ...
ადამიანს ეცოტავა და სთხოვა:
- 20 წელი ძალიან ცოტაა ... მომეცი მე ის 30 წელი, რომელზეც ვირმა თქვა უარი, ის 15 წელი, რომელიც ძაღლმა უარყო და ის 10 წელი, რომელიც მაიმუნმა დაიწუნა ...
ღმერთმა აუსრულა მას თხოვნა ...
ამის შემდეგ ადამიანი 20 წელი ცხოვრობს ადამიანურად ... შემდეგ მოჰყავს ცოლი და 30 წელი ცხოვრობს ვირივით - ყველა ტვირთი ზურგზე აქვს აკიდებული და დილიდან საღამომდე დაუღალავად შრომობს. როცა მისი შვილები გაიზრდებიან, 15 წელი ცხოვრობს ძაღლურად - სახლს დარაჯობს და იმას ჭამს, რასაც აძლევენ. როცა დაბერდება, პენსიაზე გადის და 10 წელი მაიმუნის ცხოვრებით ცხოვრობს - ერთი შვილის სახლიდან მეორისაში დახტის ... აკეთებს უამრავ "სისულელეს" და ამით ართობს შვილიშვილებს .....

Комментарии

  • 15 фев 2020 09:21
    :-D
  • 15 фев 2020 09:53
    მოჰყავს ცოლი:-D
  • 15 фев 2020 09:55
    100-iani
  • 15 фев 2020 10:21
    ჭეშმარიტებაააა...რა მართალიაა ყველაფერიი..საუბედუროდ...თავიდან ადამიანურად ვცხოვრობთ..შემდეგ ვირივით ვმუდაობთ.შემდეგ ძაღლური ცხოვრება ქვაქვს ვიღრინებით ყველაფერზე დემდეგ კი ვმაიმუნობთ რომ არავინ ცუდათ მოგვექცესს..ეხ უფალო რატომ შექმენი სამყარო მართლაც ძაღლურული და მაიმუნურიი......
  • 15 фев 2020 10:43
    კარგი, ვთქვათ ეგ კაცებზეა და ქალები სათვალავში არ არიან? ))))
  • 15 фев 2020 10:49
    ისე არაფრის ასაკი არ არის სწორად დაწერილი, ვირისაშუალოდ 35 წელი ცოცხლობს, მაიმუნიც დაახლოებით ეგრე, ძაღლი საშუალოდ 10 წელი, იშვიათად 15 მე კი აი ლამის 40 წლის გავხდე და ისევ უცოლო ვარ 🤗🤗🤗
  • 15 фев 2020 10:54
    d94bdb1900
  • 15 фев 2020 11:39
    sruli simartlea
  • 15 фев 2020 12:43
    da2667ec00
  • 15 фев 2020 13:33
    Realoba  da aseti,  jer ar msmeniaaa...
       AI VIN VART ADAMIANEBIII
  • 15 фев 2020 13:49
    მერე  რას  უყურებ,  თუ  შენით  ვერ   მოგყავს    მაშვალი  დაიქირავე,    აბა  რა ,     უცოლოდ      დარჩენას   ქე  აჯობებს.
  • 15 фев 2020 14:59
    ნორმალური არავის ვუნდოდი და დაჩეხილ დამტვრეული ვის რად ვუნდივარ?
  • 15 фев 2020 15:11
    ყველა   მატარებელს  თავის   მგზავრი  ყავს,  კაი  მაშვალი  და  ვსიო,  საქმე  მოგვარდება,     მთავარია    შვილების  გაკეთება  შეგეძლოს,     მე   შენ  გამახსენე   ეხლა  ძველი   რუსული ანეგდოტი.          სამამულო  ომი   დამთავდა,       დარჩნენ   უოჯახო  კაცები,     მიიყვანეს   სოფელში   და   ვისაც  გინდათ   წაიყვანეთო,    გამოიყვანეს  ერთი  ცალხელა,   წაიყვანეს,   გამოიყვანეს   უხელებო   წაიყვანეს,   გამოიყვანეს   უხელებო  და  უფეხებო,  წაიყვანეს,    გამოიყვანეს  ერთი,  ხელები  ფეხები  აქვს   ოღონდ   ასო  წააწყვიტა   ტყვიამ,   აქებს   გამომყვანი,   კარგი  მშრომელი   განათლებული,  აპაა   არ  მიყავს   არავის,   ბოლოს   ერთმა  ქალმა  უსაყვედურა,   ამ  ინვალიდს   რო  გვაჩეჩებ    არ  გვინდა  მოგვაცილე  აქედანო, 
  • Комментарий удалён.
  • 15 фев 2020 17:20
  • 15 фев 2020 17:23
    9b4399ae9b
  • 15 фев 2020 19:57
    ალვისხე ლამაზია ვერცხლის ფერო მაგრამ არაფერში ვარგაა...მთავარია სული გული ხადიათი ქონდეს ნაღდი ოქროსი..ყველა მატარებლის ვაგონს თავისი მგზავრი ყავსს..მონდომებაა მთავი ქადა ორი ხელით იჭმევაოოო...აბა შენ უნდა მოინდომო და ყველაფერი კარგად იქნებაა..დამულოცვნიხარ გადაგსხმოდეს დაოჯახების ბედნიერი წყალი უფალმა დაგლოცოს ამ წელში გაგაბედნიეროსს.......

    ვერცხლის ფერო..ქუთაისში იყო ერთი რამკიანი ქურდი გვარად ქართველიშვილი..მიყვებოდა ძველ ქურდულ კანონებს..მეზობელი იყო ჩემი..კარგი ადამიანი იყო..მამასთან ხშირად მოდიოდა უკვე ასაკიანი იყო 65-წლის და მამას ეუბნებოდა რომ თურმე ყველაფერს ოჯახი ნაჯობნელაოო..ქურდები დამსახურებულ პანსიას უხდიდენნ...მამამ უთხრა არც ეხლაა გვიანი ქალის მოყვანაოო და მოიყვანა რუსის ქალი..ეყოლა შვილი..და მოესწრო შვილის დავაშკაცებასს..ისე უვლიდა შვილს რომ ხელის გულზე ატარებდაა..ასე რომ გვიანი არაფერიაა...მთავარია მონდომება ჯამრთელობააა......ადამიანი ყოველ ასაკში ეძიებს ბედნიერებასს..გისურვებ ბედნიერი მომავალი შეგექმნას და დახუნძლული შვილ მომავალთან ერთად სიბერეეე....
  • 15 фев 2020 21:17
    100% ...
  • 15 фев 2020 23:36
    ეგ კაცებზეა,მართლა ძაღლივით ყეფს ზოგიერთი.ქალებზე არ ემთხვევა რაღაც