777 ბროკოლი, ანუ სატაცურა კომბოსტო და მისი სასარგებლო თვისებები
სქტემბერი 21, 2020 ბროკოლი ეფექტურია კიბოს, დიაბეტის, შეკრულობისა და სხვა დაავადებების დროს, მაგრამ მისი მომზადებისა და მიღების დროს გასათვალისწინებელია რეკომენდაციები, რათა ამ ძალზე სასარგებლო პროდუქტისგან უკუშედეგები არ მივიღოთ ბროკოლი (ლათ.Brassica oleracea ან Brassica sylvestris) კომბოსტოსებრთა ოჯახის ერთწლიანი ბოსტნეული მცენარეა. იტალიური სიტყვა broccoli ითარგმნება, როგორც კომბოსტოს აყვავებული ყლორტი. ბროკოლი, ანუ სატაცურა კომბოსტო იტალიაში ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე გაჩნდა. ის დიდი ხნის განმავლობაში ქვეყნის ფარგლებს გარეთ უცნობი იყო. მცენარის შესახებ პირველი ცნობები საფრანგეთში მე-16 საუკუნით თარიღდება, აშშ-ში კი ბროკოლი მხოლოდ მე-20 საუკუნის დასაწყისში „გაიცნეს“. ბროკოლის კალორიულობა და შემადგენლობა ბროკოლის კალორიულობა 100 გრამ პროდუქტზე არის 28 კკალორია. მოხარშულში - 35 კკალორია. გაყინულის - 23 კკალორია. ბროკოლი შეიცავს ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს, ნაცარს, წყალს. ვიტამინებს: А (კომბოსტოს სახეობებს შორის ამ ვიტამინის შემცველობით „რეკორდსმენია“),С, В1, В2, В5, В6, РР, Е, К; უჯრედისს, კალიუმს, ფოსფორს, კალციუმს, მაგნიუმს, რკინას, თუთიას, მანგანუმს, გოგირდს, ფოლიუმის მჟავას, ბეტა-კაროტინს. ბროკოლი კალციუმის შემადგენლობით ტოლს არ უდებს რძეს – 100 გრამ მოხარშულ კომბოსტოში არის 180 მილიგრამი კალციუი მაშინ, როცა 100 გრამ რძეში მისი რაოდენობა 120 მილიგრამია; შეიცავს რკინის დღიური ნორმის 10%–ს (ნორმაა 18 მილიგრამი, ბროლოლი შეიცავს 1,8 მილიგრამს); შეიცავს С–ვიტამინის თითქმის 100% დღიურ ნორმას – 89,2 მილიგრამი, დღიური ნორმაა 90 მილიგრამი დღეში. ბროკოლის სასარგებლო თვისებები ბროკოლი შესანიშნავი დიეტური პროდუქტია ისეთი დაავადებების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის, როგორიცაა ონკოლოგიური, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ნერვული აშლილობები, კუჭ-ნაწლავის სისტემის დაავადებები, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, პოდაგრა. ბროკოლი კიბოს წინააღმდეგ ბროკოლიდან გამოყვეს ანეტოლ-ტრიტიონი, რომელიც ამცირებს სწორი ნაწლავისა და მკერდის კიბოს დაავადებების შემთხვევებს. იმის შესახებ, რომ ბროკოლი შესანიშნავი პროფილაქტიკური საშუალებაა კიბოს წინააღმდეგ, ცნობილი არცთუ დიდი ხნის წინ გახდა. ჯონ ჰოპკინსის კოლეჯის მედიკოსების მიერ ჩატარებული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ მცენარე შეიცავს განსაკუთრებულ ნივთიერება სულფორაფანს, რომელიც კლავს კუჭის ზოგიერთი სახეობის წყლულის გამომწვევ ბაქტერიებს, აბრკოლებს კუჭის კიბოს განვითარებას. უფრო მეტიც, სულფორაფანი იმ ბაქტერიებსაც ანადგურებს, რომლებიც ანტიბიოტიკებს არ ემორჩილება. ახლა მეცნიერები ცდილობენ ამ ქიმიურ ნივთიერებაზე დაყრდნობით პრეპარატი შექმნან, რომელსაც ადამიანის ორგანიზმი ოპტიმალურად შეითვისებს. ბროკოლის სხვა სასარგებლო თვისებები ბროკოლს აქვს არა მხოლოდ კიბოს საწინააღმდეგო მოქმედება, არამედ ასევე ხელს უწყობს სისხლის შედედებას, ეფექტურია ათეროსკლეროზის საწინააღმდეგოდ, არის დამამშვიდებელი, გამხსნელი და ნაღვლმდენი საშუალება. ბროკოლი ამცირებს ინფარქტებისა და ინსულტების რისკს. აძლიერებს სისხლძარღვების კედლებს, აფერხებს ქოლესტერინის დაგროვებას ორგანიზმში. ბროკოლის სისტემატური გამოყენება აბრკოლებს ათეროსკლეროზის განვითარებას, ნაადრევ სიბერეს, მას ორგანიზმიდან გამოაქვს მძიმე ლითონების მარილები. ბროკოლი მდიდარია უჯრედისით (ნედლი პროდუქტის 100 გრამზე 2,6 გრამი). ის წმენდს ნაწლავებს, აწესრიგებს მის მუშაობას. აქვს გამხსენლი ეფექტი და მისი რეგულარული მიღებით შესაძლებელია ქრონიკული შეკრულობისგან გათავისუფლება. ასევე, კომბოსტოს ეს სახეობა ასტიმულირებს ნაღვლის გამოდევნას, აუმჯობესებს ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის მუშაობას. ბროკოლი აწესრიგებს სისხლში შაქრის შემცველობას. ის შეუცვლელი პროდუქტია პირველი და მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ადამიანებისთვის. მის შემცველობაში არსებული სულფორაფანი, რომელიც წარმატებით ებრძვის კიბოს, ასევე ასტაბილურებს შაქრის დონეს. ვიტამინი В1 არეგულირებს ნერვული სისტემის საქმიანობას. ამ ვიტამინის უკმარისობა კი აუარესებს ნერვული სისტემის, გულის, სისხლძარღვებისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირებას. ამიტომ ბროკოლი აუცილებელია იმ ადამიანების რაციონში, ვისაც აქვს ნერვული აშლილობები, არიან ზედმეტად გაღიზიანებული და აქვთ ცუდი მეხსიერება. ბროკოლი შესანიშნავი პროდუქტია დასუსტებული ადამიანებისთვის, ორსულებისთვის, ბავშვებისა და ასაკოვანი ხალხისთვის. აუცილებლად გასათვალისწინებელი რჩევები: ბროკოლის მიღება შეიძლება ნედლი, მოხარშული, ორთქლზე დამზადებული და შემწვარი სახით. მას ასევე იყენებენ, როგორც ერთ-ერთ ინგრედიენტს სუპებში, სოუსებში, ომლეტებში, ბოსტნეულის გარნირებში. ბროკოლი აუცილებლად უნდა კარგად გაირეცხოს - წყლის ჭავლით, რადგან მასში, შესაძლოა, მწერები იყვნენ დაბუდებული. არარეკომენდებულია: ბროკოლის დამზადება მიკროტალღურ ღუმელში, გაყინულის გალღობა და შემდეგ ისევ გაყინვა, თბილ ადგილას შენახვა. საჭმელად იყენებენ როგორც ყვავილედს, ისე ღეროს. ღერო უნდა გათალოთ კანისგან, და კანგაცლილი შემდეგ შეგიძლიათ დაამატოთ სუპში ან სხვა კერძში. ბროკოლის მოხარშვის წესი: ბროკოლი ჩაუშვით მდუღარე, მარილიან წყალში და ხარშეთ 5-7 წუთი. თუ გაყინული იყო, ხარშვის დრო 10-12 წუთამდე გაზარდეთ. მოხარშვის მერე გადაავლეთ ცივი წყალი, რადგან მასზე მაღალი ტემპერატურა კვლავ განაგრძობს გავლენას. ორთქლზე მომზადებისას გასათვალისწინებელია, თუ როგორ მდგომარეობაში გინდათ მისი მიღება - თუ ხრაშუნა გსურთ, ორთქლზე მოამზადეთ 5-7 წუთი, თუ ისეთი, პირში რომ დნებოდეს - 12-15 წუთი. შეგიძლიათ ასევე ბროკოლის ბლანშირება, ღუმელში გამოცხობა, და ნედლი სახით მიღება (სხვადასხვა სალათში). ბროკოლს აქვს უკუჩვენებებიც გაითვალისწინეთ: მისი მიღება ნედლი ან შემწვარი სახით არ შეიძლება კუჭის მაღალი მჟავიანობის დროს, კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადებებისას, გასტრიტისა და წყლულის დროს. როდესაც ექიმის მიერ დანიშნული გაქვთ დიეტა, რომელიც უხეში უჯრედისის მიღებას გამორიცხავს. ინდივიდუალური აუტანლობის დროს. ბროკოლის შეწვისას გამოიყოფა კანცეროგენები და ორგანიზმში გროვდება, ამიტომ რჩევაა, არ შეწვათ ის ბევრი რაოდენობის ცხიმში და მაღალ ცეცხლზე.
╚ ►ჩვენ გვიხარია ცხოვრება◄╝
777 ბროკოლი, ანუ სატაცურა კომბოსტო და მისი სასარგებლო თვისებები
სქტემბერი 21, 2020
ბროკოლი ეფექტურია კიბოს, დიაბეტის, შეკრულობისა და სხვა დაავადებების დროს, მაგრამ მისი მომზადებისა და მიღების დროს გასათვალისწინებელია რეკომენდაციები, რათა ამ ძალზე სასარგებლო პროდუქტისგან უკუშედეგები არ მივიღოთ
ბროკოლი (ლათ.Brassica oleracea ან Brassica sylvestris) კომბოსტოსებრთა ოჯახის ერთწლიანი ბოსტნეული მცენარეა. იტალიური სიტყვა broccoli ითარგმნება, როგორც კომბოსტოს აყვავებული ყლორტი.
ბროკოლი, ანუ სატაცურა კომბოსტო იტალიაში ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე გაჩნდა. ის დიდი ხნის განმავლობაში ქვეყნის ფარგლებს გარეთ უცნობი იყო. მცენარის შესახებ პირველი ცნობები საფრანგეთში მე-16 საუკუნით თარიღდება, აშშ-ში კი ბროკოლი მხოლოდ მე-20 საუკუნის დასაწყისში „გაიცნეს“.
ბროკოლის კალორიულობა და შემადგენლობა
ბროკოლის კალორიულობა 100 გრამ პროდუქტზე არის 28 კკალორია. მოხარშულში - 35 კკალორია. გაყინულის - 23 კკალორია.
ბროკოლი შეიცავს ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს, ნაცარს, წყალს. ვიტამინებს: А (კომბოსტოს სახეობებს შორის ამ ვიტამინის შემცველობით „რეკორდსმენია“),С, В1, В2, В5, В6, РР, Е, К; უჯრედისს, კალიუმს, ფოსფორს, კალციუმს, მაგნიუმს, რკინას, თუთიას, მანგანუმს, გოგირდს, ფოლიუმის მჟავას, ბეტა-კაროტინს.
ბროკოლი კალციუმის შემადგენლობით ტოლს არ უდებს რძეს – 100 გრამ მოხარშულ კომბოსტოში არის 180 მილიგრამი კალციუი მაშინ, როცა 100 გრამ რძეში მისი რაოდენობა 120 მილიგრამია; შეიცავს რკინის დღიური ნორმის 10%–ს (ნორმაა 18 მილიგრამი, ბროლოლი შეიცავს 1,8 მილიგრამს); შეიცავს С–ვიტამინის თითქმის 100% დღიურ ნორმას – 89,2 მილიგრამი, დღიური ნორმაა 90 მილიგრამი დღეში.
ბროკოლის სასარგებლო თვისებები
ბროკოლი შესანიშნავი დიეტური პროდუქტია ისეთი დაავადებების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის, როგორიცაა ონკოლოგიური, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ნერვული აშლილობები, კუჭ-ნაწლავის სისტემის დაავადებები, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, პოდაგრა.
ბროკოლი კიბოს წინააღმდეგ
ბროკოლიდან გამოყვეს ანეტოლ-ტრიტიონი, რომელიც ამცირებს სწორი ნაწლავისა და მკერდის კიბოს დაავადებების შემთხვევებს.
იმის შესახებ, რომ ბროკოლი შესანიშნავი პროფილაქტიკური საშუალებაა კიბოს წინააღმდეგ, ცნობილი არცთუ დიდი ხნის წინ გახდა. ჯონ ჰოპკინსის კოლეჯის მედიკოსების მიერ ჩატარებული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ მცენარე შეიცავს განსაკუთრებულ ნივთიერება სულფორაფანს, რომელიც კლავს კუჭის ზოგიერთი სახეობის წყლულის გამომწვევ ბაქტერიებს, აბრკოლებს კუჭის კიბოს განვითარებას.
უფრო მეტიც, სულფორაფანი იმ ბაქტერიებსაც ანადგურებს, რომლებიც ანტიბიოტიკებს არ ემორჩილება. ახლა მეცნიერები ცდილობენ ამ ქიმიურ ნივთიერებაზე დაყრდნობით პრეპარატი შექმნან, რომელსაც ადამიანის ორგანიზმი ოპტიმალურად შეითვისებს.
ბროკოლის სხვა სასარგებლო თვისებები
ბროკოლს აქვს არა მხოლოდ კიბოს საწინააღმდეგო მოქმედება, არამედ ასევე ხელს უწყობს სისხლის შედედებას, ეფექტურია ათეროსკლეროზის საწინააღმდეგოდ, არის დამამშვიდებელი, გამხსნელი და ნაღვლმდენი საშუალება.
ბროკოლი ამცირებს ინფარქტებისა და ინსულტების რისკს. აძლიერებს სისხლძარღვების კედლებს, აფერხებს ქოლესტერინის დაგროვებას ორგანიზმში.
ბროკოლის სისტემატური გამოყენება აბრკოლებს ათეროსკლეროზის განვითარებას, ნაადრევ სიბერეს, მას ორგანიზმიდან გამოაქვს მძიმე ლითონების მარილები.
ბროკოლი მდიდარია უჯრედისით (ნედლი პროდუქტის 100 გრამზე 2,6 გრამი). ის წმენდს ნაწლავებს, აწესრიგებს მის მუშაობას. აქვს გამხსენლი ეფექტი და მისი რეგულარული მიღებით შესაძლებელია ქრონიკული შეკრულობისგან გათავისუფლება.
ასევე, კომბოსტოს ეს სახეობა ასტიმულირებს ნაღვლის გამოდევნას, აუმჯობესებს ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის მუშაობას.
ბროკოლი აწესრიგებს სისხლში შაქრის შემცველობას. ის შეუცვლელი პროდუქტია პირველი და მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ადამიანებისთვის. მის შემცველობაში არსებული სულფორაფანი, რომელიც წარმატებით ებრძვის კიბოს, ასევე ასტაბილურებს შაქრის დონეს.
ვიტამინი В1 არეგულირებს ნერვული სისტემის საქმიანობას. ამ ვიტამინის უკმარისობა კი აუარესებს ნერვული სისტემის, გულის, სისხლძარღვებისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირებას. ამიტომ ბროკოლი აუცილებელია იმ ადამიანების რაციონში, ვისაც აქვს ნერვული აშლილობები, არიან ზედმეტად გაღიზიანებული და აქვთ ცუდი მეხსიერება.
ბროკოლი შესანიშნავი პროდუქტია დასუსტებული ადამიანებისთვის, ორსულებისთვის, ბავშვებისა და ასაკოვანი ხალხისთვის.
აუცილებლად გასათვალისწინებელი რჩევები:
ბროკოლის მიღება შეიძლება ნედლი, მოხარშული, ორთქლზე დამზადებული და შემწვარი სახით. მას ასევე იყენებენ, როგორც ერთ-ერთ ინგრედიენტს სუპებში, სოუსებში, ომლეტებში, ბოსტნეულის გარნირებში.
ბროკოლი აუცილებლად უნდა კარგად გაირეცხოს - წყლის ჭავლით, რადგან მასში, შესაძლოა, მწერები იყვნენ დაბუდებული.
არარეკომენდებულია: ბროკოლის დამზადება მიკროტალღურ ღუმელში, გაყინულის გალღობა და შემდეგ ისევ გაყინვა, თბილ ადგილას შენახვა.
საჭმელად იყენებენ როგორც ყვავილედს, ისე ღეროს. ღერო უნდა გათალოთ კანისგან, და კანგაცლილი შემდეგ შეგიძლიათ დაამატოთ სუპში ან სხვა კერძში.
ბროკოლის მოხარშვის წესი: ბროკოლი ჩაუშვით მდუღარე, მარილიან წყალში და ხარშეთ 5-7 წუთი. თუ გაყინული იყო, ხარშვის დრო 10-12 წუთამდე გაზარდეთ. მოხარშვის მერე გადაავლეთ ცივი წყალი, რადგან მასზე მაღალი ტემპერატურა კვლავ განაგრძობს გავლენას.
ორთქლზე მომზადებისას გასათვალისწინებელია, თუ როგორ მდგომარეობაში გინდათ მისი მიღება - თუ ხრაშუნა გსურთ, ორთქლზე მოამზადეთ 5-7 წუთი, თუ ისეთი, პირში რომ დნებოდეს - 12-15 წუთი.
შეგიძლიათ ასევე ბროკოლის ბლანშირება, ღუმელში გამოცხობა, და ნედლი სახით მიღება (სხვადასხვა სალათში).
ბროკოლს აქვს უკუჩვენებებიც
გაითვალისწინეთ: მისი მიღება ნედლი ან შემწვარი სახით არ შეიძლება კუჭის მაღალი მჟავიანობის დროს, კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადებებისას, გასტრიტისა და წყლულის დროს.
როდესაც ექიმის მიერ დანიშნული გაქვთ დიეტა, რომელიც უხეში უჯრედისის მიღებას გამორიცხავს.
ინდივიდუალური აუტანლობის დროს.
ბროკოლის შეწვისას გამოიყოფა კანცეროგენები და ორგანიზმში გროვდება, ამიტომ რჩევაა, არ შეწვათ ის ბევრი რაოდენობის ცხიმში და მაღალ ცეცხლზე.