თავი 9 დაახლოებით ღამის პირველ საათზე ვახტანგი და დაჭრილის ბიძა ჩემს ოთახში შემოვიდნენ. მოხუცმა კიდევ ერთხელ მოიხადა ბოდიში, ათასი მადლობა გადაიხადა, დამპირდა რომ ორი დღის შემდეგ დაჭრილს წაიყვანდა და წავიდა. ამ დღიდან ვახტანგი უვლიდა დაჭრილს,შესასვლელის ერთი გასაღები მივეცი, რათა უფრო თავისუფლად შეძლებოდა ჩემი არყოფნის დროს ბინაში მოსვლა და წასვლა. დაჭრილის მდგომარეობა უფრო სერიოზული გამოდგა, ვიდრე ჩვენ ვფიქრობდით. 1–2 დღე საკმარისი არ აღმოჩნდა და დღესაც ლოგინში წევს,- დაამთავრა დევიძემ. მინდელს ერთი შეკითხვითაც არ გაუწყვეტინებია თხრობა. მშვიდად უსმენდა ქალს და დრო და დრო თავისთვის შენიშვნებს იწერდა. ცოტა ხნით დუმილი ჩამოვარდა. მინდელი თავისთვის ანალიზს უკეთებდა ჩვენებას. ხოლო დევიძე იჯდა და მოლოდინით შეჰყურებდა გამომძიებელს. - რა მდგომარეობაშია ამჟამად დაჭრილი,- დაარღვია სიჩუმე მინდელმა. - ვახტანგის თქმით, ჯერ წამოდგომა არ შეუძლია. - თქვენი შეტყობით? - მე ის არ მინახავს,პატივცემულო გამომძიებელო. - როგორ თუ არ გინახავთ? - არ მინახავს ერთხელაც არ შევსულვარ მასთან. - რატომ? - ვახტანგმა მითხრა, დაჭრილს რცხვენია და ნერვიულობსო. - თქვენც დაიჯერეთ? - ცხადია, დავიჯერე, რატომ არ უნდა დამეჯერებინა? - კეთილი. ისიდორე შემდეგ აღარ გინახავთ? - არა, არ მინახავს, არ მოსულა. - გამოდის, რომ თქვენ დაგიტოვათ დაჭრილი ძმისშვილი მოსავლელად. - რატომ მე, აკი მოგახსენეთ, ვახტანგი უვლის–მეთქი. - განა უცნაურად არ გეჩვენათ, რომ ერთხელაც არ მოაკითხეს მშლობლებმა? - რა თქმა უნდა, მაგრამ ვახტანგმა მითხრა, მშობლები ვერ მოვლენ, ეშინიათ, მათ კვალ მილიციაც არ მოჰყვესო. საერთოდ ისე მოეშალა ნერვები, რომ ყველაფერს ეჭვის თვალით დაუწყო ყურება. - ეს როგორ გავიგოთ? - აი გუშინ “ქელასიდან” ინსპექტორები მოვიდნენ, ელექტროენერგიის ხარჯვა შეამოწმეს, დამაჯარიმეს კიდეც. ვახტანგი ამ დროს დაჭრილთან იყო გარედან დაკეტილ ოთახში. ისინი რომ წავიდნენ, ვახტანგი მთელი ერთი საათი მეკითხებოდა, თუ ვიცნობდი ამ კონტროლიორებს, სხვა დროს თუ შეუმოწმებიათ ელექტროწერტილები, თუ მოსულან და სხვა...მანამ არ დამშვიდდა, ვიდრე “ქელასში” არ წავედი. - შემდეგ?შემდეგ არაფერი. ქელასში ქვითარი წარვადგინე, ჯარიმა გადავიხადე, ფული მიიღეს, თან მისაყვედურეს,შტეპსელი რატომ არ გაქვთ გატარებულიო. სახლში რომ დავბრუნდი ვახტანგმა დეტალურად გამომკითხა ყველაფერი. ქვითარიც გასინჯა. - რა გვარია ვახტანგი? - კიტოვანი. - ცოლშვილიანია? - არა,უცოლშვილოა. - სად ცხოვრობს, თბილისში? - ზუსტად არ ვიცი, მგონი საბურთალოს რომელიღაც ახალ დასახლებაში. - დაჭრილი რა გვარია? - არც დაჭრილის, არც ისიდორეს გვარი არ ვიცი,ვახტანგის არ უთქვამს. მე კი მომერიდა მეკითხა. - “ქელასში” ვახტანგის დავალებით წახვედით? - დიახ, მან მთხოვა და წავედი. - კიდევ სად იყავით მისი დავალებით? - არსად, სხვაგან არსად ვყოფილვარ. მინდელი მოიღუშა. - მოქალაქე დევიძე, თქვენ დამპირდით, რომ ყველაფერს გულახდილად მეტყოდით. - დიახ, დაგპირდით და ვასრულებ კიდეც. სხვაგან არსად გაუგზავნივარ,- უპასუხა დევიძემ გულწრფელი გაკვირვებით. - განა დღეს დილით მაღაზიაში არ იყავით?- მკაცრად შეეკითხა გამომძიებელი. - მაღაზიაში? მერე ამას რა კავშირი აქვს ქალის მოტაცებასთან?- გაოცდა დევიძე. - ეს ჩვენი საქმეა იყავით თუ არა? - დიახ ვიყავი,ვახტანგმა მთხოვა, არაყი და ძეხვი მეყიდა. - რატომ მალავდით თქვენს იქ მისვლას? - რას ბრძანებთ, არც მიფიქრია, მაგრამ არაყსა და ძეხვს რა დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს ამ საქმესთან? - ეგ ჩვენ ვიცით, თქვენი ვალია,გვიპასუხოთ. - კი ბატონო, მკითხეთ, რაც გნებავთ. - რა დავალებით გაგაგზავნათ კიტოვანმვ? - არავითარი დავალება არ მოუცია. მითხრა, დაჭრილმა ძეხვი მოისურვაო, წყალტუბოს ნაწარმი ძეხვი. იმ მაღაზიაში კი ვახტანგის ნაცნობი ჰყოლია და მთხოვა მასთან მიდი სხვა მაღაზიაში ვერ იშოვნიო. - შემდეგ? - მეტი არაფერი, ფული მომცა და მეც ვიყიდე. - ვისგან იყიდეთ? - ვიღაც იოსკასაგან. - იცნობთ? - არა, სხვა დროს არასდროს შემხვედრია.- არც თქვენთან ყოფილა ბინაზე? - რას ამბობთ, ჩემს ბინაზე რა უნდოდა!- ისევ გაუკვირდა დევიძეს. - კეთილი, იოსკას კიოტოვანის მიერ მიცემული ფულით გადაუხადეთ საფასური? - დიახ. - ხურდა რამდენი დაგიბრუნათ? - არავითარი ხურდა არ დაუბრუნებია. რატომ? - ვახტანგმა მითხრა, მანეთს მისცემ, არაყსა და ძეხვს მოგცემსო, მეც ასე მოვიქეცი. განა ფასი არ გიკითხავთ? არა, არ მიკითხავს, აკი მოგახსენეთ, ვახტანგმა მანეთიანმ გადმომცა და მითხრა, ამ ფულს მისცემ და წყალტუბოს ნაწარმ ძეხვს სთხოვო,- მიუგო დევიძემ და დაუმატა:- მეც ასე გავაკეთე. - კარგი, სად იშოვეთ სისხლი, ან როგორ გადაუსხეს დაჭრილს? - რა მოგახსენოთ, მე ოთახში არ ვყოფილვარ, ალბათ გრძელიძემ მოიტანა დაკონსერვებული სისხლი. თქვენ იცნობთ გრძელიძეს? გრძელიძეს ვინ არ იცნობს. დარწმუნებული ხართ მან გაუკეთა დაჭრილს ოპერაცია? ყოველ შემთხვევაში მე ასე მითხრეს. პირადად კი არ გინახავთ? არა, არ მინახავს. რატომ? იცით რა,ჯერ ერთი, ვახტანგიმ და დაჭრილის ბიძამ მთხოვეს არ დავნახოდი გრძელიძეს,მეორეც, მეც არ მინდოდა შევხვედროდი, ის ხომ დიდი გასამრჯელოს მიღებით დათანხმდა ოპერაციის გაკეთებას. განა თქვენ ვალდებული არ იყავით,გეცნობებინათ ჩვენთვის თქვენს სახლში დაჭრილის ყოფნა და გრძელიძის მიერ ოპერაციის გაკეთება?- შეეკითხა გამომძიებელი და კუშტად შეხედა. დევიძემ თავი დახარა, სახეზე სიწითლე მოერია და ნერვიულად დაიწყო ხელების მტვრევა. - მიპასუხეთ! - ცხადია...მაგრამ სიბრალულმა დამძალა,დაჭრილი შემეცოდა, ვახტანგიც ვერ გავიმეტე. - ექიმი? - ექიმი...გრძელიძეს მთელი ქალაქი იცნობს, როგორც უაღრესად წესიერ ადამიანს.მართალი გითხრათ, ახლაც ვერ დამიჯერებია,როგორ დათანხმდა ოპერაციის გაკეთებაზე. - თუ შეხვდით იმ ღამის შემდეგ გრძელიძეს? - არა, ის სხვასაავადმყოფოში მუშაობს. - კეთილი, კიტოვანი ვიდრე თქვენთან სტუმრობდა თუ დადიოდა სადმე? - საღამოობით სადღაც მიდიოდა, მაგრამ სად–მე არასოდეს მიკითხავს. - თქვენთან თუ აკითხავდა ვინმე? - არავინ,არც ერთხელ არ მოუკითხავთ.- არც თქვენ გინახავთ ვინმე ნაცნობთან? - არა, თუმცა ერთხელ მანქანაში ვნახე. - ნაცნობის მანქანაში? - როგორ გითხრათ,მანქანის პატრონს მე ოფიციალურად არ ვიცნობ, ისე კი ვიცი, რომ ქუთაისელია, ქალაქში შემხვედრია. - რა გვარია. - გავარი და სახელი არ ვიცი. - მანქანის ნომერი ხომ არ გახსოვთ? - არა, არ დავინტერესებულვარ. - რა მანქანაა? - “პობედა”. - ფერი? - არ ვიცი, არ მახსოვს. - დაჭრილი რითი მოიყვანეს თქვენთან? - არ ვიცი. - იქნებ სწორედ “პობედით?” - ვერ გეტყვით, შეიძლება “პობედით”, შეიძლება სხვა მანქანით. - კარგი. ჯერჯერობით ამით დავამთავროთ,გაეცანით, ხელი მოაწერეთ და გარეთ დამელოდეთ. მინდელმა დევიძეს ფურცლები გაუწოდა და აჩვენა სად უნდა მოეწერა ხელი. დევიძემ ოქმი წაიკითხა,გამომძიებელს კალმისტარი ჩამოართვა და მითითებულ ადგილზე ხელი მოაწერა. - შეიძლება ერთი შეკითხვა?- იკითხა ყოყმანით. - რა შეკითხვა? - ნუთუ დამაკავებთ?- დევიძეს ხმა აუკანკალდა. - ამაზე ჩემზე უფროსები გადაწყვეტენ. თუ თქვენი ჩვენება სიმართლეს შეიცავს, მე მგონი პასუხისგებაში არ მიგცემენ, თუმცა იმსახურებთ კი. - ბატონო გამომძიებელო... - ნუ ღელავთ, გარეთ დამელოდეთ. ცოტა ხნის შემდეგ დაგიძახებთ,- მინდელი სავარძლიდან წამოდგა,დევიძის დაკითხვის ოქმი საქაღალდეში ჩასდო და კაბინეტის ეარები გამოაღო.დევიძე წელმოწყვეტილივით გამოჰყვა და დერეფანში გრძელ სკამზე მოწყვეტით დაეშვა... - როგორ არის საქმე? – შეეგება პოლკოვნიკი მასთან კაბინეტში შემოსულ გამომძიებელს. - დავკითხე,- უბრალოდ უპასუხა მინდელმა და დაკითხვის ოქმი გაუწოდა. ბალანჩივაძემ სწრაფად გადაიკითხა,ზოგიერთი ადგილები წითელი ფანქრით გახაზა, შემდეგ იგი ხომერიკს გაუწოდა. - თქვენი აზრი? – მიმართა ხომერიკმა მინდელს,როგორც კი დევიძის ჩვენების კითხვა დაამთავრა და ფურცლები პოლკოვნიკის მაგიდაზე დასდო. მინდელი ცოტა ხანს დუმდა. - მე ვფიქრობ, დევიძის ჩვენება სრულ სიმართლეს შეიცავს.- ესე იგი...- ჩაურთო პოლკოვნიკმა. - დევიძე გააცურეს, მან არ იცის მისი სტუმრების ვინაობა და კიტოვანის შეთხზული ზღაპარი ხალას სინამდვილედ მიიჩნია. - დავუშვათ... შემდეგ? - შემდეგ, დევიძე საფოსტო ყუთად გამოიყენეს,პირობითი ნიშნებით დანიშნული მანეთიანი ხოტოველზე გადააცემინეს, ის კი დარწმუნებულია მხოლოდ ძეხვი უყიდა ავადმყოფს და სხვა არაფერი. - ესეც დავუშვათ, მაგრამ ჭაღარა? თუ დევიძის ჩვენებას სიმართლეთ მივიჩნევთ, გამოდის რომ ის იქ აღარ არის. მინდელი დუმდა. - რას იტყვით?- კვლავ შეეკითხა პოლკოვნიკი. - ვფიქობ, აქ ორი ვარიანტია დასაშვები.- დაარღვია დუმილი მინდელმა.- შესაძლებელია ჭაღარა ახლაც დაჭრილთან არის, მაგრამ დევიძემ ამის შესახებ არაფერი იცის,ან ხოტოველს სწორედ ჭაღარასთან აქვს დანიშნული პაემანი წყალტუბოში სასტუმროს ოთხას შვიდ ნომერში,- დაამთავრა მინდელმა. - რატომ ფიქრობთ ასე? - დევიძემ ერთი გასაღები კიტოვანს გადასცა, მაშასადამე,დიასახლისის სახლში არ ყოფნისას სტუმარს შეუძლია ვინც უნდა, ის მიიღოს და დევიძეს ამის შესახებ არაფერი ეცოდინება. ის ხომ ზავიალოვების ოთახში არ შედის. მეორე:ჭაღარას, სიფრთხილის გამო, შეეძლო მართლაც დაეტოვებინა დევიძის ბინა და სრულიად ლეგალურად მოწყობილიყო სასტუმროს ნომერში, წყალტუბოში,ხოლო კავშირი ხოტოველის საშუალებით გაეხორციელებინა,- მინდელმა პაპიროსს მოუკიდა, ასანთის ნამწვავი საფერფლეზე დასდო და მტკიცე ხმით დაუმატა:- ერთი რამ უდავოა,ჭაღარა დაჭრილის გამომჯობინებას უცდის და ვიდრე ის ლოგინზეა მიჯაჭვული, არ მიატოვებს. - რის საფუძველზე გამოგაქვთ ასეთი დასკვნა?- შეეკითხა ბალანჩივაძე. - დაჭრილი ჭაღარასთვის მეტად ძვირფასია. მის გადარჩენისათვის არც საკუთარი სისხლის გაღებას მოერიდა, არც ხიფათს. ჩავარდნის რისკით უცნობ სახლში შევიდა, და ეს იმ დროს როცა ქუთაისი არცთუ ისე დიდი ქალაქია. აქ ბოროტმოქმედი იოლად ვერ გაიტანს თავს. მან კი გარისკა მაშასადამე, არც მიატოვებს. ბალანჩივაძემ ღიმილით შეხედა მინდელს, შემდეგ სავარძლიდან წამოდგა. - შენი მოსაზრება სავსებით სწორად მიმაჩნია,ლევან. ორივე ვარიანტი საყურადღებოა და გეგმის შედგენისას უსათუოდ ორთავე უნდა გავითვალისწინოთ,ხოლო კიტოვანი უეჭველად მოგონილი გვარია. ჩანს, დევიძემ ესეც არ იცის. ხოლო თუ გაიგო, მის სტუმრისაგან სიკვდილი არ ასცდება. ბალანჩივაძემ ერთხელ კიდევ გადაათვალიერა დევიძის ჩვენება. - სად ჰყავს ბავშვი ამჟამად დევიძეს?- შეეკითხა მინდელს. - მორიგეობის დროს დასთან ტოვებს და მხოლოდ მეორე დღეს მოჰყავს სახლში. - ეს კარგია, ბავშვის სახლში ყოფნა საქმეს გაგვირთულებდა, ბანდიტებისაგან ყველაფერია მოსალოდნელი.- რა თქმა უნდა, მით უმეტეს დევიძის სტუმარი საკმაოდ გამოცდილი ბოროტმოქმედი ჩანს,- ჩაურთო ხომერიკმა. - ეჭვს გარეშეა, ალექსანდრე გიორგაძე ცნობილი რეციდივისტია, კიტოვანი მისი ახალი ნაცნობი არ უნდა იყოს,ხოლო მისი ინჟინრობა და სხვა ამბები დევიძის მოსატყუებლად არის მოგონილი. ალექსანდრემ თავისი ბინა თავშესაფარად მისცა ქურდებს, ხოლო რაკი იცოდნენ ნატალია დევიძე ქურდს არ შეიფარავდა, შექმნეს გულისამაჩუყებელი ზღაპარი უდანაშაულოდ დასჯილ და შემდეგ რეაბილიტირებულ ინჟინერზე, ამასთან წინასწარ გაიანგარიშეს, რომ დადებით გავლენას მოახდენდა გულუბრყვილო ქალზე. ცუდად არის მოფიქრებული და ჯერჯერობით მათი ანგარიშით ყველაფერი თავის რიგზე მიდის,ბოროტმოქმედებმა ხომ არ იციან, რომ გამოძიებამ უკვე მიაგნო დამნაშავეთა კვალს. ეს ჩვენი უპირატესობაა, თანაც დიდი უპირატესობა. - ეხლა საჭიროა შეკრებილი ფაქტების სწორი ანალიზი და დანაშაულის ჯაჭვის ლოგიკური შეკვრა. შენ რას იტყვი, ლევან? მინდელი რამდენიმე ხანს დუმდა. - დევიძის დაკითხვამ,- დაიწყო მან დინჯად,- კიდევ უფრო მტკიცედ გახადა დანაშაულის მთლიანი ჯაჭვის შემკვრელი რგოლი. ჩვენ ვიცით,რომ ბანდიტებს,- მხედველობაში მყავს ჭაღარა და კიტოვანი,- საკუთარი მანქანა არა აქვთ. გრძელიძის ჩვენებით დადასტურებულია, რომ ის ორმა ბოროტმომქმედმა გაიტაცა, რომელთაგან ერთი მანქანას მართავდა. დევიძე ადასტურებს, რომ ექიმის მოსაყვანად ორნი წავიდნენ. აქ საგულისხმოა ერთი ფაქტი: მოტაცებული ექიმი მეორე ღამესაც ისევ მანქანით წაიყვანეს.შალითაზე აღმოჩენილი სისხლი ლაბორატორიის დასკვნით არა მარტო ჯგუფის მიხედვით დაემთხვა ტყეშელაიძის ბინაში ფანჯარასთან ნაპოვნ სისხლის მცირე გუბეს, არამედ ტიპიურობითაც. გრძელიძემ უყოყმანოდ ამოიცნო მანქანა, ხოლო დევიძის ჩვენებამ მტკიცედ დაადასტურა კიტოვანისა და ქავჟარაძის ნაცნობობა. ამდენი თანდამთხვევთი ფაქტების თავმოყრა შემთხვევითი არ არის, ამიტომ სრული საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ, რომ თუმცა ქავჟარაძე კატეგორიულად უარყოფს დანაშაულის ჩადენას, ის ბანდის ერთ–ერთი წევრთაგანია და მისი ზღაპრის მსგავსია, მანქანის განათხოვრების შესახებ, მოგონილი და დაუჯერებელია. მართალია,ჩემს ვერსიას აქვს სამსჭვალავი ადგილები, სახელდობრ არც დევიძეს, არც გრძელიძეს ქავჟარაძე, და საერთოდ მესამე პიროვნება არ უნახავთ, მაგრამ ვფიქრობ, ბანდიტებს მეკავშირე ჰყავთ, შეიძლება ხოტოველის სახით, და მისი საშუალებით ხვდებიან ერთმანეთს. ბალანჩივაძე და ხომერიკი გულდასმით უსმენდნენ მინდელის დინჯ განმარტებას. პოლკოვნიკი ღიმილით შესცქეროდა,ხოლო პროკურორმა თბილი მზერა მიპყრო, სახეზე სიამოვნება გამოეხატა. იგი დიდ სიხარულს განიცდიდა. თვითონაც საკმაო სტაჟის მქონე გამომძიებელი,ახლა უკვე პროკურორი, წლების მანძილზე მოთმინებით ასწავლიდა ხელქვეითებს გაბედულად, მაგრამ გულდასმით გაეკეთებინათ დასკვნები შეკრებილი ფაქტებიდან საჭირო შემთხვევაში შეუმჩნევლად უკარნახებდა სწორ მოსაზრებებს, შეცდომას გაუსწორებდა, მაგრამ ისე, რომ გამომძიებელს ინიციატივის უნარი არ დაეკარგა და ვერსიაც დამოუკიდებლად აეგო. გამოძიება შემოქმედებააო, იცოდა თქმა. მინდელი მაინც გამორჩევით უყვარდა, სამაგალითო გამომძიებლად მიაჩნდა და ეამაყებოდა გამოძიების მისი დიდი ნიჭი, განსაკუთრებული პროფესიული ინტუიცია და დეტალების შემჩნევის თავისებური უნარი. ახლაც, დაამთავრა თუ არა მინდელმა თავისი აზრის გამოთქმა. ხომერიკმა ოდნავ გაიღიმა, მოწონების ნიშნად თავი დააქნია, შემდეგ ჩამქრალ პაპიროსს მოუკიდა და წარმოთქვა: - შენი მროსაზრება ძირითადად მისღებია და მოსაწონი,მაგრამ ის, რაც თეორიულად დასაშვებია, ხანდახან გამორიცხულია პრაქტიკულად. - ამას რაზე ამბობთ?- იკითხა პოლკოვნიკმა. - აი რაზე, ჩვენი საქმიანობიდან არა ერთი და ორი მაგალითის გახსენება შეგვიძლია, როდესაც გამოძიებით შეკრებილმა მასალებმა ფაქტების თანამთხვეობის გამო, პროცესუალურად მტკიცებათა ჯაჭვი სწორედ უდანაშაულო ადამიანის მიმართ შეკრეს. ქავჟარაძის ვერსია თუმცა სუსტია, ძალზე სუსტი, მაგრამ მისი ნამდვილობაც არ არის გამორიცხული,- ფიქრიანად მიუგო ხომერიკმა. - კი მაგრამ, მაშინ სად ჰყავდათ მანქანა დაყენებული ვიდრე ჭაღარა გრძელიძესთან ერთად, დაჭრილთან იყო ჩაკეტილი? ან ვინ მიიყვანა იგი დევიძის სახლთან მეორე ღამეს, ექიმის უკანვე წასაყვანად?- ერთბაშად ორი კითხვა დასვა პოლკოვნიკმა. - უდავოა, ამხანაგო დავით,მანქანა ან დევიძის ეზოში იდგა, ან კიდევ თუ ქავჟარაძე დანაშაულის მონაწილეა, მან წაიყვანა და წინასწარ შეთანხმებისამებრ მეორე ღამით თვითონვე მოვიდა. - მანქანა დევიძის ეზოში არ მდგარა.შეუძლებელია, მას არ შეემჩნია იგი, როდესაც საავადმყოფოში წავიდა სისხლის გადასხმის აპარატის მოსატანად,- შეედავა პოლკოვნიკი. - ვინ იცის, სრულიად არ არის გამორიცხული, რომ აფორიაქებულმა ქალმა ვერ შეამჩნია მის სახლთან მდგარი ” პობედა” , ხოლო დღისით კი, ბანდიტებმა მანქანა ეზოში მიმალეს, დევიძის სახლში ხომ სხვა არავინ ცხოვრობს დაეზოსაც ისეთი გალავანი აქვს, გარედან ვერაფერს დაინახავს კაცი. აქედან გამომდინარე, თუმცა თეორიული, მაგრამ მაინც არსებობს საფუძველი გამოვრიცხოთ დანაშაულში ქავჟარაძის თანამონაწილეობა. - რა თქმა უნდა, მე მხოლოდ ვარაუდს გამოვთქვამ ქავჟარაძის დანაშაულში მონაწილეობაზე,- დასძინა მინდელმა. სიჩუმე ჩამოვარდა. ისმოდა მხოლოდ საათის ტიკტიკი და ქუჩაში მოსრიალე მანქანები ხმა. - საჭიროა დევიძისა და ქავჟარაძის საკითხი გადავწყვიტოთ,- დაარღვია სიჩუმე მინდელმა. ხომერიკმა დევიძის ჩვენება აიღო და კიდევ ერთხელ გულდასმით გაეცნო. ის ადგილები, სადაც ქავჟარაძეზე იყო ლაპარაკი რამდენიმეჯერ ხმამაღლა ჩაიკითხა.
╚ ►ჩვენ გვიხარია ცხოვრება◄╝
777 მონანიება
თავი 9
დაახლოებით ღამის პირველ საათზე ვახტანგი და დაჭრილის ბიძა ჩემს ოთახში
შემოვიდნენ. მოხუცმა კიდევ ერთხელ მოიხადა ბოდიში, ათასი მადლობა
გადაიხადა, დამპირდა რომ ორი დღის შემდეგ დაჭრილს წაიყვანდა და წავიდა.
ამ დღიდან ვახტანგი უვლიდა დაჭრილს,შესასვლელის ერთი გასაღები მივეცი,
რათა უფრო თავისუფლად შეძლებოდა ჩემი არყოფნის დროს ბინაში მოსვლა და
წასვლა.
დაჭრილის მდგომარეობა უფრო სერიოზული გამოდგა, ვიდრე ჩვენ
ვფიქრობდით. 1–2 დღე საკმარისი არ აღმოჩნდა და დღესაც ლოგინში წევს,-
დაამთავრა დევიძემ.
მინდელს ერთი შეკითხვითაც არ გაუწყვეტინებია თხრობა. მშვიდად უსმენდა
ქალს და დრო და დრო თავისთვის შენიშვნებს იწერდა.
ცოტა ხნით დუმილი ჩამოვარდა.
მინდელი თავისთვის ანალიზს უკეთებდა ჩვენებას. ხოლო დევიძე იჯდა და
მოლოდინით შეჰყურებდა გამომძიებელს.
- რა მდგომარეობაშია ამჟამად დაჭრილი,- დაარღვია სიჩუმე მინდელმა.
- ვახტანგის თქმით, ჯერ წამოდგომა არ შეუძლია.
- თქვენი შეტყობით?
- მე ის არ მინახავს,პატივცემულო გამომძიებელო.
- როგორ თუ არ გინახავთ?
- არ მინახავს ერთხელაც არ შევსულვარ მასთან.
- რატომ?
- ვახტანგმა მითხრა, დაჭრილს რცხვენია და ნერვიულობსო.
- თქვენც დაიჯერეთ?
- ცხადია, დავიჯერე, რატომ არ უნდა დამეჯერებინა?
- კეთილი. ისიდორე შემდეგ აღარ გინახავთ?
- არა, არ მინახავს, არ მოსულა.
- გამოდის, რომ თქვენ დაგიტოვათ დაჭრილი ძმისშვილი მოსავლელად.
- რატომ მე, აკი მოგახსენეთ, ვახტანგი უვლის–მეთქი.
- განა უცნაურად არ გეჩვენათ, რომ ერთხელაც არ მოაკითხეს მშლობლებმა?
- რა თქმა უნდა, მაგრამ ვახტანგმა მითხრა, მშობლები ვერ მოვლენ, ეშინიათ, მათ
კვალ მილიციაც არ მოჰყვესო. საერთოდ ისე მოეშალა ნერვები, რომ ყველაფერს
ეჭვის თვალით დაუწყო ყურება.
- ეს როგორ გავიგოთ?
- აი გუშინ “ქელასიდან” ინსპექტორები მოვიდნენ, ელექტროენერგიის ხარჯვა
შეამოწმეს, დამაჯარიმეს კიდეც. ვახტანგი ამ დროს დაჭრილთან იყო გარედან
დაკეტილ ოთახში. ისინი რომ წავიდნენ, ვახტანგი მთელი ერთი საათი
მეკითხებოდა, თუ ვიცნობდი ამ კონტროლიორებს, სხვა დროს თუ შეუმოწმებიათ
ელექტროწერტილები, თუ მოსულან და სხვა...მანამ არ დამშვიდდა, ვიდრე
“ქელასში” არ წავედი.
- შემდეგ?შემდეგ არაფერი. ქელასში ქვითარი წარვადგინე, ჯარიმა გადავიხადე, ფული
მიიღეს, თან მისაყვედურეს,შტეპსელი რატომ არ გაქვთ გატარებულიო. სახლში
რომ დავბრუნდი ვახტანგმა დეტალურად გამომკითხა ყველაფერი. ქვითარიც
გასინჯა.
- რა გვარია ვახტანგი?
- კიტოვანი.
- ცოლშვილიანია?
- არა,უცოლშვილოა.
- სად ცხოვრობს, თბილისში?
- ზუსტად არ ვიცი, მგონი საბურთალოს რომელიღაც ახალ დასახლებაში.
- დაჭრილი რა გვარია?
- არც დაჭრილის, არც ისიდორეს გვარი არ ვიცი,ვახტანგის არ უთქვამს. მე კი
მომერიდა მეკითხა.
- “ქელასში” ვახტანგის დავალებით წახვედით?
- დიახ, მან მთხოვა და წავედი.
- კიდევ სად იყავით მისი დავალებით?
- არსად, სხვაგან არსად ვყოფილვარ.
მინდელი მოიღუშა.
- მოქალაქე დევიძე, თქვენ დამპირდით, რომ ყველაფერს გულახდილად
მეტყოდით.
- დიახ, დაგპირდით და ვასრულებ კიდეც. სხვაგან არსად გაუგზავნივარ,-
უპასუხა დევიძემ გულწრფელი გაკვირვებით.
- განა დღეს დილით მაღაზიაში არ იყავით?- მკაცრად შეეკითხა გამომძიებელი.
- მაღაზიაში? მერე ამას რა კავშირი აქვს ქალის მოტაცებასთან?- გაოცდა დევიძე.
- ეს ჩვენი საქმეა იყავით თუ არა?
- დიახ ვიყავი,ვახტანგმა მთხოვა, არაყი და ძეხვი მეყიდა.
- რატომ მალავდით თქვენს იქ მისვლას?
- რას ბრძანებთ, არც მიფიქრია, მაგრამ არაყსა და ძეხვს რა დამოკიდებულება
უნდა ჰქონდეს ამ საქმესთან?
- ეგ ჩვენ ვიცით, თქვენი ვალია,გვიპასუხოთ.
- კი ბატონო, მკითხეთ, რაც გნებავთ.
- რა დავალებით გაგაგზავნათ კიტოვანმვ?
- არავითარი დავალება არ მოუცია. მითხრა, დაჭრილმა ძეხვი მოისურვაო,
წყალტუბოს ნაწარმი ძეხვი. იმ მაღაზიაში კი ვახტანგის ნაცნობი ჰყოლია და
მთხოვა მასთან მიდი სხვა მაღაზიაში ვერ იშოვნიო.
- შემდეგ?
- მეტი არაფერი, ფული მომცა და მეც ვიყიდე.
- ვისგან იყიდეთ?
- ვიღაც იოსკასაგან.
- იცნობთ?
- არა, სხვა დროს არასდროს შემხვედრია.- არც თქვენთან ყოფილა ბინაზე?
- რას ამბობთ, ჩემს ბინაზე რა უნდოდა!- ისევ გაუკვირდა დევიძეს.
- კეთილი, იოსკას კიოტოვანის მიერ მიცემული ფულით გადაუხადეთ საფასური?
- დიახ.
- ხურდა რამდენი დაგიბრუნათ?
- არავითარი ხურდა არ დაუბრუნებია. რატომ?
- ვახტანგმა მითხრა, მანეთს მისცემ, არაყსა და ძეხვს მოგცემსო, მეც ასე მოვიქეცი.
განა ფასი არ გიკითხავთ? არა, არ მიკითხავს, აკი მოგახსენეთ, ვახტანგმა
მანეთიანმ გადმომცა და მითხრა, ამ ფულს მისცემ და წყალტუბოს ნაწარმ ძეხვს
სთხოვო,- მიუგო დევიძემ და დაუმატა:- მეც ასე გავაკეთე.
- კარგი, სად იშოვეთ სისხლი, ან როგორ გადაუსხეს დაჭრილს?
- რა მოგახსენოთ, მე ოთახში არ ვყოფილვარ, ალბათ გრძელიძემ მოიტანა
დაკონსერვებული სისხლი.
თქვენ იცნობთ გრძელიძეს?
გრძელიძეს ვინ არ იცნობს.
დარწმუნებული ხართ მან გაუკეთა დაჭრილს ოპერაცია?
ყოველ შემთხვევაში მე ასე მითხრეს.
პირადად კი არ გინახავთ?
არა, არ მინახავს.
რატომ?
იცით რა,ჯერ ერთი, ვახტანგიმ და დაჭრილის ბიძამ მთხოვეს არ დავნახოდი
გრძელიძეს,მეორეც, მეც არ მინდოდა შევხვედროდი, ის ხომ დიდი გასამრჯელოს
მიღებით დათანხმდა ოპერაციის გაკეთებას.
განა თქვენ ვალდებული არ იყავით,გეცნობებინათ ჩვენთვის თქვენს სახლში
დაჭრილის ყოფნა და გრძელიძის მიერ ოპერაციის გაკეთება?- შეეკითხა
გამომძიებელი და კუშტად შეხედა.
დევიძემ თავი დახარა, სახეზე სიწითლე მოერია და ნერვიულად დაიწყო
ხელების მტვრევა.
- მიპასუხეთ!
- ცხადია...მაგრამ სიბრალულმა დამძალა,დაჭრილი შემეცოდა, ვახტანგიც ვერ
გავიმეტე.
- ექიმი?
- ექიმი...გრძელიძეს მთელი ქალაქი იცნობს, როგორც უაღრესად წესიერ
ადამიანს.მართალი გითხრათ, ახლაც ვერ დამიჯერებია,როგორ დათანხმდა
ოპერაციის გაკეთებაზე.
- თუ შეხვდით იმ ღამის შემდეგ გრძელიძეს?
- არა, ის სხვასაავადმყოფოში მუშაობს.
- კეთილი, კიტოვანი ვიდრე თქვენთან სტუმრობდა თუ დადიოდა სადმე?
- საღამოობით სადღაც მიდიოდა, მაგრამ სად–მე არასოდეს მიკითხავს.
- თქვენთან თუ აკითხავდა ვინმე?
- არავინ,არც ერთხელ არ მოუკითხავთ.- არც თქვენ გინახავთ ვინმე ნაცნობთან?
- არა, თუმცა ერთხელ მანქანაში ვნახე.
- ნაცნობის მანქანაში?
- როგორ გითხრათ,მანქანის პატრონს მე ოფიციალურად არ ვიცნობ, ისე კი ვიცი,
რომ ქუთაისელია, ქალაქში შემხვედრია.
- რა გვარია.
- გავარი და სახელი არ ვიცი.
- მანქანის ნომერი ხომ არ გახსოვთ?
- არა, არ დავინტერესებულვარ.
- რა მანქანაა?
- “პობედა”.
- ფერი?
- არ ვიცი, არ მახსოვს.
- დაჭრილი რითი მოიყვანეს თქვენთან?
- არ ვიცი.
- იქნებ სწორედ “პობედით?”
- ვერ გეტყვით, შეიძლება “პობედით”, შეიძლება სხვა მანქანით.
- კარგი. ჯერჯერობით ამით დავამთავროთ,გაეცანით, ხელი მოაწერეთ და გარეთ
დამელოდეთ.
მინდელმა დევიძეს ფურცლები გაუწოდა და აჩვენა სად უნდა მოეწერა ხელი.
დევიძემ ოქმი წაიკითხა,გამომძიებელს კალმისტარი ჩამოართვა და მითითებულ
ადგილზე ხელი მოაწერა.
- შეიძლება ერთი შეკითხვა?- იკითხა ყოყმანით.
- რა შეკითხვა?
- ნუთუ დამაკავებთ?- დევიძეს ხმა აუკანკალდა.
- ამაზე ჩემზე უფროსები გადაწყვეტენ. თუ თქვენი ჩვენება სიმართლეს შეიცავს,
მე მგონი პასუხისგებაში არ მიგცემენ, თუმცა იმსახურებთ კი.
- ბატონო გამომძიებელო...
- ნუ ღელავთ, გარეთ დამელოდეთ. ცოტა ხნის შემდეგ დაგიძახებთ,- მინდელი
სავარძლიდან წამოდგა,დევიძის დაკითხვის ოქმი საქაღალდეში ჩასდო და
კაბინეტის ეარები გამოაღო.დევიძე წელმოწყვეტილივით გამოჰყვა და დერეფანში
გრძელ სკამზე მოწყვეტით დაეშვა...
- როგორ არის საქმე? – შეეგება პოლკოვნიკი მასთან კაბინეტში შემოსულ
გამომძიებელს.
- დავკითხე,- უბრალოდ უპასუხა მინდელმა და დაკითხვის ოქმი გაუწოდა.
ბალანჩივაძემ სწრაფად გადაიკითხა,ზოგიერთი ადგილები წითელი ფანქრით
გახაზა, შემდეგ იგი ხომერიკს გაუწოდა.
- თქვენი აზრი? – მიმართა ხომერიკმა მინდელს,როგორც კი დევიძის ჩვენების
კითხვა დაამთავრა და ფურცლები პოლკოვნიკის მაგიდაზე დასდო.
მინდელი ცოტა ხანს დუმდა.
- მე ვფიქრობ, დევიძის ჩვენება სრულ სიმართლეს შეიცავს.- ესე იგი...- ჩაურთო პოლკოვნიკმა.
- დევიძე გააცურეს, მან არ იცის მისი სტუმრების ვინაობა და კიტოვანის
შეთხზული ზღაპარი ხალას სინამდვილედ მიიჩნია.
- დავუშვათ... შემდეგ?
- შემდეგ, დევიძე საფოსტო ყუთად გამოიყენეს,პირობითი ნიშნებით დანიშნული
მანეთიანი ხოტოველზე გადააცემინეს, ის კი დარწმუნებულია მხოლოდ ძეხვი
უყიდა ავადმყოფს და სხვა არაფერი.
- ესეც დავუშვათ, მაგრამ ჭაღარა? თუ დევიძის ჩვენებას სიმართლეთ მივიჩნევთ,
გამოდის რომ ის იქ აღარ არის.
მინდელი დუმდა.
- რას იტყვით?- კვლავ შეეკითხა პოლკოვნიკი.
- ვფიქობ, აქ ორი ვარიანტია დასაშვები.- დაარღვია დუმილი მინდელმა.-
შესაძლებელია ჭაღარა ახლაც დაჭრილთან არის, მაგრამ დევიძემ ამის შესახებ
არაფერი იცის,ან ხოტოველს სწორედ ჭაღარასთან აქვს დანიშნული პაემანი
წყალტუბოში სასტუმროს ოთხას შვიდ ნომერში,- დაამთავრა მინდელმა.
- რატომ ფიქრობთ ასე?
- დევიძემ ერთი გასაღები კიტოვანს გადასცა, მაშასადამე,დიასახლისის სახლში
არ ყოფნისას სტუმარს შეუძლია ვინც უნდა, ის მიიღოს და დევიძეს ამის შესახებ
არაფერი ეცოდინება. ის ხომ ზავიალოვების ოთახში არ შედის. მეორე:ჭაღარას,
სიფრთხილის გამო, შეეძლო მართლაც დაეტოვებინა დევიძის ბინა და სრულიად
ლეგალურად მოწყობილიყო სასტუმროს ნომერში, წყალტუბოში,ხოლო კავშირი
ხოტოველის საშუალებით გაეხორციელებინა,- მინდელმა პაპიროსს მოუკიდა,
ასანთის ნამწვავი საფერფლეზე დასდო და მტკიცე ხმით დაუმატა:- ერთი რამ
უდავოა,ჭაღარა დაჭრილის გამომჯობინებას უცდის და ვიდრე ის ლოგინზეა
მიჯაჭვული, არ მიატოვებს.
- რის საფუძველზე გამოგაქვთ ასეთი დასკვნა?- შეეკითხა ბალანჩივაძე.
- დაჭრილი ჭაღარასთვის მეტად ძვირფასია. მის გადარჩენისათვის არც საკუთარი
სისხლის გაღებას მოერიდა, არც ხიფათს. ჩავარდნის რისკით უცნობ სახლში
შევიდა, და ეს იმ დროს როცა ქუთაისი არცთუ ისე დიდი ქალაქია. აქ
ბოროტმოქმედი იოლად ვერ გაიტანს თავს. მან კი გარისკა მაშასადამე, არც
მიატოვებს.
ბალანჩივაძემ ღიმილით შეხედა მინდელს, შემდეგ სავარძლიდან წამოდგა.
- შენი მოსაზრება სავსებით სწორად მიმაჩნია,ლევან. ორივე ვარიანტი
საყურადღებოა და გეგმის შედგენისას უსათუოდ ორთავე უნდა
გავითვალისწინოთ,ხოლო კიტოვანი უეჭველად მოგონილი გვარია. ჩანს,
დევიძემ ესეც არ იცის. ხოლო თუ გაიგო, მის სტუმრისაგან სიკვდილი არ ასცდება.
ბალანჩივაძემ ერთხელ კიდევ გადაათვალიერა დევიძის ჩვენება.
- სად ჰყავს ბავშვი ამჟამად დევიძეს?- შეეკითხა მინდელს.
- მორიგეობის დროს დასთან ტოვებს და მხოლოდ მეორე დღეს მოჰყავს სახლში.
- ეს კარგია, ბავშვის სახლში ყოფნა საქმეს გაგვირთულებდა, ბანდიტებისაგან
ყველაფერია მოსალოდნელი.- რა თქმა უნდა, მით უმეტეს დევიძის სტუმარი საკმაოდ გამოცდილი
ბოროტმოქმედი ჩანს,- ჩაურთო ხომერიკმა.
- ეჭვს გარეშეა, ალექსანდრე გიორგაძე ცნობილი რეციდივისტია, კიტოვანი მისი
ახალი ნაცნობი არ უნდა იყოს,ხოლო მისი ინჟინრობა და სხვა ამბები დევიძის
მოსატყუებლად არის მოგონილი. ალექსანდრემ თავისი ბინა თავშესაფარად
მისცა ქურდებს, ხოლო რაკი იცოდნენ ნატალია დევიძე ქურდს არ შეიფარავდა,
შექმნეს გულისამაჩუყებელი ზღაპარი უდანაშაულოდ დასჯილ და შემდეგ
რეაბილიტირებულ ინჟინერზე, ამასთან წინასწარ გაიანგარიშეს, რომ დადებით
გავლენას მოახდენდა გულუბრყვილო ქალზე.
ცუდად არის მოფიქრებული და ჯერჯერობით მათი ანგარიშით ყველაფერი
თავის რიგზე მიდის,ბოროტმოქმედებმა ხომ არ იციან, რომ გამოძიებამ უკვე
მიაგნო დამნაშავეთა კვალს. ეს ჩვენი უპირატესობაა, თანაც დიდი უპირატესობა.
- ეხლა საჭიროა შეკრებილი ფაქტების სწორი ანალიზი და დანაშაულის ჯაჭვის
ლოგიკური შეკვრა. შენ რას იტყვი, ლევან?
მინდელი რამდენიმე ხანს დუმდა.
- დევიძის დაკითხვამ,- დაიწყო მან დინჯად,- კიდევ უფრო მტკიცედ გახადა
დანაშაულის მთლიანი ჯაჭვის შემკვრელი რგოლი. ჩვენ ვიცით,რომ ბანდიტებს,-
მხედველობაში მყავს ჭაღარა და კიტოვანი,- საკუთარი მანქანა არა აქვთ.
გრძელიძის ჩვენებით დადასტურებულია, რომ ის ორმა ბოროტმომქმედმა
გაიტაცა, რომელთაგან ერთი მანქანას მართავდა. დევიძე ადასტურებს, რომ
ექიმის მოსაყვანად ორნი წავიდნენ. აქ საგულისხმოა ერთი ფაქტი: მოტაცებული
ექიმი მეორე ღამესაც ისევ მანქანით წაიყვანეს.შალითაზე აღმოჩენილი სისხლი
ლაბორატორიის დასკვნით არა მარტო ჯგუფის მიხედვით დაემთხვა
ტყეშელაიძის ბინაში ფანჯარასთან ნაპოვნ სისხლის მცირე გუბეს, არამედ
ტიპიურობითაც. გრძელიძემ უყოყმანოდ ამოიცნო მანქანა, ხოლო დევიძის
ჩვენებამ მტკიცედ დაადასტურა კიტოვანისა და ქავჟარაძის ნაცნობობა. ამდენი
თანდამთხვევთი ფაქტების თავმოყრა შემთხვევითი არ არის, ამიტომ სრული
საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ, რომ თუმცა ქავჟარაძე კატეგორიულად უარყოფს
დანაშაულის ჩადენას, ის ბანდის ერთ–ერთი წევრთაგანია და მისი ზღაპრის
მსგავსია, მანქანის განათხოვრების შესახებ, მოგონილი და დაუჯერებელია.
მართალია,ჩემს ვერსიას აქვს სამსჭვალავი ადგილები, სახელდობრ არც დევიძეს,
არც გრძელიძეს ქავჟარაძე, და საერთოდ მესამე პიროვნება არ უნახავთ, მაგრამ
ვფიქრობ, ბანდიტებს მეკავშირე ჰყავთ, შეიძლება ხოტოველის სახით, და მისი
საშუალებით ხვდებიან ერთმანეთს.
ბალანჩივაძე და ხომერიკი გულდასმით უსმენდნენ მინდელის დინჯ
განმარტებას. პოლკოვნიკი ღიმილით შესცქეროდა,ხოლო პროკურორმა თბილი
მზერა მიპყრო, სახეზე სიამოვნება გამოეხატა. იგი დიდ სიხარულს განიცდიდა.
თვითონაც საკმაო სტაჟის მქონე გამომძიებელი,ახლა უკვე პროკურორი, წლების
მანძილზე მოთმინებით ასწავლიდა ხელქვეითებს გაბედულად, მაგრამ
გულდასმით გაეკეთებინათ დასკვნები შეკრებილი ფაქტებიდან საჭირო
შემთხვევაში შეუმჩნევლად უკარნახებდა სწორ მოსაზრებებს, შეცდომას გაუსწორებდა, მაგრამ ისე, რომ გამომძიებელს ინიციატივის უნარი არ დაეკარგა
და ვერსიაც დამოუკიდებლად აეგო. გამოძიება შემოქმედებააო, იცოდა თქმა.
მინდელი მაინც გამორჩევით უყვარდა, სამაგალითო გამომძიებლად მიაჩნდა და
ეამაყებოდა გამოძიების მისი დიდი ნიჭი, განსაკუთრებული პროფესიული
ინტუიცია და დეტალების შემჩნევის თავისებური უნარი.
ახლაც, დაამთავრა თუ არა მინდელმა თავისი აზრის გამოთქმა. ხომერიკმა ოდნავ
გაიღიმა, მოწონების ნიშნად თავი დააქნია, შემდეგ ჩამქრალ პაპიროსს მოუკიდა
და წარმოთქვა:
- შენი მროსაზრება ძირითადად მისღებია და მოსაწონი,მაგრამ ის, რაც
თეორიულად დასაშვებია, ხანდახან გამორიცხულია პრაქტიკულად.
- ამას რაზე ამბობთ?- იკითხა პოლკოვნიკმა.
- აი რაზე, ჩვენი საქმიანობიდან არა ერთი და ორი მაგალითის გახსენება
შეგვიძლია, როდესაც გამოძიებით შეკრებილმა მასალებმა ფაქტების
თანამთხვეობის გამო, პროცესუალურად მტკიცებათა ჯაჭვი სწორედ
უდანაშაულო ადამიანის მიმართ შეკრეს. ქავჟარაძის ვერსია თუმცა სუსტია,
ძალზე სუსტი, მაგრამ მისი ნამდვილობაც არ არის გამორიცხული,- ფიქრიანად
მიუგო ხომერიკმა.
- კი მაგრამ, მაშინ სად ჰყავდათ მანქანა დაყენებული ვიდრე ჭაღარა
გრძელიძესთან ერთად, დაჭრილთან იყო ჩაკეტილი? ან ვინ მიიყვანა იგი დევიძის
სახლთან მეორე ღამეს, ექიმის უკანვე წასაყვანად?- ერთბაშად ორი კითხვა დასვა
პოლკოვნიკმა.
- უდავოა, ამხანაგო დავით,მანქანა ან დევიძის ეზოში იდგა, ან კიდევ თუ
ქავჟარაძე დანაშაულის მონაწილეა, მან წაიყვანა და წინასწარ შეთანხმებისამებრ
მეორე ღამით თვითონვე მოვიდა.
- მანქანა დევიძის ეზოში არ მდგარა.შეუძლებელია, მას არ შეემჩნია იგი, როდესაც
საავადმყოფოში წავიდა სისხლის გადასხმის აპარატის მოსატანად,- შეედავა
პოლკოვნიკი.
- ვინ იცის, სრულიად არ არის გამორიცხული, რომ აფორიაქებულმა ქალმა ვერ
შეამჩნია მის სახლთან მდგარი ” პობედა” , ხოლო დღისით კი, ბანდიტებმა მანქანა
ეზოში მიმალეს, დევიძის სახლში ხომ სხვა არავინ ცხოვრობს დაეზოსაც ისეთი
გალავანი აქვს, გარედან ვერაფერს დაინახავს კაცი. აქედან გამომდინარე, თუმცა
თეორიული, მაგრამ მაინც არსებობს საფუძველი გამოვრიცხოთ დანაშაულში
ქავჟარაძის თანამონაწილეობა.
- რა თქმა უნდა, მე მხოლოდ ვარაუდს გამოვთქვამ ქავჟარაძის დანაშაულში
მონაწილეობაზე,- დასძინა მინდელმა.
სიჩუმე ჩამოვარდა. ისმოდა მხოლოდ საათის ტიკტიკი და ქუჩაში მოსრიალე
მანქანები ხმა.
- საჭიროა დევიძისა და ქავჟარაძის საკითხი გადავწყვიტოთ,- დაარღვია სიჩუმე
მინდელმა.
ხომერიკმა დევიძის ჩვენება აიღო და კიდევ ერთხელ გულდასმით გაეცნო. ის
ადგილები, სადაც ქავჟარაძეზე იყო ლაპარაკი რამდენიმეჯერ ხმამაღლა ჩაიკითხა.