777 ღამის ქურდი

დ ა ს ა ს რ უ ლ ი
თავი 12
-გუშინ ჯვრისწერის ხსენებისას როგორ გაწითლდი იცი?_დილით თბილ
საბანში გახვეულები ერთმანეთს ეკვროდნენ და თან საუბრობდნენ.
-უცებ ისე დავიბენი..._სიცილით ასწია თავი და მკერდზე დაადო.
-კნაჭა, გინდა ახალ წელს რომ ჩამოვალთ აქ დავიწეროთ ჯვარი...
მოულოდნლად შესთავაზა უჩამ. ჯვარს რომ დაიწერდნენ ეგ ისედაც იცოდა, მაგრამ
სვანეთში ჯვრის წერაზე არ უფიქრია. რა თქმა უნდა ძალიან კარგი აზრია და
ნატალიაც არ არის წინააღმდეგი... რა სისულელეა, რას ნიშნავს არ არის
წინააღმდეგი, მხოლოდ სულელი ქალი თუ იფიქრებს ამას. უჩას გვერდით
ცხოვრებაზე არცერთი წამით დაფიქრებულა ისე უთხრა თანხმობა და ჯვრისწერაზე
განაცხადებს უარს, ან უჩამ როგორ იფიქრა.
-რა კითხვაა, რა თქმა უნდა მინდა. მითუმეტეს აქ, ზამთარში... უკვე წარმომიდგენია
რა ლამაზი იქნება._აღტაცებულმა დაიწყო საუბარი.
^^^
კიდევ ერთხელ გაივსო ვიბლიანების სახლი ახლობლებით და მეზობლებით. ლელა
გაქვავებული სახით იჯდა დივანზე და ხმას არ იღებდა, არც ტიროდა. გვერდით კახას
დედა ეჯდა და რაღაცაზე სევდიანი თვალებით ესაუბრებოდა. უჩა, მირზა და კახა
დილიდან სადღაც წავიდნენ და არ გამოჩენილან. ნესი მთელი დღე ნატალიასთან
ერთად იჯდა სამზარეულოში და ეხმარებოდა, რამდენჯერმე უცხო და ოდნავ ნაცნობი
ქალებიც შევიდნენ მათთან, ზოგმა თვალებ მოჭუტულმა შეათვალიერა ბურდული,
ზოგმაც თამამად გაუსწორა მზერა და თავიდან ფეხებამდე აათვალიერ-ჩაათვალიერა.
დარცხვენილი თვალებს აფახუნებდა და მორიდებით უღიმოდა ყველას. თითქოს
სვანი ქალებიც სხვანაირები არიან, სახის ნაკვთები ძალიან განსხვავებული და
ძლიერი აქვთ, განსაკუთრებით ერთი ქალის გამოხედვამ დააფრთხო. ნატალიაზე ორი
წლით დიდი იქნებოდა, ისეთი გაბოროტებული თვალებით უყურებდა, ბოლოს ნესის
მუდარით გადახედა მიშველეო.
გვიან ღამით დაბრუნდნენ სახლში ბიჭები. როგორც კი ეზოში შემოსულები
დაინახა ნატალიამ სამზარეულოს ფანრჯიდან გაყო თავი და მისკენ წამოსულ უჩას
ოდნავ
გაუღიმა.
-მოიწყინე?_ლოყაზე თბილად მოეფერა და ნიკაპზე ორი თითი მსუბუქად მოუჭირა.
უარყოფითი პასუხის ნიშნად თავი გააქნია ნატალიამ და გაუცინა.
-დღეს შენი მეზობელბი სამუზეუმო ექსპონატივით მათვალიერებდნენ და
მაფასებდნენ. _ხმადაბლა ჩაიჩურჩულა და ტუჩებზე თითები აიაფარა. უჩამ
ხმით ჩაიღიმა და ცარიელ ეზოს გადახედა.
-მერე რაო, მოგვეწონეო?_ეშმაკური ღიმილით იკითხა უჩამ და ფანჯრის
რაფას გარედან დაეყრდნო
-არ ვიცი, ხმამაღლა არ უთქვამთ, მაგრამ მემგონი უკმაყოფილო არ დარჩენილან.
_თავმომწონეთ წამოსწია თავი წინ და წამწამები ააფახუნა. _თქვენ რა ქენით,
იყავით სასაფლაოზე?
-ვიყავით და ხვალ დავასრულებთ. _დაღლილმა მოისრისა შუბლი და
წელში გასწორდა.
-კარგი, სანამ შენ მოწესრიგდები მე და ნესი მაგიდას გავშლით და ვივახშმოთ.
სწრაფად მოსცილდა ფანჯარას და მისაღებისკენ წავიდა ჩქარი ნაბიჯებით.
ქალბატონი მზია და ლელა ისევ მისაღებში ისხდნენ, ყავას სვამდნენ და
საუბრობდნენ. ნატალიას დანახვისას ქალმა ღიმილით გახსნა ოდნავ შეჭმუხნული
შუბლი და გაუცინა.
-ნესი მიყვებოდა შენზე, მაგრამ შენი გაცნობა დღემდე ვერ მოვახერხე._საკუთარი
თავით უკმაყოლფილომ ჩაილაპარაკა. ნატალია ღიმილით მიუჯდა ნესის გვერდით
და ხელები მუხლებზე დაიწყო.
-მეც ხშირად მიყვებოდა კახა თქვენზე. _როგორ ვერ იტანს ასეთ უხერხულ
სიტუაციებს, წარმოდგენა რომ არ აქვს რა უნდა თქვას, ან როგორ.
-ეგ კარგია, ე.ი. ჩემს შვილს ვახსოვარ. _სიცილით გადახედა ქალმა
სავარძელში ოთახად მოკეცილ და წამოწოლილ კახას.
-კარგი რა, მზია. _წარბებ შეჭმუხნულმა, ბოხი ხმით უსაყვედურა დედას და
თვალები დახუჭა.
-ნესი, მაგიდის გაშლაში მომეხმარები?_ხმადაბლა გადასჩურჩულა ძმის
საქციელით გამხიარულებულ გოგონას.
-აბა რას ვიზამ. _გაოცებულმა გადახედა ქალს, “კითხვა როგორ გამიბედეო.” და
ფეხზე წამოდგა.
ერთი კვირა სრულ ნეტარებაში გაატარა, მართალია დღის განმავლობაში მირზა სულ
ახერხებდა მის ნერვებზე თამაშს, მაგრამ მაინც ვერ უფუჭებდა ხასიათს. ლელას და
მზიასაც ძალიან დაუახლოვდა, მათთან ერთად ყავასაც სვამდა და ჭორაობდა. უჩა სულ
სახლში იყო მასთან ერთად, ბუხართან ისხდნენ და ერთმანეთით ტკბებოდნენ.
რამდენჯერმე დათოვლილ გზებზეც გაასეირნა, მისთვის მნიშვნელოვანი ადგილები
ანახა, სადაც ბავშვობის საუკეთესო წლები აქვს გატარებული. კმაყოფილმა ღიმილი ვერ
მოიშორა მთელი დღე სახიდან. გაბადრული უყურებდა, საოცრად მაღალ მწვერვალებს
და ხვდებოდა რომ ამ სახლიდან წასვლის შემდეგაც დატოვებდა რაღაცა ნაწილს,
ზუსტად ისე როგორც თუშეთში. ცივი გამოხედვით ქალი კიდევ ერთხელ ნახა,
ლელასთან იყო გადასული და მაშინ მოკრა თვალი. სცადა თბილად
გამოლაპარაკებოდა, მაგრამ “გამარჯობაო” ისეთი ხმით უთხრა ქალმა, ბურდულმა
უსიტყვოდ დაიხია უკან.
თბილისში დაბრუნების დრო რომ მოვიდა ტირილის პირას მისული დაემშვიოდბა
საძინებელს, ბუხარს რომლის ანთებაც ძლივს ისწავლა და ლელას. ქალმა ცრემლიანი
თვალებით გააცილა შვილები, ნატალიას გულთბილად მოეხვია და სთხოვა რომ
ახალ წელს აუცილებლად დაბრუნდეს.
-ჩვენ ისედაც ვაპირებდით..._რატომღაც ჩათვალა რომ ამით ქალს გაახარებდა.
-დაგელოდებით და გემრიელ ღვეზელებს დაგიცხობ, შენ რომ გიყვარს!_თბილად
მოუსვა თითები ლოყაზე და ნატალიას გვერდით მდგარ უჩას მიუბრუნდა.
მთელი გზა გაღიმებული ისწორებდა თმებს, ხანდახან მირზას ამწარებდა და
ხანდახან უჩას ეფერებოდა თითებზე. ერთმა კვირამ სულიერად დაასვენა.
-თბილისში რომ ჩავალთ ტორტი უნდა გამოვაცხო. _მოულოდნელად ჩაილაპარაკა
ქალმა და სარკეში ჩუმად გახედა მირზას, რომელიც ყურადღებას საერთოდ არ
აქცევდა წყვილს.
-ტორტი?! რატომ, რა ხდება?_ინტერესით იკითხა უჩამ.
-არაფერი, რა უნდა ხდებოდეს? ისე უბრალოდ მინდა რომ ტორტი გამოვაცხო.
მომღიმარი, ეშმაკურად საუბარს არ წყვეტდა და არც მირზას აშორებდა თვალს.
ცოლის მზერას გააყოლა თვალი უჩამ და ხმამაღლა ჩაიცინა.
-გასაგებია. _თავი დააქნია და ისევ გზას გახედა.
რა უნდა ხდებოდეს და ის, რომ 20 ნოემბერს მირზას დაბადების დღეა და უნდა რომ
პატარა საჩუქარი გაუკეთოს. მერე რა სულ სისხლს რომ უშრობს და გულზე არ ეხატება,
ნატალიას მაინც აქვს სურვილი ბიჭი ოდნავ გაახაროს თავისი საქციელით. თანაც
ტორტის ცხობა არ იცის და ეს ერთგვარი ექპერიმენტი იქნება, იმედია ტორტის გარეშე
არ დატოვებს იუბილარს.
ეკატერინე კარებში დახვდა ხელებგაშლილი, სიცილით წავიდა მისკენ და
მაგრად მოეხვია.
-მომენატრე!_ლოყაზე ხმაურით აკოცა ეკატერინემ და სიძეს მიუტრიალდა.
-ცოლის დამ ხომ არ მოიწყინა?_ღიმილით კითხა უჩამ და გადაკოცნა.
-ნტ, შენმა თანამშრომელმა გამართო. _სიცილით ჩაიჩურჩულა ეკატერინემ.
-ჩემმა თანამშრომელმა?_გაიკვირვა უჩამ.
-ვინ თანამშრომელმა?_წინ გადაუდგა დოინჯშემოდებული ნატალია.
-ვინ და რუსამ... რომ წახვედით მეორე დღეს მოგადგა საბუთებით, ხელი აქვს
მოსაწერიო, მაგრამ რომ არ დახვდი... ვერც გიკავშირდებოდა. ხოდა ასე
დავახლოვდით, ძალიან კარგი გოგოა სხვათაშორის._წარბების თამაშით
ჩამოარიკინა და თან დას ღიმილით გადახედა.
-რუსა..._ხმადაბლა გაიმეორა ქალის სახელი და უჩას თვალებგაფართოვეულმა ახედა.
-ხო, რუსა...
სიცილით დააქნია თავი მამაკაცმა და სახლისკენ წავიდა, ეკატერინემაც
დააპირა, მაგრამ ნატალიამ დაიჭირა და დაქაჩული თვალებით დაარჭო ერთ
ადგილზე.
-ლამაზია?
საკუთარი თავი ეჭვიანობაში გამოიჭირა და არ ესიამოვნა, ან იქნებ ესიამოვნა
კიდევაც. უჩას რომ ენდობა ამაზე საუბარიც კი უაზრობაა, მაგრამ არ ენდობა ლამაზ
და სექსუალურ ქალებს, რომელებსაც მამაკაცები მოსწონთ. თანაც უჩა არ არის ურიგო
კაცი... ურიგო კი არა ნატალიას რომ კითხოთ ყველაზე სიმპათიური და სექსუალური
მამაკაცია დედამიწის ზურგზე, არ აჭარბებს!
-კი, ლამაზი ქალია. _მხრები აიჩეჩა უმცროსმა ბურუდლმა. ნატალიას
ცეცხლი მოეკიდა.
-რაო, ძმის ცოლო, აგენთო წითელი?_სიცილით ამოუდგა გვერდით მირზა._რუსა
მართლაც რომ ძალიან ლამაზი და ეშხიანი ქალია, თანაც ჩემს ძმას უკვე თვეებია
ეპრანჭება. _ბოროტულად ჩაიღიმა და ნატალიას ლოყაზე ორი თითი მოუჭირა.
-შენს ძმას ცოლი ყავს!_წარბაწეულმა შეახსენა საკუთარი სტატუსი უჩას
ცხოვრებაში. მირზამ ირონიულად აიჩეჩა მხრები და სახლისკენ წავიდა.
-ნატალია, აღარ მოდიხარ?_ღია კარებში შუბლშეკრული და წარბაწეული
უჩა გამოჩნდა._რუსას განხილვას სახლშიც მოახერხებთ.
ცოტა გაბრაზებულმა დაასრულა წინადადება და სახლში შეატრიალდა.
ნატალია სწრაფად აედევნა ქმარს და კისრისტეხვით გაიქცა სახლისკენ, გზაში
მირზას შენჯღრევაც მოასწრო.
^^^
რუსა იმ დღესვე დაასრულეს, უჩას არასდროს მიუცა მისთვის ეჭვიანობის საბაბი და
შესაბამისად სულელი უნდა იყოს სცენები რომ გაუმართოს. მერე რა რუსას რომ
მოსწონს, ეგ სულაც არ ნიშნავს, იმას რომ უჩას შეცდენას მოახერხებს. იცის როგორი
მყარი მამაკაცია ვიბლიანი და საერთოდ არ ღელავს, ბოლოს და ბოლოს ცოლის
მოკლე კაბაზე იკავებს თავს და რუსას ამოღებული დეკოლტე რას უზამს. არ არის უჩა
ჟინზე აყოლილი მამრი და ნატალიასაც არაფერი აქვს სანერვიულო.
-დღეს ჩემი მეგობრები მოვლენ.
ხმამაღლა ჩაილაპარაკა მირზამ და ოჯახის წევრებს გადახედა. ნატალიამ
თვალებგაფართოვებულმა გადახედა უჩას, რომელიც შუბლშეკრული და
ძარღვებ დაჭიმული უყურებდა ძმას.
-რატომ უყურებთ ეგეთი დაშინებული სახეებით? თუ მირზა გამოსწორდა და
საყვარელი ადამიანების პატივისცემა აქვს, როგორი მეგობარიც არ უნდა ყავდეს თუ
არ უნდა არ გააკეთებს..._ეკატერინე ღიმილით მიუჯდა ბიჭს გვერდით და მხარი
გაკრა. უმცროსმა ვიბლიანმა ღიმილით დააუქნია თავი და ძმის ცოლს ცინიკური
ღიმილით გადახედა.
-მე რას მიღიმიხარ, გააკეთებ და ისევ შენ უნდა უყურო ციხის კედლებს.
_სიცილით ჩაუკრა თვალი და ფეხზე წამოდგა.
ნატალიასთვის და უჩასთვის მირზას მეგობრები ერთგვარი დაბრკოლებასავით
არის. მართალია უჩა დარწმუნებულია, რომ მისი ძმა აღარაფერს მიქარავს, მაგრამ
არაფრისგან არ ხარ დაზღვეული.
სამზარეულოში ტორტისთვის განკუთვნილი კრემით ითხუპლებოდა ბურდული
და თან ეკატერინეს ესუაბრებოდა სამსახურზე. ბოლო პერიოდში, თითქმის
საერთოდ აღარ აქვს საქმე, კასპელი კლიენტის მერე ერთი კლიენტი ყავდა, ბინის
გადაფორმებასთან დაკავშირებით ქონდა პრობლემები, ეგ იყო და ეგ... იმის მერე
გამოშტერებული ზის კაბინეტში და უყურებს როგორ აწყდება კლიენტების რიგი
მოპირდაპირე კაბინეტს. თავიდან იფიქრა, ალბათ მომსახურება არ მოსწონთ ჩემიო,
მაგრამ მერე მიხვდა რომ ამ ყველაფერში მაკას ხელი ერია. ალბათ ქალმა არჩია რომ
ისეთი ადამიანი დაასაქმოს ვინც ხშირად არ აცდენს. თუმცა სასაცილოა, ნატალიამ
ორი დღე გააცდინა და თანაც მიზეზი მაკამ იცოდა.
-იქნებ სხვა ამბავია?_ეჭვნარევი ხმით კითხა დამ.
-არ ვიცი, თუ ასე გაგრძელდა სამსახურში მისვლას და კაბინეტში უაზროდ
ჯდომას მირჩევნია სხვაგან წავიდე._კატეგორიული ხმით ჩაილაპარაკა და კარებში
დაყუდებულ მირზას გადახედა.
-ძმის ცოლს პრობლემები აქვს?_სხვათაშორის იკითხა და მაცივირდან შიკოლადის
იოგურტი გამოიღო. ნატალიამ წარბწუელმა გადახედა ბიჭს და საქმე განაგრძო.
_კარგი ხო, ხუმრობას არ ვაპირე, უბრალოდ მართლა დამაინტერესა._მშვიდი ხმით
დააყოლა და ეკატერინეს გვერდით მოკალათდა.
-მე არ უნდა შემომთავაზო?_მოჩვენებითი სიბრაზით გადაულაპარაკა
ეკატერინემ. მირზამ თვალებმოჭუტულმა გადახედა უმცროს ბურდულს და
ღრენით წამოდგა ფეხზე, მაცივართან მივიდა გამოაღო და ირონიული ღიმილით
დაკეტა ისევ.
-ხელები გაქვს, ფეხებიც და ენაც, ასე რომ..._თვალი ჩაუკრა და ისევ
გვერდით მიუსკუპდა.
ნატალიამ კრემი მაცივარში შედო და მისაღებში გავიდა უჩასთან. მამაკაცი დივანზე
იჯდა და ტელევიზორში ფილმს უყურებდა. ნაბიჯების ხმაზე ოდნავ მიატრიალა
თავი უკან და ცოლს თბილად გაუღიმა.
-მორჩი?_ტელევიზორს ჩაუწია და ნატალიას სხეული კალთაში ჩაისვა.
-ნტ, კრემი ამეჭრა და მაცივარში შევდე ცოტახნით. _მოღუშულმა გააქნია თავი
და ერთმანეთში ახლართული თითები მხარზე დაადო.
-მოხდა რამე?_დაეჭვებულმა კითხა, ნიკაპზე ორი თოთი მოკიდა და თავი
მაღლა ააწევინა.
-სამსახურში მაქვს პრობლემები, მაგრამ არაუშავს მოგვარებადია.
-ჩემთან სამსახურში ადვოკატს ეძებენ, თუ სურვილი გაგიჩნდება შემიძლია
დაველაპარაკო უფროსს. _ღიმილით დაუსვა ცერა თითი ქვედა ბაგეზე და
ეშაკურად ააციმციმა თვალები.
-მთელი დღე ერთად?_ეშმაკობას მიუხვდა და ვნებიანი ხმით ჩაეკითხა.
ვიბლიანმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და ცერა თითი ბააგებით შეცვალა.
-მთელი დღე ერთად!_ზედ ტუჩებზე დასჩურჩულა.
^^^
მირზას დაბადების დღეზე გადაწყვიტა ყველაფერი საკუთარი ხელით
გაკეთებინა, ეკატერინეც დაეხმარა, ელზა რეცეპტებს აწერინებდა სკაიპით და თან
ხმამაღლა
დასცინოდა მაზლზე გადაყოლილ ნატალიას.
რა ქნას, რაც არ უნდა ცუდი და შუბლშეკრული იყოს მაინც ძალიან საყვარელი ბიჭია
და ბურდულმა მის სიყვარულში გამოიჭირა საკუთარი თავი, რამაც ძალიან გაახარა.
ეს იმას ნიშნავს რომ მირზას ძველი “ცოდვები” დაივიწყა და ყველაფერის ახლიდან
დაწყება სურს.
20_ში დილაადრიან დაადგა ტორტით ხელდამშვენებული თავს, უმცროსი
ვიბლიანი ძილისგან დასიებულ თვალებს ისრესდა და ბინდ გადაკრულ ნატალიას
გაოცებული უყურებდა. ბოლოს ღიმილი ვერც მან შეიკავა და შორტების ამარა
წამოხტა ფეხზე, სიცილით მივიდა ბურდულთან, ლოყაზე აკოცა და ტორტში
დარჭობილ ციფრებს სული შეუბერა.
-ეს უბრალოდ იმიტომ, რომ ტორტი მიყვარს ძალიან..._ირონიული
ღიმილით მოუჭირა ორი თითი ცხვირზე და თითით ტორტის კრემი შეჭამა.
-ვირო მადლიო..._გაგულისებულმა ჩაიდუდღუნა და ოთახიდან გატრიალდა.
მიუხედავად მირზას უხეშობისა, გული მაინც არ აცრუებია და ყველაფერი ისე
გააკეთა როგორც დაგეგმა. მისაღებში გაშალა სუფრა, ყველაფერი ლამაზად დააწყო და
კონვერტთან ერთად საჩუქარი დაუდო.
“ყველაფერი გამზადებულია და მაცივარში დევს. მე სამსახურში
მივდივარ, ეკატერინემ იცის და ის დაგეხმარება.
სიყვარულით, ძმის ცოლი!”
საჩუქარზე ბევრი არ უფიქრია ზუსტად იმ მაღაზიაში უყუდა საათი სადაც თვითონ
იყიდა თვეების წინ. მართალია ძალიან ძვირიანი არ არის, მაგრამ არც უბრალოა.
წესით მირზას უნდა მოეწონოს.
^^^
-უჩა, ხომ გთხოვე რომ წამოხვალ მაიონეზი წამოიღე-მეთქი.
_მობუზულმა უსაყვედურა კარებში მდგარ ქმარს და წარბები შეჭმუხნა.
-არ გამხსენებია.
მოჭუტული თვალებით ჩაიჩურჩულა უჩამ და ქვედა ტუჩზე შემრიგებლური მზერით
აკოცა. რა თქმა უნდა ნატალიამაც იმ წამსვე დაყარა ფარ-ხმალი და მონატრებული
ქმრის მკლავებში მიესვენა. საკუთარ თავთან გამოტყდომის რცხვენოდა, მაგრამ ერთი
სული ქონდა როდის დაღამდებოდა საყვარელი მამაკაცის მკლავების სიძლიერე
უკეთ რომ შეეგრძნო. მთელი ღამე მის მკერდზე მისვენებული ფშვინავდა, არც
მთვარეულობის ეშინოდა და არც ბოროტი ურჩხულების, ბოლო დროს მის სიზმრებს
რომ სტუმრობდნენ. დილით უჩას მკერდზე რომ იღვიძებს, ეს უკვე ნიშნავს იმას რომ
მთელი დღე კარგ ხასიათზე იქნება.
^^^
ახალი წლის შვებულება სანამ დაიწყებოდა თავმოყავრეობა შელახულმა განცხადება
დაწერა და მაკას შეუტანა. უფროსი გაოცებული უყურებდა ფურცელზე შავი კალმით
ნაწერ სიტყვებს და ვერ იჯერებდა, რომ ბურდული სამსახურს “დაუსაქმებლობის”
გამო ტოვებდა. ძალიან ბევრი ეცადა გადაეფიქრებინა, მაგრამ ვერ მოახერხა. ნატალია
ყველაზე მეტად დაუფასებლობას ვერ იტანს, ვერ იტანს როდესაც მის ზურგს უკან
აკეთებენ რაღაცებს, ამიტომ არ აპირებს უაზროდ ჯდომას და დროის წელვას. თანაც
ეგეც რომ არ იყოს უჩასთან ერთად მუშაობას რა ჯობია, მთელი დღე მასთან იქნება
და კიდევ უფრო გალაღებული იმუშავებს.
25 დეკემბერს ყველანი სვანეთში წავიდნენ ვიბლიანებთან. ეკატერინე, დიტო და
ძაღლი როგორც ყოველთვის ახლაც განმატოტვებით ხვდებიან ახალ წელს დიტოს
სახლში. ეს ტრადიცია უკვე სამი წელია აქვთ და ნატალია მის შეცვლას ვერ
მოსთხოვს. თანაც ყველას თავის ცხოვრება აქვს, ეკატეირნეც ადრე თუ გვინა დიტოს
გაყვება და მოუწევს მის გარეშე ცხოვრებას შეეგუოს, ბოლოს და ბოლოს გათხოვილი
ქალია.
ლელას ძალიან გაუხარდა შვილების და რძლის დანახვა, გახარებული
ღიმილით გამოეგება ეზოში და ყველა სათითაოდ ჩაიკრა გულში.
მთები კიდევ უფრო გადათეთრებული და ლამაზი იყო, სიცივე? გაუსაძლისი!
ზუსტად ისეთი როგორც სვანეთს შეეფერება დეკემბერში.
ნატალიას ანთებულ ბუხართან ისხდნენ და პიტნის ჩაის სვამდნენ. ლელა შვილებზე
სასაცილო ისტორიებს იხსენებდა და ნატალიას უყვებოდა, მერე გულიანად
აკისკისებულ ნესის რომ დაინახავდა მასზე იხსენებდა უფრო სასაცილო კომედიებს.
ყველაფერი ძალიან სასიამოვნო იყო, თავს ისე გრძნობდა როგორც სახლში წლების
წინ, მშობლებთან ერთად რომ დაჯდებოდა და ჭუკჭუკებდა.
გრძნობს რომ იმ ხალხს ვის გვერდითაც არის, ყველას ძალიან უყვარს ახალი
ოჯახის წევრი.
საახალწლო სამზადისი განსაკუთრებით სასიამოვნოა სვანეთში, ყველასთვის
მნიშვნელოვანი და რაღაცით დატვირთული. დილით ადრიანად წავდინენ
სასაფლაოზე, ცოტახანი იქ გაჩერდნენ და მერე ისევ სახლში დაბრუნდნენ. ისეთ
მიუვალ ადგილას იყო სასაფლაო, ნატალიამ იფიქრა რომ თოვლში ჩაიბუდნებოდა
და ვერც იპოვდინენ. სიცივემ, თოვლმა და გრძელმა გზამ ძალიან დაღალა, მაგრამ არ
გაუმხელია. ბურდულს ეგონა რომ იქ ასული ძალიან დამძიმდებოდა, ეგონა რომ
ყველას გაუფუჭდებოდა ხასიათი, მაგრამ პირიქით. ახალი წლის საღამოს
გაასმაგებული სიხარულით შეხვდნენ.
ძალიან ბევრი იფიქრა ლელას საახალწლო საჩუქარზე, ბოლოს არჩევანი ლამაზ
კულონზე შეაჩერა. ძალიან სადა და ლელასთვის მნიშვნელოვანი. კულონი პატარა
ალბომივით არის, სადაც ქალს შეუძლია ყველა იმ ადამიანის სურათი შეინახოს
რომელიც უყვარს. ნატალიამ უჩას და მირზას სურათი თავისი არჩევანით ჩადო და
ისე შეუთა. მირზას და კახას თითქის იდენტური პერანგები აჩუქა, ნესის მისი
საყვარელი მწერლის წიგნების კრებული,ვინაიდან და რადგანაც მზიას გემოვნება არ
იცოდა, ნესი წაიყვანა საჩუქრის ასარჩევად და ლამაზი სამაჯური და საყურეები
აარჩია. უჩას საჩუქარზე ბევრი არ უფიქრია, რატომღაც განსაკუთრებული საჩუქარიც
არ ქონდა გეგმაში.ჩვეულებრივი მამაკაცის საყვარელი ბრენდიდან სუნამო გამოიწერა
და ის აჩუქა.
5 იანვარს ტრადიციულად ლიფანალის დღესასწაული გადაიხადეს, რომელიც
რამდენიმე დღე გრძელდება... სპეციალურად ამ დღისთვის განსაკუთრებით
გაალამაზეს სახლის ეზო და სახლი, ლელა გაფაციცებით აკეთებდა
ყველაფერს. სახეზეც ისეთი სიხარული ეხატა, აშკარდ ყველაფერს ბედნიერი
აკეთებდა.
უჩას სამსახურის გამო 7 იანვარს მოუწიათ თვილისში დაბრუნება, მირზა და
ნესი სოფელში დარჩნენ.
სახლში დაბრუნებულს ეკატერინე შინ რომ არ დახვდა დაეჭვდა, არადა როგორც წესი
პარასკევს საღამოს უკვე სახლში უნდა ყოფლიყო. რამდენჯერმე დაურეკა, მაგრამ არ
უპასუხა, ბოლოს ანერვიულებულმა გადაწყვტა უჩასთვისაც გაემხილა ეჭვები.
-იქნებ დიტოსთან ერთად არის._მხრები აიჩეჩა მამაკაცმა და ანერვიულებუ
ცოლს უკნიდან მოეხვია.
-ხო, მაგრამ ტელეფონს რატომ არ პასუხობს?_ უჩას სხეულზე მიხუტებული
ცოტა დამშვიდდა.
-ეკატერინე უკვე დიდი გოგოა და როგომე საკუთარ თავს თვითონ მიხედავს.
ყველა ნაბიჯს ხომ არ შეგითანხმებს?
წარბწეულმა დახედა ცოლს და მხრებზე თითები მსუბუქად მოუჭირა. ზუსტად
იმ დროს აზუზუნდა ნატალიას ტელეფონი, დაფეთებულმა იტაცა ხელი ჯიბეზე.
-ეკატერინეა._ტუჩების მოძრაობით გადაულაპარაკა ქმარს, უჩამ სიცილით
გააქნია თავი და კიბეებისკენ წავიდა ნელი ნაბიჯებით. _იკადრე ტელეფონის
ხელში აღება?_გაბრაზებულმა დაუღრინა დას.
-ჯერ იქნებ მოგელოცა..._მოჩვენებით იწყინა უმცროსმა ბურდულმა.
-რა მომელოცა?_დაბნეულმა ჩაილაპარაკა და ერთ ადგილზე გახევებულ უჩას
გადახედა._შობა?_მოულოდნელად გაახსენდა რიცხვი და ღიმილი ვერ შეიკავა.
-შობაც და დაოჯახებაც!_კისკისით ჩაყვირა ტელეფონში ეკატერინემ.
-რაააა?_მოულოდნელობისგან იმხელა ხმაზე იყვირა უჩა თვალები შუბლზე
აუვიდა._გავთხოვდიო. _უკითხავად დაუკმაყოფილა ინტერესი ქმარს. უჩამ ცოლის
კივილის დროს შეჭმუხნული შუბლი, ახალი ამბის მოსმენისას ღიმილით გახსნა.
-მიულოცე!_თვალი ჩაუკრა და დივნის უკანა ნაწილს მიეყრდნო.
-ერთი წუთი..._გაურკვეველ მდგომარეობაში ჩავარდნილმა მარცხენა ხელის
საჩვენებელი თითი მაღლა ასწია და თვალები დააფახუნა. _ეკატერინე,
შეგიძლია ნორმალურად ამიხსნა? აბა 2 წელიო?!_ლუღლუღებდა ნატალია.
-ხო, 2 წელიო, მაგრამ მივხვდი რომ 2 წელი დროის უაზრო კარგვა
იქნებოდა. _სიცილით ჩაილაპარაკა გოგონამ.
-შენ ხომ იცი როგორ გამიხარდა თქვენი ამბავი, მაგრამ ახლა ისეთი დანეული ვარ
ვერაფერს ვერ გამოვხატავ... ცოტახანში დაგირეკავთ და ყველაფერზე, მერე
დაგელაპარაკები. უჩამ მოგილოცათ! _შეპარული ღიმილით დაასრულა და
ტელეფონი გათიშა.
^^^
უჩას მეგობრები და თანამშრომელბი გაიცნო, ყველამ ძალიან თბილად მიიღო, რასაც
ვერ ვიტყოდით რუსაზე, რომელიც მთელი დღე დაბღვერილი უყურებდა ნატალიას.
ქალმა ირონიული ღიმილით გადახედა ეჭვიანობისგან გაბერილ რუსას. სამსახურში
ყველამ ძალიან კარგი მიიღო ახალი ადვოკატი, მართალია დროებით უკაბინეტო,
მაგრამ როგორც კი ბატონი გიორგი თავის ნივთებს ჩაალაგებს და სამსახურიდან
წავა ყველაფერი დალაგდება.
-ბატონი გიორგი რატომ მიდის?_ინტერესით კითხა ქმარს და დივანზე ჩამოსკუპდა.
-პენსიაზე გადის ორ თვეში._მოკლედ აუხსნა და მაგიდას ხელებით დაეყრდნო.
ყოველთვის უკვირდა რატომ არასდროს არ ახსენებდა უჩა ძმაკაცებს, რომლებიც
თითქმის ყველა კაცს ყავს. უკვირდა რატომ არ მიდიოდა მათთან ერთად ბარში
ფეხბურთის საყურებლად... მაგრამ მიუხედავად ინტერესისას კითხვა ვერ
გაუბენდა, მანამ სანამ ნესის არ წამოსცდა სიმართლე.
-უჩას ექვსი წლის წინ ერთი ქალი უყვარდა, ყველაფერი სერიოზულად იყო,
ერთმანეთის მშობლებსაც იცნოდბნენ, ქორწილის დღეც კი დანიშნული ქონდათ...
ასევე ექვსი წლის წინ ყავდა ყველაზე ძვრიფასი ადამიანი, მთელი ცხოვრება ერთად
იზრდებოდნენ, ერთმანეთის იქით ვერაფერს ხედავდნენ. აკო ძალიან კარგი ბიჭი იყო
ყოველთვის, გაწონასწორებული, ზრდილობიანი, მეგობრული, მაგრამ წარმოდგენა არ
მაქვს რა მოხდა მასში. როგორ შელძო ის რაც გააკეთა. არასდროს არავის არ
შეუმჩნევია ნატოს მიმართ მისი გრძნობები. ყოველთვის კარგად ექცეოდა,
ემეგობრებოდა, მაგრამ თუ უყვარდა რას წარმოვიდგენდით. ქორწილამდე ერთი
კვირით ადრე აკოც გაქრა და ნატოს, თანაც ისე, რომ არავისთვის არაფერი არ
უთქვამთ. სანამ აკოს ხელით დაწერილი წერილი არ წაიკითხა უჩამ, ვერ დიაჯერა
რომ მისმა საუკეთესო მეგობარმა ეს გაუკეთა. ქორწილი რა თქმა უნდა ჩაიშალა, უჩა
სვანეთში წავიდა რამდენიმე თვით, მაგრამ ორი წელი არ ჩამოსულა.
ელოდებოდა რომ მოისმენდა კაცის ისტროიას რომელსაც არ უყვარს გართობა,
ხალხმრავლობა და ზუსტად ამ მიზეზით არ ყავს ძმაკაცი. მაგრამ ის რაზეც ნესი
ესაუბრებოდა ნატალიასთვის დაუჯერებელი და წარმოუდგენელი იყო.
რეიტინგული სერიალის სიუჟეტს უფრო გავდა ყველაფერი ვიდრე უჩას რეალობას.
როცა წარმოიდგინა როგორ უყვარდა მამაკაცს ვიღაცა იმ დონემდე რომ მისი ცოლად
მოყვანაც კი გადაწყვეტილი ქონდა, იეჭვიანა. შეიძლება უადგილო იყო მისი ქალური
“გამოხტომა”, მაგრამ თავი ვერ შეიკავა. სახელი ნატო რომ გაიგონა კიდევ უფრო
დაიძაბა და ანერვულდა, ერთი წამით ისიც კი იფიქრა მასში ხომ არ მაიგივებდა
თავიდანო, მაგრამ საკუთარი ფიქრების თვითონვე შერცხვა და ყველა
უარყოფითი ფიქრი უკუაგდო.
-მერე... მერე რა მოხდა?_ანერვიულებულმა დაიზილა თითები და ნესის მიაჩერდა.
-ორი წლის, მერე სულ სხვა უჩა დაგვიბრუნდა. ყველასთან გაუცხოვებული და
ქალებზე გადამტერებული. _წარსულის გახსენება აშკარად დიდი ტკივილს
აყენებდა ნესის. _ისეთ მდგოამრეობაში იყო ვერასდროს წარმოვიდგენდით, რომ უჩა
კიდევ გარისკავდა სერიოზულ ურთიერთობას ქალთან, მაგრამ საბედნიეროდ მეორე
ნატალიამ გაამართლა. _ღიმილით დაასრულა და ქალს მხარზე მოუთათუნა ხელი.
-მე ნატალია ვარ ის ნატო იყო._თითქოს იწყინა ნესის სიტყვებიო.
-მართალი ხარ, ის ნატო იყო, თანაც უნამუსო და გარყვნილი ქალი!_თვალი ჩაუკრა
და ფეხზე წამოდგა. _შეიძლება უჩამ არ მაპატიოს ეს რომ მოგიყევი, მაგრამ მემგონი
ასე ჯობდა. თანაც მისთვის ყველაფერი წარსულს ჩაბარდა. არცერთი წამით იფიქრო
რომ ექვსი წლის წინ მომხდარ ამბავზე დღესაც ფიქრობ!_კატეგორიული ტონით
მოსთხოვა გოგონამ.
^^^
ეკატერინეს ბარგს ალაგებდა, თან ყურებამდე გაკრეჭილ და საოცრად ბედნიერ დას
არ აშორებდა თვალს. როგორ შეცვალა ახალმა ცხოვებამ, თითქოს ერთ დღეში
გაიზარდა და გადასხვანაირდა. სულ იმაზე ტიტნებს როგორი საუკეთესო ახალი
წელი ქონდა და თურმე, რა კარგი ფეხი ქონია უჩას, რომ არა ის შეიძლება ვერც
მიმხვდარიყავი რომ “დროაო”.
^^^
უჩასთან ერთად სამზარეულოში საღამოსთვის ვახშამს ამზადებდა, მამაკაცი
სამსახურის ამბებს ეკითხებოდა, თან დასცინოდა რუსას როგორი თვალებით
უყურებდიო. ნატალია ამაზე კიდევ უფრო გიჟდებოდა და სურვილი უჩნდებდა,
ქმარი დაეხრჩო.
-უჩა..._ხმადაბლა დაიწყო, როცა მიხვდა რომ ვიბლიანი აღარაფრის თქმას არ აპირებდა.
უჩამ თავი მაღლა ასწია და ინტერესით მიაჩერდა ცოტა ანერვიუელბულ ცოლს. _მე...
ვიცი... _განსაკუთრებით კარგად გამოსდის მსგავს სიტუაციებში ლუღლუღი.
-იცი რა მოხდა 6 წლის წინ. _ღიმილით დაასრულა მამაკაცმა ცოლის დაწყებული
წინადადება. ნატალიამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და გაიყურსა._კარგია,
რომ იცი, ე.ი. მომიწევს მოკლედ აგიხსნა._ისევ იგივე ტონით გაარძელა უჩამ.
_როგორც შენთვის არის კაკო წარსული, ზუსტად ისეა ჩემთვის ნატოც! ჩემთვის ის
ქალი აღარ არსებობს, შესაბამისად სურვილიც არ მაქვს წარსული გავიხსენო და შენც
იგივეს გირჩევ._დაჭრილი მწვანილი გაუწოდა და თვალი ჩაუკრა.
-მე აზრადაც არ მომსვლია რომ შენთვის ნატო დღესაც
მნიშვნელოვანია..._წარბები გაბრაზებულმა ასწია მაღლა.
-მე ეგ არ მითქვამს! _მხრები აიჩეჩა უჩამ და გაბრაზებულ ცოლს დასცინა.
ბურდულმა უკმაყოფილოდ შეკრა შუბლი და მწვანილებით სავსე თეფში გამოართვა.
^^^
-კნაჭა, დავაგვიანებთ._ერთ საათიანი ლოდინის შემდეგ დაღლილმა ასძახა
მეორე სართულზე, სარკესთან მოფლირტავე ცოლს.
-სულ ხუთი წუთიც...
მუდარით ჩაილაპარაკა და ღიმილით მიიზომა გრძელი კრემისფერი, უზურგო და
მუხლთან ჩახსნილი კაბა. ზუსტად ერთი წლის წინ უჩას მანქანის სავარძელზე
კომფორტულად “მოკალათებული” ყელსაბამი გაიკეთა და კმაყოლფილმა
გაუღიმა საკუთარ ორეულს სარკეში.
-3...2...1... 10 წუთი გავიდა, ნატალია!
-კარგი... კარგი, მოვდივარ.
სიცილით დაავლო საწოზლე მიგდებულ ჩანთას ხელი და ოთახი დატოვა. უჩა
დივანთან იდგა, ჯიბეებში ხელჩაწყობილი და იუბილარ ცოლს შეჭმუხნული
შუბლით ელოდებოდა. ყოველთვის იცოდა რომ საოცრად ლამაზი, მომხიბვლელი და
სექსუალური ცოლი ყავდა, მაგრამ ის ვინც კიბის თავში იდგა კიდევ უფრო დიდ
მიზეზს აძლევდა უჩას, ეამაყარა. კმაყოფილმა ღიმილი ვერ შეიკავა საოცრად ლამაზი
ცოლის დანახვისას. ჯიბეებიდან ხელები ამოიღო და ნიკაპი მოისრისა.
-მიუხედავად იმისა, რომ დილითაც საოცრად მომხიბლელი ხარ, თანახმა ვარ
ხშირად მალოდინო ხუთი წუთი.
ვნებიანი მზერით ათვალიერა ცოლი და თითით ანიშნა დატრიალდიო. ნატალიამ
ხელები ოდნავ გაშალა და ნაზი მოძრაობით დაატრიალა სხეული. მოშიშვლებული
ზურგის დანახვისას ვიბლიანმა მძიმედ გადააგორა ვნება მოწოლილი ბურთულა
და ანიშნა გავედითო.
-წარმოდგენა არ მაქვს როგორ უნდა შევიკავო თავი._კარებთან მისული
ოდნავ გადაიხარა ცოლისკენ, ყურში ხმადაბლა ჩასჩურჩულა და შიშველ
ზურგზე გახურებული თითები დაუსვა.
^^^
-დაიღალე?_ღიმილით დახედა გულზე მიხუტებულ ცოლს და ცეკვის დროს
გაწეწილი თმები გაუსწორა. ნატალიამ მიბლეტილი თვალებით ახედა უჩას და
ტუჩები ერთმანეთს მთელი ძალით დააჭირა. _ნატალია..._ფრთხილად გასწია ცოლი
ოდნვა უკან და ჩაწითლებულ თვალებში ჩააჩერდა დაფეთებული. _რა გჭირს?_ქალმა
კრუსუნით გასცა პასუხი და თავი ისევ მკერდზე მიადო.
-თავი და მუცელი მტკივა. _ზმუილის მაგვარი ხმა ამოუშვა და უკმაყოფილოდ შეჭმუხნა
შუბლი.
-გინდა წავიდეთ?_ნაზად დაუსვა თითები ლოყაზე.
-ნტ, წინა წელსაც გიჟივით გამაქციე..._ჩურჩულით გაახსენა წინა წლის ამბები. _თავი..._მარცხენა
ხელი საფეთქელზე მიიდო და ამოიკრუსუნა. ვიბლიანმა უსიტყვოდ წამოაყენა ქალი ფეხზე და
დასუსტებული ცალი ხელით მიიკრა გულზე. _თავბრუ მეხ.....
ძალაგამოცლილმა ჩაილაპარაკა და თვალები დახუჭა. კარებისკენ წასულ უჩას მოულოდნელად
დაუმძიმდა მარჯვენა ხელი. უჩამ მაგრად მოხვია ხელი ცოლს და შარვლის უკანა ჯიბიდან
ამოღებული ინგლისის ორი საგზური ისევ უკან ჩააბრუნა...
ავტორი, ანასტასია ახალკაცი
დატოვეთ კლასი
დასასრული

777     ღამის ქურდი - 904378041289
gif

Комментарии