777 ნამდვილი ამბავი 😆

ხარაგაულის სოფელია საღანძილე, და მეგობარი გვყავდა იქ მე და ჩემს მანანას,.. ირმა ისეთი უცხო სახე ჰქონდა,ქართველს არც გავდა, და სამსახურში ირმას მაგივრად "ფირმას" ვეძახდით.. წავედით ერთ გვიან გამოზაფხულზე ირმასთან სტუმრად.მე მანანა და თორმეტამდე გოგო -ბიჭი სულ ახალგაზრდები, ხალისიანები, კარგი მეგობრები..დაგვხვდნენ მშვენიერი სუფრით და კარგი ღვინით..ვიქეიფეთ, ვიმღერეთ..ერთი-ორი, ცანგალა და გოგონაც ვიცეკვეთ,ვისაც არ უყვარს ღვინო და ქალები ჰეეე..იმას დაევსოს ორივე თვალები ჰეეე..ესეც მივაყოლეთ და დავიშალეთ..
ის დროა, მზე ნელნელა მიგორავს მთების უკან, საღამოს რეისის ავტობუსს, მოთავებული აქვს იმ დღის გეგმა..არც მობილური არსებობს, ტაქსი რომ გამოიძახო და საერთოდაც ხარაგოულს ორი ტაქსი ყავდა, ერთი შოთა ბიძია იყო..მანანას "ხაზეიკა" რომელმაც წინასწარ გაგვაფრთხილა, ჩემი იმედი ნუ გექნებათ, არ ამოგაკითხავთ, დალევთ ორ ჭიქას და კატებივით აგიტყდებათ პირისღებინება..არ დაგასვრევინებთ მანქანასო😂😂😂 არ არის რაიონამდე შორი, მოვდივართ სიმღერით.. :ო,ეს ეკლესია,რა დიდებულია,კიბეზე ჩამოვდივარ მარტო...დღემდე ვერ ვხვდები ამ სიმღერის ტექსტს, ეკლესია ყველა დიდებულია, მაგრამ კიბეზე რომ ჩამოდიოდა ის ვიღაც მარტო, არსად ეჩქარებოდა და არსად მიელოდნენ..აქ ეკლესია რა შუაში იყო ვერ ვხვდები😂😂😂 ანუ მოვბღავოვართ რა, ამ სოფლის ორღობეებში და ტუალეტი მინდაო, მანანამ წამიჩურჩულა.. რა გეგონა აბა, რო ჩაიცალე სამი ჭიქა და ერთი ბაკალი, იმ ბაკლის ხელა ხარ სულთქო?..
აუუ, მეც მინდა ტუალეტიო მზიამ, ერთმა მეგობარმა კიდევ..კარგითქო მივიხედ-მოვიხედეთ და გზის პირას კარგი მოზრდილი ბოსელი დგას..ხომ იცით ცალი კარები პირდაპირ გზაში რომ გამოუდის, საქონლის გამოსარეკად, მეორე კარები კი ეზოდან აქვს, მომვლელის შესასვლელად და რძის გასატანად. ბიჭებო, იარეთ და მოგეწევით ახლავეთქო და გავაღე ბოსლის კარი..გზაზე ხომ ვერ გავიბაწრებოდით აბა ხუთი გოგო😆 შევედით ამ საქონლით სავსე ბოსელში, და სახბოვეს მხარეს, სადაც თავისუფალი ადგილი იყო, იქ ჩავრიგდით😂😂😂 ფუუ, რა ნაკელიანი ძროხები არიანო, მზია ამბობს..მოწველის ახლა ამის პატრონი ამ ძროხას, გამოიტანს ხარაგოულის ბაზარზე და იტყვის: ნახეთ,რა სუფთა ყველი მაქო..თან თავი გადასწია გვერდზე და გაამაარჯობა ქალბატონო ძროხაო!!!😂😂😂
ვინ არის შენი ძროხა, თქვე მართლა ძროხებოო..შემოეთრიეთ, ბოსელში მომიფსით, ყველი გამილანძღეთ და კიდე მე ვარ ძროხაო?...იკივლა უცებ ვიღაცამ და რომ გადაუჭირა მზიას გამხმარი ჩალის ღერო😆 სულ თავპირისმტვრევით გამოვცვივდით იმ ბოსლიდან😆 😆 თურმე პატრონი ძროხის მოსაწველად ყოფილა მიმჯდარი,და ასე უცერემონიოდ რომ შევაჭერით, დაბნეულობისაგან ეტყობა უცებ ვერც გაერკვა რა მოხდა..😆
მეორე დღეს, მთელმა რაიონმა იცოდა ჩვენი ამბავი😆
შორენა აბულაძე

777    ნამდვილი  ამბავი 😆  - 904409653449

Комментарии