777 იდიოტი
თავი 3
შალოს დედ-მამა არ ყავდა. დედა თხუთმეტი წლის რომ იყო მაშინ დაეღუპა და სულ წავიდა ხელიდან. სიგარეტი, პლანი, სასმელი, ქალები თექვსმეტი წლიდან უცხო ხილი აღარ იყო მისთვის. ოცი წლისა იყო, რომ მამაც დაეღუპა და სახლი ლოთების, ბოზების და ნარკომანების ბუნაგად აქცია. თავიდან ერთმანეთში კარგი მისვლა-მოსვლა გვქონდა. მერე კი, მე რომ დავინიშნე, დედაჩემმა აუკრძალა ჩვენთან მოსვლა. მე კი მაინც მოვდიოდი ხოლმე მასთან. წუხელაც კი ვიქეიფეთ, მაგრამ არანაირი კვალი აღარ იყო ნასუფრალისა. თვითონაც რომ არ ჩანდა არსად თორემ. ეგ კი არა და, ნაზის დედა მარიკაც რომ აქ დამხვდა მეორე ოთახში, სულ გავგიჟდი.
შალოს დავურეკე და თბილისში ვარო.
_ნუ კაიფობ რაღაცას რა!_ცოტა მკაცრად დაველაპარაკე. მოდი, მიხედე ამ დედა-შვილს, მე სახლში უნდა წავიდე.
_ვინ დედა-შვილს?_გაუკვირდა._შენ თავი ხომ არაფერს მიარტყი?
_ვინ დედა-შვილს და შენს მსახიობებს. უნდა ვთქვა რომ დამაჯერებლადაც კი ტირის, მაგრამ მე ამ სისულელეზე აცრილი ვარ.
_რა დედა-შვილი, რა სისულელე, რა აცრა, შენ ხომ არ გაუბერე? წუხელ მალევე ავიშალენით და თბილისში წავედი. შენ მთხოვე, სახლი ერთი ღამით დამითმეო და მეც დაგითმე, დანარჩენი არაფერი ვიცი.
_იხუმრე და გეყო, კარგი ეხლა, მოდი და მოხედე-მეთქი გითხარი, მე სახლში მივდივარ.
_შენ შიგ ხომ არ გაქვს, რას ბოდიალობ? დავიჯერო იმ პლანმა მასე იმოქმედა შენზე?
_პლანი მომაწევინე?_გამიკვირდა.
_ხო, ძალათ ჩაგთხარე პირში._აშკარად გაბრაზდა შალო._მე რა ძალათ მოგაწევინე შეჩემა, თვითონ გამოგლიჯე ბექას პირიდან... ვინ ქალები გყავს მანდ?_დაინტერესდა.
_მარიკა და ნაზი. გითხარი, მოდი და მიხედე.
_მე კიდევ გითხარი, ბოზიშვილი ვიყო თუ ვიცოდე ვინ ქალებზე მელაპარაკები.
_რას ამბობ შალო, გინდა მითხრა, რომ ეს ანჩისხატი მე თვითონ ჩავიგორე საწოლში?_ცოტა არ იყოს შევშფოთდი.
_ახლავე დავიჭერ ტაქსს და წამოვალ. ჩემს მოსვლამდე ფეხი არ მოიცვალო. გასაგებია?
გონება დავძაბე. მინდოდა გამეხსენებინა წუხელ რა მოხდა, მაგრამ იმის გარდა, რომ შალომ და ბექამ ძლივს შემომათრიეს შალოს საძინებელში და ტანსაცმლიანივე მიმაგდეს საწოლზე, მეტი არაფერი მახსოვს. დავიჯერო მერე ავდექი და ვიწანწალე? მაგრამ, შალოს თუ დავუჯერებთ, მე თვითონვე ვთხოვე სახლი დამითმე-მეთქი. დავიჯერო, მართლა მქონდა სექსი ამ უშნო გოგოსთან? ეზოში უცხო მანქანაც რომ იდგა, ეს ცალკე მიჩენდა საფიქრალს.
*******
სანამ შალო მოვიდა, ეზოში თუთის ხეზე ვიყავი მიყუდებული და ლამის ერთი კოლოფი სიგარეტი მოვწიე. მართლა არ მახსოვდა ნაზისთან დაკავშირებით არაფერი. აქამდე რომ მეგონა შალო მეკაიფებოდა, ნელ-ნელა ვხვდებოდი, რომ შარში ვიყავი. ტაქსი რომ გაჩერდა ჭიშკართან, მაშინვე გარეთ გავვარდი.
_ვინ ქალები გყავს შეჩემა?_ტაქსიდან არ იყო გადმოსული, რომ მაშინვე მაჯახა.
_წარმოდგენა არ მაქვს, არაფერი მახსოვს... წუხელ შენ და ბექამ არ შემათრიეთ და დამაწვინეთ? არაფრის ტრაკი აღარ მქონდა, საიდან მოვიდნენ ეს ქალები მართლა არ ვიცი.
ეზოში შემოვიდა თუ არა ქალების სანახავად და მანქანა დაინახა, გაგიჟდა.
_ჩომილას და ღოროს და გყავს?_შეშფოთებულმა შემომხედა.
_ეგენი ვინღა არიან?_გამიკვირდა.
_მთელ რეგიონს აზანზარებენ, არ იცი?.. საიდან მოიყვანე.
_არ ვიცი._ცოტა არ იყოს დამცხა._არ მახსოვს არაფერი.
_ყელამდე ნეხვში რომ ხარ, ხვდები?_უფრო შემაშინა მისმა ნათქვამმა და ქალების სანახავად სახლში შევიდა.
მეც უკან მივყევი გალახული ბავშვივით, თუმცა არ შემიყვანა, შენ გარეთ მოიცადე, მე მოვაგვარებ სიტუაციასო. ამაზე ცოტა იმედის ნაპერწკალი გამიჩნდა, რომ რაღაცას მატყუებდნენ და მეკაიფებოდნენ. თუმცა სულ ტყუილად. მე მართალია არაფერი მახსოვდა, მაგრამ თურმე მართლა მე მომიყვანია ეს ქალები შალოს სახლში. მანქანა გაფუჭებიათ და დახმარება შემითავაზებია. მერე კი საწოლშიც ჩამიწვენია ნაზი. ძალიანაც არ მინდოდა ამ ყველაფრის დაჯერება, მაგრამ შალოს ხუმრობა მართლა არ იყო ეს.
_მეტი გზა არ გაქვს, ლოლას უნდა გაშორდე და ნაზი მიიყვანო ცოლად, თორემ მაგის ძმები არ გაცოცხლებენ._მთელი სერიოზულობით მითხრა სახლიდან გამოსულმა შალომ.
_რა სისულელეა?!_ავღშფოთდი. ძლივს ლოლას პატივისცემას და სიყვარულს ვსწავლობდი და ახლა გამეგდო და ვიღაც უშნო ნაზი მიმეყვანა ცოლად?_შანსი არ არის, მე ლოლას არ გავშორდები._მთელი სერიოზულობით ვუთხარი.
_არა და ადგილი შეარჩიე სადაც უნდა დაიმარხო. არ გაცოცხლებენ იცოდე.
_ჯანდაბას მაგათ თავი. ცოცხალი თავით ლოლას არმივატოვებ._ეს ვთქვი და იქიდან უკანმოუხედავად წამოვედი.
იმ დღის მერე სახლიდან გარეთ აღარ გავსულვარ. ერთი კვირა ლოლას გვერდით ვიყავი და გაგას გაზრდაში ვეხმარებოდი.
_რამე დანაშაული გაქვს და ამით გინდა გამოისყიდო?_ვითომ ხუმრობით, მაგრამ ვატყობდი რომ ეჭვით მეკითხებოდა ლოლა.
უსიტყვოდ ვუღიმოდი მარტო და ლოყაზე ნაზად ვკოცნიდი. ერთ საღამოს კი, ვახშმობისას, შეტყობინება რომ მოუვიდა ლოლას და ნახა, შევატყე როგორ გაფითრდა. თითქოს გულმა რეჩხი მიყო, მაგრამ არაფერი შევიმჩნიე. არც თვითონ უთქვია დედაჩემის და მამაჩემის თანდასწრებით რამე. არა და აშკარად ეტყობოდა, რომ რაღაც მნიშვნელოვანი გაიგო იმ შეტყობინებით.
ჩვეულებრივ ვივახშმეთ, (იმასაც თუ ჩვეულებრივი ვახშმობა ერქვა, ლუკმა აღარ გადამდიოდა ყელში და აღარ მეყლაპებოდა). დედაჩემი და მამაჩემი რომ გავიდნენ დასაძინებლად და მარტოები დავრჩით, მაშინ კი გამიბედა საყვედური ლოლამ.
_ისე განაგლდნენ შენი საყვარლები, რომ თქვენს ინტიმურ ფოტოებსაც კი მიგზავნიან უკვე?
_რა ფოტოები?_გვარიანად წამომახურა._შენ ხომ არ გაგიჟებულხარ? ვინ საყვარლები?_აქეთ შევუტიე ვიღომ.
_აჰა, შეგიძლია დატკბე მათი თვალიერებით._თავისი ტელეფონი გამწარებულმა დამიდო წინ.
შიშით ავიღე და გულის კანკალით დავათვალიერე ფოტოები. მე და ნაზი ვიყავით ისეთ პოზებში, მეგონა კამასუტრის ფოტოებს ვათვალიერებდი უფრო. მართლა არ მახსოვდა არაფერი. აღელვებამ ცოტა რომ გადამიარა და დავაკვირდი, ყველა ფოტოში, სადაც სახე მიჩანდა, თვალები მქონდა დახუჭული. უგონოდ მეძინა და ნაღდად გამიჩალიჩეს. შალოს ხელიც იქნებოდა ამაში გარეული, თორემ მარტო ნაზი და დედამისი ვერაფერს გახდებოდნენ.
_გაჩალიჩებული საქმეა ეს, ნახე ყველა ფოტოში თვალები მაქვს დახუჭული და მძინავს.
_მართლა?_ირონიულად გაიცინა ლოლამ._იქნებ სიამოვნებისგან გაქვს თვალები დახუჭული? იმდენი ვაჟკაცობაც არ გყოფნის, რომ ფაქტი ცხვირწინ გიდევს და აღიარო, მაინც უღყოფ, რომ თურმე შენი სურვილის წინააღმდეგ გაგიჩალიჩა ვიღაცამ?
_ხო, ვაღიარებ, რომ მექალთანე და არარაობა ვარ, მაგრამ ნაზისთან მართლა არაფერი მქონია.
გვარიანად ვიჩხუბეთ, მე ვუმტკიცებდი, რომ ალალი ვიყავი, მას კი არ ეჯერა. ხმაურზე დედაჩემი გამოვიდა, ალბათ გარედანვე გვისმენდა რაზე ვდაობდით და სიტუაციაში რომ გაერკვა, როგორც ყოველთვის ლოლა გაამტყუნა.
_რა გაყვირებს გოგო, რა სცენებს აწყობ? კაცია და გაივლის ქალებში, მაშ როგორ გინდა? ნუ გეშინია, არავინ მოაჭამს, შენთვისაც დარჩება!
ყოველთვის მსიამოვნებდა დედაჩემის გამოქომაგება, მაგრამ ახლა ისე გამაღიზიანა მისმა უხამსმა ლაპარაკმა, გაბრაზებულმა ხელი მოვკიდე და გარეთ გაყვანა დავუპირე.
_შენ ნუ ჩაერევი, ჩვენ მოვგვარდებით, გაიგე?
_რა თქვენ მოგვარდებით? ვერ ხედავ რამხელას წიოკობს? რა მოხდა მერე ქალებში რომ გაიგულავე?
_შენ ქმარსაც პატიობდი ქალებში გაგულავებას?_ამ ხნის მანძილზე პირველად რომ შეეპასუხა ლოლა დედაჩემს, გამიკვირდა.
დედაჩემმა ხომ მთლად გაიბრდღვნა ყველაფერი.
_ამ ლაწირაკს უყურე ერთი როგორ წაუგდია ენა._აკივლდა და რას აკივლდა. მე კი იძულებული გავხდი, რომ მართლა გამეგდო გარეთ და ჩამეკეტა კარები.
_რატომ გგონიათ შენ და დედაშენს, რომ მარტო თქვენ გაქვთ ყველაფრის უფლება და სხვას არაფრის?
_დედაჩემისა რა გითხრა, მაგრამ მე არ მგონია... მართლა მოწყობილი საქმეა, დამიჯერე.
_ხო, შენი ჯინი სჭირს ვინმეს და საქმეს გიფუჭებს ცოლთან.
_შენ არ გჯერა, მაგრამ მართლა მოწყობილია. რა მიზეზით მართლა არ ვიცი, მაგრამ მაგასაც გავარკვევ.
_გაარკვიე და იყავი, მე მართლა დავიღალე უკვე ყველაფრით._დავინახე როგორ აუწყლიანდა თვალები._ვაჟკაცურად რომ გეღიარებინა და პატიება გეთხოვა, გეფიცები, მართლა გაპატიებდი ყველაფერს... მეგონა შვილის ყოლა მაინც გამოგასწორებდა ცოტას. მართლა მიყვარდი და გპატიობდი ყველაფერს, მაგრამ უკვე ზღვარს გადახვედი. შენს საყვარლებს ჩემს კოირდინატებს აძლევ უკვე, რომ თქვენი სიამოვნების აღმბეჭდავი მასალები გადმომიგზავნოს. ეს შენი მხრიდან ჩემი დამცირება და მასხრად აგდებაა. პრობლემა არ მაქვს, გავშორდეთ. გაგანთავისუფლებ ჩემგან. შენი არაფერი მჭირდება...
_რა სისულელეა, მე შენ არ დაგშორდები._მკლავები მოვხვიე და გულში ჩავიხუტე._მჭირდები, უშენოდ ვერ გავძლებ. შეიძლება არ გჯერა, მაგრამ მეც შემიყვარდი... ჩემი შვილიც მიყვარს. გეთანხმები, იდიოტი ვიყავი, ანგელოზივით ცოლი გვერდით მყავდი და სხვა ქალებისკენ გავრბოდი, მაგრამ შევიცვალე. ეს ფოტოები კი მოწყობილია, სხვა არაფერი.
ლოლა გამიძალიანდა. იმდენი ქნა, რომ გამაშვებინა ხელები.
_აღარ მომეკარო. გინდა? გყავდეს საყვარლები რამდენიც გინდა, ოღონდ მე თავი დამანებე!_გაგა ხელში აიყვანა და იმ ოთახში შეიკეტა, სადაც ამ ზაფხულს ლიზი ცხოვრობდა.
_ლოლა, გემუდარები, გამიღე კარები._მეც უკან მივყევი და ცხვირწინ მოჯახუნებულ კარს მუშტები დავუშინე.
_ბავშვს ნუ აშინებ, გთხოვ, თავი დამანებე._ტირილით გამომძახა ლოლამ.
ბრახუნი კი შევწყვიტე, მაგრამ კარს არ მოვშორებივარ.
_დამიჯერე, გეხვეწები, მაგ გოგოსთან არაფერი მაკავშირებს... სხვებზე რატო იგივეს არ ვიძახი? მაგასთან მართლა არაფერი მომხდარა და რაღაცას მიწყობენ.
ლოლა ხმას არ მცემდა. დარწმუნებული ვიყავი ტიროდა და ეს უფრო მიკლავდა გულს. კარი არ გაუღია. არც მე მოვშორებულვარ მის ოთახს და მთელი ღამე იქვე ჩაცუცქულმა გავატარე. დილით კი ძილბურანში ვიყავი, რომ ფრთხილად გააღო კარი და გამოვიდა.
_მთელი ღამე ასე იჯექი?_გაუკვირდა, გვერდით საფერფლე სიგარეტის ნამწვებით სავსე რომ დაინახა. აშკარად შევეცოდე.
წამოვდექი და ისევ ჩავიხუტე, ოღონდ ამჯერად უფრო მჭიდროდ, რომ არ დამსხლტომოდა ხელიდან. თუმცა, აღარ გამძალიანებია.
_რა დაგიფიცო, რომ დამიჯერო? მართლა მიყვარხარ და გთხოვ, ხელს ნუ მკრავ შენი ცხოვრებიდან. ბევრი შეცდომა დავუშვი შენთან მიმართებაში და ძალიან ვნანობ. გპირდები, გამოვსწორდები... ამ ფოტოების ამბავსაც გავარკვევ და ბოდიშს მოვახდევინებ შენთან. ძალიან გთხოვ, ნუ წახვალ ჩემგან. მე შენ მჭირდები... ჩემს სიცოცხლეს გეფიცები, არ მეღირსოს დაღამება თუ გატყუებდე, მართლა მიყვარხარ და გპირდები, რომ მართლა გამოვსწორდები.
ლოლა უხმოდ გარინდული მისმენდა. არ ვიცი ეჯერა თუ არა ჩემი თითოეული სიტყვის, მაგრამ მე დარწმუნებული ვიყავი ჩემს თავში, რომ ისეთი ქმარი ვიქნებოდი მისთვის, როგორსაც იმსახურებდა.
მთელი დღე სახლიდან არ გავსულვარ. ლოლას ვეხმარებოდი საოჯახო საქმეში-მეთქი ვერ ვიტყვი, მაგრამ გაგას ვაქცევდი ყურადღებას და ვგრძნობდი, რომ მართლა მიყვარდა ეს ბავშვი. დედაჩემი ირონიულად მიმზერდა და მებუტბუტებოდა, ცოლმა როგორ დაგაჩმორაო, მაგრამ არაფრად ვაგდებდი მის შხამიან რეპლიკებს.
_იქნებ პამპერსიც გამოუცვალო, არ გინდა?
_თუნდაც გამოვუცვალო, მერე რა?_უკვე მოთმინებადაკარგულმა ვუღრიალე._სხვის შვილს ხომ არ გამოვუცვლი, ჩემია.
_ეს როგორ გადაგიბირა და როგორ აგამხედრა ჩემს წინააღმდეგ მაგ ქალობა გასახმობმა მაგან._მაინც არ ისვენებდა დედაჩემი.
ლოლას ვატყობდი, რომ კმაყოფილი იყო ჩემი ყურადღებით და ოჯახისკენ სულ მცირედიდ მაინც რომ მოვბრუნდი, ესეც ახარებდა. მასზე მეტად თუ არა, არც ნაკლებად მიხაროდა მეც ჩემი გამოსწორება.
**************
_ამაღამ ჩვენს ოთახში დაწექი, გთხოვ. თითს არ დაგაკარებ, სანამ შენი სურვილი არ იქნება, ოღონდ სხვა ოთახში ნუ გახვალ._ლამის მუხლისჩოქებზე დავუდექი.
სხვა ოთახში მართლა არ დაწოლილა. მეც შევასრულე ჩემი პირობა და არ დამიკარებია თითი მისი სურვილის წინააღმდეგ. შუაღამეზე კი რომ მომიჩოჩდა და მძინარეს ჩამეხუტა, გული გამიჩერა მისმა სიახლოვემ. ასეთი განცა არასდროს არ მქონია არავის მიმართ. ერთი პერიოდი თინიკოზე კი ვაბოდებდი და ვნებას მიშლიდა მისი შეხება, მაგრამ ეს სულ სხვა იყო. არ ვიცი, ძლიერად რომ მოვხვიე მკლავები და გულში ჩავიხუტე, თითქოს თავბრუ დამახვია მისმა სურნელმა. მერე გაჩერებულმა გულმა ისე გამალებით და ძლიერად დამიწყო ფეთქვა, მეგონა საგულედან ამომიხტებოდა. წელიწადზე მეტი იყო ლოლა ჩემი ცოლი იყო, ყოველ საღამო სურვილს ვიკმაყოფილებდი მისი ალერსით, მაგრამ ასეთი განცდა და შეგრძნება ამ ხნის მანძილზე არასდროს მქონია.
_ჩემი ცხოვრების აზრი ხარ. მიყვარხარ._ეს რომ ვუთხარი, ღამის სიბნელეში მისი გაღიმებული ტუჩები მოვძებნე და დავეწაფე.
მართლა მიყვარდა ეს გოგო. ვგრძნობდი, რომ მასაც ვუყვარდი და ეს აზრი მაბედნიერებდა. პერანგის ქვეშიდან გაუბედავად შევუცურე ხელი და მის გლუვ სხეულზე ფრთხილად ავასრიალე. არ გამძალიანებია. ამით გათამამებულმა მის ფუმფულა მკერდისკენ გადავინაცვლე და ოდნავგასაგონი ჩუმი ვნებიანი კვნესა რომ აღმოხდა, აღარც გავჩერებულვარ...
დილამდე მშვიდად ეძინა ჩემს მკერდზე თავდადებულს. გაგამ მშვიდი ძილის საშუალება რომ მისცა, მე ეს მახარებდა ძალიან. პირველად მოხდა, რომ ბალიშზე მედო თავი და ვერ ვიძინებდი. ვერ ვიძინებდი კი არა, არ ვიძინებდი. მინდოდა მისი მშვიდი სუნთქვისთვის მესმინა. მისი სურნელი შემეგრძნო და მისი გულისცემა მეგრძნო. თითქოს ასე უცბად ამეხილა თვალი, თითქოს ასე უცბად შემიყვარდა თავდავიწყებით. კიდევ კარგი, რომ მან არ უარმყო და ხელი არ მკრა... ასეთი არჩვეულებრივი ცოლი იყო ჩემი ლოლა...
დილით აფთიაქში გავედი, პამპერსი და ცხვირის წვეთები უნდა მეყიდა. სანამ აფთიაქში შევიდოდი, შალომ დამიძახა. უცხო მანქანაში იჯდა უცხო ბიჭებთან ერთად. სალაპარაკო მაქვსო და მანქანაში ჩამისვა. მძღოლი და მის გვერდით მჯდომი ახმახი მუტრუკი გამაცნო, ნაზის ძმები არიანო. შიშით არ შემშინებია, უბრალოდ არ მესიამოვნა მათი გამოჩენა.
_ცოტა რომ გავიაროთ და დავილაპარაკოთ, წინააღმდეგი ხომ არ ხარ?_მძღოლის გვერდით მჯდომი მომიბრუნდა და კატეგორიული ტონით მკითხა. თუმცა კითხვას კი არა, უფრო ბრძანებას გავდა.
არ გამიპროტესტებია. სოფლიდან რომ გადავუხვიეთ, არც ამაზე ამიტეხია განგაში. სადაც წვრილი იყო იქ გამწყდარიყო, ბედს მივანდე ყველაფერი. ერთ ცემას ავიტანდი როგორმე... თუმცა ცემასაც ცემა ერქვა, ხუთმა კაცმა ისე მადიანად მიმამჟავა, ლამის ყველა ძვალი სათითაოდ გადამიმტვრია. შალო სად გაქრა, ვეღარ მოვკარი თვალი. დავრწმუნდი, რომ ისფოტოებიც ამის გაჩალიჩებული იყო, ოღონდ რა მიზეზით, ვერ ვხვდებოდი. ღირსი კი ვიყავი ცემისა, მაგრამ ლოლას მხრიდან, ნაზისთან რომ არაფერი მაკავშირებდა, მაგაშიც ასი პროცენტით ვიყავი დარწმუნებული.
ისე სასტიკად მცემეს მუტრუკებმა, სასიკვდილოდ გამიმეტეს, იქვე მიმაგდეს და ნაცემ-ნაბეგვი მარტო დამტოვეს მისავათებული. ადგილიდან ვეღარ ვტოკდებოდი ისე საშინლად მტკიოდა ნეკნები. კიდევ კარგი ტელეფონი იქვე დამიგდეს და ლოლას პატარა ძმას ნიკას დავურეკე. მიახლოებული ადგილმდებარეობა ვუთხარი და გონიც დავკარგე. როგორც შემდეგში გავიგე, ძლივს მომაგნეს მაგან და უფროსმა ძმამ გიორგიმ. თვითონ რომ ვერ გამიბედეს ადგილიდან დატოკება, სასწრაფო გამოუძახიათ და იმით გადამიყვანეს. ხელი ქონდათ თურმე ჩაქნეული, ეგონაც ცოცხალი ვერ გადავრჩებოდი, მაგრამ გამოვძვერი. სამი დღე კრიზისი მქონდა და გონზე რომ მოვედი, მაშინვე ლოლა და ჩემი შვილი მოვიკითხე. ლოლასთვის მეორე დღეს უთქვიათ ჩემი ამბავი და ეს დღეები თურმე თავს აღარ მანებებდა, საავადმყოფოში ჩემს გვერდით ათენებდა და აღამებდა. მივხვდი რომ ძალიან, ძალიან მიყვარდა ჩემი ცოლი და დავაფასე მისი ჩემდამი პატივისცემაც და სიყვარულიც. რახან გადავრჩი, თავს პირობა მივეცი, რომ ლოლას გამო რადიკალურად შევიცვლებოდი და ცხოვრებაში აღარ გავიხედებოდი არავისკენ.
თითქმის ერთი თვე ვიწექი საავადმყოფოში. ამ ხნის მანძილზე დედაჩემი მხოლოდ იმიტომ ამოდიოდა ჩემს სანახავად, რომ გაეგო ვინ გამიმეტა ასე სასიკვდილოდ და პასუხი მოეთხოვა მათთვის. პოლიციასაც დავუმალე მათი ვანაობა და ისიც, რის გამო მომხვდა. არც დედაჩემისთვის მითქვია. სახლში რომ გამომწერეს და მნახველების სიას ბოლო არ უჩანდა, ერთ დღეს შალოც მესტუმრა. ყველას თანდასწრებით საყვედური არ მითქვია. არა და ერთი სული მქონდა, გემოზე გამომელანძღა. მისი მზერა რამდენჯერმე დავიჭირე, ისეთი თვალებით უმზერდა ლოლას, აშკარად მოსწონდა და გულზე ცეცხლი მომედო. მგონი ჩემი ცოლის ხელში ჩასაგდებად გამიმეტა და გამწირა ასე.
როგორც იქნა მარტოები დავრჩით. სანამ მე ვეტყოდი რამეს, თვითონ წამოიწყო.
_ჩომილამ და ღორომ მომაგზავნეს შენთან. ფეხზე დადგება თუ არა, ნაზიზე იქორწინებსო...
_რაო?_ავღშფოთდი._შანსი არ არის! ცოცხალი თავით მაგას არ ვიზავ!
_ხო და გაგასაღებენ იცოდე._ჩურჩულით მითხრა.
_შენც ეგ არ გინდა?_დაჟინებით მივაშტერდი გამომცდელად.
_მე რა მინდა, შენ ხომ არ გაუბერე?_ვითომ გაბრაზდა._რა დაგარტყეს მაგისთანა, რომ ტვინი გადაგიბრუნდა?
_შენ რას შეგპირდნენ მაგისთანას, რომ ნაზი ჩამიგორე ლოგინში?! ვიცი, შენი გაჩალიჩებულია ის ფოტოებიც...
_შენ შიგ ხომ არა გაქვს?_იმანაც ხმას აუწია._ვერ ნახე თბილისიდან რომ მოვედი ტაქსით?
_ისეთი ჩათლახი ხარ, ეგ არ გაგიჭირდებოდა... ლოლას გამო მიკეთებ ამას?
ლოლას ხსენებაზე აშკარად შეკრთა. აწრიალდა და აღელდა.
_ლოლა რა შუაშია?_ვითომ ძალიან გაიკვირვა.
_ის ბოზი იმიტომ მომიწვინე გვერდით, რომ ასეთი ამბები დაგეტრიალებინა, ლოლა ჩემგან თავისუფალი იქნებოდა და ადვილად ჩაიგდებდი ხელში... ლოლას არ გაეკარო, თორემ გეფიცები, ცემაში ამოგხდი სულს!
_ლოლას როგორც საკუთარ დას, ისე ვუყურებ, შენ მართლა გაგიბერია... დიდი ფანტაზიის უნარი გქონია._გაეცინა კიდეც ნაძალადევად.
_მე გაგაფრთხილე. ლოლას ზედმეტად არ მიუახლოვდე, თორემ მოგკლავ!
_ეგ კი არა, შენ იმაზე იფიქრე, ნაზის ძმებს როგორ გადაურჩები თუ მათ დას არ მოიყვან ცოლად.
_რაო, რა თქვი, გაიმეორე?_მოულოდნელად ისე დაგვადგა დედაჩემი თავზე, ვერ გავიგეთ._ვინ ნაზის ძმები გემუქრებიან?_ახლა მე მომიბრუნდა._ლოლას გამო გცემეს?
_ლოლა რა შუაშია?_გავბრაზდი._გადი აქედან, კაცები ვლაპარაკობთ და რას ერევი ჩვენს საქმეში?
_რა მოხდა, შენ ამიხსენი ნორმალურად. ვინ ნაზია?_შალოს მიუბრუნდა ახლა დედაჩემი.
_გადი ქალო აქედან!_ხმამაღლა ვუყვირე, თუმცა დედაჩემმა ყური არ მათხოვა.
შალომაც დაფქვა ყველაფერი. როგორ შევაცდინე თურმე ქალიშვილი გოგო და მისმა ძმებმა იმის გამო მცემეს, რომ ლოლას გაშვება და ნაზის შერთვა არ მინდა ცოლად, რომელიც თურმე ჩემგან ბავშვსაც კი ელოდება.
_გაგიჟდი შენ? ლოლას გამო უნდა მოეკვლევინო იმ ბიჭებს? გაშორდი ამ გოგოს, არც პირველი იქნები და არც უკანასკნელი, ვინც მეორედ დაინიშნება. თუ კი ორსულადაა ის გოგო, ცოდო არ არის?
_შენ ხომ არ გაგიჟდი მართლა? ჯერ ისიც საკითხავია, მოხდა თუ არა ჩვენს შორის რამე და სინამდვილეში არის თუ არა ორსულად. თუ არის, ჩემგან არის თუ სხვისგან. და ახლა, ლოლას უკვე ყავს ჩემგან შვილი და არ ვაპირებ დავშორდე. მე მიყვარს ლოლა!...
_ისე გიყვარს, რომ მის გამო მზადხარ ნაზის ძმებმა მიგბეგვონ?
_გადი აქედან ქალო!_ისევ ვუყვირე დედაჩემს.
_ქარი შეგიდგეს შენ! გამზრდელ დედას მასე უნდა მელაპარაკებოდე?_ეწყინა და აქეთ შემომიტია.
_ჩემი გამზრდელი დედა რომ ხარ, რატო არ ფიქრობ, რომ ოჯახის დანგრევას არ უნდა მთხოვდე და მეჩიჩინებოდე...
_შენს გადარჩენას ვცდილობ. ვერ გაიგე, მოგკლავენო? ქალები დალეულა დუნიაზე, რომ ლოლას გამო არ შეაკლა იმათ თავი?
_გადი აქედან!_ბოლო ხმაზე ვუღრიალე უკვე დედაჩემს._არა-მეთქი და მორჩა! მე უკვე მყავს ცოლ-შვილი და არ ვაპირებ მათ დათმობას, თუნდაც ჩემი სიცოცხლის სანაცვლოდ!
ისეთი თვალებით მიმზერდა დედაჩემი, აშკარად რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ მეც ისეთი გაავებული ვუყურებდი, ვეღარ გამიბედა. ბოლოს, ოთახიდან გავიდა და გაიხურა კარი.
_შენ კიდე, გაფრთხილებ იცოდე, ლოლას სიახლოვეს არ დაგინახო! დავივიწყებ იმას, რომ ბიძაშვილები ვართ და არ დაგინდობ! იმ მუტრუკებს კიდე გადაეცი,რომ არ ვაპირებ იმათი ბოზი დის ცოლად მოყვანას! გასაგებია?
_მეკი ყველაფერსგადავცემ, მაგრამ ამით სასიკვდილო განაჩენს მოაწერე იცოდე ხელი._შალო წამოდგა და გაგულისებულმა დატოვა ჩემი ოთახი.
ამ ამბიდან მეორე დღესვე დამირეკა ჩომილამ და დამემუქრა, თუ ნაზის არ მივიყვანდი ცოლად, ჩემს ცოლ-შვილს არ აცოცხლებდა.
_ჩემს ცოლს ერთი ღერი თმაც რომ ჩამოუვარდეს, იცოდე არ დაგინდობ! ჩემი ხელიც გამოგახრჩობ იცოდე.
_მართლა?_ირონიულად გაეცინა._ერთი თვის წინ მგონი შენ იყავი სიკვდილის პირას...
_ხუთი ერთზე რომ გამოხვედით, ეგ გგონიათ ვაჟკაცობა? ერთი-ერთზე შემხვდი თუ მაგარი ხარ, გაგიერთიანო ცხვირ-პირი...
_მოკლეთ, შენ წყნარად ლაპარაკი გეტყობა რომ არგესმის, ამიტომ შენს თავს დააბრალე ამის მერე რაც შენს ცოლ-შვილს დაემართება!_ეს მითხრა და ტელეფონი გამითიშა.
ცოტა არ იყოს, შემეშინდა. ჩემს თავზე მართლა არ ვდარდობდი, ლოლა და გაგა მედარდებოდნენ. მართლა რომ დაეშავებინათ მათთვის რამე? მათგან ყველაფერი მოსალოდნელი იყო... არა და, ძლივს ვისწავლე ლოლას სიყვარული და პატივისცემა, ძლივს შევიცვალე უკეთესობისკენ და ახლა დამეთმო? რა მიზეზით? რა მეთქვა მისთვის? რასაც აქამდე გპირდებოდი, ყველაფერი ტყუილი იყო და გაბოლებდი-მეთქი? გშორდები იმიტომ, რომ სხვა უნდა მოვიყვანო ცოლად, რომელიც ერთხელ მყავს ნანახი და და არ მომწონს, მაგრამ მაინც ის უნდა მოვიყვანო-მეთქი?
სანამ მე ამაზე ვდარდობდი და ტვინს ვიჭყლეტდი, როგორ მომეგვარებინა ეს საქმე, დედაჩემმა დიდი სცენები მოაწყო. საწყალი ლოლა მადიანად გამოლანძღა და იმდენი ქნა, სახლიდან გააგდო.
ბევრი ვეხვეწე და ვემუდარე ლოლას, მუხლებზეც კი დავუდექი, მაგრამ აღარ ინება ჩემთან დარჩენა. დედაჩემი ცალკე აქეზებდა, შენი გულისთვის შვილს არავის მოვაკვლევინებო და უფრო ამიტომ აღარ დარჩა. თავისი პირადი ნივთები ერთ ჩემოდანში ჩატია, ბავშვის ტანსაცმელი მეორეში და თავის ძმას დაურეკა. ნიკას არაფერი უკითხია. არასდროს ერეოდა ჩვენს შორის. "ცოლ-ქმრის ჩხუბი რეგვენს მართალი ეგონაო," ყოველთვის ამას ამბობდა. ხვალე-ხვალზევით შერიგდებით ალბათ და ისევ ერთად იქნებით, მესამე პირის ჩარევა საჭირო არ არისო. მანქანიდან თვალცრემლიანმა გადმომხედა ლოლამ და ისე წავიდა, არაფერი უთქვია ჩემთვის.
მამაჩემმა რომ გაიგო ეს ამბავი, ლამის გაიგიჟა თავი, მაგრამ დედაჩემი თავს იმით იმართლებდა და მეც მამართლებდა, რომ მოსაკლავი შვილი არ მყავსო.
ნერვებს მიშლიდა დედაჩემის ზედმეტად ჩარევა ჩემს ცხოვრებაში. თავს ვიკავებდი, თორემ ალბათ ქალზე ავწევდი ხელს და გვარიანად ვცემდი მშობელ დედას. ამით მართლა არ ვამაყობ, მაგრამ ღირსი კი იყო, რომ ვინმეს ჭკუა ესწავლებინა მისთვის. თუმცა, ცხოვრება უფრო კარგი შურისმაძიებელი ყოფილა...
მარტის დასაწყისში შევირთე სამოქალაქო ქორწინებით ნაზი ცოლად. ოც კაციანი ქორწილი გვქონდა. ჩომილა და ღორო, რომლებიც სინამდვილეში მისი ძმები არ აღმოჩნდნენ, თავიაანთი ძმა-ბიჭებით იყვნენ მოსულები. ალბათ იმის საჩვენებლად, რომ ზედმეტი არაფერი მოგივიდეს, თორემ ჩვენთან გექნება საქმეო. დედაჩემი ისეთი პატივისცემით ეპყრობოდა ნაზის, ნერვები მეშლებოდა, რადგან ვინც პატივისცემას იმსახურებდა, იმას არაფრად აგდებდა და ამ ბოზანდარას ეპირფერებოდა. ალბათ სტუმრების დასანახად, თორემ ისეთი ქალი არ იყო, რომ ვინმე თავზე წამოესვა.
ქორწილმა ასე თუ ისე მშვიდობით ჩაიარა. მერე კი დაიწყო უღიმღამო და უინტერესო ცხოვრება. თავიდანვე გამოვუცხადე ჩემს ახალ ცოლს, რომ ჩვენ ერთად არ ვიქნებოდით და სხვადასხვა ოთახებში დავწვებოდით. ბევრი იტირა და ნიანგის ცრემლები ღვარა, ბევრიც იკივლა. ჩომილათი და ღოროთიც კი შემაშინა, მაგრამ მაინც ვერაფერს რომ ვერ გახდა, დამემუქრა, სხვასთან წავალ იცოდე, შენ თუ ქმრის მოვალეობას არ შეასრულებო. გამეცინა. ზუსტად ამ სიტყვებით ვემუქრებოდი ლოლას და ხშირად ვასრულებდი კიდეც ამ მუქარას. წადი, ჯანდაბამდე გზა გქონია-მეთქი ლოლას სიტყვები მივაძახე. მართლა არ მადარდებდა რას იზავდა და სად წავიდოდა. სამართლიანად ვისჯებოდი. უარესის ღირსიც ვიყავი. ერთადერთი ჩემი საფიქრალი ლოლა გამხდარიყო. მასზე ვდარდობდი, რომ არავის არაფერი დაეშავებინა მისთვის. თუმცა, ორი ძმის გვერდით დაცული რომ იქნებოდა, ამაში დარწმუნებული ვიყავი. შორიდან ვიგებდი მის ამბებს. რაც ჩემი და დედაჩემისხელში უწევდა ატანა, არც რძალი აკლებდა. თუმცა, ჩუმად იყო იქაც და ყველაფერს ითმენდა.
მამაჩემმა არა და არ აღიარა ნაზი რაძლად. დედაჩემს თავიდან კი კარგი ურთიერთობა ქონდა, მაგრამ მერე უკვე რომ მოუნდა ისევ ნებიერად წოლა და რძლის მოახლეობა, ნაზიმ კლანჭები გამოაჩინა. როლები შეიცვალა. ნაზი იწვა ახლა მთელ დღეს, ვითომ რთული ორსულობის გამო წოლითი რეჟიმი ქონდა და დედაჩემი ტრიალებდა ციბრუტივით. აქამდე რომ არ შეეძლო არაფერი და ლოლას კისერზე იყო ყველა საქმე, ახლა ისე ფუსფუსებდა და საქმობდა, მასზე ყოჩაღი ქალი დედამიწის ზურგზე არავინ მეგულებოდა. გუნებაში მეცინებოდა. დედაჩემიც სამართლიანად ისჯებოდა.
ნაზის დედა ქალბატონი მარიკაც ხშირად გვაკითხავდა და თითქოს მზითევში მოყვაო, სულ ჩვენთან იჯდა. დედაჩემს ერთი მუქთახორა არ ყოფნიდა, რომ ახლა მარიკაც არ დამატებოდა. მაგრამ ღირსი იყო. ქალბატონს რომ პატარძლობის დროს პატარძლობა უნდოდა და დედამთილობის დროს დედამთილობა, დამსახურებულ ადგილზე მოჯდა.
მე ისევ მთელ დღეს ბირჟა-ბირჟა დავდიოდი. მართალია არ ვსვამდი, რომ მთვრალს კიდევ რამე შეცდომა არ დამეშვა, მაგრამ სახლიდან გარიდებული ვიყავი. (შეცდომა რაა, ისევ არ შევეტყუებინე ნაზის საწოლში.) ძმაკაცები ზოგი თუ ზურგს უკან მჭორავდა, ზოგი პირში მეუბნებოდა, რომ ყ.. ვიყავი. მართლაც რომ ვიყავი, ანგელოზივით გოგო სახლიდან გავუშვი და ეშმაკის მოციქული დავისვი გვერდით.
ლოლას ამბებს შორიდან ვკითხულობდი და ასე თუ ისევიგებდი, რომ სულ სახლში იჯდა და ძმები არჩენდნენ. დედამისი სკოლაში დამლაგებლად მუშაობდა და როცა მას არ შეეძლო, ხანდახან ლოლა მიდიოდა მის მაგივრად. გული მიკვდებოდა ძალიან, როგორ ავურ-დავურიე ცხოვრება და როგორ დავტანჯე.
ერთ საღამოს მის ფეისბუქ გვერდზე შევედი. პაროლი შეცვლილი არ ქონდა და გამიკვირდა. თუმცა, ჩემგან დასამალი არაფერი ქონდა და ალბათ იმიტომაც. სულმა წამძლია და შეტყობინებებს გადავავლე თვალი, ვინმეს ხომ არ ეკონტაქტებოდა, მაინც უქმრო ქალი იყო და... ნათესავების და მეგობრების შეტყობინებები ქონდა, რომელთაც აინტერესებდათ რა მოხდა, რისთვის დაშორდა ქმარს. უმრავლესობა იდიოტად მომიხსენიებდა. ლოლას წაკითხული ქონდა შეტყობინებები და ყველასთან მოკლე პასუხი ქონდა მიწერილი, ამ თემაზე არ მსურს საუბარიო. კიდევ ერთხელ მოვიხიბლე მისით. გამოსვლას ვაპირებდი, რომ ერთი შეტყობინება კიდევ მოუვიდა. შალო იყო, რატო ხმას არ მცემ, რა ჩემი ბრალია, თუ შენი ქმარი რეგვენიაო. ძველ მიმოწერასაც გადავავლე თვალი. უფრო სწორედ, მის მოწერილებს, თორემ ლოლას არც ერთ შეტყობინებაზე არ მიუწერია პასუხი. ჩემიდან წავიდა, თუ არა, იმ დღიდანვე აწუხებდა თურმე. ჯერ უბრალო მოკითხვებით დაუწყია, მერე და მერე იმასაც წერდა, რომ თურმე მე ნაზის ხშირად ვხვდებოდი მის სახლში, მაგრამ ბიძაშვილი იყო და რა ექნა? თუ კი მე მქონდა ბედნიერების უფლება, მასაც უნდა ეპოვა ვინმე, ვინც შეიყვარებდა, ვინც მის შვილს მამობას გაუწევდა და თვითონაც ყოფილიყო ბედნიერი. თურმე ბევრი მეჩხუბა, ჭკუაზე რომ მოვსულიყავი, მაგრამ იდიოტი იდიოტად დავრჩი. იმასაც კი წერდა, რომ დანახვისდღიდან უყვარდა, მაგრამ ვერაფერს ეუბნებოდა, რადგან მისი ბიძაშვილის ცოლი იყო... მართალია ლოლა პასუხს არც ერთ შეტყობინებაზე არ წერდა, მაგრამ ხომ კითხულობდა? ეჭვიანობამ დამრია ხელი. ალბად სიამოვნებდა ეს სასიყვარულო შეტყობინებები, თორემ ხომ დაბლოკავდა, ან გემოზე გამოლანძღავდა? უფრო შალოზე გავცეცხლდი, თურმე რაში ყოფილა საქმე. არც ის გამიკვირდებოდა, ნაზი მისი საყვარელი რომ აღმოჩენილიყო და ორსულობის გამო მე ამკიდა...
მთელი ღამე თეთრად გავატარე, გამთენიისას ავდექი და გამწარებული ვესტუმრე ჩემს ვაი ბიძაშვილს. დილაადრიან რომ მასთან მისული დამინახა, გაუკვირდა.
_მგონი გაგაფრთხილე, ლოლას არ გაეკარო-მეთქი._რაც შემეძლო მშვიდად ვუთხარი.
_რა გინდა ჩემგან, რატო თავს არ დამანებებ?_ძალიან გაუკვირდა._რაში
მადანაშაულებ, ლოლას გვერდით გავლილი დამინახე?
_მის გვერდით გავლილი რომ დაგინახო, მოგკლავ!_საყელოში ჩავაფრინდი და გვარიანად შევაჯანჯღარე._ შენი შეტყობინებები წავიკითხე, შე ახვარო. დანახვისთანავე გიყვარს არა?_მადიანი მუშტი ვუთავაზე ცხვირ-პირში._ ვის ცოლს ეჩალიჩები შე ნაბოზარო?_ახლა შუბლი დავარტყი გამეტებით ცხვირში და სისხლიც მაშინვე დასკდა ორ ტოტად.
_შენი ცოლი რომ აღარ არის, ვერ ხვდები?_საზარლად გაიცინა და წითლად შეღებილი კბილები გამოაჩინა._როცა შენს ცოლს დავეჩალიჩო, მაშინ გაიგიჟე თავი, გაიგე?_მანაც მომიქნია მუშტი, მაგრამ ავიცილე და ისევ მე ვდრუზე ყბაში.
_შე თესლო! აღარ მიწერო ლოლას არაფერი, თორემ დაგამტვრევ მაგ თითებს!.. ნაზი შენ ჩამიწვინე არა? შენი საყვარელი ამკიდე შე სირო!.. სათოფეზე არ გაეკარო ლოლას თორემ გეფიცები, მოგკლავ! ლოლა ჩემი ცოლია და ბოლომდე ასე იქნება!_კიდევ ერთი მუშტი ვთხლიშე ცხვირპირში და გამოვტრიალდი.
მოულოდნელად ზურგიდან დამესხა თავს. მკლავი ყელზე ძლიარად მომდო, ზურგზე მუხლი მომაჭირა, გადმომწია და წამაქცია. თან ზემოდან მომექცა და მუშტები დამიშინა. თავს არ ვიქებ, მაგრამ სუსტი მოჩხუბარი ნამდვილად არ ვარ. მოვახერხე და ადგილები გავცვალეთ და იმდენი ვურტყი, სანამ არ დავიღალე. მერე ტოლჩით წყალი დავასხი, შევამოწმე ცოცხალი იყო, თანაც გონზე და მისი სახლი უკანმოუხედავად დავტოვე. გზა-გზა სიარულს მოვერიდე, სისხლით დასვრილი და დხეული ტანსაცმლით რომ დამინახავდა ვინმე, იქნებ პოლიციაშიც დაერეკათ, ამიტომ ხიდის ქვეშ გავძვერი და ვენახებზე დავეშვი. მართალია შორი გზა მოვიარე, მაგრამ სახლში ისე მივედი, არავის დავუნახივარ. დედაჩემი წელზე შალშემოკრული ეზოს გვიდა. თან გამწარებული ბუტბუტებდა რაღაცას. ჩემთვის ყურადღება არც კი მოუქცევია. პირდაპირ სახლში შევედი და ჩემს ოთახს მივაშურე. პერანგისამარა ნაზის გადავაწყდი დერეფანში. დასისხლიანებული რომ დაუნახა, ღიმილი გაუკრთა სახეზე.
_ტყუილად გიხარია, შენს დამქაშებს არ ვუცემივარ, შენი თანამზრახველი მივამჟავე გემოზე. მგონი მოვკალი კიდეც. თუ გული შეგტკივა, შეგიძლია მიაკითხო და მოინახულო.
დავინახე როგორ შეეყინა ღიმილი სახეზე და ახლა მე გამეღიმა. კმაყოფილი შევედი ჩემს ოთახში და კარი ცხვირწინ მივუხურე ჩემს ცოლს.
***************
კარი მივიხურე თუ არა, სასწრაფოდ ჩავკეტე, რომ ნაზი არ შემოტუნტულებულიყო ჩემთან და სისხლით დასვრილი ტანსაცმელი მშვიდად და აუღელვებლად გამოვიცვალე. სარკეში რომ ჩავიხედე, სულ ცოტათი მეც მქონდა ტუჩი გახეთქილი და შესიებული. ეს არაფერი იყო იმასთან შედარებით, რაც შალოს დავმართე. ცალ-ცალკე ყველას მოვერეოდი, თანაც გვარიანად მივჟეჟავდი ყველას, ამიტომ გადავწყვიტე ჩომილას და ღოროს ასავალ-დასავალი გამეგო, რომ სათითაოდ გავსწორებოდი ყველას. რამეს თუ არ მოვიმოქმედებდი, ესენი გამანადგურებდნენ. ნაზის ვითომ ორსულობის დადგენაც დავისახე მიზნად. თუ მართლა იყო ორსულად, იმასაც დავადგენდი, ვისგან იყო. სანამ დრო იყო, უნდა მემოქმედა, თორემ ლოლას დავკარგავდი სამუდამოდ.
ოთახიდან რომ გამოვედი, ნაზი ისევ პერანგისამარა იყო, ფეხი-ფეხზე გადადებული იჯდა სავარძელში და ყავას ნებიერად წრუპავდა.
_არ შეიძლება ხალათი მაინც მოიცვა, რომ შენი უშნო სხეული არ გამოამზეურო გულის ასარევად?_გავუბრაზდი.
_უშნოები შენსკენ მოიკითხე, გაიგე?_მომაძახა გაგულისებულმა.
_ხო და მოგიკითხე._ირონიული ღიმილით მივუგდე და ეზოში გავედი.
დედაჩემს მოემთავრებინა ეზოს დაგვა და ახლა აივანს ალაგებდა.
_კაცი არ ხარ, არ შეგიძლია ჭკუა ასწავლო მაგ გველის წიწილს? თითისგამტოკებელი რომ არ არის და კიდევ აქეთ აქვს გრძელი ენა და პრეტენზიები?
_რავიცი, ძალიან გინდოდა რომ ეგ გველის წიწილი მომეყვანა ცოლად და ახლა რა შეიცვალა?_ნაძალადევად გავუღიმე._ღმერთი სამართლიანი ყოფილა არა? ლოლას შრომას რომ არაფრად ვაგდებდით, თურმე რამდენს შრომობდა და წვალობდა?
კიდევ რაღაც მითხრა, მაგრამ არ გავჩერებულვარ და არ მომისმენია, რადგან ბირჟაზე მეჩქარებოდა, ლერი მინდოდა მენახა, იქნებ ღორო ან ჩომილა სცოდნოდა და მათი ასავალ დასავალი გამეგო... ტყუილა არ მივლია. ლერიმ თავის ძმაკაცს გადაურეკა და მალევე გამიგო მათი საცხოვრებელი ადგილები. აღმოაჩნდა, რომ ქურდებად მოქონდათ თავი, მაგრამ შავ სამყაროში მართლა არ მოსწონდათ და არ აღიარებდნენ იმ ვაჟბატონებს ქურდებად, იმიტომ რომ მოძალადეები და უსამართლოები იყვნენ. ჯერ სათითაოდ გავუსწორდებოდი და მერე თუ საჭირო იქნებოდა, ლერის დახმარებით ქურდებს შევკრეფდი და მათთან ერთად გავურჩევდი საქმეებს.
პირველ რიგში ოთარას ვეთხოვე მანქანა და ჩომილას მივაკითხე რაიონში . კორპუსის წინ დავუდარაჯდი. დიდხანს მომიწია ლოდინი. იმედიც კი გადამეწურა, რომ სახლში იყო, მაგრამ ზუსტად მაშინ, როცა მოთმინების ფიალა ამევსო და გამობრუნებას ვაპირებდი, სადარბაზოდან გამოვიდა. ჩქარი ნაბიჯით გადაჭრა ქუჩა და ტაქსების გაჩერებისკენ წავიდა. ვადროვე სანამ ჩაჯდებოდა და ადგილიდან დაიძვრებოდა და მეც მივყევი შორიახლოს. დასახლებული ტერიტორიიდან რომ გავიდა, ნაძვნართან შეაჩერებინა მანქანა, დამელოდე, მალე მოვალო და ნაძვნარში გაუჩინარდა. ტაქსისტს ფული მე გადავუხადე, ძმაკაცი ვარ-მეთქი და მის ადგილზე მე გავჩერდი. ათი წუთი ველოდე ზუსტად. რომ დაბრუნდა, გაუკვირდა. ცოტა შეშფოთდა კიდეც, მაგრამ არაფერი შეიმჩნია.
_ვაა, სიძე შე ძველო?_მანქანაში ჩამიჯდა თუ არა, ბეჭებზე დამკრა ხელი._აქ საიდან გაჩნდი?
_სახლიდან მოგყვები._მშვიდად ვუთხარი და მანქანა ადგილიდან დავძარი._ხომ არ გეწყინება, ცოტა რომ გავიაროთ და დავილაპარაკოთ?
ნაძალადევად შემომღიმა. მივხვდი, რომ გული შევუფანცქალე. მესიამოვნა და სიჩქარეს ვუმატე.
_ძალიან შორსაც ნუ წავალთ, მეჩქარება, ბიჭები მელოდებიან._ისე საცოდავად მითხრა, გამეღიმა.
_დიდ დროს არ წაგართმევ._მიყრუებულ ადგილზე გადავუხვიე და შევაჩერე მანქანა._მაშინ ხუთი ერთზე რომ გამოხვედით, ვაჟკაცობა გეგონათ? ახლა ვილაპარაკოთ._მანქანიდან გადავედი და მის მხარეს კარი გამოვაღე._არ გადმოხვალ?_ღიმილით ვკითხე, რადგან შევატყე გადმოსვლას არ აპირებდა.
_გითხარი, ბიჭები მელოდებიან და მეჩქარება._სიბრაზე გაურია ხმაში.
_გადმოდი-მეთქი მანქანიდან, გითხარი!_ქეჩოში ვწვდი და ძლივს გადმოვათრიე._ჯგუფებად მაგარი ბიჭები ხართ, არა? ერთი ერთზე ვიჩხუბოთ თუ მაგარი ხარ._მანქანიდან გადმოთრეული ზურგული მოვიგდე და გულაღმა გავშოტე.
სუნთქვაშეეკრა და ძლივს ამოისუნთქა. იქვე ქვას მისწვდა და წვივის ძვალში გამეტებით გამარტყა. კი მეტკინა, მაგრამ გამწარებული ვეცი და ზედ წამოვაჯექი. გამიძალიანდა. ერთი მუშტი ყბაში მომცხო, მეორე კი ცხვირში. არც მე დავაკელი. კარგად მივბეგვე.
_თურმე, მარტოს დიდი არაფერი ტრაკი გქონია არა? ახლა კი, იმას მეტყვი, მე რატო მომიგდეთ ის თქვენი ბოზი? ვისი იდეა იყო და რა მიზეზით?
_რა ვისი იდეა ბიჭო? იჟიმავე გოგოსთან, დააორსულე და ცოლად არ უნდა შეგერთო?..
_იმ ღამით მე მასთან არაფერი მქონია. დებილი გგონივარ? ვისი ნათრევი ქალი
ამკიდეთ და რა მიზეზით-მეთქი, გეკითხები._ყელში ძლიერად წავუჭირე ხელები._შალოს საყვარელი იყო და თქვენ კიდე შალოს დაეხმარეთ არა?_უფრო ძლიერად რომ წავუჭირე ხელები, წყლიდან ამოვარდნილი თევზივით აფართხალდა.
საბოლოო ძალები მოიკრიფა და ისევ გაიბრძოლა, მაგრამ ვერაფერი გამოუვიდა. ფერი რომ დაკარგა უკვე, ცოტა შევუშვი.
გაგრძელება იხილეთ აქვე
დატოვეთ კლასი
Vnaxot ras moimoqmedebs...