777 ძიძა

თავი 3
იმ ღამეს, მე რომ წამაყვანინა ანჩომ ცისია, მისამართი მახსოვდა. მართალია, მარტო სადარბაზო ვიცოდი, მაგრამ იქ მისული მეზობლებს ვკითხავდი და ადვილად ვიპოვიდი. სიმხნევისთვის ერთი ძლიერი ყავა გავაკეთებინე გაბრაზებულ დედაჩემს, "დავცეცხლე" მისივე ლექსიკონით რომ ვთქვა, გზის ფულიც "წავცინცლე" და ცისიასთან ბოდიშის მოსახდელად გავეშურე. ნაცნობ კორპუსთან რომ შევაჩერე მანქანა, კაციშვილის ჭაჭანება არ იყო. ვისთვის მეკითხა არ ვიცოდი. ერთხანს მანქანას მიყუდებული ვიდექი და სიგარეტს ვეწეოდი. მერე, შემთხვევით მოშორებით საბავშვო მოედანზე საქანელაზე მჯდარი გოგონა დავინახე. მზე პირდაპირ თვალებში მირტყავდა და ვერ ვხედავდი ვინ იყო. მაინც გადავწყვიტე მასთან მისვლა. ცოტა რომ მივუახლოვდი, ცისია ამოვიცანი. თავჩაქინდრული იჯდა. სქელჩარჩოიან სათვალეს ხელში აწვალებდა. მართალია არ სლუკუნებდა, მაგრამ მივხვდი, რომ ისევ ტიროდა. ერთხანს ასე ვუყურე. რატომღაც გულწრფელად შემეცოდა. მერე ყურადღების მისაქცევად ჩავახველე. გაოცებულმა ამომხედა ცრემლიანი თვალებით. რაღაც ნაცნობი მზერა ქონდა თითქოს. მაშინვე შეიმშრალა თვალები და სათვალე მოირგო. უხმოდ წამოდგა ფეხზე.
_შემიძლია ავანაზღაურო დედათქვენის ბეჭედი, თუმცა მე ქურდი არ ვარ._მითხრა და წასვლა დააპირა.
_ვიცი.
ეს რომ ვთქვი, გაოცებულმა მომხედა ოდნავშეფერილი მინების მიღმიდან.
_ვიცი დამნაშავე არ ხარ, გაუგებრობა მოხდა... ბოდიშის მოსახდელად მოვედი._გავბედე და ვაღიარე.
_რაა?_გაოცებისგან უფრო გაუფართოვდა დიდრონი შავი თვალები.
_ის ბეჭედი მე ავიღე... ფული მჭირდებოდა და დავალომბარდე. დედაჩემმა არ იცოდა არაფერი. თუ შეგიძლია, დაბრუნდი სამსახურში. ჩემი ბრალია ყველაფერი. დედაჩემზე ნუ გაბრაზდები, მან მართლა არ იცოდა არაფერი.
ერთხანს გაოცებით მომჩერებოდა. თვალს რომ ვერასდროს მისწორებდა და მორცხვად შემომყურებდა ყოველთვის, ახლა მე დამაბნია მისმა დაჟინებულმა მზერამ.
_ყველას არ შეუძლია დანაშაულის აღიარება._რაღაცნაირად კმაყოფილმა ჩაიჩურჩულა და წასასვლელად მოემზადა. გადადგა კიდეც ერთი ნაბიჯი, მაგრამ გზა გადავუღობე.
_გამოდის, არც ისე ცუდი და გადასაგდები ვყოფილვარ არა?_გამეღიმა.
ღაწვები აუვარდისფრდა და მორცხვად გაეღიმა. ამ უშნო გოგოს ისეთი მშვენიერი ღიმილი ქონდა, წამიერად გამოვშტერდი.
_შეგიძლია სამსახურში დაბრუნდე?_მკლავზე წავატანე ხელი, რადგან შევატყე რომ ისევ წასვლას აპირებდა.
პასუხი რომ არ დამიბრუნა, კითხვა გავუმეორე.
_დღეს რომ დავისვენო და ხვალ მოვიდე, შეიძლება?_ისე მკითხა, სახეში არ შემოუხედია ჩემთვის.
_რა პრობლემაა?_ გამიხარდა ადვილად რომ დამთანხმდა და ლოყაზეც კი მოვუთათუნე მეგობრულად ხელი.
შეკრთა. უარესად აუწითლდა ღაწვები და თვალი ვერ გამისწორა. ნერვიულად შეისწორა სათვალე.
_ნახვამდის._მხოლოდ ეს მითხრა და წავიდა.
_ერთი გზა გვაქვს. ჩემი მანქანა შენი კორპუსის წინ აყენია._მალევე წამოვეწიე და გვერდი-გვერდ გავნაგრძეთ გზა.
უხმოდ მივუყვებოდით ტროტუარს. რამდენჯერმე გადავხედე და მალულად შევათვალიერე კიდეც ეს სიფრიფანა გოგო, ნიკაპამდე რომ მწვდებოდა ძლივს. შეხედულებისა რა ვთქვა, მაგრამ მორცხვი, მორიდებული, ზრდილობიანი და თავდაჭერილი კი იყო. სხვათაშორის, თავისებური სიამაყეც ემჩნეოდა. ვნებას ნამდვილად არ აღუძრავდა კაცს, მაგრამ რაღაცნაირად მაინც საყვარელი იყო.
_ესე იგი, შევთანხმდით, ხვალიდან ისევ გამოხვალ სამსახურში ხომ?_დასაზუსტებლად ჩავეკითხე და ხელი გავუწოდე.
მორიდებით ჩამირტყა თანხმობის ნიშნად, ერთი კიდევ გამიღიმა და სადარბაზოში შევიდა. კმაყოფილმა ჩამოვისვი სახეზე ხელი, ასე ადვილად რომ მოვაგვარე საქმე. ჩემს ხელს ცისიას ვანილის მოტკბო სურნელი რომ ასდიოდა, რატომღაც მესიამოვნა. ასეთი კმაყოფილი და ბედნიერი არასდროს ვყოფილვარ. ჯერ ერთი, შვება მომგვარა იმან, რომ დანაშაული ვაღიარე და ჩემს გამო სხვა არ დაისაჯა ტყუილუბრალოდ... და მეორე, "ყველას არ შეუძლია დანაშაულის აღიარებაო" ეს რომ მითხრა, სიამაყით მავსებდა. მართლაც რომ მთლად გადასაგდები არ ვყოფილვარ. რაღაც-რაღაც კარგი თვისებები მეც მქონია თურმე. ინსტიქტურად კორპუსის ფანჯრებს ავაყოლე მზერა და მეორე სართულზე ფარდა რომ შეირხა, მივხვდი ცისია იყო, რომელიც მალულად მიმზერდა. აშკარად მოვწონდი ამ გოგოს და გამეღიმა. კმაყოფილი მივუჯექი საჭეს. დედაჩემთან დარეკვა მოვასწარი და ვუთხარი, რომ ცისია ხვალიდან ისევ გამოვიდოდა სამსახურში. მერე კი ნიკამ დამირეკა და მითხრა, რომ სიდედრი დამეღუპაო. მთელი ხუთი დღე მასთან ვიყავით ბიჭები. ყველანაირად გვერდში ვედექით და ვეხმარებოდით როგორც შეგვეძლო. წვეთი არ დაგვილევია. დაკრძალვის მეორე დღეს კი იცოცხლე, იმდენი დავლიე, საჭესთან ჯდომა ვერ შევძელი და ტაქსით მივედი სახლში. ისიც, ჩემი ბინის მისამართი კი არა, მშობლების მისამართი მითქვია და იქ მიმიყვანა. ტაქსი თვალს რომ მიეფარა, მხოლოდ მაშინ გავაცნობიერე, მაგრამ რაღას ვიზავდი?
_ჯანდაბას, ერთი ღამე დავრჩები დედიკოს და მამიკოს სახლში. ანჩოს კაპრიზებსაც ავიტან როგორმე._ხელი ჩავიქნიე და კიბეს ვაივაგლახით ავუყევი.
ორ საფეხურს რომ ავივლიდი, ერთით უკან ვვარდებოდი. ბანცალ-ბანცალით მივაღწიე როგორც იქნა კარამდე. მოკლე ზარი დავრეკე. ან მე მეგონა ასე. კარი ცისიამ გამიღო. იმ დღის მერე ნანახი არ მყავდა ბოდიში რომ მოვუხადე და რატომღაც გამიხარდა მისი ნახვა.
_პირობა შეასრულე და დაბრუნდი სამსახურში ხომ?_უშნოდ გავიღრიჭე._კარგი გოგო ხარ.
გაკვირვებულმა გზა დამითმო, რომ ბინაში შევსულიყავი. ეშმაკქაჯურად ნოხს წამოვკარი ფეხსაცმლის ჭვინტი და წავბარგანავდი. ცისიამ მაშინვე შემაშველა ხელი, მხარში ამომიდგა და ისე წამიყვანა ჩემს ყოფილ საძინებელში. ამ სიფრიფანა გოგომ როგორ შეძლო ჩემი დაჭერა და საწოლამდე მიყვანა, გამიკვირდა. საწოლზე რომ ჩამომსვა, მერე კი მოწყვეტით გადავვარდი. მესმოდა როგორ მხდიდა ფეხსაცმელებს, მაგრამ ასე ვთქვათ, მე განძრევის ტრაკიც კი არ მქონდა უკვე. მსიამოვნებდა ვიღაც რომ ზრუნავდა ჩემზე. შეძლო და ფეხებიც ამაწევინა და საწოლზე გამასწორა. მერე გავიგე ფანჯარა რომ გამოაღო და ოთახიდან გავიდა. მართალია, უშნო გოგო იყო, მაგრამ ძალიან მზრუნველი. ჩაცმის სტილი ძალიან მკაცრი ქონდა, არასდროს უჩანდა გულისპირი, მხრები და მუხლები. ზედმეტად კონსერვატიული იყო. თმა ყოველთვის შუბლზე ქონდა გადაწეული და კეფაზე დახვეული. შავი ხშირი წარბები ერთმანეთზე ქონდა ლამის გადაბმული. თვალები კი ლამაზი უჩანდა, მაგრამ სქელჩარჩოიანი სათვალე აუშნოვებდა. ცხვირიც ზედმეტად კახიანი და უშნო ქონდა. ტუჩები ქონდა ლამაზი, მაგრამ ტუჩთან მოზრდილი და არასასიამოვნო დიდი მეჭეჭი ქონდა. მის სახეზე ღიმილი მაშინ შევნიშნე, ბოდიში რომ მოვუხადე ბეჭდის გამო და ისე მომეწონა, გამომაშტერა, ძალიან ლამაზი ღიმილი ქონდა. ყველაზე მეტად კი მაინც მისი სურნელი მომწონდა რაღაცნაირად ტკბილი და ვანილის არომატით, მსუნაგი ბავშვობის წლებს რომ მახსენებდა.
ძილბურანში მესმოდა, რომ ჩემი ტელეფონი გამუდმებით რეკდა, მაგრამ ისე ტრიალებდა ყველაფერი, გადაბრუნ-გადმობრუნების შნო არ მქონდა, ტელეფონი საიდან მიჩხაოდა ვერ ვიგებდი, ხო და თავიც არ გამიცხელებია რომ მომეძებნა და მეპასუხა. იავნანასავითაც კი ჩამესმოდა regard-ის ride it. მერე კი ღრმად ჩამეძინა და აღარაფერი მახსოვს.
დილით ისევ ტრიალებდა ყველაფერი. ლუკა რომ შემობანცალდა ჩემთან და გაკვირვებული თვალებით მიმზერდა, თითქოს შემრცხვა. ძლივს წამოვჯექი საწოლზე. აბურძგნილ თმაზე ხელი გადავისვი და როგორც შევძელი ისე გადავისწორე. ფეხშიშველი გავტუნდული ჯერ საპირფარეშოში, მერე კი სამზარეულოში. მაცივარში შევიჭყიტე. კიტრის მარინადი რომ დავინახე მინის ქილით, ისე გამიხარდა, მგონი კოლუმბს არ გახარებია ასე ამერიკის აღმოჩენა. გამოვიღე, გავხსენი და ცივ-ცივი წვენი გემრიელად მოვხვრიპე. მერე ქორფა კიტრებიც ავახრამუნე. ცოტა მიშველა თითქოს. მისაღებში გავედი. დედაჩემი სავარძელში იჯდა და ახალ ამბებს უსმენდა. ზღურბლზევე გამაშეშა მისმა გამყინავმა მზერამ.
_არ გრცხვენია, ახალგაზრდა ბიჭი მასე უნდა გაილეშო, რომ ტანსაცმლის გახდის შნოც აღარ გქონდეს?
_სირცხვილი ის იქნებოდა, ტანსაცმელი გამეძრო და შიშველს მერბინა. რა გინდა, მორიდებული ბიჭი ვარ, მაგდენი მესმის._გავუცინე და ბოლო კიტრიც შევახრამუნე._იფ, რა გემრიელი იყო. კიდევ გაიმეორებდა კაცი, მაგრამ..._სინანულით ამოვიოხრე.
_დღეს რა გეგმები გაქვს?_ტელევიზორს ხმა ჩაუწია და ინტერესით მომხედა.
_ჯერ არ ვიცი დედაჩემო. რა ხდება?_გვერდით მივუჯექი და ხელი გადავხვიე.
_ფუჰ, ყარხარ ისევ... რა დაცეცხლე ამისთანა?
_ცეცხლი და ნავთი!_ხელი რომ ამაღებინა მისი მხრიდან, მეწყინა და ავდექი ისევ._ჩემთან წავალ, გამოვიძინებ, თორემ რაღაც ვერ ვარ კარგად._საძინებელში ჩემს ფეხსაცმელებს შევაკითხე. საწოლის ბოლოში მწყობრისად ელაგა. გამახსენდა, ცისიამ რომ დამხადა და კმაყოფილს ჩამეღიმა რატომღაც. ჩავიცვი და ისევ დედაჩემთან გამოვბრუნდი.
_გეტყობა, რაღაცის თხოვნა გინდა და ვერ მიბედავ არა?_გაეღიმა._ჩემი მორიდებული ბიჭი._ენა მომიჩლიქა პატარა ბავშვივით.
_ჩემი მიხვედრილი დედიკო._სავარძლის საზურგეზე ჩამოვუჯექი და შუბლზე ვაკოცე._ასი ლარი მასესხე და ხელფასს რომ ავიღებ ჩაგასესხებ.
_ეეჰ, შვილო. ასეთი ქარაფშუტა და უქნარა როდემდე უნდა იყო?_სინანულით ჩაიქნია ხელი. სავარძლიდან წამომაგდო და თვითონაც წამოდგა.
_ეს იმიტომ გაძლევ ფულს, რომ ქურდობა არ დაიწყო. და მგონი დიდ შეცდომასაც ვუშვებ. მიგაჩვიე უშრომლ-უწვალებლად ფულის ხარჯვას და მგონი არც კი შეიცვლები. ოჯახს მაინც მოეკიდე. რით ვეღარ დაღვინდი?
_მაგის დროც მოვა დედაჩემო, მაგის დროც._ფული გამოვართვი და შუბლზე მადიანად ვაკოცე.
***
აბაზანაში შევედი, შეძლებისდაგვარად მოვიწესრიგე თავი. ეგ არის, დაკუჭულ ტანსაცმელს ვერ მოვუხერხე ვერაფერი. დახდა და ხელახლა ჩაცმა დამეზარა, რომ დედაჩემისთვის მიმეცა და დაეუთოვებინა.
_მასე მიხვალ?_მაინც შემნიშნა დედაჩემმა და წყრომითაც კი მკითხა._კამეჩის ნაღეჭს რომ გიგავს ტანსაცმელი. დაიხადე დაგიუთოვო, ხალხი რას იტყვის?
მაინც არ ამცდა დახდა და ისევ ხელახლა ჩაცმა. ზრდილობის ეტალონად კი ვიქეცი, დედაჩემს მადლობა გადავუხადე და კიბეზე დავეშვი. პირველ სართულზე ცისიას შევეჩეხე. შევატყე, ჩემი დანახვა გაუხარდა, რადგან ოდნავშესამჩნევად გაეღიმა, მორიდებით მომესალმა და გზა განაგრძო. ვანილის სურნელი რომ აატარა, მესიამოვნა. თუმცა, ყურადღება არ მიმიქცევია მისთვის, რადგან იმ მომენტში გამახსენდა, რომ გუშინ ტაქსით მოვედი და მანქანა აქ არ მყავდა.
_ფუ, შენი._გუნებაში მადიანად დავუკურთხე საკუთარ თავს და ისევ მაღლა ავბრუნდი. მძინარე ანჩოს შევუვარდი საძინებელში.
_შენი მანქანა მინდა.
_ოჰ, ვითომ რატომ?_გაუკვირდა და უკმაყოფილოდ მოისრისა თვალები.
_იმიტომ რომ ჩემი რესტორნის წინ დამრჩა.
_მერე, მე ფეხით წავიდე სამსახურში?_აღშფოთდა.
_აირჩიე, ან მარტო დღეს წახვალ ფეხით, ან სულ ფეხით ივლი.
ერთხანს გაავებულმა მიყურა. მერე გაახსენდა, რომ მასზე ბევრი მაკომპრომინტებელი მასალა მქონდა და სახე სასაცილოდ დაემანჭა.
_ოო, რა საზიზღარი ხარ._პერანგისამარა წამოდგა, ჩანთიდან გასაღები ამოიღო და მესროლა._საღამოს წამოსვლისას მაინც მომოყვანე სამსახურში._საწყალობელი მზერით შემომხედა.
_კარგი, ხო._შევპირდი და ფეთიანივით გავვარდი ოთახიდან.
შემოსასვლელში ცისიას შევეფეთე. უცბად ვერ შევნიშნე და შლეგივით რომ მივრბოდი, მხარი გავკარი. ისეთი ინერციით შევეჯახე, საწყალი გოგო შებარბაცდა. ხელი შევაშველე რომ არ წაქცეულიყო. წყრომით ამომხედა. ისეთი მზერა ქონდა, შემრცხვა. ეს გრძნობა ჩემთვის იშვიათობა იყო. დავიბენი კიდეც.
_ბოდიში. რამე ხომ არ გატკინე?_ამოვილუღლუღე და პასუხის ღირსი რომ არ გამხადა, გარეთ გავვარდი.
კისრისტეხით ჩავირბინე კიბის ორ-ორი საფეხური. კარგა ხანს ვიჩალიჩე სანამ სარკეები და სავარძელი ჩემს ზომაზე მოვირგე და მხოლოდ ამის შემდეგ ჩავრთე ძრავა. რესტორანში ვაპირებდი წასვლას ჩემი მანქანის წამოსაყვანად, მაგრამ გზაში ინდირამ დამირეკა.
_რას დაიკარგე? მოგბეზრდი უკვე?_წყენა ვიგრძენი მის ხმაში.
_არა საყვარელო, რა სისულელეა, უბრალოდ საქმეები მქონდა.
_მაშინ დღე ერთად გავატაროთ. მოდი და ერთად დავგეგმოთ რამე.
_რომ არ მცალია?_წავუწუწუნე.
_თუ არ მოგბეზრებივარ, მოიცლი. მარტო ვარ... შიშველ სხეულზე გამჭვირვალე პერანგი მაცვია, მთელი სხეული მიხურს, გელოდები...
დღეს სულ სხვა გეგმები მქონდა, მაგრამ ინდირას ვნებიანი ჩურჩული რომ ჩამესმა და მაცდური წინადადება შემომთავაზა, ჩემმა პატარა მეგობარმა აღარ მომასვენა. გონება ამირია. ხუმრობა ხომ არ იყო, რამოდენიმე დღე ქალთან არ ვწოლილვარ და ახლაც უარი მეთქვა? გიჟივით მოვაბრუნე მანქანა და მისი სახლისკენ გავფრინდი. კარი გამიღო თუ არა, ქალის უნახავივით ვეძგერე, ხელში ავიტაცე და საძინებელში გავაქანე შიშველ სხეულზე გამჭვირვალე პერანგმოცმული ინდირა. ამბობენ, ან გონება უნდა მუშაობდეს, ან გულიო. ამ შემთხვევაში მე ინსტიქტები მამოძრავებდა. ქალთან ყოფნის დაუოკებელი სურვილი მქონდა. დიდი მნიშვნელობა არ ქონდა ვინ იქნებოდა. ამ შემთხვევაში კი ინდირა აღმოჩნდა. მისი ვნებიანი კვნესა რომ მესმოდა, უფრო მაგიჟებდა. ყურის ბიბილოზე მსუბუქად მკბენდა და უარესად მახელებდა...
საქმეს რომ მოვრჩით, გულაღმა გადავწექი და სიგარეტს გავუკიდე.
_ამ ბოლო დროს ძალიან მიეჩვიე სიგარეტს, ხომ იცი?_კეკლუცად შემომღიმა ინდირამ.
მადროვა სანამ ორი ნაფაზი დავარტყი და ღრმად გავუშვი ფილტვებში კვამლი. მერე ოსტატურად ამართვა სიგარეტი და თვითონ განაგრძო მოწევა.
_მივეჩვევი მაშ რა იქნება, ქალები ეწევით და მე ისე გიყუროთ?_გადავბრუნდი და შეშველ სხეულზე ავუსრიალე ხელი.
ესიამოვნა და აკრუტუნდა. სიგარეტის მოწევას რომ მორჩა, საფერფლეში ჩააჭყლიტა და წამოდგა. მოურიდებლად გამიარ-გამომიარა შიშველმა, აშკარად რაღაცას ეძებდა. მართლაც უზადო სხეული ქონდა, აი ისეთი, სულ მისი მოფერება და კოცნა რომ ენდომებოდა კაცს. დიდი ინტერესით ვათვიერებდი მის ყოველ ნაწილს. ვინ იცის, რამდენს ხარჯავდა ეპილაციებზე და მასაჟებზე ასეთი არაჩვეულებრივი კანი რომ ქონოდა... აბაზანაში რომ შევიდა, მეც ავდექი. ტანსაცმელი რომ ჩავიცვი, შევნიშნე, რომ პერანგზე მეორე ღილი ამწყვეტოდა. ალბათ, წეღან გიჟივით რომ მხდიდა ინდირა, მაშინ ამწყდა. მოვათვალიერე და საწოლის ფეხთან აღმოვაჩინე. დავწვდი და ჯიბეში ჩავიდე. მოულოდნელად ნახევრად გასაპნული ინდირა გამოვარდა აბაზანიდან. შეშფოთებული და შეშინებული ჩანდა.
_დედაჩემმა დამირეკა, რაღაც საბუთები დარჩენია და სახლში ბრუნდება. ჩქარა, სადმე დაიმალე.
_ის კაცი მნახე, კარადაში შევძვრე და თაგვივით დავიმალო?_მეწყინა. ტუმბოზე დადებული გასაღები ავიღე, ფეხსაცმელებიც ჩავიცვი და ინდირას ბინა ნაწყენმა დავტოვე.
სადარბაზოდან რომ გავედი და ანჩოს მანქანაში ჩავჯექი, მართლაც დავინახე ინდირას დედა საქმიანი იერით და მაღალი ქუსლების კაკუნით რომ შევიდა სადარბაზოში. ვიცოდი, საბუთებს აიღებდა და ისევ მალე წავიდოდა, მაგრამ ინდირასთან ასვლა გადავიფიქრე. ასე შიშისფეთებაში ყოფნა რაღაც არ მომეწონა. მე არავისთან დამალვას არ ვაპირებდი. უნდოდა? ღიად ყოფიყო ჩემთან, არა და აი დარდი, ქალები დალეულა დედამიწაზე? გიჟივით მოვწყვიტე ანჩოს მანქანა ადგილს და დათოსთან გავეშურე. იქიდან მერე რესტორანში. მე ჩემს მანქანაში გადავჯექი და ანჩოს მანქანა დათოს გავატანე მის სამსახურში. მეც უკან მივყევი, რომ იქიდან ისევ სახლში წამომეყვანა. დათომ გასაღები რომ აუტანა და უკან დაბრუნდა, ჩემი დაც უკან მოჰყვა.
_ხომ იცი, არ მიყვარს შენთვის რამის თხოვნა?_ჩემ მხარეს ჩაწეულ მინაში შემოყო თავი და ნაძალადევად გამიღიმა ჩემმა დამ.
მზის სათვალე შევისწორე და ისე შევხედე.
_მე არ მცალია. ექიმმა დამირეკა, ლუკას გეგმიური აცრა უწევს, ცისია და ლუკა ამბულატორიაში გაიყვანე რა, გთხოვ.
_დიდხანს მომიწევს ლოდინი?_აშკარად არ მომეწონა მისი დავალება.
_აცრას გაუკეთებენ და წამოხვალთ, რა იყო?
დათოს გავხედე, უნდა მეთქვა ანჩოს მანქანით შენ გაიყვანე, მე არ მცალია მეთქი, მაგრამ ჩემმა დამ ამის თქმა აღარ მაცალა.
_ეს თხოვნა შემისრულე და რასაც მთხოვ, უპრობლემოდ შეგისრულებ.
მაცდური წინადადება იყო. ციაკოს წარმომავლობა დღემდე არ მქონდა დადგენილი და ამიტომ ლუკას წაყვანა გადავწყვიტე, რათა მისი ასავალ-დასავალი გამეგო. დათო სახლში მივიყვანე და ჩვენების კორპუსის წინ გიჟივით შევვარდი. შეუსვენებლივ ავირბინე კიბეზე და ჩვეული სიგიჟით დავრეკე ზარი. ცისიამ მალევე გამიღო კარი.
_ლუკას ვაცმევ და ხუთ წუთში გავიდეთ._ეს მითხრა და ისევ ბავშვთან შებრუნდა.
კარი მე მივხურე. კი არ მივხურე, ისე მივაჯახუნე გაგულისებულმა, ლამის ანჯამებიდან ჩამოვაგდე. სამზარეულოში გავედი და მაცივარში შევძვერი. მამაჩემს ყოველთვი ქონდა გადანახული კოლა. ჯანმრთელობისთვის საზიანოაო ამბობენ, მაგრამ მე მაინც დიდი სიამოვნებით გადავიყუდე ბოთლი ხახაში და თითქმის ნახევრად ჩამოვცალე. უზრდელურად ამოვაბოყინე მადიანად და მისაღებში გავედი, სავარძელში მოვკალათდი და მოუთმენლად დაველოდე, როდის გამოიპრანჭებოდნენ ძიძა და ჩემი დიშვილი ექიმთან წასასვლელად. ხუთი წუთიო მითხრა ცისიამ და მართლაც ხუთი წუთი მოანდომა. ასეთი პუნქტუალური გოგო პირველად აღმოვაჩინე და გამიკვირდა. ფეხზე რომ წამოვდექი, ჩემი გადაღეღილი მკერდი შენიშნა და მორიდებით შემომხედა.
_ღილი აგწყვეტიათ, მასე ხომ არ წამოხვალთ?
ჩემთვის უჩვეულო იყო ეს და ცოტა არ იყოს დავიბენი. მერე ჯიბეში ჩავიყავი ხელი და ღილი ამოვიღე.
_მომეცით, დაგიკერებთ._მორიდებით გამომიწოდა ხელი.
_ვითომ, რამე დაშავდება ასე რომ წამოვიდე?_დამეზარა გახდა. არა და სხვა შემთხვევაში სიამოვნებით ვიხდი ხოლმე ქალების წინაშე ტანსაცმელს.
ცისია მიმიხვდა ალბათ და გაეღიმა.
_იყოს, ზედვე დაგიკერებთ.
ნემსი და ძაფი მოიტანა და ღილის დაკერებას შეუდგა. მისი თლილი თითები რამდენჯერმე შემეხო მკერდზე და სასიამოვნოდ შემიღიტინა. ასეთი განცდა არასდროს მქონია. ქალებში გათქვეფილი ვარ ასე ვთქვათ, მაგრამ ეს მისი წამიერი შეხება რაღაც სულ სხვა იყო. რომ ვთქვა ვნებას მიღვიძებდა მეთქი, მოვიტყუები. სიამოვნებას კი ვგრძნობდი, მაგრამ სულ სხვა სიამოვნება იყო ეს. მისი ტკბილი სურნელიც თავბრუს მახვევდა. ჩემი დაჟინებული მზერა რომ იგრძნო, მორიდებით ამომხედა. რატომღაც გული გამიჩერდა მისი თვალების შემონათებაზე. უხერხულად შევიშმუშნე და გვერდით გავიხედე. მალევე მორჩა ღილის მიკერებას. ძაფი ოსტატურად შეაწყვიტა და მოვრჩიო მითხრა, თუმცა უთქმელადაც ვიცოდი, რომ მორჩა.
_წავიდეთ?_ისე ვკითხე, არ შემიხედია მისთვის და თან ღილის შეკვრას შევუდექი, რომელიც რატომღაც გამიძალიანდა და ძლივს ამოვუყარე ჭრილში.
_ჩვენ მზად ვართ._მითხრა და ლუკას დასწვდა, ხელში აიყვანა.
ბავშვი არ გასძალიანებია. რატომღაც მოსწონდა უკვე თავისი უშნო ძიძა და დიდად აღარ კაპრიზობდა მასთან. ბინიდან გასულებმა კარი საგულდაგულოდ ჩავრაზე და რატომღაც ლიფტი გამოვიძახე. კაბინაში გვერდიგვერდ რომ დავდექით და მხრებით ერთმანეთს შევეხეთ, უხერხულობა ვიგრძენი. უხერხულობა კი არა, რაღაც უჩვეულო და ჯერ კიდევ გამოუცდელი გრძნობა დამეუფლა.
*****
მისი სურნელი ცხვირში მიღიტინებდა და თავბრუს მახვევდა. მომეჩვენა, რომ მეორე სართულიდან პირველ სართულამდე ჩასვლას რატომღაც დიდი დრო მოანდომა ლიფტმა. კარი რომ გაიღო, გზა დავუთმე, ზრდილობიანად გავატარე და მეც უკან მივყევი. გამართული მხრებით და ამაყი ნაბიჯებით მიაბიჯებდა ჩემს წინ. რაღაც ნაცნობი სიარულის მანერა ქონდა თითქოს, აშკარად ვიღაცას მაგონებდა, მაგრამ ვის, ვერაფრით ვერ ვიხსენებდი.
მანქანაში რომ ჩაჯდა, კარი მე მივუხურე ზრდილობიანად. ამ უშნო და შეუხედავი გოგოს გვერდით ამ ბოლო დროს რაღაც მემართებოდა და სიმართლე ვთქვა, არ მომწონდა. მაგრამ გულმა მაინც არ მომითმინა და რამდენჯერმე გავხედე უკანა ხედვის სარკეში. ჩემი მზერა რომ დაიჭირა, შევატყე, აუვარდისფრდა ღაწვები. მე კი საკუთარ თავზე გავბრაზდი. რა თავს ვაფასებინებდი ამ მახინჯს? მაგრამ... ისეთი მომხიბვლელი ღიმილი ქონდა, ერთი სული მქონდა ისევ გაეღიმა.
უხმოდ ვიმგზავრეთ. ამბულატორიის წინ რომ შევაჩერე მანქანა, მოხდენილად გადავიდა და ლუკაც გადაიყვანა. მე მანქანაში დავრჩი და ველოდებოდი როდის გამოვიდოდნენ. საკმაოდ რომ შეაგვიანდათ, გაბრაზებული შევედი, მაინტერესებდა რას აკეთებდნენ ამისთანას. შუა დერეფანში ატირებულ ლუკას წინ ჩაცუცქულიყო ცისია და მშვიდი ხმით ცდილობდა მის დაწყნარებას. მე მის ადგილზე ერთს გემოზე შემოვულაწუნებდი ამ თავხედ და გათამამებულ ბავშვს, რას ქვია არ უნდოდა აცრის გაკეთება? რომ მივუახლოვდი, ყური მოვკარი ცისიას ლაპარაკს.
_შენ ხომ დიდი ბიჭი ხარ უკვე? რომ იცოდე, ბიჭები არ ტირიან. გოგოები ვტირივართ ყველაფერზე, შენ ხომ გოგო არ ხარ? კოღოს ნაკმენივით გეტკინება, მეტი არა. შეიძლება ეგეც ვერ გაიგო. გპირდები, მეც შენს გვერდით ვიქნები. ხელი ძალიან მომკიდე და შენი ტკივილი ჩემთან გადმოვა. აქედან რომ გავალთ, ზოოპარკში გავიაროთ და სპილოებს გაჩვენებ. შენ ხომ გიყვარს სპილოები?_ხელსახოცით ცრემლები მოუმშრალა. ცინგლებიც სუფთად მოწმინდა და ლოყაზე აკოცა._შევიდეთ და გავიკეთოთ აცრა?
ლუკამ თანხმობის ნიშნად თავი რომ დაუქნია, გამიკვირდა. ცისია მოხდენილად წამოიმართა ფეხზე და ისე, რომ ჩემთვისარც კი შემოუხედია, შევიდნენ ექიმის კაბინეტში. ხუთ წუთში ისევ გამოვიდნენ. ლუკა აღარ ტიროდა. ცისია იღიმოდა და მისმა ღიმილმა გული ამიჩქარა. რომ დამინახა დაჟინებით მივჩერებოდი, თითქოს ღიმილი შეეყინა სახეზე.
_თუ შეგიძლიათ აქედან ზოოპარკში გაგვიყვანეთ, იქიდან კი ჩვენ თვითონ დავბრუნდებით სახლში._ჩემთვის სახეში არ შემოუხედია ისე მითხრა.
უარის თქმა დავაპირე, რადგან ამ გოგოს სიახლოვეს ჩემს თავს ვეღარ ვცნობდი აშკარად, მაგრამ ჩემში ჩაბუდებულმა მეორე მემ თანხმობა უთხრა. მომინდა ვინმეს გემოზე შემოელაწუნებინა ჩემთვის სახეში. რა ჯანდაბა მჭირდა ვერ ვხვდებოდი. ეს კი არა და, ზოოპარკში მისულებმა დალოდებაც კი შევთავაზე, ერთ საათში ხომ მოიწყენს და ბარემ მე წაგიყვანთ მეთქი. მართალია, მათთვის დევნა არ დამიწყია, მაგრამ ისეთი ადგილი შევარჩიე, ჩემი თვალთახედვის არეში რომ ყოფილიყვნენ და შორიდან ვუმზერდი. ლუკასთან ერთად ისეთი ბედნიერი ჩანდა, მის ღიმილს თვალს ვეღარ ვწყვეტდი. ამ გოგოზე ხომ ვბრაზობდი, რას მეპრანჭებოდა ასე და ჩემს თავზე უარესად ვბრაზობდი, რომ დორბლმორეული შევყურებდი მის ღიმილს.
ცხოველების დათვალიერებას რომ მორჩნენ, მერე ატრაქციონებზე გადაინაცვლეს და მათი კისკისი არემარეს იკლებდა. ბოლოს, როგორც იქნა დაიღალა ლუკა და სახლში წასვლა გადავწყვიტეთ. გზაში მის ხელში ჩაეძინა. სადარბაზოს წინ რომ შევაჩერე მანქანა, ვეღარ ვინამუსე, რომ ამ სიფრიფანა გოგოსთვის გამეტანებინა მძინარე ბავშვი. მანქანის კარი რომ გამოვუღე, დავიხარე და ლუკა მე ავიყვანე ხელში. დახრისას ტუჩები მის შუბლზე მომიხვდა და ისე ამითრთოლა გული, გვარიანად შევკრთი. კიბეებზე შეუსვენებლივ ავირბინე და ცისიას დაველოდე, რომ ამოსულიყო და კარი გაეღო. გასაღები რატომღაც მე მედო ჯიბეში და ვანიშნე რომ ამოეღო. შემოტკეცილ ჯინსის შარვლის ჯიბეში თითები მორიდებით რომ ჩამიცურა, რაღაც სასიამოვნო ღიტინის შეგრძნება დამეუფლა. ვნება ნამდვილად არ ყოფილა, რაღაც ფაქიზი გრძნობა იყო. უარესად გავბრაზდი ჩემს თავზე ასეთ სულელურ რაღაცეებზე რომ ვამახვილებდი ყურადღებას. გასაღები რომ ამოიღო და კარი გააღო, სწრაფად შევედი, საწოლზე ფრთხილად დავაწვინე ლუკა და უკანმოუხედავად გამოვვარდი გარეთ. საით წავსულიყავი არ ვიცოდი, რითი დამემშვიდებინა ეს უაზროდ აფორიაქებული გული ვერ ვხვდებოდი. ინდირას დავურეკე და, სახლში არ ვარო. ჩემს მუდმივ კახპას მივაკითხე. ოქსანას კი ნამდვილად ეცალა ჩემთვის. ერთი ღამით ოთახი ვიქირავე და იქ წავედით. ვნებების ჩაცხრომამაც არ მიშველა, თვალს ვხუჭავდი თუ არა, უშნო ძიძის მშვენიერი ღიმილი მელანდებოდა. დაძინება აღარ მინდოდა იმის გამო, რომ თვალები არ დამეხუჭა. მერე, ზღვაზე გაცნობილი ციაკო გამახსენდა. მასზე რომ დავიწყე ფიქრი, ცოტა მეშველა. დილით ოქსანა გავაცილე და მე ჩვენებთან გავქანდი. ანჩო ჯერ არ იყო სამსახურში წასული, ემზადებოდა. საძინებელში შევუვარდი.
_შენს პირობაზე როგორ ხარ?
_რა პირობა?_გაუკვირდა.
_გუშინ მთელ დღეს შენს გათამამებულ ლაწირაკს დავდევდი. ხომ შემპირდი, რასაც მთხოვ შეგისრულებო?_მის საწოლზე ჩამოვჯექი და სარკეში შევხედე ჩემს დას.
_აჰა, გასაგებია._პომადა დადო და შემომიბრუნდა. თან, გულხელი დაიკრიფა._გისმენ, რა უნდა მთხოვო.
_ციაკოს ტელეფონის ნომერი მინდა.
თითქოს შეკრთა. გაოცებულმა შემომხედა.
_ეგ ციაკო ვინღაა?_ზედმეტად გაოცებულმაც კი მკითხა.
მე უარესად გავვოცდი.
_წინა კვირას ზღვაზე გავიცანი. შენ გიცნობს...
_მე მიცნობს?_დაფიქრდა._რაღაც არავინ მახსენდება მაგისთანა._მერე ირონიულად გაეღიმა._მერე და რად გინდა ის ვიღაც ციაკო?
_მინდა._ისე ვუთხარი, თვალი არ მომიშორებია მისთვის.
_მორიგი გასართობია?_ინტერესით მკითხა.
_არამგონია._თითქოს ამოვიოხრე._გაფიცებ ყველაფერს, მითხარი...
_მართლა ვერ ვცნობ ვერავის ციაკოდ წოდებულად. თვითონ გითხრა რომ მიცნობს? როგორი გოგოა?
_არაჩვეულებრივი.
_არ მითხრა ახლა, რომ შეგიყვარდა._გულიანად გადაიკისკისა._დავიჯერო, იმ ვიღაც ციაკომ შეძლო და ლაგამი ამოგდო?.. არა, მართლა შეგიყვარდა ვიღაც უცნობი?_კიდევ გადაიკისკისა გულიანად._ჩვენი დონჟუანი ბიჭი უიმედო მდგომარეობაშია?
_კაი, ხო, დაივიწყე._გაგულისებული წამოვდექი და მისი საძინებლიდან გამოვედი.
კარი ღია იყო. იქვე ცისია და ლუკა თამაშობდნენ. უეჭველი გაიგებდა ჩვენს ლაპარაკს. ერთი კი ამომხედა ღაწვებაწითლებულმა მორცხვად და ისევ ლუკასთან თამაში განაგრძო. ამ გოგოზე ცალკე მომეშალა ნერვები. გაბრაზებული ახლა მას დავეტაკე.
_მასეთი თვალებით ნუ მიყურებ, გაიგე?_ჩურჩულით, მაგრამ საკმაოდ მკაცრად ვუთხარი და გარეთ გამოვვარდი ფეთიანივით. სიბრაზის დასაძლევად, მოზღვავებული ენერგიის და უაზრო ფიქრების მოსაშორებლად სპორტდარბაზში წავედი. როგორც ყოველთვის ყურსასმენები მოვირგე, ბოლო ხმაზე ჩავირთე ტელეფონში მუსიკები და სარბენ ბილიკზე მთელი სისწრაფით დავიწყე სირბილი. თითქმის ყველა ტრენაჟორი მოვიარე. საბოლოოდ რომ გამძვრა ქანცი, შხაპი მივიღე და ახალი შებინდებული იყო დარბაზიდან რომ გამოვედი. შედარებით დამშვიდებული და დაწყნარებული ვჩანდი. სახლში ვაპირებდი წასვლას. არანაირი სურვილი არ მქონდა ქალი დამეკერა და მთელი ღამე მის ხვევნა-ალერსში გამეტარებინა დრო. შუქნიშანთან რომ შევჩერდი, სალომე მასწავლებელს მოვკარი გაჩერებაზე თვალი. მართალია, წუთის წინ სურვილი არ მქონდა ქალისა, მაგრამ ეს სულ სხვა იყო. ეს ჩემი პირველი ქალი იყო და გამეღიმა. ძველებურ პეწზე ვეღარ იყო, დაუნდობელ წლებს თავისი კვალი დაეტყო. თუმცა ისევ სასურველი ქალი იყო ნებისმიერი მამაკაცისთვის. შუქნიშანზე რომ გადავედი და ჩემი ვერცხლისფერი ბეემვე წინ შევუჩერე, გაკვირვებულმა შემომხედა სალონში.
_სალომე მასწავლებელო, დაბრძანდით, მიგიყვანთ, სად მიბრძანდებით?_გადავწვდი და ჩემს წინ კარი გავუღე.
ეს ქალი მართლაც რომ ჩემი მასწავლებელი იყო, ინგლისურისა რა ვთქვა, მაგრამ ქალებში კი ამან გამიკვალა გზა. არ ვიცი, მართლა ვერ მიცნო თუ წარსულის გამო დაიმორცხვა, უნდობლად მკითხა.
_ვიცნობთ ერთმანეთს?
გამეღიმა.
_ბაჩო ვარ მასწავლებელო, თქვენი მოწაფე.
_აა, ბაჩო?_ინება და ჩამიჯდა მანქანაში._როგორ ხარ?_უჩვეულო ღიმილით მკითხა და ჩემს დაჟინებულ მზერაზე გვერდით გაიხედა._დავაჟკაცებულხარ, გამიჭირდა შენი ცნობა.
თითზე ქორწინების ბეჭედი შევნიშნე. გათხოვილა. მშვენიერი ქალი იყო, რატომაც არ გათხოვდებოდა? ინტერესით შევათვალიერე. თვალის უპეებთან და ტუჩის კუთხესთან პატარა ნაოჭები გასჩენოდა. ის ეშმაკური ღიმილი, მე რომ მიმზერდა ბავშვობაში, ახლაც გაუკრთა სახეზე, ოღონდ წამიერად. სურვილი გამიჩნდა, ჩემს მკლავზე ახლაც გადამეგორებინა და მეჩვენებინა როგორი ვაჟკაციც დავდექი. მაშინ რომ გამოუცდელი ვიყავი და პირველ ჯერზე არაფერი გამომივიდა.
არც კი მიკითხავს სად მიდიოდა. მაშინვე მოვაბრუნე მანქანა და შორიახლო კაფეს მივაშორე. ცოტა ხნით კი დადმომყვა, სიამოვნებით მივირთვით კაპუჩინო და ტკბილეული. მერე კი, მეჩქარებაო, ღიმილით მითხრა და ფეხზე წამოდგა.
_შენი ნახვა მართლა ძალიან გამიხარდა._გადმოიხარა და ლოყაზე ნაზად მაკოცა._ქმარი და შვილები მელოდებიან. მე ჩემით წავალ, შენ ნუ შეწუხდები. მართლა კარგი ვაჟკაცი დამდგარხარ._ლოყაზე მომითათუნა ხელი და სანამ მე ანგარიშს გავასწორებდი, გარეთ გავიდა, ტაქსი გააჩერა და წავიდა.
გაგრძელება იხილეთ აქვე
დატოვეთ კლასი

777    ძიძა - 906008636361

Комментарии