777 თამარ თორაძე ძალიან მძიმე ემოციურ მიმართვას ავრცელებს – ჩემო იმედო!

აპრილი 26, 2021
თამუნა თორაძის პოსტი მოკლულ ძმას, იმედო თორაძეს.
“შენი დაბადების დღეა ჩემო საყვარელო, არ ვიცი რატომ, მაგრამ მამას უთქვამს, ეს იქნება ოჯახის იმედი და მოდი, იმედო დავარქვათო!
ჩემო იმედო! რანაირად ხდება, რომ შენს მკვლელს შენივე დაბადების დღეზე უშვებენ თავისუფლებაზე ისე, რომ არც დასჯილა მაგისთვის – რომ მოგკლა!
მაპატიე ჩემო საყვარელო ძმაო ასეთი უსამართლობის წინაშე უძლურია შენი პატარა და!
ქედს ვიხრი შენი, მთელი ოჯახის წინაშე და ვაღიარებ რომ ლაჩარი ვარ, აქამდე რომ მოვიყვანე ზარალა, რურუა, სულაბერიძე, ტილიკა და სხვა მრავალი. გოგა ზამთარაძე შნირიც გარეთ გდია.
და მაინც ჩემო ძვირფასო იმედო მაქვს შენი იმედი რომ ამ უსამართლობას ზემოდან დაჰყურებ და უკეთესი გეგმა გაქვს ჩემი გულის გასახარებლად და დედამიწის ამოსასუნთქად! დამეხმარე გხთოვ დავასრულოთ ეს ბოროტები ზემოთ ჩამოთვლილი და არ ჩამოთვლილი. ღმერთს თხოვე შენს დაბადების დღეზე საჩუქრად ბოროტების დასრულება გთხოვ.
გილოცავ უკარგესო ადამიანო, 17 წლის მოგკლეს ზარალამ და რურუამ, მაგრამ არაუშავს, შენი სახელი მაინც ვერ მოკლეს და შენ, მარადიული სიცოცხლე გეჩუქა
“ – წერს თამარ თორაძე

777       თამარ თორაძე ძალიან მძიმე ემოციურ მიმართვას ავრცელებს – ჩემო იმედო! - 911887638217

Комментарии

  • 27 апр 2021 22:12
    მართლაააა უსამართლობააა....
  • Комментарий удалён.
  • 27 апр 2021 22:12
    ხანდაზმულიაო  და  რადუნდა  ამას  ხანდაზმულობა. ოჯახი ამოხოცა  და  ჯერაც  პასუხი  არ  უგია..
  • 27 апр 2021 22:13
    ნათელი და სანთელი თქვენს სულს თორაძეებოო
  • 28 апр 2021 00:29
    xoda rurua gamovida dges cixidan da mxirul notaze ganacxada tanac gakvirvebulad, weliwad naxevari vijeqi cixeshi da ratom vijeqi jerac ar vicio. achvenet es foto da mixvdeba rom sworia weliwad naxevari ki ara 15 weliwad naxevaric cotaa mkvlelebistvis.