777 გარდაიცვალა ცნობილი სცენარისტი და რეჟისორი რეზო გაბრიაძე

06/06/2021
თეატრისა და კინოს ცნობილი რეჟისორი, მწერალი, სცენარისტი, მხატვარი და მოქანდაკე რეზო გაბრიაძე გარდაიცვალა. იგი 29 ივნისს 85 წლის გახდებოდა.
რეზო გაბრიაძე 1936 წელს დაიბადა ქუთაისში.
იგი 35-ზე მეტი ფილმის სცენარის ავტორია, რომელთა შორის არის „მიმინო“, „არ იდარდო“, „ქინ ძა ძა“, „შერეკილები“, „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „სამნი გზაზე“ და ა.შ. მისი სცენარის მიხედვით გადაღებული არაერთი ფილმი ქართული კინემატოგრაფიის კლასიკად იქცა.
რეზო გაბრიაძის შემოქმედებით ბიოგრაფიაში უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს მარიონეტების თეატრს, რომელიც მან 1981 წელს დააარსა თბილისში.
რეზო გაბრიაძე მრავალი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია, მათ შორის არის საფრანგეთის რესპუბლიკის ხელოვნებისა და ლიტერატურის კომანდორის ორდენი, სსრკ სახელმწიფო პრემია, პრემიები – „ნიკა“, „ტრიუმფი“, „ოქროს ნიღაბი“, „ოქროს სოფიტი“, „ცარსკოსელსკაია პრემია“, შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია და სხვა.
„რეზო გაბრიაძის გარდაცვალება აუნაზღაურებელი დანაკლისია ქართული კულტურისათვის“, – ნათქვამია საქართველოს კულტურის სამინისტროს განცხადებაში.

777      გარდაიცვალა ცნობილი სცენარისტი და რეჟისორი რეზო გაბრიაძე - 914245138377

Комментарии

Комментариев нет.